როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტი?

ელექტრონული სიგარეტების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. თუ ჯერ კიდევ ათი წლის წინ არჩევანი მწირი იყო, დღეს ბაზარზე ათობით მოდელია, რომელიც ფორმით, ზომით, მოხმარების პრინციპით განსხვავდება. ერთი მხრივ ეს პროცესის მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგების შესაძლებლობას ქმნის, მეორე მხრივ, ვეიპების მრავალფეროვანი არჩევანის შემხედვარე გაცილებით რთულია გადაწყვეტილების მიღება. 

 

უკვე არა მხოლოდ დამწყებებს უჭირთ შესაფერისი მოდელის შერჩევა, არამედ გამოცდილ მომხმარებლებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ მოდელს იყენებდნენ და განახლებას გეგმავენ. Podsy-ს ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ რა უნდა იცოდე მანამ, სანამ გადაწყვეტ რომელი ელექტრო სიგარეტი შეგეფერება. 

 

1. ვეიპის ტიპები (და მათი მთავარი მახასიათებლები)

ბაზარზე რამდენიმე ძირითადი ტიპის ელექტრო სიგარეტი გვხვდება. ყველაზე პოპულარული მათ შორის, ალბათ, პოდ სისტემებია (Pod systems) – კომპაქტური და მარტივი მოსახმარი. 

 

მეორეა მოდები (Mods) – უფრო დიდი ზომის, მძლავრი და მრავალფუნქციური. Box Mods ალბათ ყველაზე ცნობილი ვერსიაა – მოკლე, მართკუთხა ვეიპები, რომლებიც რაღაცით სანთებელებს გავს. თუმცა მოდები სხვადასხვა ფორმით გვხდება. 

 

მესამეა არომატული ერთჯერადი ვეიპი (Disposable vapes) – მცირე ზომის, წინასწარ დატენილი და კონკრეტული არომატის სითხით სავსე. ამ ტიპის ელექტრო სიგარეტების დატენვა ან სითხით თავიდან ავსება არ ხდება. თუ დაჯდა ან სითხისგან დაიცალა, გადასაგდებია. 

 

მეოთხე, ყველაზე გავრცელებულ ელექტო სიგარეტებს შორის ე.წ. ვეიპ კალმებია (Vape pens) – მარტივი გამოსაყენებლი მოწყობილობა, რომელიც გარეგნულად სიგარეტს გავს. 

 

თითოეულ ტიპს აქვს თავისი უპირატესობები: პოდები მოსახერხებელი (და ფართოდ ხელმისაწვდომია), მოდები – მრავალმხრივი და ყველაზე რეგულირებადი, ერთჯერადები – მარტივი მოსახმარი, ხოლო ღეროები – ნაცნობი ფორმისაა და, ითვლება, რომ ფსიქოლოგიურად მწეველისთვის ყველაზე მისაღებია. 

 

2. რამდენი ხანი ძლებს ბატარეა – და პირადად შენ რა სიძლიერის გჭირდება?

ვეიპის ელემენტის გამძლეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტიპების მიხედვით. პოდ სისტემების ელემენტის სიმძლავრე მოდელზეა დამოკიდებული და 700mAh-დან 1500mAh-მდე მერყეობს, თუმცა საშუალო სიძლიერე დაახ. 1000 mAh-ია. თავისუფლად ძლებს 1 სრულ დღეს ინტენსიური გამოყენებისას და 2-3 საშუალო დატვირთვისას, იდეალურია როგორც ახალბედებისთვის, ისე სტაჟიანი ვეიპერებისთვის. 

 

ვეიპ კალმების უმეტესობა 650mAh-დან 1100mAh-მდე დიაპაზონშია და 1-3 დღეს ძლებს, კარგია ზომიერი მომხმარებლებისთვის. ერთჯერადი ვეიპების ელემენტი, როგორც წესი 400-750 mAh შუალედშია და დაახლოებით 300-400 ჩაქაჩვაზეა გათვლილი (2-4 დღე). 

 

Mod ვეიპები დანარჩენ მოდელებზე ძლიერია და, საშუალოდ 3000-4000 mAh ელემენტიაქვს, თუმცა ზოგი 5000 mAh-მდეც აღწევს. 2-3 დღეს ძლებს ინტენსიური გამოყენების დროსაც კი. გათვლილია გამოცდილ ვეიპერებზე.

 

3. ვეიპის შემადგენელი ნაწილები: რა როლს თამაშობენ ავზი და ქოილი?

ავზი და ქოილი ვეიპის მთავარი კომპონენტებია. ავზი ის ნაწილია სადაც სითხე თავსდება, ხოლო ქოილი პასუხისმგებელია მის გათბობასა და აორთქლებაზე (სწორედ ქოილია პასუხისმგებელი კვამლის ინტენსივობაზე). რაც უფრო რთულია ელექტრო სიგარეტის სისტემა, მით მეტი ყურადღება სჭირდება ამ ნაწილებს.

 

პოდ სისტემებში ავზი და ქოილი ხშირად ერთადაა მოთავსებული. ამ სისტემების დაშლა და გაწმენდა როგორც წესი მარტივია. ვეიპ კალმებში შეიძლება ავზისა და ქოილის ცალ-ცალკე მოხსნა (და შეცვლა) გახდეს საჭირო, მოდელზეა დამოკიდებული. Mods-ები როგორც წესი სრულიად მექანიკურია, ამიტომ ორივე ნაწილის არჩევა და მოვლა მომხმარებელზეა – ეს მეტი კონტროლისა და ვეიპინგის პერსონალიზების საშუალებაა, მაგრამ მეტ ცოდნასაც მოითხოვს. 

 

ერთჯერადი ვეიპები არ იშლება, ამიტომ ეს ნაწილებიც არ იცვლება.

 

4. ელექტრო სიგარეტის სითხეები: ტიპები, არომატები, ნიკოტინის შემცველობა

 

ვეიპის სითხე (იგივე ე-სითხე ან ე-ლიქვიდი) შედგება ორი მთავარი ინგრედიენტისგან: პროპილენგლიკოლი (PG) და მცენარეული გლიცერინი (VG), პლუს არომატიზატორები და, ზოგჯერ, ნიკოტინი.

 

PG/VG ბალანსი ქმნის ორთქლის კონსისტენციას (და წყვეტს გამოდგება თუ არა სითხე კონკრეტული ვეიპისთვის). PG უფრო თხელი კონსისტენციისაა, აქცს ძლიერი გემო და “ურტყამს” ყელზე ორთქლის შესუნთქვისას. VG უფრო სქელია და მეტ ორთქლს ქმნის, თუმცა ნაფაზის ეფექტი უფრო რბილია. 

 

დღეს პოპულარულია ორი ტიპის ე-სითხე:

 

პირველია Pod Salt, იგივე Nic Salt (ნიკოტინის მარილი), მაღალი ნიკოტინის შემცველობით (20-50მგ). ნიკოტინის მარილს ხშირად მაღალი PG შემცველობა აქვს (მაგ., 60/40 PG/VG) და დაბალი სიმძლავრის მოწყობილობაზეა გათვლილი – მაღალი სიმძლავრის ვეიპიდან შეიძლება გაჟონოს. როგორც წესი, ავტომატური არჩევანია პოდ სისტემებისთვის. ორთქლი სწრაფად შეიწოვება და ეფექტით ჩვეულებრივ სიგარეტს გავს. ოპტიმალურია მათთვის, ვინც ახლახან გადავიდა ჩვეულებრივი სიგარეტიდან ვეიპზე. 

 

მეორეა Shortfill, რომელიც ან სრულიად არ შეიცავს ნიკოტინს, ან ძალიან დაბალი რაოდენობით (6მგ). თუმცა ხშირად “ავსებენ” დამატებითი ნიკოტინით (nic shot). აქვს მაღალი VG შემცველობა (70/30 ან 80/20 VG/PG, იშვიათად 100VG-ც), თუმცა გხვდება 50/50 ბალანსითაც. გათვლილია მაღალი სიმძლავრის მოწყობილობებზე, იდეალურია Mod-ებისთვის. პოპულარულია გამოცდილ ვეიპერებში, რომლებსაც მოწონთ ინტენსიური ორთქლი და ნიკოტინის დონის კონტროლი სურთ.

 

5. როგორია გამოყენებაში? მოწყობილობის ზომა, მოხმარების წესები, უსაფრთხოება

 

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ვეიპს აირჩევთ, ძირითადი უსაფრთხოების წესები ყველაზე ვრცელდება. არ დატენოთ ღამით, შეინახეთ გრილ ადგილას, არ დაასველოთ. მოარიდეთ ბავშვებს და შინაურ ცხოველებს. ნუ გამოიყენებთ, თუ შენიშნეთ დაზიანება.

 

ერთჯერადები ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია. არ აქვს ღილაკები ან დამტენი, უბრალოდ ჩასუნთქვით აქტიურდება. სრულიად უსაფრთხოა, მთავარია არ სცადოთ ხელახლა დატენვა ან კორპუსის გახსნა.

 

პოდ სისტემებიც კომპაქტური და მარტივია. ოპტიმალურია დამწყებთათვის. ყველაზე რთული პოდის ჩასმაა, შემდეგ კი უბრალოდ ღილაკზე ხელის დაჭერაა საჭირო. მთავარია ზედმეტად არ დატენოთ და ყურადღებით შეამოწმოთ გაჟონვაზე.

 

ვეიპ კალამი ფორმის გამო ოდნავ დიდი, მაგრამ მაინც მარტივად გამოსაყენებელი, მოსახერხებელი და პორტატულია. აქვს, როგორც წესი, 1-2 ღილაკი, თუმცა ზოგი მოდელი შეიძლება ჩასუნთქვით გააქტიურდეს. სუსტი წერტილია ქოილი, რომელიც შეიძლება გადახურდეს, თუ ვეიპში საკმარისი სითხე არაა. ნუ დაცლით ბოლომდე. 

 

მოდები, როგორც წესი უფრო დიდი ზომის და შედარებით მძიმეა კომპლექსური მექანიზმის გამო. საჭიროა გარკვეული გამოცდილება უსაფრთხო გამოყენებისთვის. გამძლე მოწყობილობაა, მაგრამ არ გამოიყენოთ თუ გარსაცმი დაზიანებულია.

 

6. ბრენდის მნიშვნელობა ელექტრო სიგარეტის შერჩევისას

 

ელექტრო სიგარეტის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის რეპუტაციას და მომხმარებელთა შეფასებებს. ცნობილი ბრენდები ხშირად უფრო სანდოა. გაეცანით პროდუქტის მახასიათებლებს და შეადარეთ კონკურენტებს. ნუ განსჯით ფასით – აუცილებელი არაა ხარისხიანი ელექტრო სიგარეტი ძვირი იყოს, მაგრამ ეკონომიის მიზნით ახალი ბრენდების გამოუცდელი მოდელების შეძენაც არ ღირს, განსაკუთრებით გამოუცდელი ვეიპერისთვის. 

 

7. პერსონალური დეტალები: გამოცდილება, პრეფერენციები, ბიუჯეტი

 

ვეიპის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება, არსებული სიტუაცია და ფინანსური შესაძლებლობები. შეიძლება მძლავრი მოდი მოგწონთ, მაგრამ დამწყებს მარტივი პოდ სისტემა უფრო შეეფერება. შეიძლება გამოცდილ მომხმარებელი ხართ რომელიც მოდებსაა მიჩვეული, მაგრამ თუ მოგზაურობთ, მაშინ ერთჯერადი ვეიპი უფრო მოხერხებული არჩევანი ქინება. 

 

ელექტრო სიგარეტის მაღაზია Podsy-ს კატალოგში აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის ვეიპს. მაგრამ სანამ შეიძენდეთ, ჯერ შეამოწმეთ როგორ ერგება თქვენს არჩეულ მოდელს ჩვენი ჩამოთვლილი შვიდივე მახასიათებელი.

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

მათ, ვინც ერთჯერადიდან მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებზე გადასვლა სურთ, ხშირად უწევთ მოულოდნელ დილემასთან გამკლავება – მნიშვნელოვანია

გააგრძელე »
ეიჩქიუდი ვეივი

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

მათ, ვინც ერთჯერადიდან მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებზე გადასვლა სურთ, ხშირად უწევთ მოულოდნელ დილემასთან გამკლავება – მნიშვნელოვანია

გააგრძელე »
ეიჩქიუდი ვეივი

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »