აქსესუარი

ქოილები


ვეიპის ქოილი მთელი მოწყობილობის საკვანძო ნაწილია. კარგი ხარისხის, გამძლე ქოილი სწორედ ის დეტალია, რომელიც მთელი პროცესის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია აპარატის წარმოქმნილი ორთქლის ხარისხსა და გემოზე. 

ქოილის სწორად მოვლა ვეიპის გამოყენების უმნიშვნელოვანესი ასპექტია – კარგად მოვლილი ქოილი აპარატის ხანგრძლივი მუშაობის, ხანგრძლივი სიცოცხლისა და განმეორებითად მაღალი ხარისხის ვეიპინგის საწინდარია. 

ამ ტექსტში განვიხილავთ, როგორ უნდა მოვუაროთ ვეიპის ქოილს რათა ის დიდხანს გვემსახუროს, და უზრუნველყოს რომ ვეიპის აპარატი მაქსიმალურად ინარჩუნებდეს ორთქლწარმოქმნის მაღალ ხარისხს.

რა არის ვეიპის ქოილი?

მარტივად რომ ვთქვათ, ვეიპის ქოილის მეშვეობით ელექტრო სიგარეტი ე-სითხეს აორთქლებს. დეტალი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – მავთულის სპირალისგან და ფითილისგან. როდესაც აპარატს ვიყენებთ სპირალი ხურდება, ხოლო ფითილი სითხეს იწოვს, რომელიც შემდეგ მავთულის მზარდი ტემპერატურის ქვეშ აორთქლებას იწყებს. სწორედ ამ რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ვეიპის ცნობილი სქელი ორთქლის ღრუბლები. უმეტესწილად, როდესაც ორთქლის სისქესა და ხანგრძლივობაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ ე-სითხის შემადგენლობასა და ხარისხს. მართალია ეს ფაქტორები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქოილის ხარისხიც – არომატის სიმკვეთრესა და ორთქლის მოცულობაზე ისიც აგებს პასუხს.

ქოილის ხარისხი ერთი შეხედვით რთული განსასაზღვრია. პროცესისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად სწორი და ხანგრძლივია აორთქლების პროცესი, რამდენად ინარჩუნებს გემოსა და არომატს ერთი და იგივე სითხე აპარატის მრავალჯერადი გამოყენების ფონზე. როგორც წესი, მაღალია ალბათობა, რომ ხარისხიანი მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი სანდო, ცნობადი ფირმისგან ხარისხიანი ქოილითვე იქნება აღჭურვილი, მაგრამ კარგად გაეცანით რევიუებს, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ. 

როგორ გავწმინდოთ ელექტრო სიგარეტის ქოილი?

ვეიპის ქოილის რეგულარული სწორი წმენდა მისი ხანგრძლივი ხარისხიანი მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა. პირველ რიგში ამას არომატის ხარისხზე შეიგრძნობთ – თუ აპარატს არ გაწმენდთ სითხით ხელახლა ავსებამდე, ძველი სითხის ნარჩენები აუცილებლად შეერევა ახალს და “დააბინძურებს” არომატს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ერთი და იმავე ფირმის კონკრეტულ არომატს იყენებთ, ძველი ნარჩენები ქოილის ფუნქციონირებაზე იქონიებს გავლენას. ნადები ილექება მავთულზე და ართულებს სითხის სუფთად აორთქლებას. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ვეიპის ქოილის გაწმენდა მარტივ რუტინად აქციოთ – თუ აპარატს სითხისგან დაცლის შემდეგ მაშინვე გაწმენდთ, ნადებს დალექვის დრო არ ექნება და სწრაფი ზედაპირული წმენდაც კი საკმარისი იქნება.

პირველ რიგში, გამორთეთ მოწყობილობა და განაცალკევეთ ქოილი ავზისგან. ამოიღეთ ფითილი და ცოტა “შეტრუსეთ” მავთული – მშრალად (სითხისა და ფითილის გარეშე) წვით ცოტა ხანი. შემდეგ, მავთული გამდინარე წყლის ქვეშ კბილის ჯაგრისით გახეხეთ. თუ ამ პროცესს რეგულარულად იმეორებთ, შესაძლოა წყლის გარდა არაფერი იყოს საჭირო. თუ შეამჩნიეთ, რომ მავთულზე ნადებია ან არომატი წვის ბოლოს მთლად სუფთა ვერაა – ქოილის მავთული რამდენიმე საათით ძმარში ან არაყში დაალბეთ, და შემდეგ გამდინარე წყალში მანამდე ავლეთ, სანამ სუნი ბოლომდე არ მოსცილდება. დააწყვეთ დეტალები ქაღალდის ხელსახოცზე და მაგიდაზე დატოვეთ გასაშრობად. აწყობამდე დარწმუნდით, რომ ქოილი სრულიად მშრალია. თუ აპარატს ნესტი შეეპარა, არა მხოლოდ ქოილი შესაძლოა დაზიანდეს.

სწორი და რეგულარული წმენდის შემთხვევაში ქოილი საშუალოზე დიდი ხანი გემსახურებათ. მაგრამ მაინც უნდა გახსოვდეთ, რომ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები დროთა განმავლობაში ცვდება და მათი პერიოდული შეცვლა აუცილებელია. 

როგორ შევავსოთ ვეიპის ქოილი?

ქოილის შევსება მარტივი პროცედურაა, თუმცა სიფრთხილე გმართებთ – თუ იჩქარებთ ან უყურადღებოდ მოეკიდებით, შესაძლოა სითხემ აპარატში გაჟონოს, და პროცესი მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს.

პირველ რიგში, დარწმუნდით რომ ავზი სუფთაა. ახალი ქოილის გამოყენებისას რამდენიმე წვეთი ე-სითხე პირდაპირ ფითილზე დაასხით, ეს თავიდან აგაცილებთ წვის გემოს, რომელიც გამოუყენებელ ქოილებს პერიოდულად თან სდევთ. შემდეგ ჩააბრუნეთ ქოილი ავზში და ჩვეულებრივ აავსეთ სითხით ისე, რომ არ გადაავსოთ. დარწმუნდით რომ ავზის ზედა ნაწილი საიმედოდაა დახუფული და სითხე არ ჟონავს. გამოყენებამდე დაიცადეთ 5-10 წუთი, რათა ფითილი სრულად გაჯერდეს. 

ვეიპის ქოილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის სწორად მოვლა და რეგულარული წმენდა აუცილებელია ელექტრონული სიგარეტის ხანგრძლივი მუშაობისთვის. ქოილის რეგულარული წმენდა, მისი სწორად შევსება და საჭირო სიხშირით შეცვლა (გამოყენების ინტენსივობიდან გამომდინარე 1-4 კვირა) საშუალებას მისცემს თქვენს ვეიპს დიდი ხანი გემსახუროთ. ჩვენი ვეიპის მაღაზია გთავაზობთ მრავალჯერადი გამოყენების აპარატების ფართო არჩევანს, სადაც მრავლად იპოვით მაღალი ხარისხის ქოილებით აღჭურვილ მოდელებს სანდო მწარმოებლებისგან.