ერთჯერადი ვეიპით სარგებლობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ისაა, რომ სითხე ჯერ კიდევ შიგნითაა, ვეიპი კი კვამლს ვეღარ გამოყოფს. ეს ნიშნავს, რომ ვეიპის ბატარეა ბოლომდე დაიხარჯა იქამდე, სანამ არომატი მთლიანად დაიცლებოდა.
ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ვეიპი არასწორად ინახება ან განსაზღვრულზე ინტენსიურად გამოიყენება. ამ ბლოგში გეტყვით, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბატარეამ დიდხანს გაძლოს და ვეიპი ღირებულებას ნამდვილად ამართლებდეს.
როგორ მუშაობს ერთჯერადი ვეიპის ბატარეა?
სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავიდოდეთ, უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ერთჯერადი ვეიპი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ბატარეა, გამათბობელი ელემენტი და სითხე. ბატარეა გამათბობელ ელემენტს კვებავს, ის კი სითხეს ათბობს და ორთქლს წარმოქმნის.
ეს სამი ნაწილი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია – თუ ბატარეა ვერ მიაწვდის საკმარის ენერგიას, გამათბობელი ელემენტი სითხეს სათანადოდ ვერ გაათბობს. სწორედ ამიტომ ბატარიის გამძლეობა განსაზღვრავს, რამდენ ხანს შეძლებთ ვეიპის სრულფასოვნად გამოყენებას.
შენახვა – ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი
ერთჯერადი ვეიპის ბატარეა ლითიუმ-იონური ტიპისაა. ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურის ცვლილება მასზე უშუალოდ მოქმედებს. მაღალ გრადუსზე – მანქანაში, ფანჯარასთან ბატარეა მუხტს სწრაფად კარგავს. ზამთარში კი საქმე სხვაგვარადაა: ძლიერ სიცივეში ლითიუმ-იონური ბატარეა იკუმშება და ენერგიის გაცემის უნარი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ოთახის ტემპერატურაზე შენახვა – 15-დან 25 გრადუსამდე – ყველაზე გამართლებული გამოსავალია. ეს ერთი პატარა ჩვევა ბატარეის სიცოცხლეს შესამჩნევად ახანგრძლივებს.
ერთჯერადი ვეიპი სწრაფად იხარჯება, თუ ნაფაზებს ზედიზედ, ხანმოკლე შუალედებით ვაკეთებთ. ასეთ რეჟიმში გამათბობელი ელემენტი ვერ ასწრებს გაცივებას და ბატარეაზე მუდმივი, გაზრდილი დატვირთვა მოდის, ისევე, როგორც ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე გამუდმებული მაქსიმალური დატვირთვისას.
გაცილებით სჯობს, ნაფაზებს შორის 20-30 წამიანი პაუზა გაკეთდეს. ეს ჩვევა ბატარეის გამძლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ასეთი გამოყენება გემოზეც ახდენს გავლენას – გამათბობელ ელემენტს გაცივების საშუალება ეძლევა.
ხშირად ვეიპი ჯიბეში ან ჩანთაში ინახება, სხვა საგნებთან ერთად. ამ დროს ხდება შემთხვევითი კონტაქტი, ზეწოლა ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება – ეს ყველაფერი ბატარეაზე მოქმედებს. განსაკუთრებით ეს ეხება ჯინსის ვიწრო ჯიბეებს, სადაც ვეიპი სხეულის სიცხესთან მუდმივად ზემოქმედებს.
გრძელი პაუზა ბატარეისთვის კარგია?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ხშირად ისმება – თუ ვეიპს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიყენებთ, ბატარეა ხომ არ გაფუჭდება? დიახ, გარკვეულწილად დაზიანდება. თუ ვეიპი კვირების განმავლობაში გამოუყენებელია, ბატარეა ნელ-ნელა თვითონ განიმუხტება და საბოლოოდ ამოიწურება.
ამიტომ, თუ ამ მოწყობილობას ხშირად არ იყენებთ, სჯობს, ეტაპობრივად მოიხმაროთ. ბატარეის სრული განმუხტვა მის ნაადრევ დაზიანებამდე მიდის.
ვეიპის ბატარეა კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ მოწყობილობა სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს
ეს ხდება, მაგრამ ყოველთვის ბატარეა არ არის მიზეზი. ხანდახან სითხე ბოლომდეა დაცლილი ან გამათბობელ ელემენტს პატარა ჰაერის ბუშტი შეეხო. ასევე ხდება, რომ სითხე გამათბობელ ელემენტამდე ვეღარ აღწევს.
ამ შემთხვევაში, ვეიპის შეცვლა ერთადერთი გამოსავალია. ერთჯერადი ვეიპების ფართო არჩევანი პოდსიში შეგხვდებათ – სხვადასხვა ბრენდი, გემო და ბატარეის მოცულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სწორ პროდუქტს ადვილად მოძებნით.
mAh – ეს რიცხვი მნიშვნელოვანია
ერთჯერადი ვეიპის შეძენისას ყველაზე ხშირად გემოსა და ნაფაზების რაოდენობას ვაკვირდებით. ბატარიის mAh მაჩვენებელს კი ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც არასწორია.
პრემიუმ ვეიპ შოპი „პოდსი” სწორი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებათ. ფილიალებში კონსულტაციის მიღება მარტივად შეგიძლიათ. პასუხს კონკრეტულ შეკითხვებზე – ბატარეის პარამეტრების, გემოებისა და ბრენდების შესახებ მიიიღებთ.
mAh არის ბატარეის ტევადობა. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო დიდხანს გაძლებს ვეიპის ბატარეა. მაგალითად, 400 mAh ბატარეიანი ვეიპი 650 mAh-იანთან შედარებით გაცილებით სწრაფად ამოიწურება – ნაფაზების ერთი და იმავე რაოდენობით. ვეიპის შეძენამდე ამ პარამეტრის შემოწმება უმჯობესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოწყობილობის ხშირად მოხმარებას გეგმავთ.

