5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ვეიპით მოგზაურობისას

ვეიპით მოგზაურობა ბევრი ადამიანისთვის უკვე ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა თუ ელექტრონული სიგარეტით პირველად მგზავრობთ, შესაძლოა რამდენადმე დამაბნეველი იყოს ისეთ დეტალებში გარკვევა, როგორც აეროპორტის წესები, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ან თუნდაც ვეიპისთვის საბაზისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მგზავრობისას. 

არადა, რამდენად უპრობლემო იქნება თქვენი მგზავრობა, სწორად იმაზეა დამოკიდებული რამდენად ყურადღებით მოემზადებით ფრენისთვის — საჭიროა როგორც იმ ოფიციალური წესების ცოდნა, რომლებიც ელექტრონული მოწყობილობების ტრანსპორტირებას არეგულირებს, ისე გამოცდილი ვეიპერების რეკომენდაციების გათვალისწინება, თავად მოწყობილობის დასაცავად.

ამ ბლოგში თავი მოვუყარეთ 5 მთავარ პუნქტს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ვეიპს თქვენ სამოგზაურო ბარგში ჩაუძახებთ. საბედნიეროდ, დღეისთვის ვეიპით მგზავრობა სრულიად მარტივი და უპრობლემო შეიძლება იყოს — ოღონდ პრიორიტეტები სწორად უნდა დაალაგოთ.

 

კარგად გაეცანით ავიაკომპანიის წესებს

სანამ ბარგის ჩალაგებას დაიწყებთ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კონკრეტული ავიაკომპანიის შიდა პოლიტიკის გადამოწმებაა, რომლის ბილეთებიც შეიძინეთ (ან სამომავლოდ აპირებთ შეძენას). მიუხედავად იმისა, რომ საავიაციო უწყებები ადგენენ ზოგად მინიმალურ უსაფრთხოების სტანდარტებს, ყველა კერძო ავიაკომპანიას აქვს უფლება, საკუთარი, უფრო მკაცრი შინაგანაწესი შეიმუშაოს. მაგალითად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ შესაძლოა ბორტზე ასატანი მოწყობილობების რაოდენობა შეზღუდოს. ამიტომ, ყოველი მოგზაურობის წინ აუცილებლად შეამოწმეთ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდი, „აკრძალული ნივთების“ ან „ბარგის შესახებ ინფორმაციის“ განყოფილებაში, რათა დარწმუნდე, რომ ვეიპების ბორტზე ატანა დაშვებულია.

ჯობს წინასწარ მოემზადოთ, რათა უშუალოდ აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების პროცესი გაიმარტივოთ. ელექტრო სიგარეტი, ისევე როგორც სხვა ელექტრონული მოწყობილობები (მაგალითად, ლეპტოპი), წინასწარ ამოიღეთ ჩანთიდან და ცალკე კონტეინერში მოათავსეთ რენტგენული სკანირებისთვის. შესაბამისად მოათავსეთ ვეიპის სითხეებსაც — თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ყველა სითხე უნდა იყოს მოთავსებული 100 მლ-მდე მოცულობის გამჭვირვალე ბოთლში, და, შემდეგ, მოთავსებული ერთ, გამჭვირვალე და დახუფულ პაკეტში. როგორც წესი, მაქსიმუმ 5 ასეთი ბოთლით მგზავრობაა ნებადართული. იმ პაკეტის, რომელშიც სითხეებია მოთავსებული, ჩასაბარებელი ბარგიდან ამოღებას, როგორც წესი, არ ითხოვენ, მაგრამ შესაძლოა უსაფრთხოების სამსახურმა მოგთხოვოს ცალკე წარდგენა – ამიტომ პაკეტი ბარგის ისეთ ნაწილში მოათავსეთ, რომ მარტივად შეძლოთ ამოღება.

 

დარწმუნდით, რომ დანიშნულების ქვეყანაში ვეიპინგი ლეგალურია

აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების წარმატებით გავლა საერთაშორისო მოგზაურობის მხოლოდ პირველი ეტაპია. ის, რომ ავიაკომპანიის მგზავრებს ნებას რთავს გადაიტანონ მოწყობილობა, არ ნიშნავს ავტომატურად ამ მოწყობილობის ლეგალურობას დანიშნულების ქვეყანაში. ვეიპინგი ჯერ კიდევ ნიშური სფეროა და გლობალური კანონმდებლობაც საკმაოდ ჭრელი და ცვალებადია. ადგილობრივი კანონების არცოდნამ კი შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ, მათ შორის: დიდი ჯარიმები, დეპორტაცია ან პატიმრობაც კი.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვეიპ პროდუქტების იმპორტი, გაყიდვა, ფლობა და გამოყენება სრულად აკრძალულია. ასეთ ქვეყნებს შორისაა ტაილანდი, სინგაპური, ინდოეთი, კატარი, ბრაზილია და არგენტინა. ტაილანდი განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით გამოირჩევა — თუ სასაზღვრო სამსახურმა თქვენს ბარგში ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინა, შესაძლოა ხუთ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ. 

ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ნიკოტინის შემცველი სითხე რეცეპტით გაცემულ მედიკამენტად ითვლება და მის ჩასატანად ექიმის დანიშნულებაა საჭირო. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია. თურქეთში კი ტურისტების მიერ ვეიპის მოხმარებაზე, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ, მაგრამ აი გაყიდვა კი აკრძალულია. ამიტომ, თუ იქ მიემგზავრებით, მთელი მოგზაურობისთვის საკმარისი მარაგი უნდა წაიღოთ. 

ჯერჯერობით, მთავრობების დიდი ნაწილი ვეიპს ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს და ერთიანი გლობალური წესდების შემუშავებისთვის საჭირო დიდი პოლიტიკური ნებაც არ არსებობს. ამიტომ ფრენამდე აუცილებლად გადაამოწმე, რა რეგულაციები ვრცელდება კონკრეტულად იმ ქვეყანაში, სადაც მიფრინავ.

 

მოამზადე შენი ელექტრო სიგარეტი ფრენისთვის

ვეიპის ტრანსპორტირებისას მთავარი საფრთხე მისი შემთხვევითი გააქტიურებაა. თუ ელექტრო სიგარეტით მგზავრობთ, გაითვალისწინეთ, რომ საავიაციო ადმინისტრაციები სწორედ მგზავრის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად თვლიან „ეფექტური ზომების მიღებას გამაცხელებელი ელემენტის შემთხვევითი აქტივაციის თავიდან ასაცილებლად“. 

საბედნიეროდ, შემთხვევითი აქტივაციის შანსები მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ვეიპს წინასწარ შესაბამისად მოამზადებთ.

პირველ რიგში, მოწყობილობების უმეტესობას აქვს გამორთვის ფუნქცია, როგორც წესი, ღილაკზე რამდენჯერმე სწრაფად დაჭერით. იდეალურია, თუ თქვენს მოწყობილობას მოსახსნელი ელემენტი აქვს — მისი ამოღება ყველაზე საიმედო გზაა შემთხვევითი ჩართვის თავიდან ასაცილებლად.

სათადარიგო ლითიუმ-იონური ელემენტები ინდივიდუალურად დაცული უნდა იყოს. ხშირად ელემენტების სხვა ლითონის საგნებთან (მაგალითად, გასაღებთან ან მონეტებთან) შეხებას შეუძლია მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია დამცავი ბარიერი. შესაძლოა პომპეზურად ჟღერდეს, მაგრამ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს — სპეციალური პლასტმასის ქეისი, ორიგინალი შეფუთვა ან უბრალოდ თითოეული ელემენტის ცალკე პლასტმასის პაკეტში მოთავსება სრულიად საკმარისია.

 

ოქროს წესი: ვეიპმა ყოველთვის თვითმფრინავის სალონში უნდა იმგზავროს

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს, თუ ვეიპით მოგზაურობ: ნებისმიერი ტიპის ელექტრო და სათადარიგო ელემენტები აუცილებლად ხელბარგში უნდა მოთავსდეს და თვითმფრინავის სალონში იმგზავროს — მათი ჩასაბარებელ ბარგში მოთავსება კატეგორიულად არ შეიძლება. 

მიზეზი ისევ და ისევ ლითიუმ-იონურ ელემენტებშია — ყოველთვის, ყოველთვის უნდა შეგეძლოთ იმის კონტროლი, როგორ მდგომარეობაშია ელემენტები: დაზიანების ან მოკლე ჩართვის შემთხვევაში ისინი შეიძლება გადახურდეს და ცეცხლი წაეკიდოს. თუ უბედური შემთხვევა სალონში მოხდა, ეკიპაჟს შეეძლება მყისიერად მოახდინოს რეაგირება, ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებაში კი ხანძრის დროული შემჩნევა და ჩაქრობა თითქმის შეუძლებელია.

ასევე, დარწმუნდი, რომ ვეიპის აქსესუარები, რომლებთან ერთადაც მგზავრობ, საიმედოდ გაქვს შეფუთული. ყველაზე პრობლემური საკითხი, როგორც წესი, სითხეების სწორად გადატანაა. ფრენისას სიმაღლის ცვლილების გამო კაბინაში ჰაერის წნევა იკლებს, რის გამოც ბოთლში ან ავზში მოქცეული ჰაერი ფართოვდება და სითხეს აწვება. თუ ავზი ან ბოთლი სითხით პირთამდე სავსეა, მაღალია ალბათობა გაჟონოს და დანარჩენი ბარგი დასვაროს. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო სიურპრიზი თავიდან აიცილოთ, მგზავრობამდე უშუალოდ ელექტრო სიგარეტის ავზი სრულიად დაცალეთ, ხოლო სითხის ბოთლი კი მაქსიმუმ ორ მესამედამდე შეავსე. ასე ჰაერს გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ექნება. 

 

მაქსიმალურად მოემზადე მოულოდნელობებისთვის

მოგზაურობა იშვიათია მოულოდნელობების გარეშე. ელექტრო სიგარეტი შეიძლება დაიკარგოს, დაზიანდეს, ან, უბრალოდ, მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეთ სათადარიგო გეგმა. თუ ერთჯერად მოწყობილობებს პრინციპულად არ იყენებ, ან, ისეთ ქვეყანაში მოგზაურობ, სადაც ვეიპები დიდად გავრცელებული არაა და ახალი მოწყობილობის შეძენა ლოგისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ჯობია თან წაიღო ერთი სათადარიგო ელექტრო სიგარეტი, თუნდაც მარტივი და კომპაქტური პოდ სისტემა, რომელიც ძირითადი მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში გამოგადგება. მეორეს მხრივ, თუ ისეთ ქვეყანაში მოგზაურობ, სადაც ვეიპინგს უკვე მყარად აქვს ფეხი მოკიდებული, ასეთ დროს საუკეთესო ალტერნატივა უბრალოდ ერთჯერადი ვეიპის შეძენაა.

ასევე, მოიმარაგეთ მასალები. სათადარიგო ქოილი ბევრ ადგილს არ იკავებს, მაგრამ მათი პოვნა უცხო ქვეყანაში შეიძლება რთული ან სულაც შეუძლებელი აღმოჩნდეს. იგივე ეხება სითხეს — წაიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობთ, რომ დაგჭირდებათ, განსაკუთრებით თუ ისეთ ქვეყანაში მიემგზავრები, სადაც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს (ან უბრალოდ სპეციალიზებული ვეიპ შოპების ნაკლებობაა). არ დაგავიწყდეთ დამტენი და უნივერსალური სამოგზაურო ადაპტერი — ელექტროენერგიის ძაბვა და როზეტის ტიპი მსოფლიოს გარშემო განსხვავდება და სრულიად შესაძლებელია ან საერთოდ ვერ შეძლოთ თქვენი ელექტრო სიგარეტის დატენა, ან თავად გადაწვათ თუ შეუფერებელ როზეტში შეაერთებთ.

მსგავსი პოსტები

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »