ვეიპის 9 დადებითი მხარე

ვეიპი ტრადიციული სიგარეტის თანამედროვე ალტერნატივაა, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მწეველების და არა მხოლოდ მათი ყურადღება. 

ვეიპინგი სითხის გაცხელებით შექმნილი მასის ინჰალაციას და ამით თამბაქოს კვამლში შემავალი მომწამვლელი ნივთიერებებისგან თავის დაცვას გულისხმობს.

ის მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს და პროდუქტით სარგებლობას მისთვის მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. საბოლოო ჯამში, ვეიპი ბევრად უსაფრთხო პროდუქტია, როგორც მწეველისთვის, ასევე ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის.

ამ ბლოგპოსტში ვეიპის გამოყენების დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ: 

ვეიპი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სიგარეტი 

ელექტრონული სიგარეტი გაცილებით ნაკლებ კანცეროგენს წარმოქმნის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. 

ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ნაციონალური ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჩვეულებრივი სიგარეტი წვისას 4000-დან 7000-მდე ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, რომელთაგან 250 ჯანმრთელობისთვის მავნეა, 69 კი – კიბოს გამომწვევი. 

იმის გათვალისწინებით, რომ ვეიპი ორთქლის ტექნოლოგიას იყენებს, მომხმარებელს არ უწევს დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერების ჩასუნთქვა.

მწეველისთვის ვეიპისა და სხვა ელექტრონული სიგარეტის გამოყენების კიდევ ერთი დადებითი მხარე ყნოსვისა და გემოს შეგრძნების გაუმჯობესებაა.

“პოდსის” დაარსების მიზანიც სწორედ ვეიპის შეძენის სასიამოვნო გამოცდილების დანერგვა, შერჩევის პროცესის გამარტივება და, ხშირ შემთხვევაში, ნიკოტინზე დამოკიდებულების საბოლოო დამარცხების ხელშეწყობაცაა.

მავნე და უსიამოვნო სუნის არარსებობა 

ვეიპინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ თქვენი ტანსაცმელი, სახლი და მანქანა კვამლის სუნისგან სამუდამოდ გათავისუფლდება. 

ვეიპის სასიამოვნო არომატი თქვენს ტანსაცმელს არათუ უსიამოვნო, არამედ სხვადასხვა ხილის სასიამონო სურნელსაც შესძენს. 

ყურადსაღებია ისიც, რომ თამბაქოს არომატის მქონე ვეიპსაც არ აქვს ნამწვის სუნი.

ნაკლები ზიანი გარშემომყოფების ჯანმრთელობას

იმის გათვალისწინებით, რომ ვეიპი მავნე ნივთიერებების მინიმალურ რაოდენობას გამოყოფს, ის არამხოლოდ აქტიური მწეველების, არამედ მათი გარშემომყოფების ჯანმრთელობასაც ნაკლებ ზიანს აყენებს. 

სწორედ ამის გამო ვეიპის მოხმარება თითქმის ყველა ისეთ სივრცეშია ნებადართული, რომელშიც მოწევა აკრძალულია. ეს კი დამატებითი კომფორტია ვეიპის მომხმარებლისთვის. 

მოწევის შეწყვეტის კარგი საშუალება

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის კვლევის საბჭოს ინფორმაციის მიხედვით, ახალ ზელანდიაში 2019 წელს წარმოებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ ასობით ათასი მწეველი წარმატებით დაამარცხებს მავნე ჩვევას, თუ ნიკოტინის შემცველ ელექტრო სიგარეტს გამოიყენებს ნიკოტინის პაჩებთან ერთად. 

მოწყობილობაში ნიკოტინის რაოდენობის თანდათანობით შემცირება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად. 

სწორედ ამაში შეგიწყობთ ხელს “პოდსის” 2%-იანი და 0%-იანი ნიკოტინის შემცველობის მქონე ვეიპი.

საინტერესო დიზაინი და არომატი ჩანაცვლების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს გახდის, ნიკოტინის დაბალი შემცველობა კი ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე შეამცირებს. 

კონტროლი მიღებული ნიკოტინის რაოდენობაზე

ვეიპი გაძლევთ სრულ კონტროლს ნიკოტინის დოზაზე. თქვენ შეგიძლიათ ზუსტად აირჩიოთ, რა რაოდენობის ნიკოტინი იქნება თქვენს მოწყობილობაში. 

მომხმარებლთა უმეტესობა, როგორც უკვე ვთქვით, ნიკოტინის მაღალი კონცენტრაციით იწყებს და თანდათანობით ამცირებს სიძლიერეს, რაც მოწევის შეწყვეტას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

პორტატულობა

თუ გსურთ თქვენმა მოწყობილობამ დიდი ადგილი არ დაიკავოს, გადაადგილებას ხელი არ შეუშალოს და ჯიბეშიც კი ჩაგეტიოთ, მცირე  ზომის ვეიპი იდეალური არჩევანია – Pod Vapes ვეიპის ყველაზე მოსახერხებელი ტიპია ორთქლის დაბალი მოცულობით. 

საინტერესო და მომხიბლავი ვიზუალი

ვეიპების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, მოწყობილობის ვიზუალი და ფუნქციონალი დღითიდღე მნიშვნელოვნად იხვეწება. 

ვეიპის ვიზუალური მიმზიდველობის მთავარი განმაპირობებელი ტექნოლოგიისა და დიზაინის ზუსტი შერწყმაა. 

დახვეწილი ფორმისა და ორიგინალური დიზაინის მქონე ვეიპი თანამედროვე რეალობაში ბევრად მეტს წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტრო სიგარეტი

დღესდღეობით მრავალი მომხმარებლის პირდაპირ მოთხოვნაა ის, რომ მოწყობილობა მის პირად სტილსა და იდენტობას მაქსიმალურად შეესაბამებოდეს. 

“პოდსის” კატალოგში განსაკუთრებით დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქტია HQD-ის Cuvie plus მოდელის ვეიპი, რომელიც პორტატულობასთან ერთად გამოსაყენებლადაც ძალიან სასიამოვნოა. 

ვიზუალურად არანაკლებ მიმზიდველია UWell-ის მრავალჯერადი გამოყენების Caliburn მოდელები, რომელიც მომხმარებლის სამსახურში შეძენიდან დიდი ხნის განმავლობაში იქნება.

არომატთა მრავალფეროვნება

ვეიპი ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა არომატით, რაც მოწყობილობის გამოყენების გამოცდილებას ბევრად სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. 

არომატის ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ხილი, დესერტი, პიტნა, მენთოლი და თამბაქო. 

“პოდსის” ვეიპ შოპის მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შემდეგი არომატები: 

  • მარწყვი
  • ბანანი
  • მარაკუია
  • საზამთრო
  • ლაიმი
  • მაყვალი
  • ლურჯი კენკრა
  • კივი
  • მოცვი
  • ჟოლო
  • პიტნა
  • ყურძენი
  • ვაშლი
  • მანგო
  • ენერგეტიკული სასმელი
  • საღეჭი რეზინი

“პოდსიში” ვეიპებთან ერთად მათი სითხეების შეძენაცაა შესაძლებელი Riot squad-ის, Slushie-სა და Dinner lady-ს ბრენდებში. 

ხელმისაწვდომია სითხეების მრავალფეროვანი არომატებიც. 

ხელმისაწვდომი ფასი

ელექტროსიგარეტების ბაზარი ყოველდღიურად უფრო მრავალფეროვანი და კონკურენტული ხდება.

დღესდღეობით არსებობს უამრავი სხვადასხვა მახასიათებლებისა და ფასის მქონე პროდუქტი, რომელიც ყველა მომხმარებლის საჭიროებას ერგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე ერთჯერადი გამოყენების ვეიპები შედარებით იაფია, ვიდრე მრავალჯერადი ვეიპები.

ვეიპმა მწეველს შესაძლოა მოწევაში გადახდილი თანხის რაოდენობაც შეუმციროს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

საქართველოში სიგარეტის ერთი შეფუთვის საშუალო ფასი დაახლოებით 5-დან 10 ლარამდე მერყეობს, ამის გათვალისწინებით, აქტიური მწეველისთვის მოწევა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 

მრავალჯერადი გამოყენების ვეიპის შეძენა კი მომხმარებლის ყოველდღიურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების პარალელურად. 

“პოდსიში” შეხვდებით Nord 5, XROS 03, CALIBURN X, Caliburn AK3, Caliburn A3, Gen PT60, Tripod PCC, Caliburn A2, Caliburn GK2, Caliburn G2 მოდელების მრავალჯერადი გამოყენების ვეიპებს, რომელიც ზიანს არც თქვენს ჯიბეს და არც ჯანმრთელობას მიაყენებს. 

 

საბოლოო ჯამში, ვეიპის გამოყენებას მრავალი სარგებელი აქვს, რომელიც როგორც მის ფუნქციურ, ისე ემოციურ ღირებულებასაც მოიცავს. 

როგორც უკვე ვთქვით, მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ვეიპის სპეციალიზებულ მაღაზიებში, ისე სტანდარტულ სუპერმარკეტებშიც. 

“პოდსის” მაღაზიებში კი ვეიპებისა და მისი სითხეების შეძენა 11:00-დან 21:00 საათამდე შეგეძლებათ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია “ვოლტისა” და “გლოვოს” პლატფორმებზეც.





მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »