ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის ელექტრო სიგარეტი არსებობს – დაწყებული სტანდარტული სიგარეტის მსგავსი მოდელებით („cigalikes“), პოდ სისტემებითა და კალმის ფორმის მოწყობილობებით (vape pens) გაგრძელებული და უფრო დიდი, მძლავრი ერთეულებით (mods) დამთავრებული.
დღეს ძალიან პოპულარული გახდა სტანდარტული სიგარეტების ვეიპით ჩანაცვლება. თუმცა ბევრი დამწყები ვეიპერის პირველი გამოცდილება ხშირად უსიამოვნოა, იმიტომ რომ ხშირად წესიერად არ ერკვევიან რა მოწყობილობასთან აქვთ საქმე სანამ დაიწყებენ, და ამიტომ ბევრ შეცდომას უშვებენ მოდელის არჩევისას.
ამ ბლოგში დეტალურად ჩავშლით რა არის ელექტრო სიგარეტი, რა უნდა გაითვალისწინოს ახალმა მომხმარებელმა პირველი მოდელის არჩევისას და როგორ დაიცვას თავი გავრცელებული შეცდომებისგან.
რა არის ელექტრო სიგარეტი და როგორ მუშაობს?
ე-სიგარეტი, იგივე ვეიპი, ბატარეაზე მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც აცხელებს სპეციალურ სითხეს და აქცევს მას ორთქლად. პროცესი თამბაქოს წვის გარეშე მიმდინარეობს, რაც პროცესს ტრადიციული სიგარეტისგან განასხვავებს. მეტიც, ვეიპინგის შემთხვევაში ნიკოტინის დოზის მიღება ხშირად საერთოდ მეორეხარისხოვანია.
მიუხედავად მოდელების მრავალფეროვნებისა, უმეტესობა მსგავსი ძირითადი კომპონენტებისგან შედგება:
- ბატარეა – მოწყობილობის ენერგიის წყარო, ხშირად ჩაშენებული დამწყებთათვის მოდელებში)
- ატომაიზერი/კარტრიჯი/პოდი – ამ ნაწილში თავსდება სითხე
- ქოილი – გამაცხელებელი კომპონენტი, მავთული ან ბადე, რომელიც გაცხელებისას აორთქლებს სითხეს
- ე-სითხე – სპეციალური სითხე, რომელიც ე-სიგარეტში თავსდება. შედგება პროპილენგლიკოლის, მცენარეული გლიცერინის, არომატიზატორებისა და, ზოგჯერ, ნიკოტინის ხსნარისგან
- მუნდშტუკი – საიდანაც ისუნთქავთ სურნელოვან ორთქლს
ჩართვისას ბატარეა ენერგიას აწვდის ქოილს. ქოილი ცხელდება და აორთქლებს პოდში/ატომაიზერში არსებულ სითხეს, რასაც თქვენ შემდეგ ისუნთქავთ.
რა ტიპის ელექტრო სიგარეტით ჯობია დაიწყოთ?
პირველი ნაბიჯების გადადგმისას, დააპრიორიტეტეთ სიმარტივე და კომფორტი. დღესდღეობით ბევრი რთული, მრავალი ფუნქციით აღჭურვილი მოწყობილობა არსებობს ბაზარზე, რომლებსაც გამოცდილი ვეიპერები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, რადგან მათთვის მთავარი პროცესის სრული კონტროლია.
მაგრამ დამწყებებისთვის ეს დამატებითი ფუნქციები ხშირად დამაბნეველია. პირველი ნაბიჯებისთვის იდეალურია შემდეგი ტიპის აპარატები:
- პოდ სისტემები (Pod Systems): ყველაზე პოპულარული არჩევანი დამწყებთათვის. ამ ტიპის ელექტრო სიგარეტის გამოყენება მარტივია. აპარატი, როგორც წესი, კომპაქტურია, მსუბუქი და ხშირად მის გასააქტიურებლად ღილაკიც კი არაა საჭირო – ნაფაზის დარტყმისას ავტომატურად ირთვება. ყველაზე მარტივი და იაფი პოდები აღჭურვილია წინასწარ შევსებული კარტრიჯებით. ასეთი მოდელები როგორც წესი ერთჯერადი მოხმარებისაა და მათი დატენა თუ სითხით თავიდან შევსება შეუძლებელია – როდესაც ბატარეა ჯდება ან სითხე თავდება, ახალი აპარატის შეძენაა საჭირო. თუმცა არსებობს მრავალჯერადი პოდებიც. თუ ვეიპს ალღოს აუღებთ, პირველი რამდენიმე ერთჯერადი მოდელის დაცლის შემდეგ გირჩევთ ხარისხიანი მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის შეძენაზე იფიქროთ. მრავალჯერადი მოდელები უფრო ეკონომიურია, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივ გამოყენებაზეა გათვლილი.
- AIO (All-in-One) მოწყობილობები: მარტივი, საბაზისო მოწყობილობები, რომლებიც აერთიანებს ბატარეასა და ავზს ერთ კორპუსში. ჰგვანან პოდ სისტემებს ფუნქციონალითა და გამოყენების სტილით, თუმცა, როგორც წესი ასეთ აპარატებში ოდნავ მეტია ბატარეის ტევადობა და სითხის მოცულობით – ანუ მეტ ნაფაზზეა გათვლილი. კარგი არჩევანია, თუ პოდ სისტემაზე ოდნავ მეტი წარმადობა გსურთ, მაგრამ მაინც სიმარტივეს ეძებთ.
- კალმის ფორმის ვეიპები (Vape Pens): გარეგნულად სქელ კალამს წააგავს, ხშირად უფრო ტევადი ბატარეით, ვიდრე პოდ სისტემებს. როგორც წესი მხოლოდ ერთი ღილაკი აქვთ, რომელიც მარტივ ჩართვა-გამორთვის ფუნქციას ითავსებს. ქმნის ოდნავ მეტ ორთქლს ვიდრე პოდ სისტემა. მარტივი კონსტრუქციაა – მრავალჯერადებში დამწყებიც შეძლებს ავზის შევსებასა და ქოილის შეცვლას.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ე-სიგარეტის შეძენისას?
- ნიკოტინის დონე: სწორად შერჩეული დონე დაგეხმარებათ ნიკოტინის მოთხოვნილების ისე დაკმაყოფილებაში, რომ ზედმეტად ძლიერად არ დაგარტყათ (თუ მწეველი არ ხართ), ან, პირიქით, თავის დანებების პროცესისთვის სახასიათო უსიამოვნო სიმპტომები არ განგივითარდეთ. დაიწყეთ თქვენი მოწევის ინტენსივობის შესაბამისი დონით და საჭიროებისამებრ შეცვალეთ.
- სითხის PG/VG თანაფარდობა: ელექტრო სიგარეტის სითხე შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან – პროპილენგლიკოლი (PG) და მცენარეული გლიცერინი (VG). მათი თანაფარდობა განსაზღვრავს სითხის თავსებადობას სხვადასხვა აპარატთან. PG იძლევა ყელზე უფრო ძლიერ დარტყმას, VG კი – მეტ ორთქლს. დამწყებთათვის განკუთვნილ მარტივ მოწყობილობებში ხშირად უკეთ მუშაობს სითხეები სადაც კომპონენტები 50/50-ზეა ან PG-ს შემცველობა უფრო მაღალია.
- მოხმარების სტილი (MTL vs DTL): დამწყებების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს MTL (სიგარეტის მსგავს) სტილს, რაზეც გათვლილია პოდ სისტემებისა და კალმების უმეტესობა. DTL (ორთქლის პირდაპირ ფილტვებში გადაშვება) მეტ ორთქლს წარმოქმნის და მძლავრი მოწყობილობები სჭირდება, რომელთა გამოყენებაც დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული.
- ხარისხი და სანდოობა: მოწყობილობები და სითხეები ყოველთვის შეიძინეთ სანდო, სპეციალიზებულ მაღაზიებში. სანდო აპარატები უფრო დიდხანს გაგყვებათ და უფრო სასიამოვნო პროცესს უზრუნველყოფს. თუ მრავალჯერად აპარატს ყიდულობთ, გაითვალისწინეთ რომ ყურადღებით მოვლა სჭირდება. მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის აქსესუარები (ქოილი და ავზი) გარკვეული სიხშირით უნდა შეიცვალოს, ხოლო თავად აპარატი რეგულარულად გაიწმინდოს.
გავრცელებული შეცდომები და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან
- ზედმეტად რთული მოწყობილობით დაწყება: დაიწყეთ მარტივი პოდ სისტემით ან კალმით და გაეცანით მოხმარების საფუძვლებს. უფრო რთულ სისტემებზე, როგორიც ვეიპის მოდებია, გადასვლას ყოველთვის მოასწრებთ.
- არასწორი ნიკოტინის დონე: მიუსადაგეთ თქვენს რეგულარულ მოხმარებას. თუ ნიკოტინი ძალიან ცოტაა, მუდმივად მოგინდებათ მოწევა და ვეიპინგი ვერ დაგაკმაყოფილებთ. თუ ზედმეტად ბევრია, შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ფიზიკური ეფექტი, დაგეწყოთ თავბრუსხვევა, გულისრევა ან თავის ტკივილი.
- მოწყობილობის არასათანადო მოვლა: ქოილებს და პოდებს მოხმარების გარკვეული რესურსი აქვთ, რომლის ამოწურვისას გემო უარესდება, ჩნდება დამწვრის გემო, ან ორთქლის რაოდენობა იკლებს. ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ ქოილი შესაცვლელია (ჩვეულებრივ, 1-3 კვირაში ერთხელ, მოხმარების ინტენსივობის მიხედვით). მრავალჯერადი აპარატი პერიოდულად უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს – ვეიპინგისას სითხე ილექება და ახალი სითხის გემოს აუარესებს, მით უმეტეს თუ გემოები განსხვავდება.
- უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა: გამოიყენეთ მხოლოდ ის დამტენი კაბელი, რომელიც უშუალოდ აპარატს მოჰყვა. არ დატოვოთ მოწყობილობა დასამუხტად მთელი ღამით. დაიცავით მოწყობილობა ექსტრემალური ტემპერატურისგან (აპარატები მოწყვლადია როგორც სიცხის, ისე სიცივის მიმართ. თუ შენიშნეთ ფიზიკური დაზიანება, აუცილებლად გამოცვალეთ.
- არასწორი PG/VG სითხის გამოყენება: თუ თქვენს მარტივ მოწყობილობაში (მაგ. პოდ სისტემაში) გამოიყენებთ ძალიან სქელ სითხეს (მაღალი VG შემცველობით), კოილი შეიძლება ვერ მოასწროს გაჟღენთვა, რაც გამოიწვევს „Dry Hit“-ს. პირიქით, ძალიან თხევადმა სითხემ (მაღალი PG) ზოგიერთ მოწყობილობაში შეიძლება გაჟონვა გამოიწვიოს. დაიცავით მწარმოებლის რეკომენდაციები ან ჰკითხეთ კონსულტანტს.
- “მშრალი ჩასუნთქვა” (Dry Hit): თუ ქოილი საკმარისად არ არის სითხით გაჟღენთილი და მშრალად ცხელდება, ორთქლს ექნება ძალიან უსიამოვნო, დამწვარი ბამბის გემო. ყოველთვის დარწმუნდით, რომ ავზში საკმარისი სითხეა და ახალი ქოილის დაყენებისას დაელოდეთ 5-10 წუთი, რათა კარგად გაიჟღინთოს სითხით.
- უხარისხო პროდუქციის შეძენა: მაცდურია იაფი მოწყობილობის ან სითხის ყიდვა, მაგრამ ეს ხშირად ცუდი გამოცდილებით სრულდება. უხარისხო სითხეებს შეიძლება ჰქონდეს ცუდი გემო, ხოლო იაფფასიანი მოწყობილობები მალე გამოდის მწყობრიდან ან არ მუშაობს გამართულად.
არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები სიამოვნებით დაგეხმარებიან თქვენი გამოცდილების შესაფერისი ელექტრო სიგარეტის შერჩევაში.
თუ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამთ ვეიპინგის სამყაროში, ნუ მოგერიდებათ და ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც უკვე გაერკვა. პოდსის მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ ვეიპის მოდელების ფართო კატალოგი, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი, მათ შორის მათზე ვისაც ე-სიგარეტი არასდროს გამოუყენებია. ჩვენთან აუცილებლად იპოვით მოდელს რომელიც დაგეხმარებათ ახალი გამოცდილების ოპტიმიზაციაში.