სნუსის მოხმარება: უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების გზამკვლევი

სნუსის მოხმარება ერთი შეხედვით უმარტივესი პროცესია – ბალიში ტუჩსა და ღრძილს შორის თავსდება და ყველაფერი მზადაა. პრაქტიკაში კი საქმე ცოტა სხვაგვარადაა. არსებობს არაერთი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ამას გამოცდილი მომხმარებლებიც კი ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ. ზოგი ბალიშს ძალიან მცირე ხანს ატარებს, ზოგი კი – გადაჭარბებით.  როგორ შევინახოთ პროდუქტი, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია. 

 

“პოდსის” ბლოგი სწორედ იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გაგჩენიათ.

 

რამდენ ხანს ვიყენებთ ნიკოტინის ერთ ბალიშს?

როცა სნუსის მოხმარებისას ბალიში ზედა ტუჩსა და ღრძილს შუა მოთავსდება, ნიკოტინი ნელ-ნელა იწყებს გამოყოფას და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მეშვეობით სისხლში შეიწოვება. ეს პროცესი მყისიერი არ არის და გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროის სწორად განსაზღვრა გადამწყვეტია იმისათვის, რომ მოხმარებისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ. 

 

ჩვეულებრივ, ერთი ბალიში 20-დან 60 წუთამდე გამოიყენება. ამ ფარგლებში ნიკოტინის გამოყოფა ყველაზე ეფექტურია. პირველი 5-10 წუთი, როგორც წესი, ყველაზე ინტენსიური პერიოდია. შეგრძნება ძლიერია, განსაკუთრებით თუ მოხმარებას ახლა იწყებთ. ამ ეტაპზე ნიკოტინის ძირითადი ნაწილი შეიწოვება. 20-40 წუთის ინტერვალში პროცესი თანაბრად და სტაბილურად მიმდინარეობს. 40-60 წუთის შემდეგ ნიკოტინის გამოყოფის პროცესი შესამჩნევად ნელდება, ხოლო საათის შემდეგ ის პრაქტიკულად ამოწურულია.

 

აქედან გამომდინარე, ბალიში ღრძილქვეშ  ორ საათზე მეტხანს არ უნდა დატოვოთ. ნიკოტინი უკვე ამოწურულია და დამატებით ეფექტს ვეღარ მიიღებთ. სამაგიეროდ, ლორწოვანი გარსი პროდუქტთან გახანგრძლივებული კონტაქტისგან ღიზიანდება. 

 

სად მოვათავსოთ ბალიში?

ბალიში ყოველთვის წინა კბილების მიდამოში თავდება. ეს პოზიცია ნიკოტინის ოპტიმალურ შეწოვას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ეს ადგილი კომფორტულია – საუბარში ხელი არ გეშლებათ და არ იწვევს ზედმეტი ნერწყვის გამოყოფას.

ქვედა ღრძილი, როგორც წესი, უფრო მგრძნობიარეა, რის გამოც პირველ ეტაპზე დისკომფორტი მოსალოდნელია. ღრძილი შეიძლება, ოდნავ გაღიზიანდეს და შეგრძნება სასიამოვნო არ იყოს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: მოთავსების შემდეგ მას ნუ გადაანაცვლებთ. ადამიანები ხშირად ქვეცნობიერად ეხებიან პროდუქტს ენით, ამოწმებენ ადგილზეა თუ არა, ან ცდილობენ გადაანაცვლონ. ეს ჩვევა ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. 

 

სნუსი, ამერიკული საღეჭი თამბაქოსგან განსხვავებით, ნახველის პირის ღრუდან გამოყოფას არ მოითხოვს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული უპირატესობაა, რომელიც მოხმარებას გაცილებით უფრო მოსახერხებელს ხდის.

 

ნახველი ბუნებრივად გამომუშავდება, როდესაც ის პირის ღრუშია, და მისი გადაყლაპვა სრულიად უსაფრთხოა. თუ მოხმარების დასაწყისში გაზრდილი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას შეამჩნევთ, ეს ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა – ორგანიზმი უცხო სხეულის არსებობაზე რეაგირებს და, როგორც წესი, ეს მოვლენა 1-2 კვირაში სტაბილურდება. 

 

პოდსის სნუსები მრავალფეროვანი არჩევანის გათვალისწინებით, სასიამოვნო გამოცდილებასა და თქვენთვის სასურველი გემოს შერჩევის საშუალებას გთავაზობთ. 

რა სიძლიერით უნდა დავიწყოთ მოხმარება?

სნუსი სხვადასხვა ნიკოტინის კონცენტრაციით იყიდება. ეს კონცენტრაცია მილიგრამებში იზომება და, ჩვეულებრივ, ბაზარზე 4 მგ-დან 20 მგ-მდე ვარიანტები გვხვდება. სწორი სიძლიერის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან არასწორმა არჩევანმა შეიძლება, ან არასასიამოვნო გამოცდილება შეგიქმნათ, ან მოთხოვნილება ვერ დააკმაყოფილოს.

 

თუ ნიკოტინი თქვენთვის ახალი პროდუქტია და აქამდე არც სიგარეტი მოგიწევიათ,  მაშინ მიდგომა საპირისპიროა – დაიწყეთ დაბალი სიძლიერიდან, 4-6 მგ ფარგლებში. ეს დიაპაზონი გათვლილია ისეთ მომხმარებელზე, ვინც ნიკოტინის ზემოქმედებასთან ჯერ კიდევ ადაპტირდება. ძლიერი პაკეტიდან დაწყება ამ შემთხვევაში გულისრევას, თავბრუსხვევას ან სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევს.

 

შენახვის წესები

სნუსის მოხმარებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი შენახვა პროდუქტის ხარისხზე მოქმედებს, თუმცა ამ საკითხს ხშირად საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. ტრადიციული სნუსი, ის, რომელიც თამბაქოს ფოთლებს შეიცავს – აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. ოთახის ტემპერატურაზე თამბაქოს შემცველი პროდუქტი სწრაფად კარგავს თავის თვისებებს: გემო იცვლება, ტექსტურა უარესდება და შეგრძნება მკვეთრად განსხვავებულია.

 

უთამბაქო ნიკოტინის ბალიშები ტემპერატურის მიმართ ოდნავ უფრო გამძლეა, რადგან მათ შემადგენლობაში არ არის ორგანული მასალა, რომელიც ადვილად ფუჭდება. მიუხედავად ამისა, გრილ ადგილას ან მაცივარში შენახვა სასურველია, განსაკუთრებით ცხელ კლიმატში.

 

გახსნილი შეფუთვა ოპტიმალურ გემოსა და ტექსტურას დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ამ პერიოდის შემდეგ პროდუქტი არ ფუჭდება და მოხმარება შესაძლებელია, თუმცა გემო შესამჩნევად იცვლება, არომატი ბუნდოვანდება.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ყოველთვის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ. ნიკოტინი მცირეწლოვანი ბავშვისთვის ყველა შემთხვევაში სახიფათოა – ბავშვის ორგანიზმი ნიკოტინის მიმართ ზრდასრულზე გაცილებით მგრძნობიარეა.

 

დღეში რამდენი ბალიში გამოვიყენოთ?

ამ კითხვაზე ერთი ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან სნუსის მოხმარება სრულიად ინდივიდუალურია და ნიკოტინის მიმართ რეზისტენტობაზე, მის სიძლიერეზე, ცხოვრების რიტმსა და პირად ჩვევებზეა დამოკიდებული. საშუალო მომხმარებელი დღეში დაახლოებით 8-12 ბალიშს იყენებს, თუმცა ეს ციფრი თითოეული ადამიანის შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

 

თუ თქვენთვის შესაფერისი დოზისა და პროდუქტის შერჩევა ან უფრო დეტალური ინფორმაციის გაგება გსურთ, ამაში “პოდსი”, ყველაზე მრავალფეროვანი ვეიპების მაღაზია საქართველოში, დაგეხმარებათ. 

 

აქ სნუსებთან  ერთად, ორიგინალი ვეიპების შეძენაც შეგიძლიათ. 

მსგავსი პოსტები

მოგზაურობა CBD-ით: რომელ ქვეყნებშია აკრძალული მისი გადატანა?

თუ სიბიდი პროდუქტებს იყენებთ, მოგზაურობისას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – ის, რაც საქართველოში

გააგრძელე »

ვეიპები ზაფხულისთვის: გრილი არომატები და საუკეთესო გამოცდილება

სიცხე გემოს აღქმაზე ახდენს გავლენას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ზამთარში სასიამოვნო არომატი ზაფხულში შეიძლება, მოსაბეზრებელი

გააგრძელე »

მოგზაურობა CBD-ით: რომელ ქვეყნებშია აკრძალული მისი გადატანა?

თუ სიბიდი პროდუქტებს იყენებთ, მოგზაურობისას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – ის, რაც საქართველოში

გააგრძელე »

ვეიპები ზაფხულისთვის: გრილი არომატები და საუკეთესო გამოცდილება

სიცხე გემოს აღქმაზე ახდენს გავლენას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ზამთარში სასიამოვნო არომატი ზაფხულში შეიძლება, მოსაბეზრებელი

გააგრძელე »
შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია WOLT-ზე