5 გავრცელებული მითი ვეიპების შესახებ

პირველი ელექტრონული სიგარეტი 2003 წელს ჩინელმა ფარმაცევტმა ჰონ ლიკმა შექმნა ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივად.

მისი ელექტრონული სიგარეტის დიზაინი უზარმაზარი წარმატებით სარგებლობდა ჩინეთის ბაზარზე. პროდუქტი 2005 წელს დიდ ბრიტანეთში შევიდა, ხოლო ამერიკის ბაზარზე კი 2007 წელს მოხვდა. 

 

მოწყობილობა განსაკუთრებით პოპულარული 2010-იან წლებში გახდა – მან მრავალი ადამიანის ცხოვრებაში სამუდამოდ წარმატებით ჩაანაცვლა თამბაქო და ამით მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 

დიდ პოპულარობასთან ერთად, ვეიპის შესახებ მრავალი არასწორი წარმოდგენა წარმოიშვა, რომელიც სიმართლისგან ძალიან შორს არის, რამდენიმე მათგანზე კი ელექტრო სიგარეტების ქართული მაღაზია “Podsy” ისაუბრებს: 

 

მითი 1: ვეიპინგი ისევე მავნეა, როგორც მოწევა

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულ სიგარეტში წვის პროცესი არ მიმდინარეობს, არ წარმოიქმნება თამბაქოს კვამლის ორი ყველაზე მავნე ელემენტი კუპრი და ნახშირბადის მონოქსიდი. ვეიპი სითხის გაცხელებით მუშაობს, რომელიც შეიცავს ნიკოტინის მცირე რაოდენობას, პროპილენ გლიკოლს, მცენარეულ გლიცერინსა და არომატიზატორებს.

 

მითი 2: პასიური ვეიპინგი ისევე მავნეა, როგორც თავად ვეიპის მოწევა

არამწეველის მიერ შესუნთქული ორთქლი არაფრით ჰგავს სიგარეტის პასიურ მოწევას. მაშინ, როცა სიგარეტის კვამლი გარშემომყოფებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ვეიპინგისას ამოსუნთქული აეროზოლი, კვამლისგან განსხვავებით, სწრაფად იშლება ჰაერში და არ ტოვებს ხანგრძლივ ნარჩენებს.

მითი 3: ვეიპი სიგარეტის მოწევის წამახალისებელია

ვეიპის საყოველთაო გავრცელებამ და მის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა წარმოშვა ვარაუდი, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყოს არამწეველ ადამიანებში სიგარეტის მოწევის რიცხვის ზრდას მომხიბვლელი არომატის გამო. 

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ოფისის 2022 წლის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ყველაზე მაღალი სიგარეტის მწეველებს შორისა (25.3%) და ყოფილ მწეველებშია (15.0%). 

იმ ადამიანებს შორის კი, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ, ამჟამად მხოლოდ 1.5% მოიხმარს ვეიპს აქტიურად. 

მითი 4: მოწევის შესაწყვეტად ვეიპის გამოყენება არაეფექტურია

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 14.0% იყო მწეველი, 2021 წლისთვის კი მათი რაოდენობა 13.3%-მდე შემცირდა. 

ორგანიზაცია მწეველთა რიცხვის შემცირებას მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, დიდწილად, ელექტრონული სიგარეტების გავრცელებას უკავშირებს. 

მითი 5: ვეიპის კომპანიებს სურთ მოწევის ნორმალიზება

ვეიპერთა უდიდესი ნაწილი თავს მწეველად არ მიიჩნევს, მეტიც, მათ არ სურთ ასოცირებული იყვნენ მოწევასთან. 

ცნობილია, რომ პირველი ელექტრო სიგარეტის შემქმნელის, ჰონ ლიკის მამაც ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ ამან უბიძგა მას ისეთი მოწყობილობის შექმნისკენ, რომელიც თამბაქოსთან შედარებით, ნაკლებად ტოქსიკური იქნებოდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

ამასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო ვეიპის მრავალ მაღაზიაში იყიდება ნიკოტინის 0%-იანი შემცველობის ვეიპებიც, რასაც ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი აბსოლუტურ მინიმუმამდე დაჰყავს. 

“პოდსიში” ხელმისაწვდომია, როგორც ნიკოტინის 2%-იანი შემცველობის, ისე სრულიად უნიკოტინო ვეიპი

მაღაზიაში შეგხვდებათ მრავალჯერადი და ერთჯერადი გამოყენების ვეიპი მრავალფეროვანი არომატითა და დიზაინით. 

“Podsy”-ს ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 

მაღაზიაში მოქმედებს “გლოვოსა” და “ვოლტის” სერვისიც. 

მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »