კოფეინი და ნიკოტინი: შეიძლება მათი ერთად გამოყენება?

ყავა და ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კომბინაციაა. კვლევების მიხედვით, ნიკოტინის მომხმარებელთა 86% ყავის რეგულარული მსმელია, ხოლო ნიკოტინის არმიმღებ ადამიანებში ეს მაჩვენებელი 77%-ია. განსხვავება, ერთი შეხედვით, მცირეა, მაგრამ, ბიოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი.

კოფეინი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, ხოლო ნიკოტინი – მესამე, ალკოჰოლის შემდეგ.

კოფეინი და ნიკოტინი სხვადასხვა გზით, მაგრამ ერთი მიმართულებით მოქმედებს – ორივე დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებს, ორივე ენერგიის, კონცენტრაციისა და სიფხიზლის განცდას ქმნის. კვლევებმა დაადასტურა, რომ კოფეინის მიღება ნიკოტინის გამოყენების ალბათობას 61%-ით ზრდის. ეს აჩვენებს, რომ ამ ორ ნივთიერებას შორის კავშირი ჩვევაზე ბევრად მეტს გულისხმობს.

კოფეინი ნიკოტინის ეფექტებს ცვლის

კვლევებმა, რომლებიც ნიკოტინის მომხმარებლების ყოველდღიურ ქცევას ადევნებდა თვალს, ასეთი რამ გამოავლინა: კოფეინის მიღება ნიკოტინის გარკვეულ ეფექტებს – გემოს შეგრძნებასა და სიმშვიდის განცდას – ამძაფრებს.

ყავა ნიკოტინის ეფექტს უშუალოდ არ ძლიერებს, მაგრამ სურვილზე ახდენს გავლენას. ეს ფაქტი ხსნის, თუ რატომ იღებს ბევრი ადამიანი ყავასა და ნიკოტინს ერთდროულად. ამ კუთხით გენეტიკის როლიც საინტერესოა.

ადამიანები, რომლებიც კოფეინს გენეტიკურად ნელა ამუშავებენ, ყავის ეფექტს ბევრად ინტენსიურად გრძნობენ და ბუნებრივია, ნაკლებ კოფეინს სვამენ. სწრაფი მეტაბოლიზმის დროს კი ეფექტი სწრაფად გადის, ამიტომ მეტი სჭირდებათ.

ნიკოტინი კოფეინის გადამუშავების პროცესს ცვლის

ამ ორი ნივთიერების ბიოლოგიური ურთიერთქმედების ყველაზე ნაკლებად ცნობილი ასპექტი ისაა, რომ ჩვეულებრივი სიგარეტი კოფეინის გადამუშავების სიჩქარეს ცვლის. კოფეინი ღვიძლში CYP1A2 ფერმენტის მეშვეობით იშლება. მოწევა ამ ფერმენტის აქტიურობას ისე ზრდის, რომ კოფეინის განახევრების პერიოდი, ანუ ის დრო, რაც ორგანიზმს კოფეინის ნახევრის გამოყოფამდე სჭირდება, ორჯერ მცირდება. ჩვეულ პირობებში, ეს პერიოდი დაახლოებით 4 საათია, სიგარეტის მომხმარებლებში კი ეს დრო 2 საათამდე მცირდება.

ჩვეულებრივი სიგარეტისა და ყავის ერთდროულად მომხმარებელ ადამიანს, ეფექტის შესანარჩუნებლად, ყავის მეტი რაოდენობა სჭირდება, ვიდრე ნიკოტინის გარეშე. სწორედ ეს ხსნის ნაწილობრივ, რატომ ასოცირდება ნიკოტინის მოხმარება ყავის გაზრდილ მოხმარებასთანაც, ამ მოთხოვნილებას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს.

ადამიანში, რომელიც ნიკოტინის გამოყენებას წყვეტს, CYP1A2 ფერმენტის ინდუქცია ნელ-ნელა ნორმას უბრუნდება და კოფეინი ისევ 4 საათის ვადაში მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ყოფილი მომხმარებელი ყავის ეფექტს განსხვავებული ინტენსივობით გრძნობს. ბევრი ადამიანი ამ პერიოდში ყავის ეფექტის ასეთ ძლიერ ზემოქმედებას ნიკოტინის არარსებობის გვერდით ეფექტს შეცდომით მიაწერს. სინამდვილეში ეს მეტაბოლიზმის ნორმალიზებაა.

ნიკოტინის ბალიშები, იგივე სნუსი და კოფეინი ერთად

ნიკოტინის ბალიშების, იგივე სნუსის შემთხვევაში, სურათი განსხვავებულია. ვინაიდან სნუსს წვა არ ახლავს, CYP1A2 ფერმენტის ის ძლიერი ინდუქცია, რომელიც ჩვეულ მოწევას ახასიათებს, სნუსის გამოყენებისას ნაკლებად გამოხატულია.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი სიგარეტიდან სნუსზე გადასვლა ყავის ეფექტის ოდნავ გაძლიერებასთან შეიძლება, ასოცირდებოდეს. ეს ლოგიკური შედეგია, ვინაიდან CYP1A2-ის ინდუქცია მცირდება და კოფეინი ნელა იშლება. ასეთ შემთხვევაში, ყავის დოზის ოდნავ შემცირება ან ჩვეული დოზის შენარჩუნება ერთნაირად გამართლებულია – ეს პირადი არჩევანის საკითხია.

ამ კომბინაციაში მაინც ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ნიკოტინი ნერვული სისტემის სტიმულატორია – ის გულისცემასა და სისხლის წნევაზე უშუალოდ მოქმედებს. ასევეა კოფეინიც, თუმცა რეგულარული მომხმარებლებისთვის ეს ეფექტი ნაკლებ გამოხატულია. ჯანმრთელ ადამიანში, ზომიერი გამოყენებისას, კოფეინის შემთხვევაში, ეს 400 მგ.-ია დღეში, რაც დაახლოებით 4-5 ჭიქა ყავის ტოლია.

ნიკოტინიანი ერთჯერადი სიგარეტები – ვეიპინგი და კოფეინი ერთად

ვეიპინგი ჩვეულებრივი სიგარეტისგან სწორედ წვის არქონით განსხვავდება. ეს, თავის მხრივ, CYP1A2 ფერმენტის ინდუქციის ინტენსივობაზეც ახდენს გავლენას. ვეიპინგი ამ ფერმენტს, სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად ააქტიურებს. შედეგად, მომხმარებელი კოფეინს შედარებით ნელა ამუშავებს, ხოლო ყავის ეფექტი ოდნავ ხანგრძლივდება.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა, ვინც ჩვეულებრივი სიგარეტიდან ნიკოტინიან ერთჯერად სიგარეტებზე გადავიდა, ყავა ოდნავ განსხვავებულად შეიძლება, შეიგრძნოს. ეს CYP1A2-ის ინდუქციის შემცირებით აიხსნება და ვეიპინგის ეფექტი არაა. ასეთ შემთხვევაში, ყავის დოზის ოდნავ შემცირება საკმარისია.

კოფეინი და ნიკოტინი, ბიოლოგიურ დონეზე, ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთიერებებია. ნიკოტინი კოფეინის გადამუშავებაზე მოქმედებს, კოფეინი ნიკოტინის ზოგიერთ ეფექტს ამძაფრებს. ეს ურთიერთქმედება ნიკოტინის სხვადასხვა ფორმაში განსხვავებულად ვლინდება: ჩვეულებრივ სიგარეტთან ყავის გადამუშავება სწრაფია, სნუსთან და ვეიპინგთან – ნაკლებად. ეს ფაქტი ყოველთვის ინდივიდუალურად ვლინდება. ამ ნივთიერებებს ყველას ორგანიზმი განსხვავებულად ამუშავებს.

მსგავსი პოსტები

ვეიპები, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

“როგორ დავანებო სიგარეტს თავი?” – ყველა მწეველს ერთხელ მაინც გასჩენია ეს კითხვა. სიგარეტისთვის თავის დანებება

გააგრძელე »

ვეიპები, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

“როგორ დავანებო სიგარეტს თავი?” – ყველა მწეველს ერთხელ მაინც გასჩენია ეს კითხვა. სიგარეტისთვის თავის დანებება

გააგრძელე »
შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია WOLT-ზე