თუ პირველი ვეიპის მოდელები რთული, კომპლექსური მოწყობილობები იყო, რომლის თავისუფლად გამოყენება თავდაპირველად მხოლოდ გამოცდილ მომხმარებლებელს შეეძლო, დღესდღეობით ბაზარზე უამრავი მოდელია, რომლებიც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს, ვეიპინგის ვეტერანით დაწყებული, სრულიად გამოუცდელით დამთავრებული.
თუმცა, ვეტერანების დიდი ნაწილიც კი უფრო ხშირად მარტივ, მინიმალისტურ და მომხმარებელზე მორგებულ სისტემებს ირჩევს, მანუალური მოდიფიკაციები კი თითქმის სრულად გაქრა. ბაზრის ამგვარ გარდაქმნაში დიდი როლი ითამაშა ვეიპის პოდმა — მოწყობილობამ, რომელმაც ე-სიგარეტის მოხმარების კულტურა ძირეულად შეცვალა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
ვეიპის პოდი კომპაქტური, მაგრამ ამავდროულად ეფექტური სისტემაა. თუ ადრეული ე-სიგარეტების დიდი ნაწილი მომხმარებლის მხრიდან მოთმინებასა და დროს მოითხოვდა სისტემაში დეტალურად გასარკვევად და ორთქლის ეფექტურად წარმოქმნაც რამდენიმე ცდას მაინც მოითხოვდა, დღეს მთელი პროცესის ასათვისებლად ვეიპერს მხოლოდ იმაში გარკვევა სჭირდება პოდზე განთავსებულ ღილაკს როდის და რამდენჯერ დააჭიროს.
თუ გსურს, უკეთ გაერკვე, რა არის პოდ სისტემა, რა არის საჭირო მისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და როგორი ტიპი იქნება პირადად შენთვის ყველაზე კომფორტული — ეს ბლოგი შენი გზამკვლევი იქნება.
რა არის ვეიპის პოდი?
ერთი შეხედვით, პოდ სისტემა შესაძლოა რთულ ტექნოლოგიურ მოწყობილობად მოგეჩვენოს, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა სწორედ მოხმარების სიმარტივეშია. ძველი, მრავალკომპონენტიანი სისტემებისგან განსხვავებით, ის არ მოითხოვს მომხმარებლისგან ტექნიკურ ცოდნას. ვეიპ პოდი სულ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: დასატენი ელემენტისა და სითხით სავსე კარტრიჯისგან. პოდი შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი გამოყენების, ისე მრავალჯერადი ვეიპი, მოკლე თუ წაგრძელებული ფორმის, ნიკოტინის შემცველი თუ უნიკოტინო. სახელი კონკრეტული — ე-სითხისთვის ცალკეული ავზის გარეშე — მექანიზმის აღსაწერად გამოიყენება და არა ვეიპის ტიპისა თუ ფორმის.
პოდი პატარა, დახურული კაფსულაა, რომელშიც ერთად თავსდება ვეიპის სითხეს და გამაცხელებელი ელემენტი (რომელსაც მეტი სიმარტივისთვის უბრალოდ ქოილს ვეძახით). ამ ყველაფერს მუშაობისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებს კომპაქტური ელემენტი, რომელიც სტანდარტული USB-C კაბელით იტენება, სულ ესაა და ეს.
პოდის გამოყენებისას ვეიპის პროცესი ასე გამოიყურება: მომხმარებელი ააქტიურებს მოწყობილობას, ელემენტი ავტომატურად აქტიურდება, დენი მიეწოდება კარტრიჯს სადაც ქოილია მოთავსებული, ქოილი მომენტალურად აცხელებს სითხეს, რომელიც გარდაიქმნება ორთქლად.
პოდ სისტემების პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „plug-and-play“ გამოცდილებაა. მოწყობილობების უმეტესობას გასააქტიურებლად ღილაკზე თითის დაჭერაც კი არ სჭირდება — ავტომატურად ირთვება, როდესაც მომხმარებელი პირველ ნაფაზს არტყამს. თუმცა შედარებით უფრო გაფართოებული პარამეტრის მქონე, მოწინავე მოდელებიც კი არ მოითხოვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას, პოდების აბსოლუტურ უმრავლესობაზე 1-2 ღილაკი თუა, მათი გამოყენება კი — მაქსიმალურად ინტუიციური. პოდები ხშირად მაგნიტებით მაგრდება ელემენტზე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს — არაა საჭირო ელემენტის ჩასმისა თუ ამოღების დროს წვალება.
წინასწარ დატენილი (Pre-filled/Closed System) vs. მრავალჯერადი (Refillable/Open System) პოდები
პოდ სისტემები პირობითად ორ ნაწილად იყოფა: წინასწარ დატენილი (დახურული) და მრავალჯერადი (ღია) სისტემები.
წინასწარ დატენილი პოდები გაყიდვამდე შევსებულია კონკრეტული გემოსა და ნიკოტინის შემცველობის სითხით. როდესაც სითხე თავდება, პოდი ახლით უნდა ჩაანაცვლე. ასეთი სისტემა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც არ სურს სითხის თუ ქოილების ცვლით თავის შეწუხება. მსგავსი სისტემის კარგი მაგალითია ვეიპის პოდი HQD POD – მარტივად გამოსაყენებელი, აქტიურდება ნაფაზით, აქვს გემოების დიდი არჩევანი, წინასწარ დატენილია 50/50 PG/VG სითხით, რაც გემოსა და ორთქლის სიძლიერის კარგ ბალანსს გულისხმობს. თუმცა, ამ კომფორტს მეორე მხარეც აქვს: გრძელვადიან პერსპექტივაში, დახურული პოდების რეგულარულად შეძენა შესაძლოა, უფრო ძვირი დაჯდეს.
მათთვის კი, ვისი პრიორიტეტი მრავალფეროვნება და ეკონომიურობაა, საუკეთესო არჩევანი სწორედ მრავალჯერადი სისტემაა. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ყიდულობს ცარიელ პოდს და მას თავისი გემოვნებით არჩეული ვეიპის სითხეებით ავსებს. საერთოდ, მრავალჯერად სისტემაში ინვესტიციის მთავარი სარგებელი სწორედ ვეიპინგის პროცესის ინდივიდუალიზაციის საშუალებაა — მომხმარებელს შეუძლია სრულად აკონტროლოს სითხის გემო (და, თან, ორი სხვადასხვა სითხეც შეურიოს ერთმანეთს) და ნიკოტინის დოზა. თუმცა მრავალჯერად მოწყობილობას შესაბამისი მოვლა — პერიოდულად სიღრმისეული წმენდა, ქოილების გამოცვლა და ა.შ — სჭირდება.
როგორი ე-სითხით ავსებენ ვეიპ პოდებს?
ვეიპის სითხეები, როგორც წესი, სამი მთავარი ინგრედიენტისგან შედგება: პროპილენგლიკოლი (PG), მცენარეული გლიცერინი (VG) და არომატიზატორი. PG პასუხისმგებელია გემოს ინტენსივობაზე და ე.წ. “ყელზე დარტყმის“ შეგრძნებაზე, ხოლო VG – ორთქლის სისქეზე, ანუ „ღრუბლების“ წარმოქმნაზე.
პოდ სისტემებისთვის ამ ორი ინგრედიენტის იდეალურ თანაფარდობად 50/50 PG/VG ითვლება, რადგან ის გემოსა და ორთქლს აბალანსებს. ასეთი სითხე არც ზედმეტად თხელია და არც ძალიან სქელი, რაც ქოილს ეფექტურად მუშაობის საშუალებას აძლევს — HQD POD ამ თანაფარდობას სწორედ იმიტომ იყენებს, რომ ის მაქსიმალურად უნივერსალურ არჩევნად მოიზარება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ვეიპერის მოთხოვნას აკმაყოფილებს. მწარმოებელი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვანაირი ვეიპის გემოები, რათა მოდელი მაქსიმალურად უნივერსალური იყოს.
პოდ სისტემებს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ვეიპინგი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ადაპტირებადი აქტია და არა ნიშური ჰობი, რომელსაც მომხმარებელი უნდა მოერგოს. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი ვეიპერი ხარ თუ ახლა იწყებ ამ სამყაროს აღმოჩენას, ისეთი ე-სიგარეტები, როგორც HQD POD საშუალებას იძლევა პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს. გამოადგება როგორც დამწყების, რომელიც ეძებს სიგარეტის მოსახერხებელ ალტერნატივას, ისე გამოცდილი მომხმარებლისთვის, რომელსაც კომპაქტური და სანდო მოწყობილობა სჭირდება მარტივი ყოველდღიური გამოყენებისთვის – სამსახურში, მგზავრობისას თუ მეგობრებთან შეხვედრისას.
თუ გსურს გსურს უკეთ გაერკვე ვეიპის პოდების სამყაროში, გვეწვიე Podsy-ის ფილეალში. ჩვენი გუნდის წევრები დაგეხმარებიან შენთვის ოპტიმალური მოწყობილობის პოვნაში.

