საუკეთესო ვეიპები 2023 წელს

ელექტრო სიგარეტები და ზოგადად ეს სფერო მუდმივად ვითარდება და იხვეწება.  ყოველწლიურად ახალი პროდუქტი შემოდის ბაზარზე, რომელიც ინოვაციური მეთოდებითაა შექმნილი. მოდით, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ელექტრო სიგარეტი, ვისაუბროთ რამდენიმე საუკეთესო ბრენდსა და პროდუქტზე, რომლებმაც 2023 წელს მიიპყრეს ელექტრო სიგარეტების მოყვარულების ყურადღება მთელს მსოფლიოში.

საუკეთესო ვეიპები და შეფასების კრიტერიუმები

ვისთვის რომელია საუკეთესო ვეიპი ეს ხშირად პირადი პრეფერენციების ამბავია, თუმცა არის რამოდენიმე საერთო მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც იქმნება საუკეთესი ვეიპები. ეს მახასიათებლებია: ბატარიის ხანგრძლივობა, უსაფრთხოება, დამზადებისას გამოყენებული მასალა, პორტაბელურობა, გამოყენების სიმარტივე, ჰაერის ნაკადის კონტროლი და ა.შ.

ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე

ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალფეროვანი პროდუქციით გამოირჩევა, არის HQD. 

ბრენდის მიზანია შექმნას ვეიპი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მოხერხებულობასა და გემოს მრავალფეროვნებას. მათი პრიორიტეტია ყველანაირ ადამიანზე მორგებული ელექტრო სიგარეტის წარმოება, იქნება ეს დამწყები ენთუზიასტი, თუ გამოცდილი ვეიპერი.

ბრენდის ვრცელ ასორტიმენტში შედის როგორც ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები, ასევე მრავალჯერადი ვეიპი.

HQD-ის პროდუქციის ერთ-ერთი ხაზია ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე. ბევრი ადამიანისთვის ვეიპინგი ნიკოტინის მოხმარებასთან არანაირ კავშირში არ არის. ზუსტად ამ ადამიანებისთვის HQD-მ შექმნა უნიკოტინო ელექტრო სიგარეტები

 

დახვეწილი უნიკოტინო ელექტრო სიგარეტები

Cuvie Plus, ეს ერთჯერადი ვეიპი დახვეწილობის განსახიერებაა. ერგონომიული დიზაინით და არომატების არჩევანით, რომელიც მერყეობს კლასიკურიდან ინოვაციურამდე, Cuvie Plus Zero Nicotine გთავაზობთ ვეიპინგის სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ გემოსა და გამოცდილებაზე.

პოდსის ქსელში Cuvie Plus დიდი არჩევანით დაგხვდებათ. არომატები ძალიან მრავალფეროვანია: ვანილი, ენერგეტიკული სასმელი, მარწყვი ბანანი, ლურჯი კენკრა და ა.შ. ელემენტი 950Mah ხოლო ნაფაზების რაოდენობა კი 1200-ა.

HQD HOT ასევე უნიკოტინო ვეიპი არის. ამ მოდელის დახვეწილი, კომპაქტური დიზაინი ძალიან ამარტივებს მის გამოყენებასა და შენახვას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიის ჩართვა უზრუნველყოფს ვეიპინგის შეუფერხებელ გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, ახალბედა ხართ თუ გამოცდილი ვეიპერი, HQD HOT-ის ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

არომატების არჩევანი ამ მოდელის შემთხვევაშიც საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ნაფაზების რაოდენობას, ის 5000-ს უდრის. ეს უნიკოტინო ვეიპი 50მლ. მოცულობისაა.

 

HQD-ს ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე კარგად გამოხატავს ბრენდის ერთგულებას ინკლუზიურობისადმი და ასევე ვეიპინგის მრავალმხრივ ბუნებას. როდესაც ჩვენ მიმოვიხილავთ 2023 წლის ვეიპინგის ბაზარს, კარგად ჩანს HQD-ს უნარი ადაპტირდეს და მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს. 

უნიკოტინო ელექტრო სიგარეტები და ის ფართო არჩევანი, რასაც პოდსის მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ, ყველანაირი გემოვნების მქონე ვეიპერის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები: მოსახერხებელი არჩევანი

ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია  მათი მოხერხებულობისა და სიმარტივის გამო. ამ კატეგორიაში ერთ-ერთი ცნობილი მოდელია Super Pro და მისი ერთჯერადი ვეიპი, რომელიც გვთავაზობს ვეიპინგის სრულფასოვან გამოცდილებას მოვლისა და შევსების საჭიროების გარეშე. 

Super Pro არის draw activated ერთჯერადი ვეიპი, რაც ნიშნავს, რომ ვეიპი ტუჩებზე უნდა მიიდოს მომხმარებელმა და ამოქაჩოს. MTL ერთჯერადი ლულა წინასწარაა შევსებული ელექტრონული სითხით. მისი ნიკოტინის შემცველობა  2%-ა. იკვებება 550 mAh ბატარეით, Super Pro უზრუნველყოფს 600-მდე ნაფაზს და 19 სხვადასხვა გემოს არომატითაა წარმოდგენილი.

პრემიუმ ლითონის გარსაცმით, რომელიც ინდივიდუალურად შეესაბამება თითოეულ გემოს პროფილს, Super Pro-ს საერთო ზომებია: 106,5 მმ სიგრძე, დიამეტრით 14,5 მმ. Super Pro არის მსუბუქი, კომპაქტური და სუპერ კომფორტული დასაჭერად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Super Pro-ს მოდელები არის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები, რაც ნიშნავს, რომ როცა ამოწურავთ მის რესურსს, ვეიპს უბრალოდ გადააგდებთ.

Wave მოდელი ასევე ძალიან პოპულარული ერთჯერადი ვეიპი არის. მისი ზომებია 105 მმ სიგრძე, 25 მმ სიგანე, ხოლო წონა სულ რაღაც 35.5 გ. პატარა ზომის გამო მისი დაჭერა საკმაოდ მარტივია და მსუბუქი წონა ნიშნავს, რომ თქვენ ძლივს შეამჩნევთ, რომ ის ჯიბეში გიდევთ.

პოდსის ქსელში Wave ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები სხვადასხვა არომატით შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეულის ფერი შეესაბამება შიგნით არსებულ არომატს. მაგალითად, უგემრიელესი “მაყვალი ყინული” არომატი გამოირჩევა შავი ფერით.

Wave მოდელი 600 ნაფაზის დარტყმის საშუალებას გაძლევთ. ბუდის ქვედა ნაწილში არის LED, რომელიც ანათებს 10-ჯერ ზედიზედ, რათა იცოდეთ, რომ დასრულებულია.

მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი

მათთვის, ვისთვისაც მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი უფრო პრიორიტეტულია, პოდსი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქტს გთავაზობთ. ჩვენთან ელექტრო სიგარეტები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ. 

მრავალჯერადი ვეიპი კომპაქტური, პორტატული და მოსახერხებელია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა UWell, Vaporesso და SMOK, კარგად არის ცნობილი მრავალფუნქციური ვეიპების წარმოებით და 2023 წელს ეს ბრენდები მოწინავე პოზიციაზე არიან ხარისხითა და მრავალფეროვნებით.

UWell აღიარებულია ინოვაციებისა და ხარისხისადმი ერთგულებით. მათ ბაზარზე შემოიტანეს რამდენიმე პოპულარული მრავალფუნქციური ვეიპ მოწყობილობა. ბრენდის მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ ვეიპინგის გამოცდილება. მათ აქვთ ხელახლა შევსებადი pod-ები და ჰაერის რეგულირების შესაძლებლობა. UWell ასევე ცნობილია მომხიბვლელი დიზაინით.

Vaporesso არის კიდევ ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდია. მათი მოწყობილობები ხშირად აღჭურვილია მოწინავე ჩიპსეტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სიმძლავრის და ტემპერატურის ზუსტ კონტროლს, რაც იწვევს თანმიმდევრულ და სასიამოვნო ვეიპინგის გამოცდილებას. 

SMOK-ის მოწყობილობებს აქვთ გამორჩეული დისპლეი, ერგონომიული დიზაინი და უამრავი კონფიგურირებადი პარამეტრი. SMOK-ის ფოკუსირებამ ინოვაციებზე გამოიწვია მოწყობილობების დანერგვა სენსორული ეკრანებით, ხმის კონტროლით და სხვა უნიკალური ფუნქციებით.

მრავალჯერადი ვეიპი და მისი უპირატესობები:

  • მრავალფეროვნება: მრავალჯერადი ვეიპი შექმნილია ვეიპინგის სხვადასხვა სტილებისთვის, MTL-დან DTL-მდე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაერთონ მათ შორის მათი პრეფერენციების მიხედვით.
  • პორტაბელურობა: ეს მოწყობილობები ზოგადად კომპაქტურია და ადვილად გადასატანია
  • მომხმარებლისთვის მოსახერხებელი: მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი შექმნილია სიმარტივის გათვალისწინებით, რაც მათ შესანიშნავ ვარიანტად აქცევს დამწყებთათვის, რომლებიც ახლა იწყებენ ვეიპინგს
  • მორგება: მრავალფუნქციური ვეიპები გვთავაზობენ რეგულირებად პარამეტრებს, როგორიცაა სიმძლავრე, ჰაერის ნაკადი და ტემპერატურა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მათ გემოვნებას მოარგონ პარამეტრები
  • ბიუჯეტური: ხელახლა შევსებადი ავზები ამცირებენ ხშირი გამოცვლის აუცილებლობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება იყოს უფრო მომგებიანი, ვიდრე ერთჯერადი ვეიპის ყიდვა.
  • ბატარეის ხანგრძლივობა: ამ მოწყობილობებს აქვთ ძალიან კარგი ბატარეა

ელექტრო სიგარეტები იაფად პოსის ქსელში

2023 წელს ვეიპის მოყვარულებს დიდი არჩევანის საშუალება აქვთ, მიუხედავად იმისა, უნიკოტინო ვეიპის ყიდვა გსურთ, თუ ერთჯერადი მოწყობილობის. პოდსი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს და საკუთარ მომხმარებლებს საუკეთესო ვეიპები შესთავაზოს. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვეიპის ფასი, ამ მხრივაც ვზრუნავთ მომხმარებელზე და ჩვენთან ელექტრო სიგარეტები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ.




მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »