პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

  1. ზოგადი დებულებები
    • წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) განსაზღვრავს შპს „PODSY“-ის (შემდგომში – „PODSY“, „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ ვებგვერდის https://podsy.ge/en/ (შემდგომში – „ვებგვერდი“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, შენახვის, გადაცემისა და სხვაგვარი დამუშავების წესებს.
    • PODSY პატივს სცემს მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    • წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მომხმარებლისთვის გასაგები და გამჭვირვალე ფორმით ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ:
  • რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს PODSY;
  • რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;
  • რა წყაროდან იღებს კომპანია მონაცემებს;
  • ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები;
  • რა ვადით ინახება მონაცემები;
  • როგორ არის უზრუნველყოფილი მონაცემთა უსაფრთხოება;
  • რა უფლებები აქვს მონაცემთა სუბიექტს და როგორ შეუძლია მათი განხორციელება.
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია:

შპს „PODSY“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405492774
იურიდიული მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძე #31
ელექტრონული ფოსტა: info@podsy.ge
ტელეფონი: +995 0322154444

  • წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, რომელიც სტუმრობს ან/და იყენებს PODSY-ის ვებგვერდს, ვებგვერდის მეშვეობით უკავშირდება კომპანიას, თანხმობას აცხადებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე ან სხვაგვარად აწვდის კომპანიას პერსონალურ მონაცემებს.
  1. ძირითადი ტერმინები
    • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
    • მონაცემთა სუბიექტი / მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ პერსონალური მონაცემიც მუშავდება.
    • მონაცემთა დამუშავება – პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
    • თანხმობა – მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით, მათ შორის ელექტრონულად, ან კანონით დაშვებულ შემთხვევაში ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
    • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი – PODSY, რომელიც განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
    • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი -ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს PODSY-ისთვის ან მისი სახელით ამუშავებს.
    • პირდაპირი მარკეტინგი – მომხმარებლისთვის ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება PODSY-ის, მისი პროდუქციის, შეთავაზებების, აქციების ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიმართ ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების ან მხარდაჭერის მიზნით.
  2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები
    • PODSY პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად და მომხმარებლისთვის გამჭვირვალედ.
    • პერსონალური მონაცემები გროვდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის და არ მუშავდება აღნიშნულ მიზნებთან შეუთავსებელი მიზნით.
    • PODSY ამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად.
    • პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული.
    • პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    • PODSY იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  3. რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ

PODSY-ის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების სახე და მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებგვერდს და რა ინფორმაციას აწვდის კომპანიას.

PODSY-მა შესაძლოა დაამუშაოს შემდეგი მონაცემები:

4.1. საიდენტიფიკაციო მონაცემები

  • სახელი;
  • გვარი;
  • ასაკი ან დაბადების თარიღი, თუ აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ასაკობრივი შეზღუდვის შესამოწმებლად.
    • საკონტაქტო მონაცემები
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.
    • ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები

ვებგვერდის გამოყენებისას, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის მიერ არჩეული პარამეტრების შესაბამისად, შესაძლოა ავტომატურად დამუშავდეს:

  • IP მისამართი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ოპერაციული სისტემა;
  • ბრაუზერის ტიპი და ვერსია;
  • ვებგვერდზე შესვლის თარიღი და დრო;
  • მონახულებული გვერდები;
  • ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ ტექნიკური ინფორმაცია;
  • სესიის შესახებ ინფორმაცია;
  • ვებგვერდზე შემოსვლის წყარო;
  • ქუქი-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია.
    • კომუნიკაციის ფარგლებში მიღებული მონაცემები

თუ მომხმარებელი უკავშირდება PODSY-ს ვებგვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, სოციალური ქსელის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, კომპანიამ შესაძლოა დაამუშაოს:

  • მომხმარებლის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო მონაცემები;
  • მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების ან მოთხოვნის შინაარსი;
  • მიმოწერის ისტორია;
  • მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული სხვა ინფორმაცია.
    • პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მონაცემები

მომხმარებლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში PODSY-მა შესაძლოა დაამუშაოს:

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მარკეტინგული კომუნიკაციისთვის არჩეული საკომუნიკაციო არხი;
  • პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის გაცემისა და გამოხმობის ფაქტი და დრო.

PODSY არ მოითხოვს და ვებგვერდის ჩვეულებრივი გამოყენების ფარგლებში მიზანმიმართულად არ აგროვებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები

PODSY პერსონალურ მონაცემებს შესაძლოა ამუშავებდეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • ვებგვერდის ფუნქციონირებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
  • ვებგვერდის უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სისტემების დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • ტექნიკური ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის;
  • მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ კითხვაზე, მოთხოვნაზე, განცხადებაზე ან პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
  • მომხმარებლისთვის კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ასაკობრივი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად;
  • ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკური და ანალიტიკური შეფასებისთვის;
  • ვებგვერდის ფუნქციონალისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის;
  • არაავტორიზებული წვდომის, თაღლითობის, კიბერუსაფრთხოების ინციდენტებისა და სხვა დარღვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის;
  • PODSY-ის კანონიერი ინტერესებისა და სამართლებრივი უფლებების დასაცავად;
  • საქართველოს კანონმდებლობით PODSY-ისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში – პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
    • PODSY პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
    • კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს:
  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა;
  • PODSY-ისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
  • PODSY-ის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი არსებობს;
  • მომხმარებლის განცხადების ან მოთხოვნის განხილვისა და მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის აუცილებლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი.
    • PODSY პასუხისმგებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და მისი დასაბუთებისთვის.
    • პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.
  1. მონაცემების მიღების წყარო
    • PODSY პერსონალურ მონაცემებს ძირითადად უშუალოდ მომხმარებლისგან იღებს, მათ შორის:
  • ვებგვერდზე ინფორმაციის შეყვანისას;
  • საკონტაქტო ფორმის გამოყენებისას;
  • PODSY-სთან ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით დაკავშირებისას;
  • პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის გაცემისას;
  • სხვა შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი საკუთარი ინიციატივით აწვდის კომპანიას ინფორმაციას.
    • ვებგვერდის გამოყენებისას გარკვეული ტექნიკური მონაცემები შესაძლოა ავტომატურად შეგროვდეს ქუქი-ფაილების, სერვერული ჟურნალებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით.
  1. ასაკობრივი შეზღუდვა
    • PODSY-ის საქმიანობისა და მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამის პროდუქტებთან ან ინფორმაციასთან მიმართებით შესაძლოა მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვები.
    • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში PODSY უფლებამოსილია მიიღოს გონივრული ზომები მომხმარებლის ასაკის დასადასტურებლად და ამ მიზნით დაამუშაოს მხოლოდ აუცილებელი მოცულობის პერსონალური მონაცემები.
    • თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ასაკობრივ მოთხოვნას, PODSY უფლებამოსილია კანონმდებლობით დასაშვებ ფარგლებში შეუზღუდოს მას შესაბამის ინფორმაციაზე ან ვებგვერდის კონკრეტულ ფუნქციონალზე წვდომა.
  2. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
    • PODSY არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და მონაცემთა გადაცემა აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
    • შესაბამის შემთხვევაში მონაცემთა მიმღები ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი შესაძლოა იყოს:
  • ვებგვერდის შექმნის, ტექნიკური მხარდაჭერისა და ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი;
  • ჰოსტინგისა და სერვერული მომსახურების მიმწოდებელი;
  • IT და ინფორმაციული უსაფრთხოების მომსახურების მიმწოდებელი;
  • ანალიტიკური ან ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი;
  • ელექტრონული კომუნიკაციის ან შეტყობინებების გაგზავნის მომსახურების მიმწოდებელი;
  • მარკეტინგული მომსახურების მიმწოდებელი, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;
  • იურიდიული, აუდიტორული ან სხვა პროფესიული მომსახურების მიმწოდებელი;
  • სახელმწიფო, სასამართლო, სამართალდამცავი ან სხვა უფლებამოსილი ორგანო, თუ მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია ან მოთხოვნილია კანონმდებლობით.
    • PODSY დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს გადასცემს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების შესასრულებლად.
    • PODSY არ ყიდის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.
  1. მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემა
    • PODSY-ის მიერ გამოყენებული გარკვეული ტექნოლოგიური, ჰოსტინგის, ანალიტიკური, ელექტრონული კომუნიკაციის ან სხვა მომსახურების მიმწოდებელი შესაძლოა მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მონაცემებს ამუშავებდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ განთავსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
    • ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა განხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
    • PODSY უზრუნველყოფს მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და მონაცემთა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას.
  2. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა
    • PODSY პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მონაცემები შეგროვდა ან შემდგომ დამუშავდა.
    • მონაცემთა შენახვის კონკრეტული ვადის განსაზღვრისას PODSY ითვალისწინებს:
  • მონაცემთა დამუშავების მიზანს;
  • მონაცემთა კატეგორიასა და მოცულობას;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო შენახვის ვადებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • PODSY-ის კანონიერი ინტერესებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობას.
    • შესაბამისი მიზნის მიღწევის ან სამართლებრივი საფუძვლის ამოწურვის შემდეგ პერსონალური მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან, შესაბამის შემთხვევაში, შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    • პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის ფაქტისა და დროის შესახებ ინფორმაცია ინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
  1. პირდაპირი მარკეტინგი
    • PODSY მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ამუშავებს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.
    • პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში PODSY-მა მომხმარებელს შესაძლოა მიაწოდოს ინფორმაცია:
  • PODSY-ის პროდუქციისა და სიახლეების შესახებ;
  • სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სარეკლამო ან საინფორმაციო შეთავაზებების შესახებ.
    • პირდაპირი მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, SMS შეტყობინების ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით.
    • მომხმარებელს თანხმობის გაცემამდე მკაფიოდ და გასაგები ფორმით მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს პირდაპირ მარკეტინგზე გაცემული თანხმობა.
    • მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურისა და სხვა შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
    • PODSY უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდეს იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან სხვა მარტივი, ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებით.
    • შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში PODSY შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მომხმარებლის მონაცემების დამუშავებას გონივრულ ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
    • PODSY აღრიცხავს მომხმარებლის მიერ პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის მიცემისა და მისი გამოხმობის ფაქტსა და დროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.
  1. ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები
    • PODSY-ის ვებგვერდმა შესაძლოა გამოიყენოს ქუქი-ფაილები (Cookies) და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები.
    • ქუქი-ფაილი არის მცირე მოცულობის მონაცემი, რომელიც ვებგვერდის გამოყენებისას ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე და გამოიყენება ვებგვერდის გარკვეული ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
    • ვებგვერდზე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს:

აუცილებელი ქუქი-ფაილები – აუცილებელია ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ფუნქციური ქუქი-ფაილები – გამოიყენება მომხმარებლის მიერ არჩეული პარამეტრების დასამახსოვრებლად და ვებგვერდის ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად;

ანალიტიკური ქუქი-ფაილები – გამოიყენება იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებგვერდს და როგორ შეიძლება მისი ფუნქციონალის გაუმჯობესება;

მარკეტინგული ქუქი-ფაილები – შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება მომხმარებლისთვის უფრო რელევანტური მარკეტინგული ინფორმაციის მიწოდებისა და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასებისთვის.

  • იმ ქუქი-ფაილების გამოყენება, რომელთა განთავსებისთვისაც კანონმდებლობით მომხმარებლის თანხმობაა საჭირო, განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის შესაბამისი არჩევანის საფუძველზე.
  • მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი ქუქი-ფაილების შესახებ საკუთარი არჩევანის შეცვლა ვებგვერდზე არსებული ქუქი-ფაილების მართვის მექანიზმის ან ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით.
  1. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
    • PODSY იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მათზე უნებართვო წვდომისა და სხვა ფორმით უკანონო დამუშავებისგან დასაცავად.
    • უსაფრთხოების ზომების განსაზღვრისას PODSY ითვალისწინებს:
  • დასამუშავებელი მონაცემების კატეგორიასა და მოცულობას;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანსა და ფორმას;
  • გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებს;
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოსალოდნელ საფრთხეებს;
  • შესაბამის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
    • PODSY პერიოდულად აფასებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ განახლებას.
    • პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც მონაცემებზე წვდომა ესაჭიროებათ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
    • PODSY უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დასაცავად.
  1. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს:

  • PODSY-ს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ პერსონალური მონაცემები;
  • უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია:
  • მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების ან მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ ან, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ;
  • სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემების გადაცემის შემთხვევაში – გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის, მიზნისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ;
    • გაეცნოს PODSY-ში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მათი ასლები;
    • მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
    • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მის შესახებ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
    • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემების დაბლოკვა;
    • ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თანხმობას;
    • ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა;
    • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააპროტესტოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავება;
    • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ისარგებლოს მონაცემთა გადატანის უფლებით;
    • კანონით გათვალისწინებული წესით გაასაჩივროს PODSY-ის მოქმედება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში ან სასამართლოში.
  1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის განხილვა
    • მომხმარებელს უფლება აქვს წინამდებარე პოლიტიკითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად მიმართოს PODSY-ს:

ელექტრონული ფოსტა: info@podsy.ge
ტელეფონი: +995 0322154444
მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძე #31

 

  • PODSY უფლებამოსილია მომხმარებლის ვინაობის დასადასტურებლად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია სხვა პირისთვის პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.
  • მომხმარებლის მოთხოვნა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე განიხილება და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს დამატებითი 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.
  • მომხმარებლის მოთხოვნა მის შესახებ არსებულ მონაცემთა გაცნობისა და ასლების მიღების შესახებ დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
  • მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორების, განახლების ან შევსების მოთხოვნა შესრულდება ან მომხმარებელს მოთხოვნაზე უარის საფუძველი ეცნობება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნა შესრულდება ან მომხმარებელს მოთხოვნაზე უარის საფუძველი ეცნობება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნაზე ვრცელდება ამ პოლიტიკის მე-12 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ვადა.
  1. მესამე პირების ვებგვერდები და პლატფორმები
    • PODSY-ის ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს მესამე პირების ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებზე გადასასვლელ ბმულებს.
    • მესამე პირის ვებგვერდზე ან პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისი მესამე პირის მიერ მისივე წესებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
    • PODSY არ არის პასუხისმგებელი დამოუკიდებელი მესამე პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  2. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა
    • PODSY უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკა, მათ შორის:
  • საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში;
  • ვებგვერდის ფუნქციონალის ცვლილების შემთხვევაში;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების ახალი პროცესის დანერგვის შემთხვევაში;
  • PODSY-ის საქმიანობის ან მონაცემთა დამუშავების მიზნების ცვლილების შემთხვევაში.
    • პოლიტიკის განახლებული რედაქცია გამოქვეყნდება PODSY-ის ვებგვერდზე.
    • თუ პოლიტიკაში შეტანილი ცვლილება არსებითად ცვლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს ან შესაბამისი ცვლილების შესახებ მომხმარებლის დამატებითი ინფორმირება კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, PODSY უზრუნველყოფს მომხმარებლის სათანადო ინფორმირებას.
  1. საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის, მოთხოვნის ან პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს:

შპს „PODSY“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405492774
იურიდიული მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძე #31
ელექტრონული ფოსტა: info@podsy.ge
ტელეფონი: +995 0322154444

პოლიტიკის ბოლო განახლების თარიღი: 27.08.2026

შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია WOLT-ზე