კომპანიის შესახებ

ელექტრონული სიგარეტების მაღაზიათა ქსელი Podsy ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდში ვეიპები საქართველოში ვიწრო სეგმენტის პროდუქციად ითვლებოდა და ადგილობრივი ბაზარიც, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრად ეკიდებოდა სტანდარტებს. 

Podsy-ს მიზანი თავიდანვე განსხვავდებოდა სტანდარტული კომერციული მიდგომისგან. გვსურდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა არა მხოლოდ ვეიპებსა და ვეიპის აქსესუარებს, არამედ პროდუქციის შერჩევისა და შეძენის სასიამოვნო გამოცდილებასაც ნათელ, თანამედროვე და კომფორტულ სივრცეებში.

ამ ხედვამ დიდწილად განაპირობა ჩვენი სწრაფი ზრდა. ერთი მცირე ობიექტიდან დაწყებული Podsy დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ქსელია ქვეყანაში. ბრენდი საქართველოს მასშტაბით 16 ფილიალს აერთიანებს. ჩვენს ვეიპ შოპებს იპოვით როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და მოლებში, ასევე რეგიონებში – ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, გორში, თელავსა და ფოთში. 

რას გთავაზობთ Podsy

Podsy-ს მიზანია ქართველ მომხმარებელს მისცეს მარტივი წვდომა ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციაზე სფეროს ისეთი ლიდერებისგან, როგორც HQD, Vaporesso და Uwell. ჩვენი კატალოგი მუდმივად ახლდება, ამიტომ მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია აირჩიოს ორიგინალი, მაღალი ხარისხის ელექტრო სიგარეტი სხვადასხვა მწარმოებლისგან. 

Podsy-ს მაღაზიაში მარტივად აარჩევთ თქვენი მოხმარების სტილისთვის შესაფერის მოდელებს. შეგიძლიათ პროცესის სრულად თქვენს გემოვნებაზე მორგება. გვაქვს როგორც დამწყებისთვის განკუთვნილი მარტივი მოწყობილობები, ისე შედარებით რთული კონსტრუქციის მრავალჯერადი ვეიპები. თუ ეძებთ ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც მეტ ორთქლს გამოყოფს და სიმძლავრის ზუსტი რეგულირების საშუალებას იძლევა, მაშინ ეს მოდელები აუცილებლად დაგაინტერესებთ. ამგვარი სისტემები საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად მართოთ სიმძლავრე და ჰაერის ნაკადი, რაც მოხმარების პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის.

Podsy-ში უშუალოდ ვეიპების გარდა შეიძენთ ვეიპის აქსესუარებსაც – ქოილებს, კარტრიჯებსა და ავზებს. იმისთვის, რომ მრავალჯერადი სისტემა მაქსიმალურად დიდი ხანი გემსახუროთ, ამ ნაწილების დროული ცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Podsy-ს ქსელის გაფართოებასთან ერთად გავაფართოვეთ ჩვენი პროდუქციის კატეგორიებიც. თავიდან მაღაზია ექსკლუზიურად ვეიპ შოპი იყო და კატალოგიც ელექტრო სიგარეტებსა და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებზე კონცენტრირდებოდა. 2025 წელს დავამატეთ ტრადიციული სიგარეტის სხვა ალტერნატივებიც. 

უკვამლო თამბაქოს პროდუქტი, სნუსი, ამჟამად საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. სნუსი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააკმაყოფილოს ნიკოტინის მოთხოვნილება გარშემომყოფებისთვის სრულიად შეუმჩნევლად, ხალხმრავალ ადგილებშიც კი.

კომპანია ასევე ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს და ფართოვდება იმ მიმართულებითაც, რომელიც ნიკოტინის სრულად ჩანაცვლებას გულისხმობს. 2025 წელს ჩვენს კატალოგს დაემატა  სიბიდი (CBD) პროდუქციის დიდი არჩევანი. პროდუქტი წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით – ტკბილეულობა, სასმელები, საღეჭი რეზინი და სპეციალური, სიბიდის ელექტრო სიგარეტი (თავისი აქსესუარებით). 

როდესაც ადამიანი ნიკოტინს ძირითადად სტრესის მართვისა და რელაქსაციისთვის იღებს, სიგარეტის  ჩანაცვლება განსაკუთრებით რთულია. თუმცა სიბიდი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალტერნატივაა. სწორედ ამიტომ, Podsy-ს მრავალფეროვან კატალოგში უკვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 

ბრენდის მიდგომა და ღირებულებები

ჩვენი მთავარი პრინციპი პროდუქციის შერჩევისას ხარისხის მუდმივი კონტროლი და დაცვაა. ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად იმაზეა გათვლილი, თაროებზე არასდროს მოხვდეს ფალსიფიცირებული ნივთები. Podsy-ს მაღაზიებში ვეიპის, ვეიპის აქსესუარების, სიბიდის თუ სნუსის შეძენისას, მომხმარებელს აქვს სრული გარანტია იმისა, რომ ორიგინალ პროდუქციას იძენს.

ის, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევდა 2021 წელს და დღემდე გამოგვარჩევს მომსახურების განსაკუთრებული სტანდარტებია. მომხმარებელთა გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ ჩვენი გუნდის წევრები არიან არა უბრალო კონსულტანტები, არამედ დარგის ექსპერტები. სტუმრები ხაზს უსვამენ პერსონალის კომპეტენციას და მეგობრულ მიდგომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

Podsy არ ჩერდება და აგრძელებს განვითარებას თქვენთან ერთად.

მსგავსი პოსტები

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »