ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა: რა უნდა იცოდეთ

ელექტრო სიგარეტების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე ვეიპინგი ერთგვარი ვიწრო ნიშური ჰობი იყო, დღესდღეობით უკვე ხშირია ექსპერიმენტები და დროდადრო ჩნდება ახალი ტენდენციებიც. ერთ-ერთი ასეთი ტენდენციაა სხვადასხვა არომატის სითხეების შერევა. 

ერთის მხრივ ეს უწყინარი ჰობი შესაძლოა გარკვეულ საფრთხეებთან იყოს დაკავშირებული, თუ სითხეების შერევას ჭკუით არ მივუდგებით. საერთოდ შეიძლება თუ არა ელექტრო სიგარეტის სითხეების შერევა? თუ შეიძლება – რა სახის? რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ გააკეთოთ ეს უსაფრთხოდ? ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც თქვენ, როგორც მომხმარებელმა, უნდა იცოდეთ სანამ ახალი გემოს შექმნას დაიწყებთ.

რატომ გახდა პოპულარული სითხეების შერევა?

რაც უფრო მეტი ადამიანი იწყებს ვეიპის მოხმარებას, მით უფრო მაღალია შანსი რომ არსებული არომატების კატალოგი მათ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს. ე-სითხეების შერევის გზით ვეიპერები ცდილობენ ისეთო არომატების შექმნას, რომლებიც ბაზარზე არ მოიპოვება – ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ინტერესი, საკუთარი თავისთვის გამოწვევა, ან არსებული არომატებით დაღლა. სითხეების შერევით მომხმარებლებს შეუძლიათ ახალი, პერსონალიზებული გემოვნური პროფილების შექმნა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.. 

სტანდარტული ელექტრო სიგარეტის სითხე რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: პროპილენ გლიკოლი (PG), მცენარეული გლიცერინი (VG), არომატიზატორები და ხშირად ნიკოტინი. ისევე როგორც ნიკოტინის შოტი იძლევა საშუალებას შემადგენლობის სიძლიერე საკუთარ პრეფერენციებს მოარგოთ, სითხეების შერევა საშუალებას გაძლევთ ექსპერიმენტები ჩაატაროთ სხვადასხვა VG/PG პროპორციებით და ამით ორთქლის ძალა თუ გემოს ინტენსივობა დაარეგულიროთ თქვენთვის ოპტიმალურ დონეზე მაქსიმალურად პოზიტიური გამოცდილებისთვის. მაგრამ ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ სითხეების შერევაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თითოეული კომპონენტის თავსებადობა.

როგორ შევურიოთ სითხეები უსაფრთხოდ

ელექტრონული სითხეების შერევისას ვეიპინგისთვის გამოსადეგი ნარევის მისაღებად საჭიროა რამდენიმე წესი დაიცვათ:

შესაბამისი VG/PG პროპორციები

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სითხეების VG/PG პროპორციებია. პოტენციურად წარმატებული ნარევის მისაღებად რეკომენდებულია ისეთი სითხეების შერევა, რომლებსაც ორივე ინგრედიენტი იდენტური პროპორციებით აქვს:

  • 50/50 VG/PG სითხეები შეურიეთ სხვა 50/50 სითხეებს
  • 70/30 VG/PG სითხეები შეურიეთ სხვა 70/30 სითხეებს

ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს შეიძლება ისეთი სითხეების შერევა, რომლებსაც განსხვავებული პროპორციები აქვს, მაგრამ აუცილებლად გახსოვდეთ, რომ პროპორციებს გავლენა აქვთ სითხის სიბლანტეზე, ორთქლის წარმოქმნაზე და გემოვნებაზე. მაღალი VG შემცველობის სითხეები უფრო სქელია და ქმნის მეტ ორთქლს, მაშინ როცა მაღალი PG შემცველობის სითხეები უფრო თხელია და უკეთესად გადმოსცემენ არომატებს. 

ამასთან სხვადასხვა ტიპის სითხე სხვადასხვა სიმძლავრის ატომაიზერებზეა გათვლილი – მიღებული ნაზავი შესაძლოა იმაზე თხელი ან სქელი იყოს, და ამიტომ უბრალოდ არათავსებადი გახდეს ვეიპთან. სანამ სითხეებს ერთმანეთში აურევთ, დარწმუნდით რომ ახალი ვეიპის შერჩევა არ დაგჭირდებათ და ნაზავი თქვენს მოწყობილობას არ დააზიანებს.

არომატების ჰარმონიული თავსებადობა

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა გემო ერთმანეთთან კარგ კოქტეილს ვერ ქმნის. ზოგიერთი არომატი ბუნებრივად ავსებს ერთმანეთს, მაგრამ სხვები ერთმანეთს უბრალოდ არ უხდება. მეტიც, უკვე არსებობს რამდენიმე პოპულარული კომბინაცია რომელიც ვეიპერებს შორის პოპულარულია. თუ შერევას ახლა იწყებთ, ეს კომბინაციები კარგი პირველი ნაბიჯი იქნება:

  • ხილის არომატები ხილის არომატებთან (მაგ. მარწყვი და კივი)
  • დესერტის არომატები ნაღების არომატებთან (მაგ. ვანილი და კარამელი)
  • მენთოლის არომატები ტკბილ ხილის არომატებთან (მაგ. მენთოლი და საზამთრო)

შეიძლება თუ არა სხვადასხვა ნიკოტინის დონის სითხეების შერევა?

კი, შეიძლება. ნიკოტინის დონე როგორც წესი არ ახდენს გავლენას უშუალოდ სითხის სიბლანტეზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიძლიერის სითხეები ერთმანეთში განუკითხავად უნდა შეურიოთ.

ნიკოტინის დონის ცვლილება მნიშვნელოვნად ცვლის უშუალოდ ვეიპინგის გამოცდილებასაც, ამიტომ როდესაც ურევთ სხვადასხვა ნიკოტინის შემცველობის მქონე სითხეებს, ან ერთნაირი სიძლიერის სითხეები შეურიეთ ან საშუალო კონცენტრაცია დათვალეთ რათა ზედმეტად ძლიერი ან არასასიამოვნოდ სუსტი ნარევი არ შეგრჩეთ ხელზე:

ახალი კონცენტრაცია უბრალო საშუალო არითმეტიკულით ითვლება:

  • 3მგ და 6მგ სითხეების შერევით მიიღება დაახლოებით 4.5მგ ნიკოტინის კონცენტრაცია
  • 0მგ და 6მგ სითხეების შერევით (თანაბარი რაოდენობით) მიიღება 3მგ კონცენტრაცია

სითხეების შერევა შესაძლოა განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს მათთვის, ვინც ცდილობს ნიკოტინის მოხმარების შემცირებას ეტაპობრივად. მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი საშუალებას გაძლევთ ექსპერიმენტები ჩაატაროთ სხვადასხვა შერეული სითხეებით თქვენს მოთხოვნებზე მორგებისთვის.

გავლენა მოწყობილობაზე: ქოილები და ავზები

სითხეების შერევამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენი ელექტრო სიგარეტის ქოილებზე. ზოგიერთი არომატიზატორი და დამატკბობელი უფრო სწრაფად ცვეთს ქოილებს და უფრო ძლიერ ილექება ავზებში. გამოცდილი მომხმარებლები რამდენიმე გზას იყენებენ მოწყობილობისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვეიპის რეგულარულად წმენდა, რათა ნალექის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოთ; სასურველია თავი აარიდოთ ისეთ სითხეებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით დამატკბობელს, რადგან ეს ნივთიერებები აპარატში ინტენსიურად ილექება; აირჩიეთ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სითხეები კარგი ინგრედიენტებით. ასევე მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოთ ცვლილებებს გემოში ან ორთქლის წარმოქმნაში – რომელიმე მათგანის ხარისხის გაუარესება შესაძლოა პრობლემების მანიშნებელი იყოს. უფრო სიღრმისეული კვალიფიციური რჩევებისთვის ეწვიეთ Podsy ელექტრო სიგარეტის მაღაზიას – ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები აუცილებლად დაგეხმარებიან ისეთი სითხეების შერჩევაში, რომლებიც მაქსიმალურად ოპტიმალურად მოერგება თქვენს ვეიპს.

როგორ დავიწყოთ სითხეების შერევა: პრაქტიკული რჩევები

თუ პირველად აპირებთ სითხეების შერევას, გაითვალისწინეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

  1. დაიწყეთ მცირე რაოდენობით – შეურიეთ პატარა პორციები, რათა არ დაკარგოთ დიდი რაოდენობით სითხე, თუ შედეგი არ მოგეწონებათ.
  2. გამოიყენეთ სუფთა ჭურჭელი – სითხეების შესარევად გამოიყენეთ სუფთა ბოთლები გემოს შესანარჩუნებლად, ასევე გამოიყენეთ შპრიცები ან პიპეტები პროპორციების ზუსტად გასაზომად.
  3. ჩაინიშნეთ პროპორციები – დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ, რა პროპორციით შეურიეთ სითხეები, რათა მარტივად გაიმეოროთ წარმატებული ნაზავი.
  4. აცალეთ ნაზავს დადგომა – უმეტესწილად შერეულ სითხეს სჭირდება რამდენიმე დღე (ზოგჯერ კი კვირაც) გემოს სრულად განვითარებისთვის, განსაკუთრებით თუ რამდენიმე სითხეს ურევთ კომპლექსური არომატის მისაღებად.

რა უნდა გაითვალისწინოთ სითხეების უსაფრთხოდ შესარევად

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მომზადებული სითხეების შერევა ძირითადად უსაფრთხოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. 

შერევის პროცესში გამოიყენოთ მხოლოდ სანდო მწარმოებლების პროდუქტები – სითხეები ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. თავი შეიკავეთ უცნობი წარმოშობის სითხეების გამოყენებისგან, რადგან მათი შემადგენლობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. 

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კონცენტრირებული ნიკოტინის გამოყენებისას – ამ კომპონენტთან მუშაობა რეკომენდებული არ არის გამოცდილების და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. 

დაბოლოს, საბოლოო ნაზავი შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ვერ მიწვდებიან ბავშვები და შინაური ცხოველები. 

გახსოვდეთ, არომატების შერევა უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესია – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას შესაფერისი პასუხისმგებლობით მიუდგებით.

მსგავსი პოსტები

აქვს თუ არა ვეიპს კალორიები

რამდენად აქვს ვეიპის კალორიებს წონაზე გავლენა?

რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, მით უფრო აქტუალური ხდება რიგი საკითხები, რომლებითაც ადრე

გააგრძელე »
veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
აქვს თუ არა ვეიპს კალორიები

რამდენად აქვს ვეიპის კალორიებს წონაზე გავლენა?

რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, მით უფრო აქტუალური ხდება რიგი საკითხები, რომლებითაც ადრე

გააგრძელე »
veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »