Flonq Meta-ს ვეიპ მოწყობილობები უკვე “პოდსიშია”
Flonq Meta უკვე “პოდსის” ფილიალებში დაგხვდებათ. თუ პოდ სისტემებს თვალს ადევნებთ, ამ სახელს სავარაუდოდ უკვე იცნობთ. ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. საინტერესოა, რით გამოირჩევა ეს მოდელი სხვა პოდ სისტემებისგან? სანამ კონკრეტულ მახასიათებლებზე გადავალთ, ჯერ გავარკვიოთ, თუ რა ტიპის მოწყობილობაა Flonq Meta.
რა კატეგორიას მიეკუთვნება Flonq Meta?
Flonq Meta პოდ სისტემების ოჯახს მიეკუთვნება. ეს არის ვეიპების ის ჯგუფი, სადაც მცირე ზომა და გამოყენების სიმარტივე მთავარი პრიორიტეტია. დიდი და რთულად ასათვისებელი მოწყობილობებისგან განსხვავებით, მას არ აქვს ზედმეტი პარამეტრები, კომპაქტურია და ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი. თუ მის აგებულებას დაწვრილებით გაეცნობით, ნახავთ, რომ მთავარი უპირატესობა სწორედ მის მოხერხებულობაშია.
ვინც ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებას აპირებს, Flonq Meta იდეალური ალტერნატივაა. ერთჯერადი მოდელებისგან განსხვავებით, პოდ სისტემას დიდხანს გამოიყენებთ, კარტრიჯის შეცვლით კი მოწყობილობას მარტივად განაახლებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბევრად პრაქტიკული გზაა. თუ მაინც ერთჯერადი ვარიანტები გირჩევნიათ, ჩვენს კატალოგში მათი ფართო არჩევანი დაგხვდებათ. პოდ სისტემებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ამ მიმართულებით მეტი დეტალის გასაგებად კი შეგიძლიათ, პოდ სისტემების მიმოხილვას გაეცნოთ.
Flonq Meta-ს დიზაინის უპირატესობები
Flonq Meta-ს ვიზუალი საკმაოდ დახვეწილია. მისი ყველა დეტალი მომხმარებლის კომფორტსა და გამოყენების სიმარტივეს ემსახურება. მოწყობილობა ორ ფერშია წარმოდგენილი: ვერცხლისფერსა და შავში. ეკრანიც ამავე პრინციპითაა შექმნილი: საჭირო ინფორმაცია მკაფიოდ იკითხება, ზედმეტი ღილაკებისა და გაურკვეველი მითითებების გარეშე.
როგორ გამოვიყენოთ Flonq Meta?
მოწყობილობის წინა მხარეს განთავსებული LED ეკრანზე ელემენტის დამუხტვის დონე და პოდ სისტემის სხვა მახასიათებლებია დატანილი. შესაბამისად, ერთი შეხედვითაც მარტივად მიხვდებით, რა რეჟიმში მუშაობს პოდი და რამდენი პროცენტი დარჩა ბატარეას.
Flonq Meta-ს სამი სამუშაო რეჟიმი აქვს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს:
- Soft რეჟიმი არომატს ნელა და თანაბრად გამოჰყოფს
- Normal რეჟიმი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და დაბალანსებული სიმძლავრით გამოირჩევა
- Max რეჟიმი კი მაქსიმალურ სიმძლავრით ხასიათდება და მკვეთრ არომატს განაპირობებს
რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო ინტენსიურია გემო, ორთქლიც მეტად მკვრივია. ამიტომ რეჟიმის შერჩევა მთლიანად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. რეჟიმის შესაცვლელად ღილაკზე თითის ერთი დაჭერაც საკმარისია. რეჟიმის ცვლილებას ეკრანის ფერის შეცვლაც ახლავს, რაც მოწყობილობის სტატუსს გიჩვენებთ.
პოდ სისტემას ჰაერის ნაკადის რეგულირებაც შეუძლია.
რომელი კარტრიჯი აირჩიოთ?
Flonq Meta-ს ორი სხვადასხვა ტიპის კარტრიჯი შეესაბამება. ორივე მათგანი მაგნიტური სისტემით მაგრდება. ამ მექანიზმის ჩანაცვლება უმარტივესია. ის მჭიდროდ ჯდება ბუდეში.
წინასწარ შევსებული კარტრიჯის ასორტიმენტში ათი სხვადასხვა გემოა. ხილის მოყვარულებისთვის შეხვდებით მანგოს, ყურძენს, საზამთროს, ატამს, მარწყვსა და კივს. გრილი შეგრძნებებისთვის პიტნის არომატი შეგიძლიათ, გამოსცადოთ. მათთვის, ვინც კლასიკას ანიჭებს უპირატესობას, თამბაქოს არომატიც ხელმისაწვდომია.
შესავსები კარტრიჯი 3 მილილიტრ სითხეს იტევს და მასში სასურველ არომატს თავად ასხამთ. აქ სამ ვარიანტს შორის შეგიძლიათ, აირჩიოთ. თითოეული მათგანი განსხვავებულ შეგრძნებას გთავაზობთ. დაბალი, 0.4 ომიანი წინაღობა სქელ და მკვრივ ორთქლს წარმოქმნის, რასაც შედარებით მეტი სიმძლავრე სჭირდება. 0.6 ომი დაბალანსებული ჩასუნთქვისთვისაა განკუთვნილი და ოქროს შუალედს ინარჩუნებს. 0.85 ომი კი შედარებით მსუბუქ ორთქლს გამოჰყოფს.
რამდენ ხანს ძლებს ბატარეა?
Flonq Meta აღჭურვილია 1000 mAh ტევადობის ბატარეით და Type C კაბელით იმუხტება. სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით მოწყობილობის ენერგია სულ რაღაც 40 წუთში მთლიანად აღდგება. ასეთი ტევადობა დღის განმავლობაში ხშირი დამუხტვის საჭიროებას გამორიცხავს. პროცესის მიმდინარეობა ეკრანზევე აისახება, შესაბამისად, ყოველთვის გეცოდინებათ, ელემენტი უკვე სავსეა თუ ჯერ კიდევ იტენება.
იმისათვის, რომ ელემენტმა დიდხანს და შეუფერხებლად იმუშაოს, მოწყობილობას სწორი მოვლა სჭირდება. ლითიუმის ელემენტი მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებისადმი, ამიტომ ცხელ ავტომობილში ან პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მისი დატოვება მუხტის ხანგრძლივობას ამცირებს.
ვისთვის არის განკუთვნილი Flonq Meta?
Flonq Meta საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ყოველდღიური, კომპაქტური პოდი სჭირდება, სადაც მარტივი მართვა, არომატისა და სიმძლავრის მრავალფეროვნება და სწრაფი დამუხტვა ერთად არის თავმოყრილი. ვინაიდან მზა და შესავსები კარტრიჯები ერთ მოწყობილობაზეა თავსებადი, ცვლილება უმარტივესია. თუ სიმარტივესა და მოქნილობას ერთად აფასებთ, Flonq Meta ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.
მოწყობილობის სრულ აღწერას Flonq Meta-ს გვერდზე გაეცნობით, დათვალიერება და შეძენა კი “პოდსის” ფილიალებშია შესაძლებელი. თუ ჯერ კიდევ მერყეობთ და არ იცით, რომელი კარტრიჯი ან რეჟიმი გირჩევნიათ, ჩვენი კონსულტანტები ადგილზე დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.

