ვეიპის მოვლა: როგორ გავწმინდოთ ელექტრო სიგარეტი

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მრავალჯერადი ვეიპის შეძენის სასარგებლოდ მისი გრძელვადიანობაა. შეიძენ ერთხელ და დაისვენებ. თუმცა საქმე ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: თუ ნამდვილად გსურთ, რომ თქვენი ელექტრო სიგარეტი დიდ ხნის განმავლობაში გემსახუროთ, გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა დაგჭირდებათ მისი ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად. თუ ვეიპს უბრალოდ ჯიბეში ჩაიდებთ და ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა მალე სულაც ვეღარ შეძლოთ საყვარელი არომატებით ტკბობა და სრულიად ახალი მოწყობილობა გაგიხდეთ შესაძენი.

ყველაზე ხშირად მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის გაუმართავად მუშაობაში მოწყობილობის შიგნით დაგროვებული ნარჩენებია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანია ვეიპის აქსესუარები, ნალექისადმი ყველა მათგანი მოწყვლადია. ამასთან, რაც უფრო მუქი და ბლანტია ელექტრო სითხე და რაც უფრო ტკბილია არომატები, მით მაღალია შანსი მოწყობილობაში დაილექოს. რაც უფრო ძლიერია არომატი, მით უფრო ძლიერია მისი ეფექტი – სითხეები თამბაქოს, ყავის, დარიჩინი ან ძირტკბილას არომატით უფრო ადვილად აღწევენ მოწყობილობაში, ვიდრე ვთქვათ, კენკრის. მაღალია შანსი, როდესაც ვეიპს ახალი სითხით შეავსებთ, ძველის გემო დაჰყვებოდეს, თუ ახალი სითხით ავსებამდე არ გაწმენდთ. 

ასევე სასურველია, ნებისმიერი მრავალჯერადი ვეიპი პირველ გამოყენებამდე საგულდაგულოდ გარეცხოთ. მართალია დაბალია შანსი ახალი მოწყობილობა ჭუჭყიანი იყოს ან ნალექს შეიცავდეს, სამაგიეროდ მაღალია შანსი პირველი მოწევისას ორთქლს ლითონის სუნი დაჰყვეს (ზეთის ბრალია). ეს ლითონის არომატი ხშირად მოწყობილობის ნაკლი ჰგონიათ, მაგრამ რეალურად აბსოლუტურ უმეტესობას ახასიათებს მეორე გამოყენებამდე, ბრენდისა და მოდელის მიუხედავად – რასაკვირველია, წინასწარ თუ არ გაწმენდთ. 

საბედნიეროდ, ელექტრო სიგარეტის წმენდა უმეტეს შემთხვევაში სწრაფი და მარტივი პროცესია. თუ ხელზე 30 წუთამდე თავისუფალი დრო და რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი გაქვთ, ჩათვალეთ უმეტესი ნაწილი უკვე გაკეთებულია. 

როგორ გავწმინდოთ ვეიპის რეზერვუარი:

ვეიპის რეზერვუარის საწმენდი დრო იმის პირდაპირპროპორციული იქნება, რამდენად ხშირად წმენდთ მოწყობილობას. რაც უფრო ხშირად ასუფთავებთ მოწყობილობას, მით უფრო ნაკლებია ნალექი და შესაბამისად მით ნაკლებია დრო, რომლის დახარჯვაც შემდეგ სესიაზე დაგჭირდებათ. ამასთან, კარგად მოვლილი რეზერვუარების გასაწმენდად ხშირად მხოლოდ თბილი წყალიც საკმარისია, მაშინ როდესაც რეზერვუარი სადაც ნარჩენები დაგროვდა სულ მინიმუმ სარეცხ საშუალებას და მეტ დროს მოითხოვს.

ვეიპერთა საზოგადოება განასხვავებს ვეიპის სამ ძირითად წმენდის მეთოდს:

  1. სტანდარტული წმენდა – ყველაზე მარტივი და სწრაფი, მაგრამ ზედაპირული მეთოდი. ძირითადად მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ვეიპი რეგულარულად იწმინდება რამდენიმე სესიის შემდეგ და რეზერვუარიც შედარებით სუფთაა. დაშალეთ რეზერვუარი, თითოეულ ნაწილ გადაავლეთ თბილი გამდინარე წყალი და შემდეგ დამატებით დაახლოებით 15 წუთით დაალბეთ თბილი წყლით ავსებულ თასში (სანამ წყალი არ გაგრილდება). როდესაც ამოიღებთ, თითოეული ნაწილი გულდასმით გაამშრალეთ სამზარეულოს პირსახოცით ან სხვა რბილი ქსოვილით და შეგიძლიათ თავიდან ააწყოთ თქვენი მოწყობილობა.
  2. სარეცხი საშუალებით წმენდა – საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ წინა წმენდიდან დიდი დრო გავიდა და რეზერვუარში ბევრი ნარჩენი დაგროვდა. თუმცა ბევრი ვეიპერი ღრმა წმენდას მიმართავს მაშინაც, თუ მოწყობილობა ძლიერი არომატით იყო სავსე (როგორც ზემოხსენებული თამბაქო ან ყავა) და უნდა დარწმუნდეს, რომ ახალ არომატს ძველის ნალექი არ გააფუჭებს. პირველი ნაბიჯები იგივეა, რაც ზედაპირული წმენდისას, მაგრამ წყლიან თასში სოდა ან ძმარი დაამატეთ სანამ ნაწილებს დასალბობად ჩააწყობთ. სხვათა შორის ვისაც ხელზე სოდა და ძმარი არ აქვს, ხშირად არაყს იყენებს საწმენდად, თუმცა ძლიერი სუნის გამო პირველი არჩევანი ნამდვილად არაა. როდესაც ნაწილები კარგად დალბება, თითოეული კიდევ ერთხელ გაატარეთ გამდინარე თბილი წყლის ქვეშ და დარწმუნდით, რომ კარგად გამორეცხეთ და არანაირი უცხო გემო არ დაჰყვება. თუ შეამჩნიეთ თქვენი ვეიპის რეზერვუარი ხუფიდან ჟონავს და ელექტრო სითხის სრულად გამორეცხვა გიჭირთ, სოდისა და ძმრის მაგივრად ცოტა მსუბუქი უნივერსალური სარეცხი სითხე დაამატეთ თასში.
  3. პროპილენ გლიკოლით (PG) წმენდა – ითვლება, რომ პროპილენ გლიკოლი საუკეთესო ვარიანტია, თუ გიჭირთ ვეიპიდან ძლიერი არომატის მოცილება, თუმცა პროცესს გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ვეიპის ნაწილები PG სითხეში 2 საათით მაინც უნდა ჩაალბოთ (სიღრმისეული წმენდის საჭიროების შემთხვევაში ითვლება, რომ 6 საათი მაინცაა საჭირო), თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პრობლემა გადაიჭრება. შემდეგ ნაწილები ხელსახოცზე დააწყვეთ და აცადეთ თავისით სრულად გაშრეს. არ გამოიყენოთ VG სითხე PG-ს ნაცვლად. VG სითხის სქელი ტექსტურა ნაწილებს მიეკვრება და წმენდის პროცესში დახმარების მაგივრად საქმეს გაართულებს.

თუ ამ პროცესისთვის დროის დახარჯვის პერსპექტივა გაფიქრებთ, შესაძლოა მრავალჯერადი ვეიპი საერთოდაც არ შეეფერება თქვენი ცხოვრების სტილს. ამ შემთხვევაში გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს იმის თაობაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტი, რათა თქვენთვის უფრო ოპტიმალური მოდელის პოვნა გაგიადვილდეთ. 

როგორ გავწმინდოთ ვეიპის კარტრიჯი:

ვეიპის კარტრიჯიდან ნარჩენების მოცილება ცოტა უფრო რთული პროცესია და ფაქიზი მიდგომა სჭირდება. პირდაპირ რეცხვის ან დალბობის ნაცვლად ჯერ ყურის ჩხირი უნდა გამოიყენოთ და ხელით მოაცილოთ ჭუჭყის ის ნაწილი რასაც მიწვდებით. სანამ წმენდას დაიწყებთ, დაასველეთ ყურის ჩხირი PG სითხეში ან წყალში (უმჯობესია გამოხდილში).

იდეალურ შემთხვევაში, სველი ყურის ჩხირით წმენდის შემდეგ ვეიპის კარტრიჯი კიდევ ერთხელ უნდა გაიწმინდოს, ამჯერად მშრალი ჩხირით. თუმცა, თუ ნალექის რაოდენობა მცირე იყო, საკმარისი იქნება უბრალოდ საფუძვლიანად გაშრობა აცალოთ.

როგორ გავწმინდოთ ატომაიზერის ქოილი:

თუ თქვენი მრავალჯერადი ვეიპი ჩაშენებული ქოილითაა აღჭურვილი, მასი დაშლა და ნაწილების ცალ-ცალკე გარეცხვა უბრალოდ შეუძლებელია. 

ამ შემთხვევაში უბრალოდ სცადეთ მოაშოროთ მაგნიტებზე დალექილი ელექტრო სითხე რათა მოწყობილობას სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. 

თუმცა თუ ისეთი ტიპის ქოილებთან გვაქვს საქმე, რომელთა მოხსნაც შეიძლება, გაითვალისწინეთ, რომ მათ რეგულარული წმენდა სჭირდებათ. ატომაიზერი ნალექის დაგროვებისადმი ყველაზე მოწყვლადი ნაწილია.

გამოსაცვლელი ქოილის წმენდა:

გამოსაცვლელი (replaceable) ქოილის (მაგალითად ისეთი, როგორც Caliburn-ის ვეიპებია) მთავარი პრობლემა, როგორც წესი, პატრუქია. ყოველი წმენდის შემდეგ პატრუქზე მაინც აუცილებლად რჩება მცირე რაოდენობის ნალექი, როგორ გულდასმითაც არ უნდა ეცადოთ მის მოცილებას. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ძალისხმევა ფუჭია – საფუძვლიანი წმენდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ქოილის მოხმარების ხანგრძლივობას და ამასთან უზრუნველყოფს როგორც უფრო სუფთა გემოს, ისე უფრო მძლავრი ორთქლის ღრუბლის გამოშვების საშუალებას.

მაქსიმალურად ეფექტური შედეგისთვის უნდა უზრუნველყოთ სითხემ გაიაროს პატრუქში და რაც შეიძლება მეტი ნარჩენი ამოიღოს თითოეული რეცხვის დროს. ჩაალბეთ ქოილი წყლისა და ძმრის ნარევში, ეთანოლში ან იაფ არაყში რამდენიმე საათით. შემდეგ საფუძვლიანად გაავლეთ თბილ გამდინარე წყალში, დააწყვეთ პირსახოცზე და აცალეთ კარგად გაშრეს. ააწყვეთ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებით, რომ ნესტი სრულად აორთქლდა.

ასაწყობი ქოილის წმენდა:

ასაწყობი (rebuildable) ქოილები გამოსაცლელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ პატრუქის ქოილიდან მოხსნის საშუალებას იძლევიან. თუ ასეთ ქოილს სწორად მოუვლით, ის მნიშვნელოვნად უფრო დიდხანს გემსახურებათ, ვიდრე რომელიმე სხვა ალტერნატივა.

თუმცა, მათი წმენდა ცოტა უფრო რთული პროცესია და ე.წ. მშრალი წვის ტექნიკის ცოდნას მოითხოვს.

მშრალი წვა (dry burning) ნარჩენების მოშორების მიზნით ცარიელი ატომაიზერის გახურებას მოიაზრებს.

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ვეიპში არ არის დარჩენილი სითხე. შემდეგ ფრთხილად განაცალკევეთ პატრუქი ქოილისგან. თუ მხოლოდ მსუბუქი წმენდა გსურთ, ვეიპის 15 ვატზე დაყენება და ჩამრთველის ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერაც საკმარისი იქნება.

მაგრამ თუ ქოილში დიდი რაოდენობის ნალექია დაგროვილი, შესაძლოა მშრალმა წვამ ის დაარბილოს, მაგრამ სრულად ვერ მოაშოროს. ამოიღეთ ქოილი მოწყობილობიდან და შეამოწმეთ – თუ ნახეთ, რომ ზედ ნადებია დარჩენილი, ფრთხილად გაწმინდეთ კბილის ჯაგრისით თბილი გამდინარე წყლის ქვეშ.

იმედია ყველაფერი გასაგებია. პოდსის მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ ელექტრო სიგარეტების დიდ არჩევანს – როგორც მრავალჯერადის, ისე ერთჯერადის. გაეცანით ჩვენს კატალოგს და შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური მოდელი. და თუ მრავალჯერად ვეიპს აარჩევთ, არ დაივიწყოთ ეს გიდი – სწორად მოვლის შემთხვევაში მოწყობილობა გაცილებით დიდ ხანს გემსახურებათ.  

მსგავსი პოსტები

veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »
veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »