რა არის სნუსი და რით განსხვავდება ვეიპისგან?

თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლების პრაქტიკა დღეს დიდი პოპულარულობით სარგებლობს, სიგარეტისთვის თავის დანებების პროცესში. ამჟამად ბაზარზე ყველაზე პოპულარული ალტერნატიული საშუალებები სნუსი და ელექტრო სიგარეტია. 

ორივეს მთავარი პოზიტიური მახასიათებელი ნიკოტინის მიღებისას დოზაზე მეტი კონტროლია, თუმცა მათ შორის მსგავსება ამით მთავრდება. სხვა მხრივ, ეს ორი პროდუქტი რადიკალურად განსხვავებულია. ამიტომ, ვინც უკვე სცადა ვეიპით სიგარეტის ჩანაცვლება და არ გამოუვიდა, მათ შეიძლება სნუსის დახმარებით შეძლონ მოწევისთვის თავის დანებება. 

TLDR: ძირითადი განსხვავებები სნუსსა და ვეიპს შორის

სანამ დეტალებს ჩავუღრმავდებით, მოკლედ შევაჯამოთ მთავარი მახასიათებლები, რას უნდა მოელოდეს მწეველი სნუსისა თუ ვეიპის გამოყენებისას: 

  • სნუსი (ნიკოტინის პაკეტები): პასიური მოხმარებისთვისაა. გამოყენების პროცესი ფიზიკურად არ ჰგავს სიგარეტის მოწევას, ფოკუსი ნიკოტინის დოზის კონტროლზეა. 
  • ვეიპი (ელექტრო სიგარეტი): აქტიური პროცესია. აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი სტანდარტული სიგარეტის მოწევასთან ფიზიკური (უნდა ჩაისუნთქო და ამოუშვა ორთქლი) მსგავსების გამო.

რა არის სნუსი?

სნუსი უკვამლო ნიკოტინის შემცველი პროდუქტია. პაკეტი ზედა ტუჩსა და ღრძილს შორის თავსდება, ნიკოტინი ლორწოვანი გარსიდან იწოვება და პირდაპირ სისხლში გადადის. მომხმარებელი ეფექტს იღებს ისე, რომ ფილტვები პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. 

სნუსის პროტო ვარიანტი შვედეთში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში გაჩნდა. დღეს შვედეთი პროდუქტის ყველაზე აქტიური მომხმარებელია. თანამედროვე სნუსი როგორც წესი, თამბაქოს ფოთოლს საერთოდ არ შეიცავს. პაკეტში მის მაგივრად თავსდება მცენარეული ბოჭკოები (მაგალითად, ფიჭვის ან ევკალიპტის ცელულოზა), ნიკოტინი, წყალი, მარილი და ზოგ შემთხვევაში არომატიზატორი. თანამედროვე სნუსს არ ახასიათებს თამბაქოსთვის დამახასიათებელ სპეციფიკური სუნი და არ ტოვებს კბილებზე ლაქებს.

სიგარეტითა და სნუსით ნიკოტინის მიღების ეფექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება. სიგარეტის მოწევისას ნიკოტინი სწრაფად, რამდენიმე წამში შეიწოვება, მაგრამ ეფექტი შედარებით მოკლევადიანია. სნუსი უფრო ნელ, მაგრამ გრძელ და თანაბარ ეფექტზეა გათვლილი. ნიკოტინი ნელა შედის სისხლში და მისი მიღებით გამოწვეული შეგრძნება 30-დან 60 წუთამდე ნარჩუნდება, რაც მოთხოვნას უფრო დიდი ხნით კლავს. 

სნუსი vs ვეიპი: შემადგენლობა და უსაფრთხოება

სნუსის შემადგენლობა მინიმალისტურია: მცენარეული ცელულოზა, წყალი, მარილი, არომატიზატორები და ფარმაცევტული ხარისხის ნიკოტინი. პროდუქტის მთავარი დადებითი მახასიათებელი სწორედ ისაა, რომ არ შეიცავს თამბაქოს. თამბაქოს ფოთლის დამუშავებისას წარმოიქმნება სპეციფიკური ნიტროზამინები (TSNAs) და მძიმე მეტალები, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ვეიპის სითხე ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: პროპილენგლიკოლი (PG – ყელზე დარტყმის სიძლიერისა და გემოს ინტენსიობისთვის), მცენარეული გლიცერინი (VG – ორთქლისთვის), ნიკოტინი და არომატიზატორები. ვეიპინგის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ სითხის აორთქლების ტემპერატურაა.

სიგარეტი 600-900°C-ზე იწვის და კუპრს, მხუთავ აირსა და ათასობით ტოქსინს წარმოქმნის. ვეიპი კი სითხეს მხოლოდ 200-250°C-მდე აცხელებს, რასაც წვის თანმდევი მავნე ნაწილაკების გამოყოფა მინიმუმამდე დაჰყავს. უფრო სიღრმისეული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს ვეიპის სითხის შემადგენლობაზე.  

ძირითადი განსხვავებები: მოხმარების წესი და შეგრძნებები

ზოგი მწეველისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნიკოტინის დოზა, არამედ პროცესის თანმხლები ფიზიკური მახასიათებლებიც. თუ ორთქლის ფილტვებში გადაშვება და ამოსუნთქვა მწეველს სიამოვნებას ანიჭებს, ელექტრო სიგარეტი, წესით, უფრო ეფექტური ალტერნატივა იქნება.

ვეიპსა და სნუსს პირველ რიგში სწორედ გამოყენების პროცესი განასხვავებს. სნუსი პრაქტიკულად „უხილავია“, ის საქმიან შეხვედრაზე, ოფისში ან კინოში შეგიძლიათ ჩაიდოთ ტუჩის ქვეშ და გვერდზე მდგარი ადამიანი ვერაფერს მიხვდება. ვეიპინგი კი აქტიური ფიზიკური პროცესია და ყურადღებას ისევე იქცევს, როგორც სტანდარტული სიგარეტის მოწევა.

განსხვავებულია ფიზიკური შეგრძნებებიც. ვეიპის ორთქლი სიგარეტის ბოლივით ურტყამს მწეველს ყელზე — ეს ე-სითხის ერთ-ერთი ინგრედიენტის, პროპილენგლიკოლის (PG) დამსახურებაა. სნუსის შემთხვევაში კი მომხმარებელმა შეიძლება მაქსიმუმ ღრძილზე წვა ან ჩხვლეტა იგრძნოს. ეს გამოწვეულია pH-ის მარეგულირებლებით (ყველაზე ხშირად, ნატრიუმის კარბონატით), რომლებიც ნიკოტინის შეწოვას აჩქარებენ. რაც უფრო ტუტეა გარემო, მით უფრო ძლიერია დარტყმა. 

თუ დამწყები ვეიპერი ხართ, შესაძლოა თავდაპირველად გაგიჭირდეთ სწორი მოდელის არჩევა. თუმცა ითვლება, რომ ერთჯერადი ვეიპი იმდენად მარტივი გამოსაყენებელია, რომ წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს. სნუსის გამოყენება კიდევ უფრო მარტივია, მხოლოდ ტუჩქვეშ ჩადება სჭირდება.

ამასთან, თუ ამჩნევთ, რომ სიგარეტის ჩანაცვლების მიუხედავად უშუალოდ ნიკოტინის მოხმარების დონის შემცირებას ვერ ახერხებთ, შესაძლოა ჯობდეს მოდუნებისთვის რაიმე სხვა პროდუქტი გამოიყენოთ. დღეს ძალიან სწრაფად იზრდება სიბიდი პროდუქტების პოპულარობა. ისინი არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ხელმისაწვდომია სხვადასხვანაირი სახით, ვეიპით დაწყებული და ტკბილეულით დამთავრებული, თან მომხმარებელთა უმეტესობა აფიქსირებს, რომ ეფექტური საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. 

რა უფრო ეკონომიურია, ერთჯერადი მოხმარების პროდუქტი თუ მრავალჯერადი სისტემა?

ფინანსური კუთხით სნუსის მოხმარება მარტივი დასათვლელია, ყიდულობთ კოლოფს (საშუალოდ 20-27 პაკეტით), იყენებთ და აგდებთ. ვეიპინგთან მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის მოწყობილობას იყენებთ. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, მუდმივად ერთჯერადი მოწყობილობის გამოყენება ხარჯიანია და თვიურ ჭრილში ხშირად სიგარეტის ფასსაც კი უტოლდება. აი მრავალჯერადი ვეიპი კი შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ თანხას. მაგალითად, ვეიპის სითხის ერთი 30 მლ-იანი ბოთლი დაახლოებით ერთჯერადი ვეიპის ფასი ღირს, მაგრამ ბოთლში 10-15-ჯერ მეტი სითხეა.

რომელი ჯობია მოგზაურობისას: სნუსი თუ ვეიპი?

მოგზაურობისას სნუსი უკონკურენტოა. მასზე არ ვრცელდება ის შეზღუდვები რაც სითხეზე. ამასთან, თვითმფრინავის ბორტზეც თავისუფლად გამოიყენებთ, რაც გრძელი გადაფრენებისას ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. 

ვეიპით მოგზაურობა უფრო მეტ პოტენციურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში — ვეიპინგი ბორტზე აკრძალულია. ამასთან უშუალოდ ელექტრო სიგარეტს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ: ლითიუმის ელემენტები აკრძალულია ჩასაბარებელ ბარგში, კაბინაში წნევის ცვლილებამ კი შესაძლოა ავზიდან სითხის გაჟონვა გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ეს პოტენციური პრობლემები თავიდან აიცილოთ, აუცილებლად წინასწარ გაეცანით ჩვენს ბლოგს იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ვეიპით მოგზაურობისას.

სიგარეტის ჩანაცვლება სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს — ერთი უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველასთვის მუშაობს არ არსებობს. რამდენად ეფექტური იქნება სნუსი თუ ვეიპი იმაზეა დამოკიდებული, თქვენთვის, პირადად, მოწევის რა ასპექტია ყველაზე მნიშვნელოვანი. 

თუ მთავარი ნიკოტინის ეფექტური მიღებაა მაშინ სნუსი უფრო ოპტიმალური არჩევანია. ხოლო თუ უშუალოდ მოწევის რიტუალის თანმდევი ვიზუალური და ფიზიკური ფაქტორები არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიდი ალბათობით ვეიპი უფრო დაგაკმაყოფილებთ. არჩევანი მთლიანად თქვენს ჩვევებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

მსგავსი პოსტები

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »