ელექტრო სიგარეტების მზარდი ბაზარი მომხმარებლისთვის სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს, რადგან ლეგალური და საეჭვო წარმოშობის საქონელის გარჩევა საკმაოდ რთულია.
პრობლემა ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალია, მაგრამ გლობალურ ასპარეზზე ის უკვე დიდი ხანია, სერიოზული გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, ვეიპის მომხმარებლებმა იცოდნენ, რატომ ღირს ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მსგავსი არალეგალური პროდუქცია – საბაზრო ფასზე იაფი ვეიპები.
არალეგალური ვეიპების ბაზარი და მსოფლიო კონტექსტი
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე გაყიდვის ნებართვა მხოლოდ 39 ვეიპ-პროდუქტს აქვს, მაშინ როცა რეალურად 11 500-ზე მეტი პროდუქტი იყიდება. ინდუსტრიის შეფასებით, ამერიკული ვეიპ-ბაზრის 60-80% არაავტორიზებულ პროდუქციაზე მოდის.
ამ პროდუქციის უმეტესობა ჩინეთიდან შედის. ამერიკის ფედერალურმა უწყებებმა მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში 76 მილიონი დოლარის ღირებულების არალეგალური ვეიპი ამოიღეს ბრუნვიდან.
ლაბორატორიულმა ანალიზებმა არალეგალურ ვეიპებში სინთეზური მარიხუანა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები გამოავლინა.
არალეგალური ვეიპები საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, აქ ვეიპის ბაზარი ჯერ კიდევ ახალია და, შესაბამისად, რეგულირების მექანიზმებიც შეზღუდულია, თუმცა არალეგალური თამბაქოს პროდუქციის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა ქვეყნისთვის უცხო არ არის.
საქართველოში არალეგალური სიგარეტების წილი ეროვნულ დონეზე შედარებით დაბალი იყო 2017 წელს – 1.5%, ხოლო 2020-2021 წლებში 0.6-6.4%-ის ფარგლებში მერყეობდა. საზღვრისპირა რეგიონებში, კერძოდ, ზუგდიდის მიდამოებში (ოკუპირებულ აფხაზეთთან სიახლოვის გამო), არალეგალურმა სიგარეტების წილმა 2019 წელს 30%-ს მიაღწია.
თუ სიგარეტის შემთხვევაში ეს რეალობაა, ვეიპებისთვის, რომელთა რეგულირებაც კიდევ უფრო რთულია ნაკლებად განვითარებული ბაზრის გამო, სიტუაცია პოტენციურად უფრო პრობლემურია. მოწყობილობის კომპაქტურობა, ონლაინ შეკვეთის სიმარტივე და საბაჟო კონტროლის გარკვეული ხარვეზები ქმნის გარემოს, სადაც უხარისხო პროდუქტი ბაზარზე შედარებით ადვილად ხვდება.
ქვეყანაში შემოსული არალეგალური ვეიპების ნაწილს სახელი რუსულად აწერია. ასეთი პროდუქცია ორიგინალი, სერტიფიცირებული ბრენდების პატენტს წარმოადგენს და ამოცნობაც შედარებით მარტივია.
კიდევ ერთი პრობლემა პროდუქტის დიდი მოცულობაა, რაც ევროკავშირში ორიგინალების შემთხვევაშიც კი აკრძალულია, რადგან დიდი მოცულობის ვეიპებში ნიკოტინის დოზის გაკონტროლება რთულია.
გამოდის, რომ მომხმარებლები საქართველოს ბაზარზე ყიდულობენ პატენტს, რომლის მოხმარებაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებთან და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში შეხვდებით 15-დან 30 ათასამდე ნაფაზიან ვეიპებსაც, რომლებიც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფი ღირს, ხარისხი კი გაცილებით დაბალია. ისინი არ გადის შემოწმებას და არ ექვემდებარება რეგულაციებს, ვერც მწარმოებელს მივაგნებთ, რადგან არსად ფიქსირდება.
ნაკლები ხარჯის გამო საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ ჩაყენება ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილებაა.
რა რისკის შემცველია არალეგალური ვეიპი მომხმარებლისთვის?
ორიგინალ და არალეგალურ ვეიპებს შორის განსხვავება ხშირად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. პატენტი ვეიპები იმდენად ჰგავს ორიგინალს, რომ გამოცდილ მომხმარებელსაც კი შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ განსხვავება თავად პროდუქტში და არა მის შეფუთვაშია.
არალეგალურ ვეიპებში სითხის შემადგენლობა არ ექვემდებარება ხარისხის კონტროლს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი შეიძლება იღებდეს ნივთიერებებს, რომელთა სახელებიც ეტიკეტზე არ წერია: ჭარბი ნიკოტინი (ეტიკეტზე მითითებულზე ბევრად მეტი), მძიმე მეტალის ნაწილაკები, ფორმალდეჰიდი ან უცნობი არომატიზატორები. ზოგიერთ ქვეყანაში აღმოჩენილ პატენტი ვეიპების პარტიებში სინთეზური ნარკოტიკული ნივთიერებებიც კი იქნა აღმოჩენილი.
სერტიფიცირებული მოწყობილობები და ორიგინალი ვეიპები გადის ტესტირებას გადახურების, მოკლე ჩართვისა და ელემენტის სტაბილურობის თვალსაზრისით. არალეგალურ პროდუქციას ეს ეტაპი ხშირად საერთოდ არ გაუვლია, რაც მეტწილად ზრდის ელემენტთან დაკავშირებული ინციდენტების რისკს.
როგორ ამოვიცნოთ საეჭვო პროდუქტი?
გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა რამდენიმე ნიშანი დაგეხმარებათ, პოტენციურად საეჭვო პროდუქტის ამოცნობაში. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას – ლეგალურ პროდუქტზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული მწარმოებლის სახელი, ქვეყანა, შემადგენლობა და ნიკოტინის შემცველობა. თუ ეტიკეტი ბუნდოვანია, ინფორმაცია არასრულია ან მხოლოდ უცხო ენაზეა, ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ვეიპი პატენტია. ფასიც ერთ-ერთი ინდიკატორია.
თუ კონკრეტული მოდელი ბაზარზე არსებულ საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად იაფია, ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ პროდუქტმა არ გაიარა ლეგალური იმპორტის შემოწმება – სერტიფიცირება, საბაჟო და ხარისხის კონტროლი. იაფი ვეიპები არ ნიშნავს, რომ მისი ხარისხი მოთხოვნებს აკმაყოფილებს. არც სოციალური ქსელებიდან ან საეჭვო წყაროებიდან ყიდვაა რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქტის წარმომავლობის შემოწმება შეუძლებელია.
ყველაზე სწორ და საიმედო არჩევანად რჩება სანდო, ავტორიზებული გამყიდველისგან შეძენა, სადაც პროდუქციის წარმომავლობა გამჭვირვალეა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის მიღებაც შეგიძლიათ. “პოდსი” ორიგინალი ვეიპების მაღაზიაა, მის ქსელში წარმოდგენილი ვეიპები კი გადის სრულ სერტიფიცირებასა და ხარისხის კონტროლს.

