ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტით სარგებლობის მიზეზები ყველასთვის სხვადასხვაა. ზოგი ნიკოტინის მისაღებად კომფორტულ ალტერნატივას ეძებს,  ზოგი კი სიგარეტისთვიის თავის დანებებას ამ ხერხით ცდილობს. მოტივები განსხვავებულია და ელექტრო სიგარეტი ყველა ამ საჭიროებას ერთდროულად პასუხობს. ნიკოტინის 0%-დან 2%-მდე შემადგენლობა, კვამლის არარსებობა და კომპაქტური ფორმა – ეს სამი ფაქტორი მოწყობილობის მახასიათებლებსა და გამოყენების სიმარტივეს განსაზღვრავს. 

რა არის ელექტრო სიგარეტი?

ელექტრო სიგარეტი, იგივე ვეიპი, ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც კვამლის ნაცვლად ორთქლს წარმოქმნის. ეს ხდება სპეციალური სითხის გახურების გზით და  წვა არ მიმდინარეობს. სწორედ ამ განსხვავებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა: ტრადიციული სიგარეტის კვამლი ნახშირბადის მონოქსიდის, ფისებისა და სხვა მავნე ნივთიერებების ნარევია, ვეიპის ორთქლი კი ამ შემადგენლობას არ შეიცავს.

მოწყობილობა ბატარეისა და სითხის ავზისაგან შედგება. ელემენტი ქოილს – გამათბობელ სპირალს, ახურებს, ქოილი სითხეს. სხვა ელექტრონული მოწყობილობების მსგავსად, ვეიპი USB ან Type-C სადენით იტენება.

ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი

ერთჯერადი ვეიპი ყველაზე მარტივი ვარიანტია. მოწყობილობა სითხით წინასწარ არის შევსებული, ბატარეა კი –  დამუხტული. გამოყენებამდე არავითარ მომზადებას არ საჭიროებს, ჩასუნთქვაც საკმარისია. ნაფაზების ამოწურვის შემდეგ მოწყობილობა იცვლება.

ეს ვარიანტი იმ ადამიანებისთვის გამოდგება, ვისთვისაც სიმარტივე და კომფორტი  გრძელვადიან გამოყენებაზე მნიშვნელოვანია. მოვლა, დატენვა, სითხის შევსება – ის ამ პროცედურებიდან არცერთს არ საჭიროებს.  ამასთანავე, ერთჯერადი ვეიპი კომპაქტურია და ჯიბეში ან ჩანთაში ადვილად ეტევა.

მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი

მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი გრძელვადიანი გამოყენებისთვისაა შექმნილი. ავზი სითხით ხელახლა ივსება, ბატარეა USB-ით იტენება. გარკვეული სიხშირით ქოილის შეცვლაც სჭირდება – ეს გამოყენების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

ერთჯერად ვეიპთან შედარებით, ეს მოწყობილობა მომხმარებელს ორ რაიმეს სთავაზობს: სითხის გემოსა და ნიკოტინის კონცენტრაციის ფართო არჩევანსა და გარკვეულ ეკონომიას გრძელვადიანი მოხმარებისას, რადგან მოწყობილობა მრავალჯერ გამოიყენება. ორი ვარიანტიდან – ერთჯერადი თუ მრავალჯერადი – გამოყენების სიხშირე და პირადი არჩევანი განსაზღვრავს, თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია. 

ელექტრო სიგარეტები “პოდსიში”

“პოდსი”, სანდო ვეიპ შოპი საქართველოში, 2021 წლიდან მუშაობს და ქვეყნის მასშტაბით 14 ფილიალს აერთიანებს.  ქსელი HQD-ის ოფიციალური დისტრიბუტორია, ანუ პროდუქცია მაღაზიებში სერტიფიცირებული სადისტრიბუციო ჯაჭვის გავლით ხვდება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების კატეგორიაში HQD-ის სრული ასორტიმენტია –  Wave, Super Pro ნიკოტინის 2%-იანი ვარიანტებთან ერთად, ნულოვანი ნიკოტინის მოდელებიც მოიძებნება: HQD Cuvie Plus და HQD HOT. ნაფაზების რაოდენობა 600-დან 5000-მდე მერყეობს.

მრავალჯერადი მოწყობილობების კატეგორიაში Caliburn-ისა და Vaporesso-ს სხვადასხვა სერიაა – კომპაქტური, მინიმალისტური ვარიანტებიდან Caliburn XROS 5 MINI, HQD EOS-ის  ვიზუალურად გამორჩეულ მოდელებამდე.  

სხვა პროდუქცია

ვეიპის გარდა, “პოდსიში” სხვა პროდუქციასაც შეხვდებით. ხელმისაწვდომია სპეციალური სითხეები, ქოილები, კარტრიჯები, სნუსი და CBD პროდუქცია. რაც ნიშნავს, რომ ელექტრო სიგარეტთან ერთად, ყველა სხვა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში შეგიძლიათ, შეიძინოთ.

ეწვიეთ “პოდსის” ახლომდებარე ფილიალს და შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მოწყობილობა.