ნიკოტინის ბალიშები vs სიგარეტი: რას იწვევს მათი მოხმარება 5 წლიან პერსპექტივაში

სიგარეტისა და სნუსის (ნიკოტინის ბალიშების) შედარება აქტუალური თემაა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას ამაო გარჯის შემდეგ, ახალ-ახალი ხერხებით ცდილობს.  ბევრს ისიც სმენია, რომ სნუსი ნაკლებად საზიანოა, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს და რით განსხვავდება სნუსის მოხმარების შედეგები სიგარეტისგან, თუ მათ 5 წლიან პერსპექტივაში შევადარებთ? რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვალიდურ კვლევებს ეფუძნება. 

 

სიგარეტის მოწევა 5 წლის განმავლობაში: მისი შედეგები

ტრადიციული სიგარეტის მთავარი პრობლემა წვის პროცესია. როცა თამბაქო იწვის, წარმოიქმნება კვამლი, რომელიც 7000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ამ ნივთიერებებიდან სულ მცირე 70 ცნობილი კანცეროგენია, ანუ პირდაპირ კავშირშია ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებასთან. 

 

5 წლის განმავლობაში სისტემატური მოწევის შემდეგ ეს ქიმიკატები ორგანიზმში კუმულაციური ეფექტით გროვდება. ამერიკის სურსათისა და წამლების სააგენტოს (FDA) მონაცემებით, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ფილტვის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტისა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (COPD) რისკი. კვლევები ადასტურებს, რომ მწეველების გულის იშემიური დაავადების რისკი 2-3-ჯერ აღემატება არამწეველების მაჩვენებელს.

ამასთანავე, სიგარეტის კვამლი ზიანს აყენებს არა მხოლოდ თავად მწეველს, არამედ გარშემომყოფებსაც. ეს ფაქტორი, რომელსაც პასიური მოწევის სახელით ვიცნობთ, სიგარეტის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მხარეა, რაც სნუსის შემთხვევაში, ცხადია, არ არსებობს.

 

ალტერნატივა მწეველებისთვის – როგორ მოქმედებს სნუსი 5 წლიან პერსპექტივაში?

 

იმის გასაგებად, თუ რას იწვევს სნუსი, იგივე ნიკოტინის ბალიში, თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებული პროდუქტია. მისი მოხმარებისას არ ხდება წვა, არ წარმოიქმნება კვამლი და, შესაბამისად, არ ხდება იმ ათასობით ტოქსიკური ნივთიერების ორგანიზმის მიერ შეწოვა, რაც ტრადიციულ სიგარეტს ახასიათებს.

 

სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც სნუსს ათწლეულების განმავლობაში მოიხმარენ, ჩატარებულ მასშტაბურ კვლევებში გამოვლინდა, რომ სნუსის მოხმარება არ უკავშირდება ფილტვის კიბოსა და რესპირატორული დაავადებების გაზრდილ რისკს. შვედური კვლევების ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ სნუსის მომხმარებლებს შორის ფილტვის კიბოსა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მაჩვენებლები არ განსხვავდება არამომხმარებლების შესაბამისი მონაცემებისგან.

 

რობერტ კენედი – ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივანი ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ნიკოტინის მიღების ყველაზე უსაფრთხო გზა, სხვადასხვა ალტერნატივებს შორის, ნიკოტინის ბალიშები იყოს. 

 

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა (Public Health England) ერთ-ერთ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვამლო თამბაქოს პროდუქტები, მათ შორის სნუსი, დაახლოებით 95%-ით ნაკლებად მავნეა, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. მართალია, ეს შეფასება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაა და არა აბსოლუტური სიზუსტის მქონე რიცხვი, თუმცა ის ნათლად ასახავს იმ მასშტაბურ განსხვავებას, რომელიც ამ ორ პროდუქტს შორის არსებობს.

ამავდროულად, FDA-ს ეპიდემიოლოგიური მიმოხილვის მიხედვით, სნუსის მომხმარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ნაკლებია მწეველებთან შედარებით. 

 

სნუსი (ნიკოტინის ბალიში) სიგარეტს სჯობს, თუმცა რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ

 

სნუსი გაცილებით ნაკლებად მავნეა, ვიდრე სიგარეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი სრულიად უსაფრთხო პროდუქტია. მნიშვნელოვანია რამდენიმე რისკის ცოდნა. 

 

პირველ რიგში, სნუსი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ, ვინც სნუსის მოხმარებას იწყებს, უნდა იცოდეს, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულების რისკი არსებობს, თუმცა ის სიგარეტის შემცვლელი საჭირო პროდუქტია. 

 

გარდა ამისა, სნუსის მოხმარება დაკავშირებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებებთან. ასევე, ორსულობის პერიოდში სნუსის მოხმარება ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის რისკს.

 

მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სნუსის პოტენციური უპირატესობა ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ადამიანი სრულად წყვეტს სიგარეტის მოწევას. შესაბამისად, თუ სიგარეტისთვის თავის დანებებას გეგმავთ, ელ სიგარეტების მაღაზია “პოდსი” სნუსების ფართო არჩევანს გთავაზობთ როგორც ბრენდების, ასევე გემოების მიხედვით. 

 

სიგარეტი თუ სნუსი? : საკითხავი აი, ეს (აღარ) არის!

 

სამეცნიერო მონაცემები ადასტურებს, რომ 5 წლიან პერსპექტივაში სიგარეტის მოხმარება გაცილებით მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სნუსის მოხმარება. განსხვავების მთავარი მიზეზი კი სიგარეტის წვის პროცესია. 

 

კითხვაზე – სიგარეტი თუ სნუსი? – შედარებით ჯანსაღი არჩევანი მათთვის, ვინც მზად არის სიგარეტზე უარის თქმისთვის, არის სნუსი – მეცნიერულად დადასტურებული ნაკლებად მავნე ალტერნატივა.  

 

“პოდსი” გთავაზობთ როგორც სნუსების, ასევე მრავალჯერადი და ერთჯერადი გამოყენების ელექტრო სიგარეტების ფართო არჩევანს, ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: HQD, Vaporesso, GEEKVAPE და ა.შ. 

მსგავსი პოსტები

CBD Vape

CBD სტრესის წინააღმდეგ: ბუნებრივი გამოსავალი დაძაბული დღეებისთვის

სამუშაო და ყოველდღიური სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეხვედრები, მუდმივი შეტყობინებები და რთული რეჟიმი –

გააგრძელე »
qoilebis-sicocxlis-xangrdzlivoba

რატომ იწვის ვეიპის ბირთვი (ქოილი) ვადაზე ადრე და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან: 5 შეცდომა

ვეიპის ქოილს საშუალოდ ერთიდან ოთხ კვირამდე გამოყენების ხანგრძლივობა აქვს. ეს ციფრი, ბუნებრივია, პირობითია და ზუსტი

გააგრძელე »
CBD Vape

CBD სტრესის წინააღმდეგ: ბუნებრივი გამოსავალი დაძაბული დღეებისთვის

სამუშაო და ყოველდღიური სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეხვედრები, მუდმივი შეტყობინებები და რთული რეჟიმი –

გააგრძელე »
qoilebis-sicocxlis-xangrdzlivoba

რატომ იწვის ვეიპის ბირთვი (ქოილი) ვადაზე ადრე და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან: 5 შეცდომა

ვეიპის ქოილს საშუალოდ ერთიდან ოთხ კვირამდე გამოყენების ხანგრძლივობა აქვს. ეს ციფრი, ბუნებრივია, პირობითია და ზუსტი

გააგრძელე »