ლოკაციების მიმოხილვა: “ვეიპ შოპები თბილისში: სად ვიყიდოთ ორიგინალი პროდუქცია?”

სად ვიყიდოთ ორიგინალი ვეიპები თბილისში?

საქართველოში ვეიპის შეძენა ძალიან მარტივია. ის ბევრ მაღაზიაში, ბენზინგასამართ სადგურსა თუ კიოსკში იყიდება. მიუხედავად ამისა, შეძენის სიმარტივე ყოველთვის პოზიტიური ფაქტორი არაა, რადგან ზოგჯერ ასეთ დროს უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პროდუქციასთან გვაქვს საქმე.  ამ ბლოგში გაიგებთ, თუ სად შეგიძლიათ ორიგინალი ვეიპების შეძენა თბილისში.

როგორია ორიგინალი ვეიპი

ორიგინალი ვეიპი არის მოწყობილობა, რომელიც ოფიციალურ, ბრენდის მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ სტანდარტში შედის სითხის შემადგენლობა, ნიკოტინის სწორი დოზა, ბატარეის სტაბილურობა და ხარისხის კონტროლი წარმოებიდან გაყიდვის წერტილამდე. ორიგინალ პროდუქტს გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები – CE ევროკავშირის ბაზრისთვის, FC აშშ-სთვის და ამასთან, გამჭვირვალე სადისტრიბუციო ჯაჭვი აქვს.

პატენტი ვეიპი, მეორე მხრივ, ხშირად ორიგინალის სახელს ატარებს, მაგრამ სხვა შემადგენლობა, ნიკოტინის განსხვავებული კონცენტრაცია და ბატარეა აქვს. გარეგნულად ორი პროდუქტი ძნელად თუ გაირჩევა – ეს სხვაობა, პირველ რიგში, გამოყენებისას ან ლაბორატორიულ ანალიზში ამოიცნობა. 

ბოლო წლებში თბილისში ვეიპის გასაყიდი წერტილები მომრავლდა. ამ ხელმისაწვდომობის ერთი მინუსი ისაა, რომ ყველა გამყიდველი ერთნაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს პროდუქციის წარმოშობაზე. ნაწილი ყიდის იმას, რაც იაფად, ბრენდის ოფიციალური სადისტრიბუციო ჯაჭვის გვერდის ავლით, შემოდის. 

ეს ვეიპის ბაზრისთვის გლობალური პრობლემაა. მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე, FDA-ს მონაცემებით, 11 500-ზე მეტი ვეიპ-პროდუქტი იყიდება, ოფიციალური ნებართვა კი 39-ს აქვს. ქართული ბაზარზე, ამ კუთხით, განსხვავებული სურათი არ გვაქვს – ბაზარი ახალია, რეგულაციები კი ჯერ კიდევ ყალიბდება.

 

  როგორ ამოვიცნოთ საეჭვო პროდუქტი

ორიგინალია თუ არა ვეიპი, ამის გადამოწმება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ რამდენიმე დაკვირვება ამ პროცესს გაგვიმარტივებს. კარგად შევხედოთ შეფუთვას – ლეგალურ პროდუქტზე მწარმოებლის სახელი, ქვეყანა, შემადგენლობა და ნიკოტინის შემცველობა მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული. ბუნდოვანი ან არასრული ეტიკეტი დაკვირვებას საჭიროებს.  

ფასიც ინდიკატორია. პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არსებულ საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად იაფია, ხშირად ასე ღირს იმიტომ, რომ ლეგალური იმპორტის პროცედურები – სერტიფიცირება და ხარისხის კონტროლი – არ გაუვლია. 

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი იაფი ვეიპი ყალბია, მაგრამ გადამოწმება მაინც მნიშვნელოვანია. ყველაზე მარტივ გზად შეძენისათვის ავტორიზებული გამყიდველი რჩება, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქცის წარმოშობაზე. 

HQD: ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი საქართველოში

HQD საქართველოში ელექტრო სიგარეტების ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია. ამას პროდუქციის ხარისხი, არომატების მრავალფეროვნება (300-ზე მეტი) და მოდელების ფართო არჩევანი განაპირობებს. 

თბილისში HQD-ის პროდუქცია ვეიპების მაღაზია “პოდსიში” დაგხვდებათ. სწორედ ეს კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ორიგინალი HQD პროდუქციის გაყიდვაზე.

 

სად ვიყიდოთ Podsy

“პოდსის” ქსელში დედაქალაქის მასშტაბით შვიდი ფილიალია. ყველაზე გვიან მუხრან მაჭავარიანის 7-სა და ანა პოლიტკოვსკაიას 33ბ-ში, Minty Market-ში შეგიძლიათ პროდუქციის შეძენა (სამუშაო საათები: 09:00-02:00), ფილიალები დაგხვდებათ ირაკლი აბაშიძის 31-ში (სამუშაო საათები: 10:00-21:00), ა. თვალჭრელიძის ქუჩა 2-ში (სამუშაო საათები: 10:00-22:00) , პეკინის ქუჩა 18-სა (სამუშაო საათები: 10:00-22:00) და ა.შ. 

ყველაზე სანდო ვეიპ შოპი თბილისში არის ის, სადაც პროდუქციის წარმოშობა გამჭვირვალეა.

ადგილმდებარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით “პოდსის” ვებსაიტზე. პროდუქციის გადასამოწმებლად ნებისმიერ ფილიალში წინასწარ დარეკვაც შეგიძლიათ. 

                   

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ ვეიპის სითხე ჩვენი მოწყობილობისთვის

სითხეების არჩევანი: “როგორ შევარჩიოთ სითხე ვეიპისთვის? (VG/PG ბალანსი და ნიკოტინის შემცველობა)”

VG/PG ბალანსი და ნიკოტინის შემცველობა სითხეებში სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ადამიანები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ნიკოტინის საღეჭი

გააგრძელე »
CBD Vape

CBD სტრესის წინააღმდეგ: ბუნებრივი გამოსავალი დაძაბული დღეებისთვის

სამუშაო და ყოველდღიური სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეხვედრები, მუდმივი შეტყობინებები და რთული რეჟიმი –

გააგრძელე »
როგორ შევარჩიოთ ვეიპის სითხე ჩვენი მოწყობილობისთვის

სითხეების არჩევანი: “როგორ შევარჩიოთ სითხე ვეიპისთვის? (VG/PG ბალანსი და ნიკოტინის შემცველობა)”

VG/PG ბალანსი და ნიკოტინის შემცველობა სითხეებში სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ადამიანები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ნიკოტინის საღეჭი

გააგრძელე »
CBD Vape

CBD სტრესის წინააღმდეგ: ბუნებრივი გამოსავალი დაძაბული დღეებისთვის

სამუშაო და ყოველდღიური სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეხვედრები, მუდმივი შეტყობინებები და რთული რეჟიმი –

გააგრძელე »