ვეიპის ქოილს საშუალოდ ერთიდან ოთხ კვირამდე გამოყენების ხანგრძლივობა აქვს. ეს ციფრი, ბუნებრივია, პირობითია და ზუსტი ვადა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად იყენებთ მოწყობილობას, რა ტიპის სითხეს ასხამთ და როგორ უვლით. თუმცა ზოგი მომხმარებლისთვის ბირთვი ერთ კვირასაც ვერ ძლებს და ეს, როგორც წესი, მოხმარების დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.
ხშირად გვესმის კითხვები: რა აფუჭებს ქოილს ვადაზე ადრე, როგორ ამოვიცნოთ დაზიანებული მოწყობილობა და რა მარტივი ჩვევებით შეგვიძლია მისი ვადის გახანგრძლივება?
რა არის ქოილი და რა როლი აქვს ვეიპში?
ქოილი ვეიპის ბირთვია, თხელი მავთულისგან დახვეული სპირალი, რომელსაც ბამბის ფითილი აკრავს გარს. როცა მოწყობილობას ჩართავთ, ბატარეადან დენი მავთულში მიედინება, ის ცხელდება და ფითილში გაჟღენთილ სითხეს ორთქლად აქცევს.
ის, ფაქტობრივად, ვეიპის ცენტრალური კომპონენტია. მისი მდგომარეობა პირდაპირ აისახება გემოსა და ორთქლის ხარისხზე. როცა ქოილი გაცვეთილია ან დამწვარი, სითხის გემო იკარგება და ორთქლის რაოდენობა მცირდება.
ბაზარზე არსებული ვეიპების ქოილები სხვადასხვა ტიპისაა. მავთულის ქოილები ყველაზე გავრცელებულია. ისინი უბრალოდ ძველის ახლით შეცვლას საჭიროებს. კერამიკული ქოილები კი გამძლეობით გამოირჩევა და ოთხ კვირამდეც კი ძლებს, თუმცა სხვებზე ნაკლებად ბიუჯეტურია.
რამდენ ხანს გაგიძლებთ ვეიპის ბირთვი: რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მოხმარებისას
კონკრეტული ვადა ვეიპის ქოილების მოვლასა და მის ტიპზე, მოხმარების ინტენსივობასა და სითხის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. საშუალო მომხმარებლისთვის ვეიპის ბირთვი, როგორც წესი, ერთიდან ორ კვირამდე ძლებს. თუ ძალიან ხშირად ეწევით, შესაძლოა, სამ-ოთხ დღეში მოგიწიოთ შეცვლა.
ქოილის მასალასაც აქვს მნიშვნელობა – უჟანგავი ფოლადის საშუალოდ ერთიდან ორ კვირას მუშაობს, ხოლო კერამიკული კი ყველაზე გამძლეა, რადგან მისი მასალა უძლებს სითხის მოძრაობის შედეგად დაგროვილ ნარჩენებს.
თუმცა, მიუხედავად კარგი ხარისხის ბირთვისა, მისი გამოყენების ხანგრძლივობა კავშირშია იმასთან, თუ როგორ მოეპყრობით. სწორედ ამიტომ, მოხმარების დროს დაშვებულ შეცდომებს უფრო დიდი გავლენა აქვს ვადაზე, ვიდრე მის ტიპს.
ხუთი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა, სანამ ქოილი გაქვს
ვეიპის ბირთვის პრაიმინგის გამოტოვება ყველაზე გავრცელებული და, ამავდროულად, მარტივად თავიდან აცილებადი შეცდომაა. პრაიმინგი ნიშნავს ახალი ქოილის ფითილის სითხით გაჟღენთვას გამოყენებამდე. თუ ამ ნაბიჯს გამოტოვებთ, მშრალ ბამბას ცეცხლი მოეკიდება და დაიწვება.
პრაიმინგი მარტივი პროცესია: მოწყობილობის გვერდითა ხვრელებში ჩანს ბამბა, რომელზეც რამდენიმე წვეთი სითხის მოხვედრაც საკმარისია, რათა ავზის შევსებისა და 10-15 წუთით ლოდინის შემდეგ, ფითილი მთლიანად გაიჟღინთოს.
ცარიელი ან თითქმის ცარიელი ავზი კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა. როცა ავზში სითხე მინიმუმზე ნაკლებია, ფითილი ვერ ასწრებს გაჟღენთვას. მოწყობილობა ცხელდება, მაგრამ აორთქლებული სითხის ნაცვლად მშრალ ბამბას წვავს. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ ავზში სითხის დონეს. მოწყობილობების უმეტესობაზე მინიმალური დონის ხაზია აღნიშნული. თუ ასეთი ხაზი არ არის, ეცადეთ ავზი მესამედზე სავსე იყოს.
ზედიზედ ბევრი ნაფაზი პაუზის გარეშე (chain vaping) ფითილს ხელს უშლის, ხელახლა გაიჟღინთოს სითხით. ამ დროს ბამბა შრება, ბირთვი გადახურდება და ფითილი იწვის.
ზედმეტად მაღალი სიმძლავრე კიდევ ერთი პრობლემაა. ყველა ქოილზე მითითებულია რეკომენდებული ვატების დიაპაზონი. თუ ამ ზღვარს გადააჭარბებთ, ის ზედმეტად ცხელდება, ბამბა სწრაფად იწვის და მავთულიც ცვდება. ამავდროულად, ძალიან დაბალ სიმძლავრეზე მუშაობაც არასწორია, რადგან სითხე ბოლომდე არ აორთქლდება და ნარჩენები ქოილზე გროვდება.
ისეთი სითხეების გამოყენება, რომლებიც ზედმეტი დოზით შეიცავს დამატკბობლებს ასევე მოქმედებს მოწყობილობის ვადაზე. სითხეები, რომლებიც დამატკბობელს შეიცავს, გახურებისას ქოილზე წებოვან ნარჩენს ტოვებს, რაც ასევე იწვევს მის დაზიანებასა და არასასიამოვნო გემოს.
როგორ მივხვდეთ, რომ ვეიპის ბირთვის შეცვლის დროა?
თუ თქვენს ვეიპს უჩვეულო გემო აქვს, როგორიც მანამდე არ ჰქონია, ეს ნიშნავს, რომ ქოილზე ნარჩენები დაგროვდა ან ფითილი დაიწვა.
ორთქლის რაოდენობის შემცირებაც მისი დაზიანების ნიშანია. ამასთან, თუ მოწყობილობა საჰაერო ხვრელებიდან ჟონავს, სითხე ბოლომდე ვეღარ აორთქლდება და ავზში დაგროვდება.
არ დაელოდოთ, სანამ ქოილი სრულად დაიწვება. როცა გემო ოდნავ მაინც შეეცვლება, ეს უკვე ნიშანია, რომ ნარჩენები გროვდება.
რჩევები მოწყობილობის ვადის გასახანგრძლივებლად
ვეიპის ბირთვის გამოყენების გახანგრძლივება რამდენიმე მარტივ ჩვევაზეა დამოკიდებული. მიაქციეთ ყურადღება ავზის სითხის დონეს და ნუ დაელოდებით, სანამ ბოლომდე დაიცლება. სიმძლავრე შეინარჩუნეთ რეკომენდებულ დიაპაზონში და ნაფაზებს შორის მცირე პაუზა დაიცავით.
თუ მოწყობილობას ხანგრძლივი დროით არ იყენებთ, სჯობს ის გრილ, მშრალ ადგილას შეინახოთ, პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით. ხანგრძლივად გამოუყენებელ ავზში ჩარჩენილი ძველი სითხე მას აზიანებს, ამიტომ, თუ ერთი ან ორი კვირით არ აპირებთ გამოყენებას, ავზი დაცარიელეთ.
გამოყენების ვადა უფრო მეტად არის დამოკიდებული მომხმარებლის ჩვევებზე, ვიდრე თავად ქოილის ხარისხზე და მარტივი წესების დაცვაც საკმარისია მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ახლის შესაძენად კი შეგიძლიათ, ელ. სიგარეტების მაღაზია “პოდსის” მიმართოთ.

