ვეიპის გემოები და სახეობები

ვეიპი ტრადიციული სიგარეტის პოპულარული ალტერნატივაა. ამ მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც განპირობებულია მისი მახასიათებლებით, ერთი მხრივ, ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანოა და თან ესთეტიკურად უფრო მიმზიდველია, მეორე მხრივ კი, მრავალ გემოსა და  არომატს მოიცავს, რაც ბევრი ადამიანის მოთხოვნებს პასუხობს. 

დამწყებთათვის ვეიპის იდეალური გემოს აღმოჩენა შესაძლოა რთული ამოცანა იყოს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გაგაცნობთ ელექტრონული სიგარეტის დადებით მხარეებს, გირჩევთ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი არომატის შერჩევისას და ამასთანავე, გაგაცნობთ იმ გემოებსა თუ სახეობებს, რომლებიც ვეიპ შოპ პოდსიშია წარმოდგენილი. 

რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ სიგარეტს 

ელექტრონული სიგარეტი ანუ ვეიპი აღიქმება, როგორც ტრადიციული სიგარეტის ნაკლებად მავნე ალტერნატივა. თუმცა, ამ მოწყობილობას სხვა სარგებელიც მოაქვს. 

  • ვეიპი სიგარეტისაგან განსხვავებით არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და არც მათი წვის ხარჯზე ორთქლდება;
  • მეტად მოსახერხებელი მოწყობილობაა, რადგან მას არ სჭირდება სანთებელა, საფერფლე და, ამასთანავე, კომპაქტურია. 
  • გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტრონული სიგარეტი შეიძლება  იყოს უფრო იაფი არჩევანი, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი;
  • გარემოზე ნაკლებად საზიანო ზემოქმედებით ხასიათდება;
  • ელექტრონული სიგარეტი უამრავ არომატს მოიცავს, რაც მომხმარებელს საკუთარი გემოვნების გათვალისწინების საშუალებას აძლევს. 

როგორ შევარჩიოთ ვეიპის გემო

ვეიპინგის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ასპექტი გემოების ფართო არჩევანია. იმისდა მიუხედავად ამ საქმეში დამწყები ხართ თუ უკვე გამოცდილი, რჩევები, რომლებიც ვეიპის არომატების შერჩევას უკავშირდება, თქვენს გამოცდილებას ნამდვილად გააუმჯობესებს.  

ვეიპის იდეალური გემოს შერჩევა  ნამდვილად ძალიან სუბიექტური საკითხია. სწორედ ამიტომ კონკრეტული რჩევების მოცემა გაგვიჭირდება, თუმცა გაგიზიარებთ იმ ყველა საკითხს, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ.

მანამ სანამ ვეიპის შესაძენად პოდსიში მიხვიდოდეთ, როგორც აღინიშნა, სასურველია, რომ თქვენი გემოვნური პრეფერენციები განსაზღვროთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი არომატები მოგწონთ, რომელია თქვენი საყვარელი ხილი, დესერტი ან სასმელი. გაიხსენეთ ის გემოები და სურნელები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სიამოვნებით მოიხმარდით.  ამ საკითხის მკაფიო გარკვევა არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. 

იდეალური გემოს შდერჩევის პროცესში, ექსპერიმენტებს ნუ მოერიდებით – სცადეთ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ელ-სიგარეტის არომატები. ვეიპის გემოები შესაძლოა რამდენიმე კატეგორიად დაიყოს, ესენია: ხილი, დესერტები, სასმელები, მენთოლი/პიტნა და სხვა. ეს მიდგომა საშუალებას მოგცემთ ამორჩიოთ ის, რომელიც თქვენს გემოვნებას ყველაზე უკეთ შეესაბამება. 

ვეიპის არომატების შერჩევისას ალერგიულობისა და მგრძნობელობის გათვალისწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ალერგიული რეაქცია იმ კონკრეტულ ინგრედიენტებზე, რომლებსაც ვეიპის  არომატები და სახეობები შეიცავს. 

გარდა იმისა, რომ უნდა გაითვალისწინოთ თუ რომელ ინგრედიენტზე ხართ ალერგიული, ამასთანავე მნიშვნელოვანია გაეცნოთ მიმოხილვებსა და რეკომენდაციებს. ყურადღებით წაიკითხეთ ვეიპის არომატში შემავალი ინგრედიენტები. 

იყავით ღია ახალი გემოების საცდელად. ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი ვეიპის არომატების მუდმივად განვითარებადი ასორტიმენტია. ამ გზით შესაძლოა აღმოაჩინოთ  გემო, რომელზეც მანამდე საერთოდ არ გიფიქრიათ. 

იმ შემთხვევაში თუ მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის მოხმარება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ მის სითხეში შემავალი ნიკოტინის შემცველობა და  სიმძლავრე. თუ გამოცდილი მწეველი ხართ და უბრალოდ სიგარეტის ჩანაცვლება გსურთ, შეგიძლიათ ნიკოტინის მაღალი დონე შეარჩიოთ, თუმცა მათ ვისაც გემოებით ტკბობის სურვილი აქვს, ნიკოტინის დაბალ შემცველობას ვურჩევთ, რადგან ამ ფაქტორმა გემოსა და პროცესზე გავლენა არ მოახდინოს. 

თანამედროვე ვეიპის გემოები და სახეობები პოდსიში

როგორც უკვე აღინიშნა ვეიპის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს, რომელიც უკავშირდება, როგორც არომატებს, ისე მის სახეობებს.  ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია გამოცდილი თუ დამწყები მწეველისათვის, რადგან ვეიპის გემოები ამ გამოცდილებას მეტად სასიამოვნოდ აქცევს. 

ელექტრო სიგარეტების მაღაზია პოდსიში წარმოდგენილია, როგორც ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები, ისე მრავალჯერადი მოწყობილობები. 

ერთჯერადი ვეიპის თანამედროვე გემოები და სახეობები არსებობს, მაგალითად, მოწყობილობა სახელწოდებით Super Pro ნიკოტინის 2%-იანი შემცველობითა და 600 ნაფაზით ხასიათდება. აღნიშნული სახეობა 10-ზე მეტ გემოს აერთიანებს. ეს მოდელი მოიცავს ხილისა და სასმელების ფართო სპექტრს. მაგალითად, შეგიძლიათ არჩევანი თქვენთვის საყვარელ ხილზე ვაშლზე, მაყვალზე მარწყვზე ანდა ტროპიკულ ხილზე შეაჩეროთ. Super Pro სახეობაში წარმოდგენილია შერეული ხელისა და კოკა-კოლას გემოც. 

wave დახვეწილი დიზაინის მქონე მოწყობილობაა, რომელიც 2% ნიკოტინს შეიცავს და 600 ნაფაზისაგან შედგება. აღნიშნული სახეობა, Super Pros მსგავსად, მრავალ სეზონურ ხილს აერთიანებს, რომლებიც ყინულთან კომბინაციაში გვხვდება. თუ გრილი გემოები მოგწონთ, მაშინ ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია. 

პოდსიში ნახავს  ვეიპის Cuvie Plus სახეობასაც. აღნიშნული მოდელი განსაკუთრებულია, რადგან ნიკოტინს საერთოდ არ შეიცავს. ხოლო რაც შეეხება გემოებს, ხილის არომატებითაა გაჯერებული.

HQD 600 ნიკოტინის 2% შემცველობით ხასიათდება. ვეიპის ტიპებიდან ეს მოდელი იმით გამოირჩევა, რომ ეგზოტიკური ხილის, ენერგეტიკული სასმელებისა და საღეჭი რეზინის გემოებს მოიცავს. 

იმ შემთხვევაში თუ ნაფაზების მაქსიმალური რაოდენობა გსურთ, მაშინ HOT მოდელი უნდა შეიძინოთ. ეს უკანასკნელი 5000 ნაფაზიანია და ნიკოტინს სრულიად არ შეიცავს. ამ ვეიპის არომატი სხვა მრავალ გემოსთან ერთად, კენკროვანი ხილიცაა. 

რაც შეეხება EZ-BAR და VITA 600 ნაფაზიან მოდელებს, მოგხიბლავთ იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ხილის კომბინაციები მოგწონთ. 

როგორც აღინიშნა, ელექტრონული სიგარეტებს მაღაზია პოდსიში წარმოდგენილია მრავალჯერადი გამოყენების მოწყობილობებით. ამ შემთხვევაში თქვენ სითხე დაგჭირდებათ, რაც ასევე გემოების ფართო არჩევანს გულისხმობს. 

მაღაზიაში ხელმისაწვდომია Riot squad, Slushie და  Dinner lady სახეობის სითხეები, რომლებიც სეზონური, ეგზოტიკური თუ კენკროვანი ხილის ფართო სპექტრს მოიცავს. 

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სიგარეტს თუ ვეიპით ჩაანაცვლებთ, არა მხოლოდ ჯანსაღ ალტერნატივაზე გადახვალთ, არამედ მრავალფეროვანი გემოების დახმარებით საუკეთესო გამოცდილებას შეიქმნით. ამაში კი ელექტრონული სიგარეტების მაღაზია პოსდი დაგეხმარებათ, რადგან თანამედროვე ვეიპის გემოები და სახეობები მაღაზიებშია წარმოდგენილი, ამასთანავე მათი საიტიდან ვეიპის გამოწერა შეგიძლიათ

მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »