ნიკოტინის საღეჭი რეზინი vs ვეიპი: რომელი უფრო ეფექტურად ანაცვლებს სიგარეტს?

დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს სტანდარტული სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს. 21-ე საუკუნეში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები უკვე აღარაა საიდუმლო და უკვე წლებია სულ უფრო მეტი მწეველი აქტიურად ეძებს გზებს, რომ თუ ჩვევისთვის სრულად თავის დანებებაზე უარს ვერ იტყვის, სულ მცირე ნაკლებად საზიანო ალტერნატივით მაინც ჩაანაცვლოს.

ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია საკმაოდ წარმატებული დამოკიდებულების დაძლევის საკმაოდ წარმატებული გზაა, ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. სიგარეტის ჩანაცვლების ყველაზე პოპულარული საშუალებები კი ნიკოტინის საღეჭი რეზინი და ელექტრონული სიგარეტია. 

პირველი უკვე ათწლეულებია ხელმისაწვდომია და ტრადიციულად ერთგვარ სტანდარტულ არჩევანად მოიაზრება მათთვის, ვინც სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობს და პირდაპირ შეწყვეტა არ შეუძლია. მეორე კი მწეველებისთვის შედარებით ახალი ალტერნატივაა, რომელიც მეტ შესაძლებლობებს იძლევა და პოტენციურად ნაკლები უარყოფითი გვერდითი ეფექტი აქვს.

არჩევანის სიმრავლე, რასაკვირველია, ძალიან კარგია, და მეტ შანს აძლევს მწეველს სიგარეტის მოწევას, თავი დაანებოს. თუმცა თუ ადრე ჩანაცვლების თერაპიის დაწყება საკმაოდ მარტივი პროცესი იყო (პირდაპირ საღეჭ რეზინზე გადადიოდი), ახლა, როდესაც მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი და ერთჯერადი ვეიპები ნელ-ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ თავიანთ ადგილს მოწევის თავის დანებების პროცესში, ხალხი შედარებით რთულად გასაკეთებელი არჩევანის წინ დადგა.

რომელი მიდგომა ჯობია? ტრადიციული (საღეჭი რეზინი) თუ ახალი (ვეიპი)? ორივე მეთოდის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების გაგება მნიშვნელოვანია ოპტიმალური არჩევანის გასაკეთებლად. ამიტომ ამ ბლოგში ორივეს მახასიათებლებს დეტალურად განვიხილავთ.

ნიკოტინის საღეჭი რეზინის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნიკოტინის საღეჭი რეზინის ერთი უდავო უპირატესობა ისაა, რომ მასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევა არსებობს და სრულ ინფორმაციას მარტივია გაეცნო. უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ მას შეუძლია შეამსუბუქოს მოწევის მოთხოვნილება და თავის დანებების პროცესში წარმოქმნილი უსიამოვნო სიმპტომები შეამსუბუქოს. საღეჭ რეზინში ნიკოტინის შემცველობა სიგარეტისგან განსხვავებულია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს მიღებული რაოდენობა, რაც იძლევა დოზის თანდათანობით, მწეველისთვის კომფორტულ ტემპში შემცირების საშუალებას.

კიდევ ერთი უპირატესობაა მისი ფართო ხელმისაწვდომობა და საიმედოობაა. ჩატარდა ბევრი საფუძვლიანი ტესტი, რომელთა ფონზე მრავალმა დამოუკიდებელმა მეცნიერმა დაასკვნა, რომ ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი ჩანაცვლებითი თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. მსოფილოს უდიდეს ნაწილში მასზე წვდომა მარტივია, არ საჭიროებს რეცეპტს, შედარებით იაფია და შეიძლება სხვა მოწევის საწინააღმდეგო საშუალებების (როგორიცაა პლასტირები და აბები) პარალელურად გამოყენება.

საინტერესოა, რომ რამდენიმე მცირემასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინის გამოყენება მოწევის თავის დანებებისას ეხმარება წონის მატების თავიდან აცილებაში. მაგალითად, 2021 წელს ჯეიმი ჰარტმან-ბოისის, ანიკა თეოდულუს და მათი კოლეგების (Jamie Hartmann-Boyce, Annika Theodoulou et al.) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდები, მათ შორის ნიკოტინის საღეჭი რეზინი, თამაშობს როლს მოკლევადიან მონაკვეთში წონის მატების თავიდან აცილებაში. სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანი კვლევების ნაკლებობის გამო, გაურკვეველია, აქვს თუ არა საღეჭ რეზინს ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში. 

თუმცა, ნიკოტინის საღეჭი რეზინი ნამდვილად არაა იდეალური და მის გამოყენებას რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ შესაძლოა ერთი დამოკიდებულება მეორეთი ჩაანაცვლოთ. მართალია, ნიკოტინის საღეჭი რეზინზე დამოკიდებულება კარგად არ არის შესწავლილი, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც სწავლობს მომხმარებლების მიდრეკილებას მათი ბოროტად გამოყენებისკენ. კრისტ კემპბელის (Christ Campbell) და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც სხვადასხვა ნიკოტინის მიწოდების სისტემების ბოროტად გამოყენების რისკებს სწავლობდა, აჩვენა, რომ მონაწილეთა შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებდა მას რეკომენდებულ 3-თვიან გარდამავალ პერიოდზე დიდხანს, და ნაკლებად ახერხებდნენ თამბაქოს მოხმარების სრულად შეწყვეტას, მათთან შედარებით, ვინც მოწევას თავი დამხმარე თერაპიის გარეშე დაანება.

მიუხედავად ამისა, მისი გვერდითი ეფექტები მნიშვნელოვნად დაბალია ჩვეულებრივ თამბაქოსთან შედარებით, ამიტომ თუ “მშრალად” თავის დანებება არ გამოდის, ალტერნატივებზე გადასვლა მაინც უფრო უსაფრთხო არჩევანია გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე სიგარეტის მოწევის გაგრძელება. საბედნიეროდ, მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის მზარდი პოპულარობის წყალობით, სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს წვდომას ჩანაცვლებითი თერაპიის ისეთ ვარიანტზე, რომელმაც, დღევანდელი მონაცემებით, ნაკლები გვერდითი ეფექტები აჩვენა.

რატომ შეიძლება ვეიპინგი უკეთესი არჩევანი იყოს მოწევის დასათმობად

მართალია, ვეიპინგის, როგორც თამბაქოს მოხმარების ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა ჯერ სრულად შესწავლილი არ არის, მაგრამ ის მცირე კვლევები რაც არსებობს, საკმაოდ იმედისმომცემია. ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით, რაც ამჟამად გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეიპერებს საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ თავი აარიდონ ზოგიერთ პრობლემას, რაც საღეჭი რეზინოს გამოყენებას ახლავს თან.

პირველ რიგში, იგივე კემპბელის კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტები უფრო ეფექტურად ახშობს მოწევის სურვილს. ნიკოტინი სისხლში გაცილებით სწრაფად შეიწოვება – შესაბამისად, მოწევის სურვილიც უფრო სწრაფად ქრება.

მეორე მხრივ, ის მცირე კვლევები, რაც გვაქვს, მიუთითებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებზე გადასვლას უფრო მეტი შანსი აქვს დაეხმაროს მწეველს თავის დანებებაში (მაგ. 2021 წლის ბოისის და კოლეგების კვლევა). საქმე არა მხოლოდ ნიკოტინის უფრო სწრაფ მიწოდებაშია (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), არამედ სენსორულ და ქცევით მსგავსებებში ვეიპინგსა და მოწევას შორის.

შესაძლოა პროცესს ის ფაქტორიც ეხმარება, რომ ნიკოტინი არ არის ვეიპინგის გამოცდილების აუცილებელი ელემენტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პოპულარული მაღალი PG-ს შემცველი ელექტრონული სითხეები ნიკოტინის მარილებია, დღესდღეობით ბაზარზე არის ნიკოტინისგან თავისუფალი ვეიპის სითხეების დიდი არჩევანი. მაგალითად, შორტფილები (ყველაზე პოპულარული მაღალი VG-ს შემცველი სითხე) საერთოდ არ შეიცავს ნიკოტინის და საჭიროებს ცალკე შოტის დამატებას. ეს კონფიგურაცია საშუალებას იძლევა მორგებული იყოს მომხმარებლის საჭიროებებზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია თანდათანობით შეამციროს დოზები, დროთა განმავლობაში კი სრულიად უარი თქვას მასზე. და მაინც მიიღებს სენსორულ/ქცევით სტიმულებს, რომლებიც ასოცირდება ჩვეულებრივ სიგარეტებთან, რათა დააკმაყოფილოს ზოგიერთი მოთხოვნილება. სწორად შერჩეული ვეიპის აქსესუარები კი დაეხმარება მომხმარებელს უკეთესი შედეგების მიღწევაში.

ვეიპინგზე საუბრის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ გრძელვადიან ეფექტებზე. უბრალოდ არ არსებობს საკმარისი მასშტაბის გრძელვადიანი კვლევები. მაგრამ იმ მცირედითაც კი, რაც გვაქვს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეიპინგი ჩანს უფრო ეფექტური და ნაკლებად საზიანო ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალება.

თუ თვლით რომ ვეიპინგი თქვენთვის უფრო ოპტიმალური ვარიანტია (ან უბრალოდ შესაძლო ეფექტებმა დაგაინტერესათ), მაშინ დაათვალიერეთ ჩვენი ონლაინ კატალოგი და ეწვიეთ ჩვენს ელექტრო სიგარეტის მაღაზიას

ამჟამად პოდსი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი. კატალოგში იპოვით როგორც სტანდარტულ, ისე უნიკოტინო შორტფილებსაც, რომელთაც ნიკოტინის შოტი ცალკე მოყვება და შემცველობის დონის დარეგულირება სრულიად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ აქამდე მსგავსი არაფერი გიცდიათ, ჰკითხეთ ჩვენს კონსულტანტებს – ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში და დაგაკვალიანებენ, როგორ დაარეგულიროთ შოტი. 

მსგავსი პოსტები

ელექტრო სიგარეტის ისთხეების შერევა

ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა: რა უნდა იცოდეთ

ელექტრო სიგარეტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე ვეიპინგი ერთგვარი ვიწრო ნიშური ჰობი იყო, დღესდღეობით უკვე

გააგრძელე »
აქვს თუ არა ვეიპს კალორიები

რამდენად აქვს ვეიპის კალორიებს წონაზე გავლენა?

რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, მით უფრო აქტუალური ხდება რიგი საკითხები, რომლებითაც ადრე

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის ისთხეების შერევა

ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა: რა უნდა იცოდეთ

ელექტრო სიგარეტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე ვეიპინგი ერთგვარი ვიწრო ნიშური ჰობი იყო, დღესდღეობით უკვე

გააგრძელე »
აქვს თუ არა ვეიპს კალორიები

რამდენად აქვს ვეიპის კალორიებს წონაზე გავლენა?

რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, მით უფრო აქტუალური ხდება რიგი საკითხები, რომლებითაც ადრე

გააგრძელე »