ვინც დღეში 10-15 ღერ სიგარეტს ეწევა, ხშირად ასე ახასიათებს საკუთარ თავს: „ბევრს არ ვეწევი”. ეს ლოგიკა ყოველდღიურ ჭრილში მუშაობს, სადაც ოთხი-ხუთი ლარი შეუმჩნეველ ხარჯად აღიქმება, თუმცა ეს პერსპექტივა იცვლება, როცა ყოველდღიური ხარჯი კვირის, თვის ან წელიწადის ჭრილში ითვლება. სწორედ ამ დროს ჩანს ნამდვილი სურათი.
სარჩევი
სიგარეტი – ყოველდღიური ხარჯი წლიურ ჭრილში
სიგარეტის ერთი კოლოფი საქართველოში საშუალოდ 9 ლარი ღირს. ვინც 10 ღერს ეწევა, დღეში ნახევარ კოლოფს, 4,5 ლარს ხარჯავს. ეს წელიწადში 1 600 ლარზე მეტია.
როცა მთელი წლის ხარჯი ერთ რიცხვში გამოიხატება, შედეგიც ნათელია. ნახევარი კოლოფი დღეში ბევრი ნამდვილად არ ჩანს. 1 600 ლარის მასში გადახდა კი სულ სხვა შთაბეჭდილებას ქმნის.
ვეიპი – საწყისი და მიმდინარე ხარჯი
ვეიპზე გადასვლა ორი სახის ხარჯს გულისხმობს: ერთჯერადს – მოწყობილობის შეძენისთვის, და მიმდინარეს სითხის შევსებისთვის. თავიდან შეიძლება, პროცესი სიგარეტზე ძვირი ჩანდეს, მაგრამ რიცხვები სხვა სურათს გვიჩვენებს.
თბილისში ვეიპების შოპის, “პოდსის”, ასორტიმენტში მრავალჯერადი მოწყობილობა 50-80 ლარის ფარგლებში გვხვდება. ეს ერთჯერადი ხარჯია და მოწყობილობა, ჩვეულებრივ, ერთ წელზე მეტ ხანს გამოიყენება. სითხის ხარჯი კი ინდივიდუალურია: დამოკიდებულია გამოყენების სიხშირეზე, ბრენდსა და ნიკოტინის კონცენტრაციაზე.
ვინც სიგარეტს ნახევარ კოლოფს ეწეოდა, სითხეზე თვეში საშუალოდ 35–50 ლარს ხარჯავს. პირველ თვეს, მოწყობილობის ჩათვლით, ჯამური ხარჯი 85-130 ლარია. შემდეგ – 35–50 ლარი ყოველთვიურად.
ორი ეფექტის შედარება
სიგარეტი დაახლოებით 1 600 ლარია წელიწადში, ვეიპი პირველ წელს, მოწყობილობის ჩათვლით, 480-660 ლარი. ეს გათვლა მიახლოებითია. ზუსტი სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: გამოყენების სიხშირეზე, სითხის კონკრეტულ ბრენდსა და ნიკოტინის კონცენტრაციაზე. ამ ფაქტორების მიხედვით, სხვაობა ოდნავ შეიძლება, შემცირდეს ან გაიზარდოს.
ხარჯი ერთადერთი სხვაობა არ არის
ბევრი ადამიანი ვეიპზე მხოლოდ ხარჯის შემცირების მიზნით გადადის და ეს სავსებით გასაგები მიზეზია.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის (NHS) შეფასებით, სიგარეტის წვისას ასობით ქიმიური ნაერთი გამოიყოფა. ყველაზე მავნე მათ შორის ტარი და ნახშირბადის მონოქსიდია – ვეიპი ამ ნივთიერებებს არ შეიცავს.
მართალია, ვეიპის ორთქლი ქიმიურ ნაერთებს მაინც აერთიანებს, მაგრამ მათი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაბალია.
2022 წლის ბრიტანული მიმოხილვის თანახმად, „მოკლე და საშუალო ვადაში ვეიპი სიგარეტის რისკების მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავს”. ეს არ ნიშნავს, რომ ვეიპი სრულად უვნებელია – ნიკოტინი, რომელსაც ვეიპი შეიცავს, დამოკიდებულებას მაინც იწვევს.
ყოველდღიური ცხოვრების ჭრილშიც ჩნდება პრაქტიკული სხვაობა. ვეიპი ტანსაცმელზე, ოთახსა თუ მანქანაში სუნს არ ტოვებს. ხშირად სწორედ ეს ხდება ვეიპზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მიზეზი. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი ჯერ ფინანსური გაანგარიშებით იწყებს ფიქრს, პრაქტიკაში კი სხვა სარგებელსაც პოულობს.
ნიკოტინი
ხშირად ნიკოტინი სიგარეტის „მთავარ საფრთხედ” მიიჩნევა. NHS-ის შეფასებით, ეს გაგება ნაწილობრივ მცდარია. ნიკოტინი ნამდვილად ქმნის დამოკიდებულებას, მაგრამ სიგარეტის ძირითადი ზიანი სხვა, ბევრად საშიში ნაერთებიდან მოდის. კუპრი, ნახშირბადის მონოქსიდი და სიგარეტის კვამლში არსებული სხვა ნივთიერებები – სწორედ ეს იწვევს კიბოს, ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. სწორედ ამ მიზეზით ნიკოტინის შემცვლელი პრეპარატები სამედიცინო პრაქტიკაში ათწლეულებია, სრულიად ლეგიტიმურ საშუალებებად გამოიყენება.
ვეიპი VS სიგარეტი
2021 წელს ჩატარებული მიმოხილვა, რომელსაც NHS ეყრდნობა, კიდევ ერთ მხარეს ეხება. კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ვეიპს მიმართავენ, ალბათობა ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნიკოტინის სხვა შემცვლელებს მიმართავს.
ეს კვლევა ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობს. მაგრამ შედეგი ლოგიკურია: ვეიპი სიგარეტის მოქმედებას ბევრად უკვეთ იმეორებს, რასაც ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, სანამ ახალი ჩვევა ძველს ჩაანაცვლებს.
ღირს თუ არა ვეიპზე გადასვლა?
გადამწყვეტი ფაქტორები ყველასთვის განსხვავებულია. ხარჯის მხრივ, სხვაობა დიდია. ჯანმრთელობის კუთხით, NHS-ისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) შეფასებები ვეიპს ნაკლებ საზიანოდ მიიჩნევს. ორივე ორგანიზაცია ერთ პირობას უსვამს ხაზს: ვეიპი სიგარეტს სრულად უნდა ცვლიდეს.
ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება გადაწყვეტილი აქვს, პირველი საკითხი სწორი მოდელისა და სითხის შერჩევაა. ნიკოტინის კონცენტრაციამ, სითხის გემომ და მოწყობილობის მახასიათებლებმა ერთობლივად, შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს. ვეიპების მაღაზია “პოდსის” კონსულტანტები სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემასა და სწორი მოწყობილობის შერჩევაში დაგეხმარებიან.

