რა არის პოდ სისტემა და როგორ მუშაობს? – გზამკვლევი „პოდსისგან“

ვეიპინგის მიმართ მზარდმა ინტერესმა ბოლო დროს რამდენიმე კითხვა გააჩინა. ბევრს აინტერესებს, რეალურად რას გვთავაზობს პოდ სისტემა ყოველდღიურობაში.

რა არის პოდ სისტემა? პირველ რიგში, ამას უნდა ვუპასუხოთ. ეს არის ელექტრონული სიგარეტის ისეთი ვერსია, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ადამიანის კომფორტს. მისი მთავარი ხიბლი სიმარტივეშია. 

თავად სიტყვა „პოდი“ (Pod) ინგლისურიდან თარგმანში პატარა კონტეინერს ნიშნავს. სწორედ ეს დეტალია მოწყობილობის მთავარი მექანიზმი. მისი აგებულება სულ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – სხეული, სადაც მოთავსებულია ელემენტი, მეორე ნაწილი კი არის პოდი, ანუ კარტრიჯია. მასში ერთდროულადაა მოთავსებული სითხის რეზერვუარი და გამაცხელებელი ელემენტი, რომელსაც ხშირად ბირთვად ან ქოილად მოიხსენიებენ. სწორედ პოდ სისტემების კარტრიჯების შეცვლა წამებში, უმარტივესად შეგიძლიათ.

საინტერესოა, როგორ წარმოიქმნება ამ მოწყობილობაში ორთქლი. მოწევისას ელემენტიდან მუხტი ქოილს გადაეცემა. ის მყისიერად ცხელდება და მის გარშემო არსებულ სითხით გაჯერებულ ბამბას აორთქლებას აიძულებს. 

რას ნიშნავს პოდ სისტემა და როგორ არის ის აგებული?

ვეიპინგის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოდ სისტემები ერთგვარი დაბრუნებაა საწყისებთან, თუმცა ბევრად ეს უფრო გაუმჯობესებული ვერსიაა. პირველი ელექტრო სიგარეტი ჩინელმა ფარმაცევტმა, ჰონ ლიკმა 2003 წელს, მას შემდეგ შექმნა, რაც ოჯახის წევრი თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებამ ფატალურ შედეგამდე მიიყვანა. მას სურდა შეექმნა რაღაც, რაც ადამიანებს ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. 

დღეს ბაზარზე ორი ძირითადი სახის სისტემა გვხვდება: ღია და დახურული. დახურული სისტემის შემთხვევაში, პოდები უკვე ქარხნულად არის სითხით შევსებული და მათი ხელახლა შევსება შეუძლებელია. ღია სისტემა კი მეტ თავისუფლებას გაძლევთ. აქ თავად ირჩევთ, რა არომატის ან რა სიძლიერის სითხე ჩაასხათ თქვენს მოწყობილობაში. ეს მიდგომა ბევრად უფრო მოქნილია და საშუალებას გაძლევთ, მუდმივად გასინჯოთ ახალი გემოები და არ იყოთ შეზღუდული მწარმოებლის არჩევანით.

პოდ სისტემების წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკოტინის მარილებია. ეს სპეციალური ფორმულაა, რომელსაც ჩვეულებრივი ნიკოტინისგან განსხვავებით, ორგანიზმი 30-40%-ით უფრო სწრაფად ითვისებს. სულ რამდენიმე ნაფაზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ნიკოტინის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. 

იმის გამო, რომ ეს მოწყობილობები დაბალ სიმძლავრეზე მუშაობს, სითხის მოხმარებაც მცირეა. მცირე მოცულობის სითხე, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი გეყოთ, რაც საკმაოდ ეკონომიურია. 

ვისთვის არის საუკეთესო ვარიანტი პოდ სისტემები?

მათთვის, ვინც თამბაქოს მოწევისთვის დანებებას ცდილობს და უნდა, რომ პროცესი მაქსიმალურად ჰგავდეს ამ გამოცდილებას, პოდ სისტემა სწორი არჩევანია. სიმარტივე, კომპაქტურობა და შედეგი – ეს არის პოდ სისტემების მთავარი მახასიათებლები. 

როგორ მოვუაროთ მოწყობილობას სწორად?

იმისათვის, რომ თქვენმა მოწყობილობამ დიდხანს გაგიძლოთ, რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარტრიჯში სითხე ბოლომდე არ დაიცალოს. ასეთ შემთხვევაში, მშრალი ბამბა წამებში დაიწვება, რაც ქოილს გააფუჭებს და არასასიამოვნო გემოს დაგიტოვებთ. ასევე, გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი დამტენი კაბელები. ლითიუმის ელემენტები, რომლებიც პოდებშია, ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ნუ დატოვებთ მათ მზის პირდაპირ შუქზე ან სიცხეში, რათა ელემენტის რესურსი ნაადრევად არ ამოიწუროს.

თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გზა თქვენთვისაა, პოდ სისტემების ფართო არჩევანი ვეიპ შოპ “პოდსიში” დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა მოდელები, რომლებიც თქვენს სტილსა და მოთხოვნებს იდეალურად მოერგება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პოდ სისტემა არის საშუალება, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის და, თავის მხრივ, მავნე ჩვევის დავიწყებაში გეხმარებათ.  

სწორი არჩევანის გაკეთება ხშირად რთულია, მაგრამ როდესაც იცით, რა არის პოდ სისტემა და როგორ მუშაობს ის, გადაწყვეტილება ბევრად მარტივდება.

მსგავსი პოსტები

დღეში რამდენი ნაფაზია ნორმალური? – ნიკოტინის მართვა და ზედმეტი ვეიპინგის თავიდან აცილების გზები

ვეიპინგი საქართველოში სულ უფრო პოპულარულია. მაღაზიების, ბრენდებისა და მოწყობილობების მრავალფეროვნება კი ამ ზრდის კარგი ინდიკატორია.

გააგრძელე »

რჩევები ვეიპის ბატარეის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად

ერთჯერადი ვეიპით სარგებლობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ისაა, რომ სითხე ჯერ კიდევ შიგნითაა, ვეიპი კი

გააგრძელე »

დღეში რამდენი ნაფაზია ნორმალური? – ნიკოტინის მართვა და ზედმეტი ვეიპინგის თავიდან აცილების გზები

ვეიპინგი საქართველოში სულ უფრო პოპულარულია. მაღაზიების, ბრენდებისა და მოწყობილობების მრავალფეროვნება კი ამ ზრდის კარგი ინდიკატორია.

გააგრძელე »

რჩევები ვეიპის ბატარეის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად

ერთჯერადი ვეიპით სარგებლობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ისაა, რომ სითხე ჯერ კიდევ შიგნითაა, ვეიპი კი

გააგრძელე »
შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია WOLT-ზე