რა არის ერთჯერადი ვეიპი?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე ელექტროსიგარეტები განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მათი მზარდი საყოველთაო ცნობადობა ერთჯერადი ვეიპების ქსელურ სუპერმარკეტებსა და პროდუქტის სპეციალიზებულ მაღაზიებში გავრცელებამ განაპირობა. 

ერთჯერადი ვეიპი ელექტრო სიგარეტის განსაკუთრებით პოპულარული სახეობაა. მომხმარებლები პროდუქტით მისი მცირე ზომისა და გამოყენების მარტივი წესის გამო დაინტერესდნენ. 

ერთჯერადი ვეიპი მუშაობს თითქმის ისევე, როგორც მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი, თუმცა მთავარი განსხვავება ისაა, რომ ვეიპის სითხე პროდუქტს შიგნითაა მოთავსებული და მომხმარებელს მასთან არ აქვს წვდომა. აქედან გამომდინარე, მოწყობილობის ხვეულის შეცვლა და სითხის შევსება არ არის შესაძლებელი.

ვეიპის შიდა ავზი წინასწარაა შევსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სითხის ამოწურვის შემდეგ ვეიპის გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი. 

2021 წელს დაარსებულ კომპანია “პოდსიში” ხელმისაწვდომია როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი გამოყენების ვეიპების ფართო არჩევანი. პროდუქტები ერთმანეთისგან არომატით, ნიკოტინის შემცველობით, ნაფაზების რაოდენობით, ზომით, ფერითა და დიზაინით განსხვავდება. 

ერთჯერადი ვეიპი VS მრავალჯერადი ვეიპი – რა განსხვავებაა მათ შორის?

მოხერხებულობა – ერთჯერადი ვეიპები ცნობილია მათი გამოყენების სიმარტივით. ისინი წინასწარაა შევსებული სითხით და შეძენისთანავე მზადაა მოხმარებისთვის – არ არის საჭირო ხელახალი შევსება, დამუხტვა ან მოვლა, რაც მათ იდეალურს ხდის დამწყები ვეიპერებისთვის. 

მრავალჯერადი ვეიპი კი მოითხოვს რეგულარულ წმენდას, სითხის გამოცვლასა და მსგავსი პროდუქტთან ურთიერთობის გარკვეულ გამოცდილებას.

პორტატიულობა – ერთჯერადი ვეიპების ტარება მარტივია ჯიბითა და ჩანთით. ისინი შესაძლოა დიდი ზომის საფულეშიც ჩაეტიოს. ეს მახასიათებელი პროდუქტს შესაფერისს ხდის მათთვის, ვისთვისაც მრავალჯერადი ვეიპის ზომა პრობლემურია და სურს უფრო მარტივად სატარებელი მოწყობილობა გამოიყენოს. 

იგივე შეიძლება ითქვას რეგულარულ ელექტრო ვეიპზეც, თუმცა ერთჯერადი ვეიპი მასთან შედარებით ბევრად მცირე ზომისაა და, შესაბამისად, გადასაადგილებლადაც უფრო კომფორტული.

გამოყენების სიმარტივე – მოწყობილობა ხასიათდება ავტომატური გააქტიურების რეჟიმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უშუალოდ ჩასუნთქვა ააქტიურებს. მის ჩასართავად არ არის საჭირო არანაირ ღილაკზე ხელის დაჭერა ან სხვა რაიმე სახის მოქმედება. 

პერსონალიზაცია – მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი ვეიპი არ იძლევა სითხის დამოუკიდებლად შერჩევის საშუალებას, მისი მრავალფეროვანი არომატებისგან ყოველთვის არის შესაძლებელი სასურველის შერჩევა. 

ღირებულება – ვეიპების ერთჯერადად შეძენა ელექტრო სიგარეტის არარეგულარული მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანია – ის ბიუჯეტურია და წარმოადგენს არამხოლოდ ტრადიციული სიგარეტის ნაკლებად ტოქსიკურ ალტერნატივას, არამედ რეგულარული მრავალჯერადი ვეიპის გამარტივებულ ვერსიასაც. 

როგორ შევარჩიოთ ერთჯერადი ვეიპი?

იმისთვის, რომ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული მოწყობილობა შეარჩიოთ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: 

  • ნიკოტინის სიძლიერე – ვეიპის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი არის ის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თავად შეარჩიოს ნიკოტინის შემცველობა მოწყობილობაში. “პოდსიში” ხელმისაწვდომია როგორც 0%-იანი, ისე 2%-იანი ნიკოტინის შემცველობის მქონე ერთჯერადი ვეიპები. 
  • ვეიპის არომატი – აირჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი. ერთჯერადი ვაიპები გთავაზობთ სხვადასხვა არომატს, მათ შორის ხილის, დესერტის, მენთოლის, ენერგეტიკული სასმლისა და საღეჭი რეზინსაც კი. საყვარელი არომატი გამოგიკეთებთ განწყობას და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ვეიპინგის გამოცდილებას. 
  • ნაფაზების რაოდენობა – შეამოწმეთ ნაფაზების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ყოველთვის მითითებულია შეფუთვაზე. დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.
  • ბრენდის რეპუტაცია – შეარჩიეთ კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდები, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. “პოდსიში” ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო კომპანიის, “HQD”-ის პროდუქტები. 
  • ზომა და პორტატიულობა – აირჩიეთ ზომა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს ცხოვრების წესს.
  • პროდუქტის ფასი – გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, მაგრამ აუცილებლად დააბალანსეთ იგი ხარისხით.
  • ასაკობრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით, ვეიპის შეძენა შეუძლია 18+ ასაკის ნებისმიერ პიროვნებას. გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვნებისთვის ვეიპისა და სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მიყიდვა კანონით ისჯება.
  • ინგრედიენტები – საგულდაგულოდ შეამოწმეთ ინგრედიენტების სია, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ პროდუქტი თქვენთვის კომფორტულად გამოსაყენებლი იქნება. 

ერთჯერადი ვეიპი “პოდსიში” 

“პოდსი” წარმოადგენს ვეიპ შოპის განსხვავებულ კონცეფციას, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს დახვეწილ გარემოში. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ვეიპის შეძენა გაამარტივოს. 

“პოდსის” ერთჯერადი ვეიპების კატალოგში ხელმისაწვდომია HQD-ის Super Pro, Wave, Cuvie plus, 600, HOT, EZ-Bar, VITA ტიპის ვეიპები. 

Super Pro მოდელის ორთქლის ჩასუნთქვა 600-ჯერ არის შესაძლებელი, აქვს 2%-იანი ნიკოტინის შემცველობა და დახვეწილი დიზაინი. 

Wave -ს ფერადი და სახალისო ვიზუალი აქვს, მისი ნიკოტინის შემცველობა კი 2%-ია. 

HQD 600 ნეიტრალურ ფერებშია წარმოდგენილი და მისი არომატები მოიცავს ყინულს, საზამთროს, მოცვს, მარწყვს, ატამს, ჟოლოსა და საღეჭ რეზინს. ხელმისაწვდომია მანგოს ყინულის, გუავასა და მარაკუიას, ენერგეტიკული სასმელისა და მაყვლის ყინულის გემოები. 

HOT მოდელები გამოირჩევა მცირე ზომითა და ნაფაზების მაღალი რაოდენობით. მისი ორთქლის ჩასუნთქვა 5000-ჯერ არის შესაძლებელი, მასში ნიკოტინის შემცველობა კი 0%-ია. ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არასდროს ყოფილან ნიკოტინზე დამოკიდებული და ვეიპის გამოყენებით უბრალოდ თავის გართობას გეგმავენ. 

EZ-Bar მოდელის ზედაპირი გარდამავალი ფერებითაა წარმოდგენილი, VITA კი თითქმის სრულად იმეორებს სხვა ვეიპების მახასიათებლებს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თეთრი თავის მქონე მოდელებია. 

ჩვენს კატალოგში ერთჯერად ვეიპებთან ერთად შეხვდებით სხვადასხვა დიზაინისა და მახასიათებლების მქონე მრავალჯერადი მოწყობილობებსა და ვეიპის სითხეებს, რომლებიც შეგეძლებათ საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ. 

“პოდსი” ყოველდღიურად ცდილობს განვითარებასა და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების სწრაფ დამატებას კატალოგში. 

სწორედ ამიტომ, ბრენდი მუდმივად ფართოვდება და მიზნად თბილისის ყველა უბანში მაღაზიის გახსნას ისახავს. იგეგმება რეგიონებშის ათვისებაც. 

ჩვენი პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალებში, ისე “ვოლტისა” და გლოვოს” პლატფორმებზე. 

თბილისში ჩვენი ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: 

ირაკლი აბაშიძის #31, კოტე აფხაზის #8, პეკინის გამზირი #18 და დავით აღმაშენებლის #144. 

ბათუმში “პოდსის” მაღაზია მელიქიშვილის #11-ში მდებარეობს, ქუთაისში კი – ჟიული შარტავას #11-ში. 





მსგავსი პოსტები

ეიჩქიუდი ვეივი

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »
ეიჩქიუდი ვეივი

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »