ვეიპინგი საქართველოში სულ უფრო პოპულარულია. მაღაზიების, ბრენდებისა და მოწყობილობების მრავალფეროვნება კი ამ ზრდის კარგი ინდიკატორია. ამ ტენდენციის პარალელურად, გახშირდა მომხმარებელთა შეკითხვებიც იმის შესახებ, თუ რამდენი ნაფაზია დღეში მიზანშეწონილი დოზა?
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გააზრებულად გამოიყენოს ის, რასაც ირჩევს – ამ ბლოგში კვლევებზე დაყრდნობით გეტყვით ყველაფერს, რაც თემის გარშემო უნდა იცოდეთ.
რას ამბობს კვლევა?
2018 წელს სამეცნიერო ჟურნალ Tobacco Regulatory Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 24 რეგულარული ვეიპ მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში სპეციალური ტოპოგრაფიული მოწყობილობებით დაკვირვებას ექვემდებარებოდა. საშუალო მაჩვენებელი 156 ნაფაზი იყო დღეში, თუმცა ინდივიდუალური მონაცემები 44-დან 345-მდე მერყეობდა.
ამ რიცხვებს ერთ დასკვნამდე მივყავართ: „ნორმა” ვეიპინგში მკაცრად განსაზღვრული ცნება არ არის. განსხვავება მოწყობილობის ტიპით, სითხის ნიკოტინის კონცენტრაციითა და ნაპასის სიგრძით აიხსნება.
ვეიპინგის დიაპაზონები
მსუბუქ მომხმარებლად ითვლება ის, ვინც დღეში 100-200 ნაფაზს ითვლის. ეს, ჩვეულებრივ, ახასიათებს მათ, ვინც მაღალი კონცენტრაციის სითხეს – 20 მგ/მლ-ს – იყენებს. ნაკლები ნაპასი სჭირდება კრავინგის დასაკმაყოფილებლად, ამიტომ მთლიანი დღიური მაჩვენებელი დაბალია.
200-500 ნაფაზი საშუალო მაჩვენებელია. ეს ყველაზე გავრცელებული დიაპაზონია, სადაც ყოველდღიური მომხმარებლების დიდი ნაწილი თავსდება. ხშირად ასე ხდება მაშინ, როდესაც სითხის კონცენტრაცია საშუალოა.
500-ზე მეტი ნაფაზი ინტენსიური მოხმარებაა. ეს ხშირად იმ ვეიპერებთან გვხვდება, ვინც დაბალი კონცენტრაციის სითხეს ირჩევს – 3-6 მგ/მლ – და შესაბამისად, მეტ ნაფაზს საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში, ნაფაზების სიხშირე და ჯამი იზრდება, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნიკოტინის მიღებაც პროპორციულად გაიზარდა.
ნაფაზების რაოდენობა ≠ ნიკოტინის რაოდენობა
ეს განსხვავება გასათვალისწინებელია და ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება. ვინც 3 მგ/მლ სითხეს იყენებს, შეიძლება, დღეში 600 ნაფაზამდე ადიოდეს და მაინც ნაკლებ ნიკოტინს იღებდეს, ვიდრე ვინც 20 მგ/მლ-ზე 150 ნაფაზს თვლის.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ნიკოტინის მარილებს (nic salts) ეხება არის ის, რომ ისინი ორგანიზმში 30-40%-ით სწრაფად შეიწოვება, ვიდრე ჩვეულებრივი free-base ნიკოტინი. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ნაპასით შეიძლება იმავე შედეგის მიღება, რაც, თავის მხრივ, სწორი კონცენტრაციის შერჩევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ამ თვალსაზრისით, ერთი და იგივე ნაპასების რაოდენობა განსხვავებულ შედეგს იძლევა და ეს დამოკიდებულია იმაზე, ნიკოტინის რომელ ფორმასა და კონცენტრაციას იყენებთ.
ვეიპი VS სიგარეტი
ერთი სიგარეტი, პირობითად, 10-15 ნაფაზს შეესაბამება. ამ ლოგიკით, ვინც ადრე დღეში ნახევარ კოლოფს ეწეოდა, ვეიპინგზე გადასვლის შემდეგ 100-150 ნაფაზი ანალოგიური შემცვლელია. ეს, ზემოხსენებული დიაპაზონის მიხედვით, მსუბუქ-საშუალო მოხმარებაში ექცევა.
სიგარეტთან შედარებით, ვეიპი ნაკლებ საფრთხეს შეიცავს და ეს კვლევებითაა დადასტურებული. კლასიკური სიგარეტი წვის პროცესით ათობით მავნე ნივთიერებას გამოჰყოფს, ვეიპი კი ამ პროცესს სხვა გზით ანაცვლებს.
სად გადის ზღვარი?
ორგანიზმი, ჩვეულებრივ, სიგნალებს იძლევა. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ძილის გაუარესება – ეს ნიშნები, ვეიპინგის კონტექსტში, ნიკოტინის გადაჭარბებაზე მიუთითებს. თუ ვეიპინგის შემდეგ ასეთი შეგრძნება გიჩნდება, პირველი ნაბიჯი სითხის კონცენტრაციის შემოწმებაა.
გარდა ამისა, ქცევის ნიმუშიც კარგი ინდიკატორია. გამოცდილი მომხმარებლები ხშირად ამბობენ, რომ კონტროლის მარტივი გზა არა ნაფაზების დათვლა, არამედ გამოყენების სწორად განსაზღვრაა.
პრაქტიკული მიდგომა
თუ მიზანი სიგარეტის შეცვლაა, უმჯობესია, პირველ ეტაპზე, ნიკოტინის კონცენტრაცია ადრეულ მოხმარებასთან შეასაბამოთ. ეს ნაფაზების გაუკონტროლებელი ზრდის ალბათობას ამცირებს. თანდათანობით, კონცენტრაციის შემცირების გზით, ნაფაზების ოდენობაც ბუნებრივად სტაბილურდება.
მოწყობილობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პოდ-სისტემები, რომლებიც პირის ღრუდან ფილტვებში MTL სტილით ამუშავებს ორთქლს, ჩვეულებრივ, ნაკლებ ნაფაზს საჭიროებს. პირდაპირ ფილტვებში – DTL – ჩაბერვის სტილი კი გაცილებით მეტ ნაფაზს გულისხმობს, რადგან ნიკოტინის კონცენტრაცია ამ შემთხვევაში დაბალია.
სწორი პროდუქტის შერჩევა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, აირჩიოთ სანდო ვეიპ შოპი საქართველოში.
ნებისმიერი ნიკოტინის შემცველი პროდუქტი, თავისი ზომის გარეშე, პრობლემატური ხდება. კვლევის მონაცემები რეალისტურ სურათს ქმნის: 100-200 ნაპასი მსუბუქი მოხმარებაა, 200-500 საშუალო, ხოლო 500-ზე მეტი – ინტენსიური, რაც ყურადღებას მოითხოვს. ამ ყველაფერს კი სითხის კონცენტრაცია, მოწყობილობის ტიპი და ორგანიზმის სიგნალები განსაზღვრავს.

