5 გავრცელებული მითი სნუსის შესახებ

სნუსი სკანდინავიაში საუკუნეზე მეტია, გამოიყენება – შვედეთსა და ნორვეგიაში მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. საქართველოში კი ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალურია. სნუსს ხშირად სხვა თამბაქოს პროდუქტებთან – საღეჭ თამბაქოსთან თუ ვეიპთან ათანაბრებენ და ამ დროს სინამდვილე იკარგება. ქვემოთ მის შესახებ ხუთ ყველაზე გავრცელებულ მითს განვიხილავთ და მივხვდებით, რომ აზრი იმის შესახებ, რომ იგი საშიშია, არარელევანტურია.

სარჩევი

მითი #1: იგი ისეთივე მავნეა, როგორც სიგარეტი

ეს ალბათ ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად ზუსტი. სიგარეტი ყველაზე დიდ ზიანს ფილტვებისთვის იწვევს: წვის პროცესი ათასობით ნაერთს გამოყოფს, რომელთა უმეტესობა პირდაპირ სასუნთქ გზებში ხვდება. სწორედ ეს ნაერთები (და არა ნიკოტინი) იწვევს ფილტვის კიბოს, ქრონიკულ ობსტრუქციულ ავადმყოფობასა და სხვა სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.

სნუსის შემთხვევაში, ნიკოტინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეიწოვება, სასუნთქ გზებთან კონტაქტი მინიმალურია. Mayo Clinic-ის მონაცემების მიხედვით, მისი მომხმარებლებს, მოწევასთან შედარებით, ფილტვის ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. ASH Scotland-ის მიმოხილვაც ადასტურებს, რომ, მოწევასთან შედარებით, ის მწეველს ნაკლებ ზიანს აყენებს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ იგი უვნებელია – CDC-ის მონაცემებით, ის მაინც შეიცავს ნიკოტინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ წინადადება იმის შესახებ, რომ ის “სიგარეტის ტოლფასია” ჭეშმარიტებას არ შეესაბამება და ორი სრულიად განსხვავებული მექანიზმის მქონე პროდუქტს ერთ კატეგორიაში ათავსებს.

მითი #2: ის ვეიპზე უფრო საშიშია

“სნუსი საშიშია?” – ეს შეკითხვა განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ მათ, ვინც სიგარეტის ალტერნატივას ეძებს და ორ ვარიანტს შორის ირჩევს. სიმართლე ისაა, რომ ორივე პროდუქტი სიგარეტზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ზიანს აყენებს ფილტვებს, ვინაიდან წვის პროდუქტებს არ გამოყოფს. ეს ორ პროდუქტს შორის მთავარი საერთო მახასიათებელია.

იგი ნიკოტინს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გავლით, ნელ-ნელა აწვდის ორგანიზმს. ვეიპის შემთხვევაში, ნიკოტინი ორთქლის ჩასუნთქვის გზით, სასუნთქ გზებში გაყვანილ ნაერთებთან ერთად, ბევრად სწრაფად შეიწოვება. CDC-სა და FDA-ს პოზიციის მიხედვით, ორივე პროდუქტის გრძელვადიანი ჯანმრთელობაზე ზემოქმედება ჯერ სრულად არ არის შესწავლილი. “რომელია ნაკლებად საშიში” – ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.

მითი #3: იგი კბილებს ძალიან აზიანებს

ეს მითი, სავარაუდოდ, საღეჭ თამბაქოში სნუსის არევის გამო მომდინარეობს. სინამდვილეში, აღნიშნული პროდუქტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. საღეჭ თამბაქოში შაქარი, მჟავები და სხვა შემადგენლები კბილის ემალთან ინტენსიურ, ხანგრძლივ კონტაქტშია. სწორედ ეს კომბინაცია აზიანებს კბილებს.

Mayo Clinic-ის ინფორმაციის მიხედვით, კბილების დაზიკბილის ზედაპირის ცვეთა და ლაქები სწორედ საღეჭი თამბაქოს შემთხვევაშია აქტუალური. ის, განსაკუთრებით პასტერიზებული ვარიანტები, ამ ნაერთების ბევრად ნაკლებ რაოდენობას შეიცავს. პასტერიზაციის პროცესი, რომელსაც იგი გადის, ბაქტერიებს ანადგურებს და ქიმიური შემადგენლობა, სხვა თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით, განსხვავებულია.

ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სნუსი კბილებისთვის სრულიად უვნებელია – ნიკოტინი თავისთავად ღრძილების სისხლმომარაგებაზე ახდენს გავლენას, რაც ირიბად კბილებზეც აისახება. მაგრამ “კბილების განადგურება”, ამ პროდუქტის შემთხვევაში, შეფასების გადაჭარბებაა.

მითი #4: ის ღრძილებს სწრაფად ანადგურებს

მისი მიღებისას პროდუქტი ქვედა ან ზედა ტუჩის ქვეშ თავსდება და ღრძილთან პირდაპირ კონტაქტშია. ეს ფიზიკური კონტაქტი საფუძვლიანს ხდის კითხვას: რა ეფექტს ახდენს ის ღრძილებზე? CDC-ის მონაცემები ადასტურებს, რომ კბილ-ღრძილის დაავადებები ამ პროდუქტის გრძელვადიანი გამოყენების შესაძლო გართულებაა და ეს მისი უკუჩვენებაა.

ASH Scotland-ის 2023 წლის მიმოხილვა აღნიშნავს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზეგავლენა ჯერ კიდევ არასაკმარისადაა შესწავლილი, თუმცა ხანგრძლივმა, რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება, პირის ღრუს პრობლემების რისკი გაზარდოს. ეს ნამდვილად გათვალისწინებას იმსახურებს.

მიუხედავად ამისა, ღრძილებს სწრაფად ნამდვილად არ აზიანებს. ნებისმიერი კვლევა, რომელიც ამ რისკებს ახსენებს, მათ გრძელვადიან და ინტენსიურ გამოყენებასთან აკავშირებს. ღრძილებზე ზემოქმედება კუმულაციური პროცესია და არა სწრაფი ან ავტომატური. ადამიანი, რომელიც სნუსს ზომიერად იყენებს, ბევრად განსხვავებული სურათის წინაშე დგას, ვიდრე ის, ვინც ამას ინტენსიურად, წლობით აკეთებს. ეს სხვაობა მნიშვნელოვანია.

მითი #5: ის სიგარეტზე ძლიერად ზემოქმედებს

ეს მითი ნაწილობრივ ნამდვილ ფაქტს ეფუძნება: სნუსში ნიკოტინის შემცველობა, პროდუქტის მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება. ASH Scotland-ის ანალიზის თანახმად, სტანდარტული 5-20 მგ. ნიკოტინს შეიცავს, ზოგიერთი პროდუქტი კი ამ ზღვარს ბევრად სცდება. ასეთ შემთხვევებში, ნიკოტინის რაოდენობა მართლაც მაღალია.

სიგარეტთან შედარება მაინც არასწორია. ნიკოტინის ეფექტი არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ, უმთავრესად, შეწოვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. სიგარეტის მოწევისას ნიკოტინი ფილტვების მეშვეობით სისხლში ხვდება, ეს პროცესი კი წამებში ხდება. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ნიკოტინს ბევრად ნელა შეიწოვს: კონცენტრაცია 20-30 წუთის განმავლობაში მიიღწევა.

სწრაფი შეწოვა ის ფაქტორია, რომელიც ნიკოტინის ეფექტის სუბიექტურ შეგრძნებას ქმნის. იგი ნიკოტინს შედარებით ხანგრძლივი, თანაბარი ტემპით გამოყოფს და ეს მისი უკუჩვენება ნამდვილად არაა.

საუკეთესო სნუსები საქართველოში ვეიპების მაღაზია “პოდსიში” შეგიძლიათ, შეიძინოთ და ამ მითების სიმცდარეში თავად დარწმუნდებით.

ამასთან, აღნიშნული ყველა მითი ერთ საერთო წყაროს, ინფორმაციის ნაკლებობასა და სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთში არევას, ეყრდნობა. ის არც სიგარეტია და არც საღეჭი თამბაქო. თითოეული პროდუქტი სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს, სხვადასხვა ნაერთებს შეიცავს და ორგანიზმზე სხვადასხვა ზეგავლენას ახდენს.

მსგავსი პოსტები

რეგულირებადი ვეიპ მოწყობილობა ჩაშენებული ჩიპით, კოჭი და სათადარიგო ავზი

რეგულირებადი ვეიპი: რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი ჩაშენებული ჩიპი?

ვეიპ ბაზარზე ბევრი ტერმინია, რომლებიც ახალ მომხმარებელს ხშირად აბნევს. “რეგულირებადი” და “მექანიკური” – ეს სიტყვები,

გააგრძელე »
რეგულირებადი ვეიპ მოწყობილობა ჩაშენებული ჩიპით, კოჭი და სათადარიგო ავზი

რეგულირებადი ვეიპი: რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი ჩაშენებული ჩიპი?

ვეიპ ბაზარზე ბევრი ტერმინია, რომლებიც ახალ მომხმარებელს ხშირად აბნევს. “რეგულირებადი” და “მექანიკური” – ეს სიტყვები,

გააგრძელე »
შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია WOLT-ზე
Buy our products on WOLT
Купите нашу продукцию на WOLT