სნუსი პროფესიონალურ სპორტში: რატომ იყენებენ მას სპორტსმენები?

სპორტსმენის ყოველდღიური რუტინა – დიეტა, ძილი, ვარჯიში, სტრესსთან გამკლავება – საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ ბევრისთვის სნუსი სწორედ ამ რუტინის ნაწილი გახდა. ამ ფაქტზე კი თანდათან სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. 

სნუსი სპორტში – რას ამბობს კვლევა

ლოუბოროს უნივერსიტეტის კვლევამ, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგისა და ინგლისური ფეხბურთის ლიგის 628 მამაკაცი მოთამაშე გამოჰკითხეს, ცხადჰყო, რომ მოთამაშეთა 18% სნუსს ან ნიკოტინის ბალიშს რეგულარულად იყენებს. 42%-მა კი ეს პროდუქტი ერთხელ მაინც სცადა. ქალ ფეხბურთელებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 22%.

გამოდის, რომ ყოველ მეხუთე ფეხბურთელი, რომელიც პროფესიონალური დონის მატჩებს თამაშობს, სნუსს  ყოველდღიურად იყენებს.

ნიკოტინის ბალიშები და ფეხბურთი

ანტიდოპინგური კვლევების მონაცემებიც ამ ტენდენციას ადასტურებს. იტალიაში ჩატარებული ანტიდოპინგური ტესტების ანალიზმა (60 000-ზე მეტი ნიმუში) გამოავლინა, რომ ყველა სპორტს შორის ფეხბურთელებში ნიკოტინის მიღების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (29%). შედარებისთვის, საერთო საშუალო 22.7%-ია.

სხვა სპორტშიც – ჰოკეიში, ბეისბოლში, ამერიკულ ფეხბურთში – იყენებენ სნუსს, თუმცა ფეხბურთი ამ მხრივ გამორჩეულია. სავარაუდოდ, ეს სპეციფიკურ სტრესთანაა დაკავშირებული, რაც პროფესიულ გარემოს განსაკუთრებით დატვირთულს ხდის.

ჯეიმი ვარდი, ვიქტორ ლინდელეფი და სხვები – ვინ იყენებს სნუსს

ჯეიმი ვარდი 2016 წლის ავტობიოგრაფიაში სნუსის გამოყენებას ღიად ადასტურებს. მისი თქმით, მას პროდუქტი ლესტერ სიტის გუნდელმა გააცნო, ის კი მის გარეშე ძნელად ახერხებდა „დამშვიდებას.” ვიქტორ ლინდელეფი, შვეციის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის მცველი, სნუსის გამოყენებას ასევე ღიად ადასტურებს. ჰენრიკ ლარსონმა, შვედური ფეხბურთის ლეგენდამ, ის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენა. ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მოიხმარდა მას. 

თუ თქვენც გსურთ სნუსის გამოყენება, ვეიპ შოპ “პოდსიში” დაგხვდებათ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Nois, ან კლასიკური სნუსი 77.

 

რატომ იყენებენ ფეხბურთელები სნუსს მატჩის წინ?

ლოუბოროს კვლევაში მოთამაშეებს მიზეზიც ჰკითხეს.  პასუხები ასე გადანაწილდა: მამაკაც მოთამაშეთა 41% და ქალ მოთამაშეთა 64% ასახელებს დამშვიდებას, გარკვეულ ემოციურ წერტილამდე მისვლას ასახელებს, განსაკუთრებით მატჩის შემდეგ ან ვარჯიშის დასრულებისას. მამაკაცთა 39% და 55% ქალ ფეხბურთელთა 55% პერფორმანსის გაუმჯობესებას – ყურადღების გამახვილებას, ფსიქოლოგიურ მზადყოფნას – ასახელებს.

ნიკოტინი ამ ეფექტს ბიოქიმიურად ხსნის: ის ნევროლოგიურ სისტემაზე მოქმედებს, ამაღლებს გონებრივ სიფხიზლეს.

WADA-ს კვლევამ (University of Verona, 2013) კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა: სნუსის რეგულარული მომხმარებელი სპორტსმენები, რომლებმაც ვარჯიშამდე გამოიყენეს პროდუქტი, ფიზიკური გამძლეობის ტესტებში 13.1%-ით უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე მისი არმიღებისას. მკვლევრები ამ ეფექტს ნიკოტინზე დამოკიდებული ორგანიზმის „ნორმალურ” ფუნქციონირებასთან აკავშირებენ. 

სოციალური ფაქტორი  ასევე მნიშვნელოვანია

ნიკოტინის ბიოქიმია ერთ-ერთი ახსნაა.  კვლევა ცხადჰყოფს, რომ სნუსი პროფესიონალურ სპორტში ახალგაზრდა მოთამაშეების მიერ ხშირად გუნდელების – განსაკუთრებით ვეტერანების – გავლენით გამოიყენება. გამოკითხვაში ერთ-ერთ კლუბის თანამშრომელმა შენიშნა, რომ მისი გუნდის გამოსაცვლელ ოთახში მოთამაშეთა 75% სნუსს იყენებდა. ასეთ გარემოში ახალი წევრისთვის „მიუღებლობა” ხშირად ნიშნავს კოლექტივიდან გარკვეულ გამოყოფას.

სკანდინავიელი მოთამაშეების ინგლისურ ფეხბურთში ინტეგრაციამ ამ კულტურის გავრცელება კიდევ უფრო დააჩქარა. სნუსს შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში ათწლეულების ისტორიას აქვს, ამიტომ სკანდინავიელი მოთამაშეებისთვის ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრაქტიკაა.

WADA (World Anti-Doping Agency) სნუსს არ კრძალავს – ის აკრძალული სუბსტანციების სიაში არ არის. 

თუ სნუსი გაინტერესებთ, ძლიერი სნუსის მრავალფეროვანი არჩევანი “პოდსიში” დაგხვდებათ. 

 

მსგავსი პოსტები

CBD საქართველოში: რას ამბობს კანონმდებლობა? 

CBD-ს, იგივე კანაბიდიოლი არის პროდუქტი, რომელიც კანაფის მცენარისგან მიიღება, მაგრამ მარიხუანასთან ასოცირებულ მათრობელ ეფექტს არ

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ნიკოტინის ბალიში დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

საიდან დავიწყო? – სწორედ ესაა ხშირად დასმული შეკითხვა ნიკოტინის ბალიშების არჩევისას. თაროზე ათეულობით ვარიაციაა: სხვადასხვა

გააგრძელე »

CBD საქართველოში: რას ამბობს კანონმდებლობა? 

CBD-ს, იგივე კანაბიდიოლი არის პროდუქტი, რომელიც კანაფის მცენარისგან მიიღება, მაგრამ მარიხუანასთან ასოცირებულ მათრობელ ეფექტს არ

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ნიკოტინის ბალიში დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

საიდან დავიწყო? – სწორედ ესაა ხშირად დასმული შეკითხვა ნიკოტინის ბალიშების არჩევისას. თაროზე ათეულობით ვარიაციაა: სხვადასხვა

გააგრძელე »