ბოლო დეკადის განმავლობაში, ელექტრო სიგარეტების ტექნოლოგიამ დიდი ევოლუცია განიცადა და სრულიად შეცვალა მოწევის საერთო პრაქტიკა. თავდაპირველად ვეიპინგი საკმაოდ ერთფეროვანი გამოცდილება იყო, ვინაიდან პირველი ვეიპები შეიქმნა როგორც მწეველებისთვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისთვის დამხმარე მოწყობილობა, თუმცა დროთა განმავლობაში ვეიპის დანიშნულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ვეიპინგიც სრულიად დამოუკიდებელ ჩვევად ჩამოყალიბდა (ე.ი ვეიპერთა დიდი ნაწილი ეწევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკოტინის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, მეტიც არსებობს ელექტრო სითხეები, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს ნიკოტინს). მნიშვნელოვნად გაიზარდა არჩევანი, როგორც ერთჯერად ისე მრავალჯერად მოდელებს შორის. ბევრი ვეიპერი აბიჯებს ელექტრონული სიგარეტების სამყაროში ისე, რომ საერთოდ გვერდს უვლის ტრადიციული სიგარეტების მოწევის ფაზისთვის.
ისიც სახსენებელია, რომ გარკვეული კვლევები ჩატარდა იმის დასამტკიცებლად, რომ ელექტრო სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამბაქოს ჩანაცვლების თერაპიის ტექნიკაა და მნიშვნელოვნად ეხმარება ტრადიციული სიგარეტის მწეველებს ნიკოტინის მიღების შემცირების კუთხით, უმეტესობისთვის ვეიპინგის მიმზიდველობა მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. დღესდღეობით, სითხე ელექტრო სიგარეტისთვის გულისხმობს როგორც გემოების დიდ ასორტიმენტს (სტანდარტული ხილის გემოებიდან დაწყებული და ეგზოტიკური, უჩვეულო, მლაშე გემოებით დამთავრებული), ისე ნიკოტინის რაოდენობის სრულად კონტროლის საშუალებას რაც სხვადასხვა გემოვნების მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს მრავალფეროვნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსია ვეიპერების თვალში
თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ მრავალფეროვნებას თან დილემაც ახლავს: დამწყებ ვეიპერებს ხშირად უჭირთ მათთვის ოპტიმალური ტიპის მოწყობილობის შერჩევა. ჩვენი სტატია დეტალურად განიხილავს როგორც ერთჯერადი ვეიპების, ისე მრავალჯერადი მოდელების ძირითად დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც დაგეხმარებათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაში.
რა არის ერთჯერადი ვეიპი?
ერთჯერადი ვეიპი არის კომპაქტური, წინასწარ დატენილი და სითხით გავსებული ელექტრო სიგარეტი, რომელიც განკუთვნილია ერთი გამოყენებისთვის – მარტივია მოხმარებაში, არ საჭიროებს დამატებით მოვლას, მაგრამ ვერ შეძლებთ მის დატენას ან ხელახლა შევსებას.
თითოეული ასეთი ელექტრო სიგარეტი აღჭურვილია წინასწარ დატენილი ჩაშენებული ბატარეითა და კონკრეტული არომატის სითხით. კარგი არჩევანია როგორც დამწყები ვეიპერებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აღმოუჩენიათ თავიანთი პრეფერენციები. ხშირად იყენებენ გამოცდილი ვეიპერებიც, განსაკუთრებით თუ მოულოდნელად აღმოჩნდებიან თავიანთი მრავალჯერადი კომპლექტის გარეშე.
მოწყობილობა როგორც წესი ავტომატურად აქტიურდება, როდესაც მომხმარებელი ჩაისუნთქავს, მოდელების უმეტესობას ღილაკებიც კი არ აქვს. მსგავსი მარტივი ვეიპების არჩევანი დიდია: ხელმისაწვდომია უამრავი სხვადასხვა არომატითა და ნიკოტინის სიმძლავრით. განკუთვნილია მხოლოდ ერთი გამოყენებისთვის და ჩვეულებრივ ნაგავში ხვდება მას შემდეგ, რაც ელექტრონული სითხე ამოიწურება და/ან ბატარეა დაიცლება.
ერთჯერადი ვეიპის პლუსები, მინუსები და გამოყენების წესი
ერთჯერადი მოწყობილობის ყველაზე მიმზიდველი ასპექტი მისი სიმარტივეა. როგორც უკვე აღინიშნა, ისინი მზად არის დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის, საჭირო არ არის მათი დატენა ან ელექტრონული სითხის ცალკე შეძენა. არ არსებობს მისი მოვლის, დატენისა თუ ხელახლა შევსების საჭიროება, რის გამოც იდეალური არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პრიორიტეტს სიმარტივეს და სისწრაფეს ანიჭებენ. ისინი ასევე კომპაქტური და პორტატიულია, იდეალურია გზაში მოსახმარად.
მეორეს მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სტაბილურად გამოყენება შეიძლება უფრო დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე მრავალჯერადი მოწყობილობის შეძენა. ოპტიმალური არჩევანია, თუ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ რამდენად მოგწონთ ვეიპინგის პრაქტიკა, ან გსურთ კონკრეტული გემოს გასინჯვა, ან თუნდაც მოგზაურობთ და თან ვერ ატარებთ მრავალჯერად კომპლექტს. მაგრამ დროთა განმავლობაში, მათი რეგულარულად შეძენა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის მოვლა-პატრონობა. გარდა ამისა, მრავალჯერადი მოწყობილობა ეკოლოგიურად უფრო მეგობრულიცაა, რადგან გამოყენების შემდეგ ერთჯერადი უბრალოდ უნდა გადააგდოთ, რითაც გარემოს აზიანებთ. არომატებისა და ნიკოტინის სიმძლავრის მრავალფეროვნებაც შეიძლება შეზღუდული იყოს მრავალჯერად მოდელებთან შედარებით.
ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის გამოყენება მარტივია. ამოიღეთ შეფუთვიდან და ჩაისუნთქეთ მოწყობილობის გასააქტიურებლად. მაქსიმუმ იყოს ერთი სპეციალური ღილაკი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოწყობილობა ავტომატურად მუშაობს. სითხისგან დაცლის შემდეგ, ინსტრუქციის შესაბამისად გადააგდეთ მოწყობილობა.
რა არის მრავალჯერადი ვეიპი?
მრავალჯერადი ვეიპები, მაგალითად ცნობილი Caliburn მოდელები, განკუთვნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის და ელექტრონული სითხისგან დაცლის შემდეგ შეიძლება თავიდან შეივსოს. ამ მოდელებს ასევე აქვთ მრავალჯერადი დატენის ბატარეა, პოდი ან რეზერვუარი ელექტრონული სითხისთვის და ქოილები, რომლების გამოცვლაც შეიძლება. სითხისგან დაცლის შემდეგ, მომხმარებლები ხელახლა ავსებენ პოდს ან რეზერვუარს – აქედან სახელწოდებაც. Caliburn-ის მსგავსი მოდელები ხშირად ჰაერის ნაკადის რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს მომხმარებელს ელექტრო სიგარეტის მოწევის გამოცდილება საკუთარ პრეფერენციებს მოარგოს.
ერთჯერადი ვეიპებისგან განსხვავებით, მრავალჯერადი გამოყენების მოდელებს ხშირად აქვთ რამდენიმე ღილაკი, მათ შორის ისეთიც, რომელზე დაჭერითაც მოწყობილობა ირთვება, თუმცა არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებიც პირდაპირ ამოსუნთქვით აქტივირდება.
მრავალჯერადი ვეიპის პლუსები, მინუსები და გამოყენების წესი
მრავალჯერადი გამოყენების მოდელები ჩვეულებრივ გამოცდილი ვეიპერების არჩევანია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა – მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელების ფასი ერთჯერადებთან შედარებით მაღალია, სითხით ხელახლა შევსების, ქოილებისა და პოდების შეცვლის შესაძლებლობა მათ გრძელვადიანი გამოყენებისას უფრო ეკონომიურს ხდის.
ამ ტიპის მოწყობილობა ასევე საშუალებას გაძლევთ მოარგოთ ვეიპინგის გამოცდილება თქვენს გემოვნებას. მოწყობილობებს ხშირად აქვთ ჰაერის ნაკადისა და სიმძლავრის რეგულირების პარამეტრები, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააყენოს კომფორტული პარამეტრები. ელექტრო სითხე, რომელიც გამოიყენება პოდის თუ რეზერვუარის შესავსებად, ხელმისაწვდომია ფართო ასორტიმენტში, როგორც არომატების ისე ნიკოტინის სიმძლავრის (მაგალითად, Shortfill ე-სითხე საერთოდ არ შეიცავს ნიკოტინს, თუმცა შესაძლებელია მწეველმა ნიკოტინის შოტი თავად დაამატოს, იმ რაოდენობით როგორც სურს).
თუმცა, უნაკლო არაფერია. მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი საჭიროებს რეგულარულ მოვლას, მათ შორის რეზერვუარის გაწმენდას და ქოილის გამოცვლას. თუ რეგულარულად იყენებთ ვეიპს, ამ პროცესებზე შესაძლოა საკმაო დროის დახარჯვა დაგჭირდეთ. ახალ მომხმარებელს შეიძლება გაუჭირდეს მოხმარების წესების სწავლა, პარამეტრების საკუთარი კომფორტისთვის დარეგულირება, გაწმენდის მერე მოწყობილობის თავიდან აწყობა და ა.შ.. რეგულარულად უნდა შეამოწმოთ მოწყობილობა ოპტიმალურად თუ მუშაობს, და ჩაანაცვლოთ ელექტრო სიგარეტის გარკვეული ნაწილები როდესაც ამის დრო დადგება.
ამ ტიპის ვეიპის გამოყენებისას პოდი ან რეზერვუარი თავად უნდა შეავსოთ სითხით (და ყურადღება მიაქციოთ რაოდენობას, გადავსების შემთხვევაში მოწყობილობამ შეიძლება გაჟონოს), მიამაგროთ ბატარეაზე და – მოდელის კონკრეტული ინსტრუქციების მიხედვით – ან დააჭირეთ აქტივაციის ღილაკს ან უბრალოდ ჩაიდეთ პირში და ჩაისუნთქეთ.
როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ვეიპი?
არჩევანის გაკეთებამდე, კარგად გაიაზრეთ რა არის ვეიპის შეძენის საბოლოო მიზანი.
ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი ოპტიმალური არჩევანია დამწყებთათვის, ან გზაში/მოგზაურობისას, გამოსაყენებლად რადგან ისინი არ საჭიროებენ დამატებით მოვლას თუ შევსებას. კარგი გზაა ახალი არომატის გასასინჯად, რათა სრულ ელექტრონულ სითხის ბოთლში არ დახარჯოთ თანხა.
მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი უფრო ხარჯთეფექტური არჩევანია რეგულარული ვეიპერებისთვის და შესაძლოა მისი ინდივიდუალურ პრეფერენციებზე მორგება, იქნება ეს სითხის გემო, ნიკოტინის დონე, თუ ორთქლის სიძლიერე. მაგრამ ამასთან ერთად მოითხოვენ როგორც დროისა და ძალისხმევის, ისე ფულად ინვესტიციას.
რომელიმე მოდელის შეძენამდე კარგად შეაფასეთ თქვენი ვეიპინგის სიხშირე, ბიუჯეტი და მზაობა მოუაროთ აპარატს.
თუ ვეიპინგის სფეროში პირველ ნაბიჯებს აკეთებთ და ჯერ უბრალოდ არ იცით რას ამჯობინებთ, გაეცანით ჩვენს ბლოგს ელექტრო სიგარეტის შერჩევაზე. თქვენი მოთხოვნების სწორად შეფასება უმთავრესი ნაბიჯია იმისთვის, რომ იპოვოთ სწორედ ის ვეიპი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს გემოვნებას და ცხოვრების სტილს.