როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

მათ, ვინც ერთჯერადიდან მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებზე გადასვლა სურთ, ხშირად უწევთ მოულოდნელ დილემასთან გამკლავება – მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ არა მხოლოდ თავად მრავალჯერადი მოწყობილობა, არამედ შესაბამისი აქსესუარებიც. თუ თვლიდით, რომ მრავალჯერადი ვეიპი ერთჯერადისგან ბევრი არაფრით განსხვავდება, უბრალოდ დაცლის მერე შეგიძლიათ სითხით თავიდან შეავსოთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სიტუაცია ცოტა უფრო რთულადაა.

მეორეს მხრივ, სწორად შერჩეული აქსესუარები საუკეთესო ვეიპ-გამოცდილების საწინდარია, ამიტომ შედეგი ნამდვილად ღირს 5 წუთი დაუთმოთ საკითხში გარკვევას.

აქსესუარების მნიშვნელობა

სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავალთ, მოკლედ განვმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

სწორად შერჩეული, ხარისხიანი ნაწილები უზრუნველყოფს უკეთეს გემოს, უფრო მდიდარ არომატს და ზოგადად, უფრო სასიამოვნო ვეიპინგს. ამასთან ზრდის თავად მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობას და ეფექტურობას, და ხშირად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხითაც

რა არის ქოილები და როგორ შევარჩიოთ?

ქოილი ის ნაწილია, რომელიც სითხის გათბობასა და მის ორთქლად გარდაქმნაზეა პასუხისმგებელი, განსაზღვრავს ორთქლის რაოდენობას და გემოს ინტენსივობას. ვეიპის ქოილი პირდაპირ გავლენას ახდენს ვეიპინგის ხარისხზე, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ელექტრო სიგარეტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება – და ფრთხილად უნდა შეირჩეს.

შერჩევისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ წინაღობას. დაბალი წინაღობის ქოილები, რომლებიც 1 ომზე ნაკლებია, მეტ ორთქლს წარმოქმნის. ეს იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს დიდი რაოდენობით ორთქლის წარმოქმნა. მაღალი წინაღობის – 1 ომზე მეტი – ქოილები კი უფრო ინტენსიურ გემოსა და არომატს უზრუნველყოფს. 

ქოილის მასალაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არჩევანი დღითიდღე იზრდება: პოპულარულია კანტალი (რკინა-ქრომი-ალუმინის შენადნობი) და ნიქრომი (ნიკელისა და ქრომის შენადნობი), მაგრამ უჟანგავი ფოლადი, ტიტანი, და სუფთა ნიკელი დღეს არცთუ იშვიათია. კანტალის ქოილები სწრაფად ცხელდება და კარგად ინარჩუნებს გემოს, ამის გამო დღეს ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ნიქრომის ქოილები კანტალს ჰგავს, თუმცა უფრო სწრაფად ცხელდება და მარტივად ერგება ვეიპების უმეტესობას. უჟანგავი ფოლადი მთლად ასეთი უნივერსალური არაა, თუმცა პოპულარულია ხშირ მომხმარებლებში, გამძლეობის გამო. აი ნიკელი და ტიტანი კი მხოლოდ ისეთ მოდელებში შეიძლება დამონტაჟდეს, რომლებიც მომხმარებელს ტემპერატურის კონტროლის საშუალებას აძლევენ.

ქოილის ფორმაც გავლენას ახდენს ვეიპინგის გამოცდილებაზე. ყველაზე პოპულარული ერთმაგი, ვერტიკალური ფორმის ქოილია, მაგრამ ასევე არსებობს ორმაგი და სამმაგი, ხვეული, ბადისებრი ქოილები. ამ უკანასკნელებში ცალკე განასხვავებენ მცირე ხვრელების – mesh – და ფართო ხვრელების – net – მქონე ქოილებს. რაც უფრო დიდი და ფართოა ქოილის ზედაპირი, მით მეტი სითხის აორთქლება შეუძლია და მეტ ორთქლს წარმოქმნის – მაგრამ ასევე მეტ ენერგიას მოიხმარს. შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ვეიპინგის სიხშირე და ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა. თუ ხშირად ხართ არ გაქვთ დატენის შესაძლებლობა, ერთმაგი ქოილი უფრო მოსახერხებელი იქნება, ხოლო თუ დიდი რაოდენობის ორთქლის წარმოქმნა თქვენთვის პრიორიტეტულია, სამმაგი ან ბადისებრი ქოილი სცადეთ (მაგრამ წინასწარ დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობას მოერგება)

რა არის კარტრიჯი და როგორ შევარჩიოთ?

კარტრიჯი კონტეინერია, რომელიც ივსება ე-სითხით და რომელშიც თავსდება ქოილი. ის პირდაპირ უკავშირდება ბატარეას და უზრუნველყოფს სითხის მიწოდებას გასათბობად. 

კარტრიჯის შერჩევისასაც პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ის თავსებადია თქვენს კონკრეტულ მოწყობილობასთან. ყოველთვის შეამოწმეთ მწარმოებლის სპეციფიკაციები, რათა თავიდან აიცილოთ შეუთავსებლობის პრობლემა.

ტევადობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიდი ტევადობის კარტრიჯები იდეალურია ხშირი მომხმარებლებისთვის, თუმცა, ზომა შეიძლება პრობლემა გახდეს, თუ ხშირად მოძრაობთ და ვეიპიც თან დაგაქვთ. მსგავს შემთხვევებში მცირე ზომის კარტრიჯი და კომპაქტური მოწყობილობა უფრო მოხერხებული იქნება. გაითვალისწინეთ თქვენი მოხმარების სიხშირე და ინტენსივობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მასალაც. ელექტრო სიგარეტის კარტრიჯები ყველაზე ხშირად პლასტმასის ან მინისგან მზადდება. აუცილებლად გაეცანით რევიუებს – დაბალი ხარისხის პლასტმასაზე რესურსები არ დახარჯოთ, ნახეთ რომელ მწარმოებლებს აქვთ სტაბილურად მაღალი შეფასებები.

მაღალი ხარისხის პლასტმასის კარტრიჯები უფრო გამძლეა, მინის კარტრიჯები კი უკეთესად ინარჩუნებს გემოს სისუფთავეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში. პლასტმასის კარტრიჯები უფრო მსუბუქია და ნაკლებად მყიფე, რაც იდეალურია მათთვის, ვინც ყველგან თან ატარებს მოწყობილობას. მინის კარტრიჯები კი უკეთესია მათთვის ვისთვისაც გემო პრიორიტეტულია, მაგრამ მოწყობილობას თან იშვიათად ატარებს და შედარებით მძიმე და მყიფე მასალის მოვლა პრობლემა არ იქნება.

გაითვალისწინეთ დატენის სისტემაც. ზოგიერთი კარტრიჯი ადვილად ივსება ზემოდან, ზოგი კი გვერდიდან. ეს არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენციებზე და იმაზე, თუ რა არის თქვენთვის უფრო მოსახერხებელი.

პრაქტიკული რჩევები ელექტრო სიგარეტის აქსესუარების შერჩევისას

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების სტილს. თუ ხშირად მოგზაურობთ, აირჩიეთ კომპაქტური და გამძლე აქსესუარები. მაგალითად, პლასტმასის კარტრიჯები და ერთმაგი ვერტიკალური ქოილი.

ყურადღება მიაქციეთ ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას. ზოგიერთი აქსესუარი, განსაკუთრებით დაბალი წინაღობის ქოილები, უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. 

მნიშვნელოვანია აქსესუარები იმის გათვალისწინებით შეარჩიოთ, თუ რა ტიპის ვეიპის სითხეს მოიხმართ. მაღალი VG (მცენარეული გლიცერინი) შემცველობის სითხეები უკეთ მუშაობს დაბალი წინაღობის ქოილებთან, ხოლო მაღალი PG (პროპილენ გლიკოლი) შემცველობის სითხეები კი პირიქით – მაღალი წინაღობის ქოილებთან.

ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი – ნუ მოგერიდებათ რჩევის კითხვა. პოდსის მაღაზიაში გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან საუკეთესო ხარისხის აქსესუარების შერჩევაში, რომლებიც მოერგება თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს და პრეფერენციებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ იდეალური აქსესუარების პოვნა, როგორც წესი, დროს და რამდენიმე მცდელობას მოითხოვს. მაგრამ შედეგი ამად ღირს: როდესაც იპოვით სწორ კომბინაციას, თქვენი ვეიპინგის პროცესი სტანდარტულზე ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.

მსგავსი პოსტები

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »