როგორ შევარჩიოთ ნიკოტინის ბალიში დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

საიდან დავიწყო? – სწორედ ესაა ხშირად დასმული შეკითხვა ნიკოტინის ბალიშების არჩევისას. თაროზე ათეულობით ვარიაციაა: სხვადასხვა ბრენდი, არომატი, ზომა და ფერი. ერთი შეხედვით, ძნელია გაარჩიო, რა განასხვავებს პიტნის გემოს ერთ ბალიშს მეორისგან, როცა ორივე ერთნაირად გამოიყურება.

სინამდვილეში, პროდუქტებს შორის განსხვავება ორ ძირითად პარამეტრს ეფუძნება: ნიკოტინის სიძლიერესა და ბალიშის ზომას. ამ ორის სწორად შერჩევა განსაზღვრავს, კარგი გამოცდილება გექნებათ თუ პირველი ცდა უსიამოვნო შეგრძნებით დასრულდება.

ნიკოტინის სიძლიერე: რას ნიშნავს ციფრი შეფუთვაზე

თითოეულ შეფუთვაზე მითითებულია ნიკოტინის რაოდენობა მილიგრამებში – ეს ციფრი გვეუბნება, რამდენ ნიკოტინს შეიცავს ერთი ბალიში. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ეტიკეტზე მითითებული დოზის გარდა, გასათვალისწინებელია ბალიშის რეალური სიძლიერე, რომელიც pH დონეზეცაა დამოკიდებული – რაც უფრო მაღალია pH, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეიწოვება ნიკოტინი. სწორედ ამიტომაა ერთი და იმავე მგ-ის მქონე სხვადასხვა ბრენდი განსხვავებული.  

პირობითად, სიძლიერის ოთხი ზონა შეიძლება გამოვყოთ:

  • 3–6 მგ – დაბალი ინტენსივობა. შესაფერისია მათთვის, ვისაც ნიკოტინის პროდუქტებთან მანამდე კავშირი არ ჰქონია. მცირე ეფექტი მაინც იგრძნობა. 
  • 7–12 მგ – საშუალო ინტენსივობა. ეს ყოველდღიური მომხმარებლებისთვის ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა. ვინც სიგარეტის მოწევას თავი დაანება  და ნიკოტინის ბალიშებზე გადავიდა, მათ ხშირად სწორედ ამ დოზას ურჩევენ. 
  • 13–20 მგ – მაღალი ინტენსივობა. გათვლილია გამოცდილ მომხმარებელზე, რომელსაც საშუალო დოზა უკვე სუსტი ეჩვენება.
  • 20 მგ-ზე მეტი – ძალიან მაღალი ინტენსივობა. ეს კატეგორია განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც ნიკოტინის მიმართ მაღალი რეზისტენტობა უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

ბალიშის ზომა: mini, slim, large  – რა განსხვავებაა

ნიკოტინის ბალიშის ზომა მოქმედებს იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეფექტი და რამდენად კომფორტულად მოთავსდება ბალიში ტუჩსა და ღრძილს შორის.

  • Mini – ყველაზე პატარა ფორმატი, დაახლოებით 0.5 გრამი. ტუჩის ქვეშ თითქმის არ იგრძნობა, სესია 20–30 წუთი გრძელდება. იდეალურია დამწყებებისთვის.
  • Slim – ყველაზე პოპულარული ფორმატი. 0.6–0.8 გრამი, გრძელი და ვიწრო ფორმა კომფორტულად ჯდება. სესია 30–45 წუთს მოიცავს. კომფორტსა და ეფექტს შორის კარგი ბალანსის გამო ბაზარზე ეს ყველაზე გავრცელებული ფორმატია.
  • Large/Regular – ყველაზე დიდი, დაახლოებით 1 გრამი. ინტენსიური შეგრძნება 45–60 წუთამდე გრძელდება. განკუთვნილია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ძლიერი ეფექტი სჭირდებათ. 

ბალიშის ტიპი

გარდა ზომისა და სიძლიერისა, მნიშვნელოვანია ბალიშის ტიპი. ეს განსაზღვრავს, ნიკოტინი სწრაფად გამოიყოფა თუ ნელა.  

Original ტიპის ბალიშებს მაღალი ტენიანობა აქვს – ნიკოტინისა და არომატის გამოყოფა თითქმის მყისიერად იწყება. ის, ვინც სწრაფ ეფექტს ეძებს, როგორც წესი, ამ ტიპს ირჩევს.

White ტიპში ბალიშის ზედაპირი მშრალია, შიგთავსი კი – ტენიანი. ნიკოტინი უფრო ნელა გამოიყოფა.

All White – ამ კატეგორიაში თამბაქო საერთოდ არ არის. შიგთავსში მცენარეული ბოჭკოებია. სწორედ ასეთია ნიკოტინის ბალიშების უმეტესობა, რომლებსაც დღეს „სნუსის” სახელით ვიცნობთ.

 სნუსების დოზები დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

დამწყებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: ნუ დაიწყებთ მაღალი დოზით. მსგავსი რჩევა ბანალურად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე ხშირი შეცდომა სწორედ ეს არის. 20 მგ-იანი ბალიში ადამიანისთვის, რომელსაც ნიკოტინთან კავშირი არ ჰქონია, სავარაუდოდ გამოიწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას ან ზოგად უსიამოვნო შეგრძნებას, რაც შეუსაბამო დოზის ბრალია. 

სნუსების ფართო არჩევანიდან დამწყებისთვის კარგი ვარიანტია Garant,  ბრენდი, რომლის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: კოლა, პიტნა, ქოქოსი, ველური კენკრა, ფორთოხალი, მანგო-ლაიმი. მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა არომატი გამოსცადოს და აირჩიოს, რომელი მოსწონს. 

გამოცდილი მომხმარებელი, რომელსაც საშუალო დოზა აღარ აკმაყოფილებს, ხშირად Pablo-ს ირჩევს. Pablo-ს ასორტიმენტი განსხვავებულია – ყინულოვანი პიტნა, ცისფერი პიტნა, მწვანე პიტნა, ლიმონათი, ალუბალი-კოლა, მარწყვი-საზამთრო, ფორთოხალი. ბრენდი ცნობილია მაღალი ნიკოტინის შემცველობით, რაც მას სიგარეტის აქტიურ მომხმარებლებს შორის პოპულარულს ხდის.

ICEBERG-ის ბრენდი, არომატების თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვანია – მოცვი, ჩიზქეიქი, ალუბალი, ვაშლი, ლაიმი. ვისაც პიტნისა და ციტრუსის მიღმა რაღაც განსხვავებული სურს, მათთვის ICEBERG ამ საჭიროებას დააკმაყოფილებს. სიძლიერის მიხედვით, ეს ბრენდიც გამოცდილი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

ყველაზე პოპულარული კი DROZE-ს ნიკოტინის ბალიშებია. ის ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ხელმისაწვდომი ფასისა და გემოების ფართო არჩევანის მქონე ბრენდი. მას არ აქვს სპეციფიკური სუნი და კბილებზე ლაქებს არ ტოვებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლასიკურ, თამბაქოს შემცველ სნუსთან შედარებით, ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანოა. 

რატომ არ უნდა დაიწყოთ მაღალი სიძლიერით

ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკოტინი სწრაფად იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება კი სიხშირისა და დოზის მიხედვით ყალიბდება. 

რეზისტენტობა ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ერთი და იგივე ეფექტის შესაქმნელად სულ უფრო მეტი დოზა გახდება საჭირო. დაბალი სიძლიერით დაწყება ამ პროცესს ანელებს. 

თუ ნიკოტინის პროდუქტები მანამდე არ გამოგიყენებიათ, 6 მგ-ზე დიდი დოზით არ დაიწყოთ, ხოლო თუ გამოცდილი მომხმარებელი ხართ – 12–20 მგ-ს ფარგლებში დოზის გამოყენებაა რეკომენდებული. 

სად შევიძინო სნუსი

ვეიპებისა და სნუსების მაღაზია “პოდსი” Droze-ს, Garant-ს, Pablo-ს, ICEBERG-სა და სხვა ბრენდებს გთავაზობთ. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მისაღები, გამოცდილი კონსულტანტები სნუსების დოზებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად არიან. 

მსგავსი პოსტები

CBD საქართველოში: რას ამბობს კანონმდებლობა? 

CBD-ს, იგივე კანაბიდიოლი არის პროდუქტი, რომელიც კანაფის მცენარისგან მიიღება, მაგრამ მარიხუანასთან ასოცირებულ მათრობელ ეფექტს არ

გააგრძელე »
profesionalur-sportshi-snusis-gamoyeneba

სნუსი პროფესიონალურ სპორტში: რატომ იყენებენ მას სპორტსმენები?

სპორტსმენის ყოველდღიური რუტინა – დიეტა, ძილი, ვარჯიში, სტრესსთან გამკლავება – საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ითქვას,

გააგრძელე »

CBD საქართველოში: რას ამბობს კანონმდებლობა? 

CBD-ს, იგივე კანაბიდიოლი არის პროდუქტი, რომელიც კანაფის მცენარისგან მიიღება, მაგრამ მარიხუანასთან ასოცირებულ მათრობელ ეფექტს არ

გააგრძელე »
profesionalur-sportshi-snusis-gamoyeneba

სნუსი პროფესიონალურ სპორტში: რატომ იყენებენ მას სპორტსმენები?

სპორტსმენის ყოველდღიური რუტინა – დიეტა, ძილი, ვარჯიში, სტრესსთან გამკლავება – საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ითქვას,

გააგრძელე »