რა არის ვეიპის მოდები?

რაც უფრო პოპულარული ხდება ვეიპინგი, მით უფრო იზრდება ელექტრონული სიგარეტების კატალოგი. სულ რამდენიმე წლის წინ ვეიპერების უმეტესობა უბრალო ერთჯერად ელექტრონულ სიგარეტებს (vape pen) იყენებდა, დღეს კი ვეიპინგი უკვე სრულად ინდივიდუალური პროცესია, რომლის ყველა ასპექტს ვეიპერი აკონტროლებს, სითხის არომატიდან დაწყებული, ორთქლის სისქით დამთავრებული.

ისინი, ვისაც სწორედ გამოცდილების პერსონალიზების საშუალება იზიდავს, როგორც წესი, იყენებენ უფრო რთული ტიპის მოწყობილობებს, ე.წ. „ვეიპის მოდებს“ (vape mods). მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს მოწყობილობები და რით განსხვავდებიან ისინი უფრო მარტივი ანალოგებისგან?

ამ ბლოგპოსტში დეტალურად განვიხილავთ თუ რა არის ვეიპის მოდი, რა ტიპის მოდებია დღეს ბაზარზე გავრცელებული და რა განსხვავებაა მათ ფუნქციებსა და მუშაობის პრინციპებში, რათა მომავალში უფრო მარტივად შეარჩიოთ ვეიპი:

რა არის „მოდი“?

ტერმინი „მოდი“ (Mod) სიტყვა „მოდიფიცირებულის“ შემოკლებული ვარიანტია, “მოდიფიცირებული მოწყობილობიდან” (modified device). 

ტერმინი ვეიპინგის ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს – როდესაც ბაზარზე გაცილებით მცირე არჩევანი იყო და ენთუზიასტებს, რომლებსაც მეტი სიმძლავრე ან ინტენსივობა სურდათ, ვიდრე კომერციულად იყო ხელმისაწვდომი, თავად იწყებდნენ არსებული ე-სიგარეტების მოდიფიცირებას ან სულაც ნულიდან აწყობდნენ, ხშირად ფანრების კომპონენტების გამოყენებითაც კი. 

საბედნიეროდ, მწარმოებლებმა მოთხოვნის შესაბამისად უფრო მძლავრი, მრავალფუნქციური მოწყობილობების წარმოება დაიწყეს და ვეიპების კუსტარული აწყობის პრაქტიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ტერმინი მაინც დარჩა გამოყენებაში.

დღეს, ვეიპის მოდებს უწოდებენ ელექტრონული სიგარეტების კატეგორიას, რომლებიც ზოგადად უფრო დიდი ზომის, მძლავრი და ფუნქციონალურია, ვიდრე სტანდარტული მოწყობილობები. ანუ თანამედროვე მრავალჯერადი გამოყენების ელექტრო სიგარეტი

რა არის ვეიპის მოდების ძირითადი ტიპები?

ვეიპის მოდები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად კატეგორიად, თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს და კონკრეტული პრიორიტეტების მქონე ვეიპერს იზიდავს. ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, რომელი მოდია “საუკეთესო” – მოდელი იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რომლის ფუნქციებიც ყველაზე პრაქტიკული ჩანს კონკრეტულად თქვენთვის:

რეგულირებადი მოდები (Box Mods)

დღევანდელ ბაზარზე ალბათ ყველაზე გავრცელებული და პოპულარული დასატენი ელექტრო სიგარეტი. ფორმით ყველაზე ხშირად ძველმოდურ ასანთის ყუთს ჰგავს.

  • მახასიათებლები: რეგულირებადი მოდების უმეტესობას აქვს ეკრანი, რომელიც აჩვენებს ძირითად ინფორმაციას: ბატარეის დონე, სიმძლავრე (ვატები), ძაბვა (ვოლტები) და წინაღობა (ომები). როგორც წესი, ყველაზე მარტივი მოდელებიც კი აღჭურვილია ძირითადი ფუნქციებით, რომელიც ვეიპერს ორთქლის თავის გემოზე რეგულირების საშუალებას აძლევს:
  • ცვლადი სიმძლავრე (Variable Wattage – VW): მომხმარებელს შეუძლია დააყენოს სასურველი სიმძლავრე, რითაც აკონტროლებს ორთქლისა და გემოს ინტენსივობას.
  • ტემპერატურის კონტროლი (Temperature Control – TC): გამაცხელებელი ელემენტისთვის (ქოილისთვის) ტემპერატურის რეგულირების საშუალება ხელს უშლის მის გადახურებას და უსიამოვნო გემოს წარმოქმნას. ქოილი სპეციალური მასალისგან უნდა იყოს დამზადებული (ნიკელი, ტიტანი, უჟანგავი ფოლადი).
  • უსაფრთხოების ფუნქციები: მოკლე ჩართვისგან დაცვა, გადახურებისგან დაცვა, ბატარეის დაბალი მუხტისას გაფრთხილება და სხვა.
  • აორთქლების სტილი: უნივერსალური. შესაფერისია როგორც პირდაპირ ფილტვებში ჩასუნთქვისთვის (DTL – Direct-to-Lung), ასევე ჯერ პირის ღრუში დაგუბებისა და უკვე შემდეგ ფილტვებში გადაშვებისთვის (MTL – Mouth-to-Lung). შეამოწმეთ კონკრეტული მოდელის პარამეტრები, ავზი (tank) და ქოილი. თუმცა მაღალი სიმძლავრის გამო მოდელების უმეტესობა DTL წევისთვის უფრო გამოიყენება.
  • თავსებადი სითხეები: მთლიანად მოდელის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. შეუძლიათ იმუშაონ როგორც მაღალი VG შემცველობის სითხეებთან (მაგ., 70% VG / 30% PG შორთფილები), ისე დაბალანსებულ 50/50 VG/PG სითხეებთან (მათ შორის ნიკოტინის მარილებთან – Nicotine Salts). შეამოწმეთ მოდელის ომები, შორთფილები sub-ohm ვეიპინგისთვის გამოყენება, ნიკოტინის მარილები კი – პირიქით, ყველაზე კარგად ისეთ მოწყობილობებთან თავსდება რომელთა სიძლიერეც 0.5 და 2.0 ომს შორისაა.
  • იდეალური მომხმარებელი: მეტ-ნაკლებად გამოცდილი მწეველები, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ მარტივ ე-სიგარეტებს და სურთ მეტი პერსონალიზაცია.

მექანიკური მოდები (Mechanical Mods – Mech Mods)

მექანიკური მოდები ძველი სტილის ვეიპინგის “გადმონაშთია”. მათ არ აქვთ არანაირი ელექტრონული ჩიპსეტი, ეკრანი ან უსაფრთხოების ფუნქციები. ისინი უბრალოდ პირდაპირ აკავშირებენ ბატარეას ატომაიზერთან (ავზთან).

  • მახასიათებლები: სიმძლავრე პირდაპირ დამოკიდებულია ბატარეის მუხტსა და ქოილის წინაღობაზე. აუცილებელია მომხმარებელს ესმოდეს ომის (ohm) კანონი და ბატარეის უსაფრთხოების წესები, რათა ბატარეა არ აუფეთქდეს.
  • აორთქლების სტილი: ახასიათებს ძალიან დიდი რაოდენობის, სქელი ორთქლის წარმოქმნა.
  • თავსებადი სითხეები: როგორც წესი, მაღალი VG შემცველობის სითხეები (70/30 ან 80/20 VG/PG). მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე ამ ტიპის მოდისთვის, დაბალი ნიკოტინის შემცველობით (3მგ) ან სრულიად უნიკოტინო (შორთფილები). მექანიკური მოდები უფრო სწრაფად და ეფექტურად აორთქლებს ნიკოტინს, ამიტომ ნაფაზი სტანდარტულზე ბევრად ძლიერია. არ არის რეკომენდებული მაღალი PG შემცველობის სითხეები მაღალია შანსი თხელი კონსისტენციის სითხემ გაჟონოს.
  • იდეალური მომხმარებელი: მხოლოდ ექსპერტები. მოითხოვს ბატარეის უსაფრთხოების, ომის კანონის და ქოილების აწყობის ექსპერტულ ცოდნას. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული დამწყებებისა და საშუალო დონის მომხმარებლებისთვის.

პოდ მოდები (Pod Mods)

ერთგვარი ჰიბრიდია სტანდარტულ პოდ სისტემებსა და რეგულირებად მოდებს შორის. პოდ მოდებს აქვთ სტანდარტული პოდ სისტემების მსგავსი ძირითადი მახასიათებლები (მაგ. პოდ კარტრიჯები მსგავსად იცვლება), მაგრამ მრავალფუნქციურობით მოდებთან უფრო ახლოს დგანან. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ახალგაზრდა მომხმარებლებში, რომლებიც ვეიპინგის აღიქვამენ როგორც ჰობის – სურთ ფუნქციების მრავალფეროვნებაც, მაგრამ ამასთან ტექნიკური სიმარტივეც. 

  • მახასიათებლები: უფრო კომპაქტურო ვიდრე Box Mod, მაგრამ ამასთან უფრო მძლავრი და ფუნქციური ვიდრე სტანდარტული პოდ სისტემები. მოდელების უმეტესობას აქვს რეგულირებადი ჰაერის ნაკადი, სიმძლავრე და უფრო ტევადი ბატარეა. არსებობს ეკრანიანი მოდელებიც.
  • აორთქლების სტილი: კლასიკური რეგულირებადი მოდების მსგავსად კონკრეტული მოდელის ქოილსა და წინაღობაზეა დამოკიდებული. 
  • თავსებადი სითხეები: აქაც იგივე. ყურადღება მიაქციეთ ომებს. დაბალი სიმძლავრის ქოილები საუკეთესოა მაღალი PG შემცველობის სითხეებისთვის, 50/50 VG/PG ნიკოტინის მარილების ჩათვლით. უფრო მძლავრი მოდელები კი უკეთესია მაღალი VG შემცველობის სითხეების ასაორთქლებლად (მათ შორის კლასიკური 70/30 VG/PG შორთფილები).
  • იდეალური მომხმარებელი: დამწყები და საშუალო დონის ახალგაზრდა მომხმარებელი. თუმცა ხშირად ისეთი გამოცდილი მომხმარებლებიც არჩევენ ვისთვისაც გამოყენებაში პრიორიტეტი სიმარტივე და კომფორტია, მაგრამ პერსონალიზაციის დათმობაც არ სურს.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ასევე „არარეგულირებადი მოდები“. მექანიკურებისგან განსხვავებით, ისინი, როგორც წესი, აღჭურვილია გარკვეულ საბაზისო დაცვის მექანიზმებით, მაგრამ არ აქვთ რეგულირების ფუნქციები. დღესდღეობით ნაკლებადაა მოხმარებაში.

პოდსის მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ ვეიპის მოდების ფართო კატალოგი და გამოცდილი კონსულტანტები, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან თქვენს საჭიროებებზე მორგებული ოპტიმალური მოდელის არჩევაში.

მსგავსი პოსტები

ელექტრო სიგარეტის გამოყენება: გიდი დამწყებებისთვის

ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის ელექტრო სიგარეტი არსებობს – დაწყებული სტანდარტული სიგარეტის მსგავსი

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის ისთხეების შერევა

ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა: რა უნდა იცოდეთ

ელექტრო სიგარეტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე ვეიპინგი ერთგვარი ვიწრო ნიშური ჰობი იყო, დღესდღეობით უკვე

გააგრძელე »

ელექტრო სიგარეტის გამოყენება: გიდი დამწყებებისთვის

ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის ელექტრო სიგარეტი არსებობს – დაწყებული სტანდარტული სიგარეტის მსგავსი

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის ისთხეების შერევა

ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა: რა უნდა იცოდეთ

ელექტრო სიგარეტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე ვეიპინგი ერთგვარი ვიწრო ნიშური ჰობი იყო, დღესდღეობით უკვე

გააგრძელე »