600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

იმ შემთხვევაში თუ ტრადიციული სიგარეტის ჯანსაღ ალტერნატივას ეძებთ, მაშინ ჩვენ 600 ნაფაზიან ელექტრო სიგარეტს შემოგთავაზებთ. ამ უკანასკნელს მოწევის დამკვიდრებულ საშუალებასთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს, რაც მის მზარდ პოპულარობას განაპირობებს.

HQD EOS

600 ნაფაზი

HQD Ez Bar

600 ნაფაზი

HQD 600

600 ნაფაზი

HQD Super Pro

600 ნაფაზი

HQD Wave

600 ნაფაზი

HQD VITA

660 ნაფაზი

 დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 500 ნაფაზიანი ელექრო სიგარეტი. პოდსი კი გთავაზობთ ამ სახის ვეიპის გაუმჯობესებულ ვარიანტს, HQD-ს 600 ნაფაზიან ერთჯერადი ვეიპების სახით.

შეგახსენებთ, რომ ერთჯერადი და მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტების შეძენა ვეიპების მაღაზია პოდსიში შეგიძლიათ, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. 

 

600 ნაფაზიანი ერთჯერადი ვეიპები Podsy-ში

ჩვენს ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ელექტრო სიგარეტები, მათ შორის, 600 ნაფაზიანი ვერსიები. შეიძლება ითქვას, რომ ვეიპის ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. 

ელექტრო სიგარეტების მაღაზია Podsy 600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტის ხუთ განსხვავებულ მოდელს გთავაზობთ. ეს ფართო სპექტრი კი გაძლევთ შესაძლებლობას ელექტრო სიგარეტი თქვენი მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით შეიძინოთ და, ამასთანავე, სხვადასხვა სასიამოვნო სახის გამოცდილება მიიღოთ. 

 

HQD EOS

HQD EOS ერთჯერადი ელექტრო სიგარეტია, რომელიც 600 ნაფაზისაგან შედგება. აღნიშნული ერთჯერადი ვეიპი კომფორტულია მოხმარებისათვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მოწყობილობა არ საჭიროებს დამუხტვას, სითხის გამოცვლას ან რაიმე სახის დამატებით მანიპულაციას. გასააქტიურებლად საკმარისია, რომ მოქაჩოთ და ჩაისუნთქოთ. ვეიპი ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს, შესაბამისად, გაქვთ შესაძლებლობა ამ მავნე ნივთიერების მოხმარება მკვეთრად შეამციროთ, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. EOS მრავალფეროვან გემოებს გთავაზობთ, მაგალითად, ხელმისაწვდომია კენკრის, სხვადასხვა ხილისა და სასმლის. 

 

HQD EZ Bar

ელექტრო სიგარეტის ეს ახალი მოდელი მომხმარებელს ვეიპინგის მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს. EZ Bar 600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტია და 2% ნიკოტინს შეიცავს. მოწყობილობა პორტატიულობით ხასიათდება, რადგან მცირე ზომის გამო მისი განთავსება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი, მაგალითად, ჩანთაში ან ჯიბეში.  იმ შემთხვევაში თუ ინტენსიური გემოები მოგწონთ, მაშინ ეს მოდელი თქვენთვისაა. შეგიძლიათ ელექტრო სიგარეტი შეიძინოთ ისეთი არომატებით, როგორებიცაა ყურძენი, მოცვი და ჟოლო, ლაიმი და მარაკუია და ა.შ.

 

HQD 600

HQD 600 ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, რასაც მისი მახასიათებლები განაპირობებს. გარდა იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით პროდუქტი მომხმარებლებისათვის მისაღებია, რადგან 600 ნაფაზსა და ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს, ამასთანავე, ის ვიზუალურად გამორჩეული მოწყობილობაა. დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინი გულგრილს არავის დატოვებს. ელექტრო სიგარეტი მოიცავს ისეთ ისეთი ხილის გემოებს, როგორებიცაა ყურძენი, მარწყვი, საზამთრო, მოცვი და ა.შ.

 

HQD Super Pro 

Super Pro სხვა ვეიპების მსგავსად, ერთჯერადი გამოყენების ელექტრო სიგარეტია, რომელიც 600 ნაფაზისაგან შედგება.  ეს ერთჯერადი ვეიპი სადა დიზაინით გამოირჩევა და მოიცავს სხვადასხვა ტონის პასტელურ ფერებს. მსგავსად ზემოთ აღნიშნული მოდელებისა, Super Pro 2% ნიკოტინს შეიცავს. არომატების თვალსაზრისით კი სხვადასხვა ტროპიკული და სეზონური ხილის, ან საყვარელი სასმლის გემოს შერჩევა შეგიძლიათ. 

 

HQD Wave

აღნიშნული ვეიპი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია. თუკი მხიარული ფერებისა და გამორჩეული დიზაინის მქონე ელექტრო სიგარეტის შეძენა გსურთ, მაშინ ჩვენ Wave-ს გირჩევთ. ეს 600 ნაფაზიანი მოდელი ვეიპინგის სასიამოვნო პროცესს უზრუნველყოფს და გთავაზობთ ისეთი გემოების კომბინაციებს, როგორებიცაა, დრაკონის ხილი და მარწყვი; მარწყვი და ლიმონათი; მანგო, ნესვი და ყინული, ა.შ. 

ელექტრო სიგარეტების მაღაზია Podsy-ში წარმოდგენილის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა მრავალი სახის ვეიპისა, ჩვენთან ხელმისაწვდომია მრავალჯერადი მოწყობილობისათვის საჭირო აქსესუარები – იქნება ეს ქოილი, სითხე თუ ავზი და კარტრიჯი. 

შეგახსენებთ, რომ Podsy-ს ფილიალები გარდა თბილისისა, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში და ბათუმში მდებარეობს.

600 ნაფაზიანი ვეიპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების სიხშირეზე. ზომიერი მოხმარების შემთხვევაში ვეიპი სამი დღიდან ერთ კვირამდე ძლებს. თუმცა თუ კი ვეიპს საშუალოზე ხშირად მოიხმართ შესაბამისად უფრო ადრეც შეიძლება დაიცალოს კარტრიჯი.

მოცემული ვეიპების ყიდვა შეგიძლიათ პოდსის მაღაზიებსა თუ სტენდებში. უბრალოდ ესტუმრეთ ახლომდებარე ვეიპ შოპს და შეიძინეთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული პროდუქტი. ჩვენი პოფესიონალი სტაფი გაგიწევთ რეკომენდაციებს და დაგეხმარებათ სასურველი მოწყობილობის შერჩევაში. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესაახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფილიალების გვერდს.

HQD-ს ელექტრო სიგარეტები არის ერთჯერადი მოხმარების. სითხის ამოწურვის შემდგომ ვეიპის ნათურა დაიწყებს ციმციმს რითაც გაცნობებთ, რომ დასრულდა მოწყობილობის ფუნქციონირება და დამატებით ორთქლს ვეღარ მოგაწვდით.