საჩუქრები – ორიგინალური და გამორჩეული გადაწყვეტილება

თანამედროვე სამყაროში ყველა ტიპის პროდუქტის უამრავი ვარიანტია ხელმისაწვდომი, რის გამოც ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული ხდება საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ გვსურს ჩვენი საჩუქარი მოულოდნელი იყოს ადრესატისთვის. ამის გათვალისწინებით, საჭიროა ნეიტრალური საჩუქრები შევარჩიოთ – პროდუქტი, რომელიც ინდივიდუალურ პრეფერენციებს უპასუხებს და მოულოდნელიც იქნება. 

ვეიპი კი სწორედ ის მოწყობილობაა, რომელსაც სასაჩუქრე პროდუქტად ქცევის უდიდესი პოტენციალი აქვს. 

 

ელექტრონული სიგარეტი ჩინელმა ფარმაცევტმა ჰონ ლიკმა შექმნა 2003 წელს ტრადიციული სიგარეტის ჩასანაცვლებლად. 

მას შემდეგ ელექტრო სიგარეტების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ჩინეთში, ისე დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა წერტილებში. ელექტრონულმა სიგარეტებმა გააჩინეს სიგარეტების ხელშესახები ალტერნატივა, მათი მომხმარებელი კი მალევე გახდა არაერთი მწეველი. 

მოწყობილობა განსაკუთრებით პოპულარული 2010-იან წლებში გახდა – მან მრავალი ადამიანის ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაანაცვლა თამბაქო და ამით მწეველების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

რატომ ვეიპი? 

  • ის განსაკუთრებით კარგი საჩუქარია მწეველისთვის, რადგან ვეიპი მას მოწევის შეწყვეტაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ელექტრო სიგარეტი ნიკოტინს იყენებს, მისი გამოყენებისას არ გამოიყოფა ნახშირბადის მონოქსიდი – ნივთიერება, რომელსაც ექიმები სასუნთქი გზების უამრავ დაავადებას უკავშირებენ. 
  • ვეიპი საჩუქრის პერსონალიზების დიდ საშუალებას იძლევა – შეგეძლებათ შეარჩიოთ ადრესატის საყვარელი არომატი და ნიკოტინის სასურველი შემცველობა. შესაძლებელია სრულიად უნიკოტინო ვეიპის შეძენაც. თუ საყვარელ ადამიანს მრავალჯერად ვეიპს აჩუქებთ, ის თავად შეარჩევს სითხეს და მიიღებს ვეიპინგის საუკეთესო გამოცდილებას.
  • იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული სიგარეტი, განსაკუთრებით კი ერთჯერადი ვეიპი ქართულ ბაზარზე მეტ-ნაკლებად ახალ პროდუქტად ითვლება, ადამიანები მას სასაჩუქრე პროდუქტად ნაკლებად მოიაზრებენ. აქედან გამომდინარე, საჩუქრად ვეიპის მიღება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მართლაც მოულოდნელი და საინტერესო გამოცდილება იქნება. 
  • ვეიპის გამოყენება რელაქსაციის კარგი საშუალებაა, რადგან მისი გამოყენება ასტიმულირებს დოპამინის გამოყოფას. დოპამინი კი, თავის მხრივ, ადამიანს სიამოვნებისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. ასეთი საჩუქარი არამხოლოდ საინტერესო, პრაქტიკული და ორიგინალური, არამედ სასიამოვნოდ გამოსაყენებელიცაა.

საჩუქარი მამაკაცისთვის

კაცებისთვის საჩუქრის შერჩევა შესაძლოა განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან ბაზარზე უფრო მეტი სასაჩუქრე პაკეტები ქალებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე კაცებისთვის. სწორედ ამიტომ არის დღემდე უცნობი იდეალური საჩუქარი მამაკაცებისთვის რა შეიძლება იყოს. 

ვეიპი კაცებისთვის მართლაც კარგი საჩუქარია რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით: 

  • მრავალი ვეიპის დიზაინი მინიმალისტური და მოსახერხებელია, სწორედ ამ მახასიათებლებითაა წარმოდგენილი კაცებისთვის განკუთვნილი საჩუქრები ქართულ ბაზარზე არსებულ მაღაზიებში. 
  • დღესდღეობით არაერთი მამაკაცი, ისევე, როგორც ქალი, ცდილობს მოწევის შეწყვეტას, რაც ვეიპს განსაკუთრებით სასარგებლო საჩუქრად აქცევს მათთვის. 
  • სხვა ყველაფერთან ერთად, ვეიპი თავისი მრავალფეროვანი არომატის გამო ყველანაირი გემოვნების მქონე მამაკაცს აძლევს შესაძლებლობას შეარჩიოს სასურველი ელექტრო სიგარეტი. 

საჩუქარი ქალებისთვის

ქალებისთვის საჩუქრები ნამდვილად არ არის რთულად შესარჩევი ბაზარზე არსებული სასაჩუქრე პაკეტების სიმრავლის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, წინასწარ გამზადებული სასაჩუქრე პროდუქტების შეძენა ქმნის იმის საფრთხეს, რომ ისინი განმეორებითი და არაუნიკალური იყოს. 

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საყვარელ ქალს შეგიძლიათ ვეიპი აჩუქოთ. ელექტრო სიგარეტი კარგი საჩუქარია როგორც თქვენი ახლობლებისთვის, ისე ახალგაცნობილი ადამიანებისთვის, რომელთა სურვილებისა და ინტერესების შესახებ დიდი ინფორმაცია არ გაქვთ. 

თუ საჩუქრის ადრესატი არ მოიხმარს ნიკოტინს, თუმცა თქვენ მაინც გსურთ მას ვეიპი აჩუქოთ, “HQD EZ-Bar” საუკეთესო არჩევანია. პროდუქტი მისი მოსახერხებელი დიზაინისა და მცირე ზომის გამო განსაკუთრებით პოპულარულია მომხმარებლებში. 

თუ ამ ტიპის საჩუქრები თქვენთვის საინტერესოა, ელექტრო სიგარეტები შეიძინეთ აქ და მიიღეთ ვეიპების დიდი მრავალფეროვნება. 

საახალწლო საჩუქრები

საახალწლო საჩუქრების შეძენა ძალიან სახალისო, მაგრამ შრომატევადი პროცესია. ასეთ დროს ყველა ადრესატი რაღაც განსაკუთრებულს ელის. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შევარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც არის კრეატიული, საინტერესო და სიურპრიზის შემცველი. სწორედ ასეთი საჩუქარია ვეიპი – არავინ ელოდება, რომ მას აჩუქებენ, თუმცა პროდუქტი ყველასთვის გამოყენებადია და კარგ პირველ შთაბეჭდილებასაც ახდენს. 

მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის მომხმარებლებისთვის კარგი საჩუქარია ვეიპის სითხეც. “პოდსის” მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია “Riot squad”-ის, “Slushie”-სა და “Dinner lady”-ს ბრენდის ვეიპ სითხეები. 

ვეიპის გამოყენების დადებითი მხარეები

  • ნაკლები ზიანი ადგება მომხმარებლის ჯანმრთელობას, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის გამოყენებისას. პროდუქტში ნიკოტინის შემცველობაც მნიშვნელოვნად დაბალია და მავნე ქიმიური ნივთიერებებიც ნაკლები რაოდენობით აღწევს ორგანიზმში. 
  • ტრადიციული სიგარეტიდან ვეიპზე გადასვლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის ყნოსვასა და გემოს შეგრძნებას. 
  • ვეიპის ნამწვისგან თავისუფალი, სასიამოვნო არომატი საბოლოოდ ათავისუფლებს ადამიანების ტანსაცმელსა და სახლს ნამწვის უსიამოვნო სუნისგან. 
  • ვეიპი ნაკლებ ზიანს აყენებს ვეიპერების გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, მაშინ, როცა ტრადიციული სიგარეტის პასიური მწეველი მნიშვნელოვნად ზიანდება ნამწვით.
  • ერთჯერადი ვეიპები საშუალოდ 1.6%-2% ნიკოტინს შეიცავს, რაც ბევრად ნაკლებია ტრადიციული სიგარეტში ამ ნივთიერების შემცველობაზე. 
  • ელექტრო სიგარეტი თავისი მცირე ზომის გათვალისწინებით სატარებლად ძალიან მოსახერხებელია. მისი პორტატიულობა კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მომხიბლავია. 

“პოდსის” ვეიპები

ელექტრო სიგარეტების მაღაზია “პოდსი” 2021 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის მიზანი თავიდანვე მომხმარებლისთვის დახვეწილი გარემოს შექმნა და საქართველოს მასშტაბით გაფართოება იყო.

“პოდსიში” შეხვდებით HQD-ის ბრენდის Super Pro, Wave, Cuvie plus, 600, HOT, EZ-Bar და VITA ხაზის ერთჯერად ვეიპებს, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციური მახასიათებლებით, ნიკოტინის შემცველობით, არომატით, ფერითა და დიზაინით განსხვავდება. 

Super Pro – 2%-იანი ნიკოტინის შემცველობის მეტალისებრი ფერის მოგრძო ფორმის ვეიპი, რომელიც არომატის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ კატეგორიაში შეხვდებით როგორც პიტნისა და ხილის არომატებს, ისე ენერგეტიკული სასმელების, თამბაქოსა და კოკა-კოლის გემოებს. 

Wave – შედარებით უფრო სქელი ფორმის მქონე ვეიპი, რომელიც 2% ნიკოტინს შეიცავს და ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

Cuvie plus – 1200 ნაფაზის მქონე მქონე ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი, რომელიც ნიკოტინს არ შეიცავს. ის “პოდსის” კატალოგში არსებული სხვა ვეიპებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქვს მოგრძო თავი, რომელიც მომხმარებლისთვის გაცხელებული სითხის შესუნთქვას ამარტივებს. ნაფაზების დიდი რაოდენობა კი საშუალებას იძლევა მისი დიდხანს მოხმარების. 

600 – დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინის მქონე ვეიპი, რომელშიც ნიკოტინის შემცველობა 2%-ია. 

HOT – მომცრო ზომის ელ.სიგარეტი, რომლის გამოყენებასაც საკმაოდ დიდხანს შეძლებთ, რადგან მასში ნაფაზების რაოდენობა 5000-ია. მისი თავი კი წარმოდგენილია როგორც შავ, ისე თეთრ ფერში. 

EZ-Bar – 600 ნაფაზის მქონე ვეიპი, რომელიც ყველაზე პორტატიული პროდუქტია “პოდსის” კატალოგში. მისი გარდამავალი ფერები და მოსახერხებელი დიზაინი მისი მთავარი ღირსებაა. 

VITA – “ვიტას” მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ფერი და დიზაინია. ის მოგრძო ზომის ვეიპია, რომელიც 600 ნაფაზიანია და გამოირჩევა არომატთა მრავალფეროვნებით. 

 

თუ საყვარელი ადამიანისთვის შენაძენის გაკეთება გსურთ, “პოდსი” საშუალებას მოგცემთ კრეატიული საჩუქრები, რომლებიც თქვენი ადრესატის სურვილებსა და ინტერესებს იდეალურად მოერგება ჩვენს კატალოგში მარტივად შეარჩიოთ.  

“პოდსიში” ვეიპების შეძენას შეძლებთ თბილისში, რუსეთში, ქუთაისში, გორში, ზესტაფონში, ფოთსა და ბათუმი. 



მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »