სნუსი და ნიკოტინის ბალიში ერთი შეხედვით ერთნაირია – ორივე ზედა ტუჩის ქვეშ თავსდება და ნიკოტინს პირის ღრუს მეშვეობით ვითვისებთ. თუმცა ეს გარეგნული მსგავსება შინაარსობრივ განსხვავებებს არ გამორიცხავს. ეს განსხვავება მომხმარებლის გამოცდილებაზე, გემოსა და ნიკოტინის გამოყოფის სიჩქარეზე აისახება.
რა არის ტრადიციული სნუსი?
სნუსი შვედური წარმოშობის პროდუქტია, რომლის ისტორიაც მე-18 საუკუნეში იწყება. ის დაფქული თამბაქოს ფოთლებისგან მზადდება – ფოთლებს ათბობენ, ატენიანებენ და პატარა ჩანთებში ათავსებენ.
თამბაქოს ფოთლის არსებობა სნუსს სპეციფიკურ გემოს, ფერსა და სტრუქტურას აძლევს. ის ტენიანია და ხშირად მუქი ფერისაა. ამ მახასიათებლების გამო, სნუსი ჩვეულებრივ მაცივარში ინახება – ოთახის ტემპერატურაზე მისი ხარისხი უარესდება.
ტრადიციულ სნუსს შეიცავს ისეთი ნაერთები, როგორებიცაა თამბაქოსპეციფიკური ნიტროზამინები (TSNAs). თანამედროვე ტრადიციული სნუსები GothiaTek-ის სტანდარტით იწარმოება, რაც ამ ნაერთების დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა სრულად ვერ, რადგან ისინი თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი შემადგენლობის ნაწილია.
რა არის სნუსი თამბაქოს გარეშე?
თამბაქოს გარეშე ნიკოტინის ბალიში ვიზუალურად სნუსის მსგავსია, მაგრამ მთავარი განსხვავება შემადგენლობაშია: ის თამბაქოს ფოთოლს არ შეიცავს.
ასეთი ბალიშები მცენარეული წარმოშობის ბოჭკოებისგან, სურსათისათვის ნებადართული დამატკბობლებისა და არომატიზატორებისგან, pH-ის მარეგულირებელი ნივთიერებისა და ნიკოტინისგან შედგება. ნიკოტინი, როგორც წესი, მარილის სახითაა, ე.წ. nicotine salt.
პროდუქტი თეთრია, მშრალი ან ნახევრად ტენიანი, სუნი პრაქტიკულად არ აქვს. ინახება ოთახის ტემპერატურაზე და კბილებზე კვალს, ჩვეულებრივ, არ ტოვებს.
ნიკოტინის გამოყოფის განსხვავება
ორი პროდუქტი ნიკოტინს სხვადასხვა სიჩქარით გამოყოფს და ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალი არ არის, მომხმარებელი ამას გრძნობს.
სნუსში ნიკოტინი თამბაქოს ბოჭკოებშია მოთავსებული და პირის ღრუში ნერწყვთან კონტაქტის შემდეგ თანდათანობით გამოიყოფა. ეს პროცესი ნელია და 30-დან 60 წუთამდე გრძელდება.
ნიკოტინის ბალიშში, სადაც ნიკოტინი მარილის ფორმითაა, ეს პროცესი სხვაგვარად მიმდინარეობს. ნიკოტინის მარილი პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან უფრო სწრაფად შეიწოვება – ამას pH-ის მარეგულირებელი ნივთიერება კიდევ უფრო უწყობს ხელს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 6 მგ-იანი ნიკოტინის ბალიშიდან ორგანიზმი ნიკოტინის 59%-ს ითვისებს, ხოლო 8 მგ-იანი სნუსიდან – მხოლოდ 32%-ს. ეს ნიშნავს, რომ ნიკოტინის ბალიში, ნომინალურად ნაკლები შემცველობის მიუხედავად, ინტენსიურ შეგრძნებას იწვევს.
სწორედ ამიტომ, თუ სნუსიდან ნიკოტინის ბალიშზე გადადიხართ, შედარებით სუსტი ვარიანტის არჩევა უფრო გონივრულია – ორგანიზმი ნიკოტინს ეჩვევა. ამ ორ პროდუქტს შეწოვის განსხვავებული მექანიზმი აქვს.
გემო და მრავალფეროვნება
სნუსის გემო მნიშვნელოვანწილად თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი გემოთი არის განსაზღვრული – ოდნავ მწარე ბაზა პროდუქტს სპეციფიკურ გემოს აძლევს. თამბაქოს გარდა, სნუსებს ხშირად უმატებენ მენთოლს, კენკრას ან სხვა არომატს.
სნუსში თამბაქოს გარეშე ეს შეზღუდვა არ არსებობს. ვინაიდან ნეიტრალური ბაზა – მცენარეული ბოჭკო – თამბაქოს სუნს ან გემოს არ ატარებს. სწორედ ამიტომ, ნიკოტინის ბალიშებში გემოს სპექტრი გაცილებით ფართოა – ციტრუსი, ტყის კენკრა და სხვა – ეს გემოები ბევრად მკვეთრი და ნათელია.
რომელი უფრო შესაფერისია სხვადასხვა მომხმარებლისთვის
ეს ორი პროდუქტი სხვადასხვა მომხმარებლისთვის განსხვავებულ პრიორიტეტებს პასუხობს.
სნუსი, განსაკუთრებით თუ ადამიანს თამბაქოს გემო უყვარს, ნელი გამოყოფის პროცესითა და ტრადიციული გემოთი გამოირჩევა. ის ყველაზე კომფორტული გახდება მათთვის, ვინც ამ გემოს შეეჩვევა.
ნიკოტინის ბალიში კი მათთვის უფრო მოსახერხებელია, ვინც გემოს მრავალფეროვნებას ეძებს. ეს ბალიშები ვიზუალურად ნეიტრალურია – თეთრია და სუნი არ ახასიათებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ნიკოტინის ბალიშში ნიკოტინი უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე სნუსში. ეს ნიშნავს, რომ ორ პროდუქტს ერთი და იმავე მგ-ის მიხედვით ვერ შევადარებთ, რადგან ეფექტი განსხვავდება.
რომელ პროდუქტს მიანიჭებთ უპირატესობას, ეს ჩვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების საკითხია. ორივე ვარიანტი პოდსის ფილიალებშია ხელმისაწვდომი.


