ელ-სიგარეტი vs. სიგარეტი: მთავარი განსხვავებები

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მოწევის ჩვევა. თუ 20-ე საუკუნის განმავლობაში ტრადიციული სიგარეტი ბევრისთვის არჩევანი იყო, მიუხედავად მისი კარგად დოკუმენტირებული ჯანმრთელობის რისკებისა, 21-ის დასაწყისში ნელ-ნელა, მაგრამ მყარად, დაიწყო ფეხის მოკიდება ელექტრონულმა ალტერნატივამ. 

დღეს, ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, ანუ ვეიპინგი, უკვე თითქმის ისეთივე პოპულარულია, როგორც ტრადიციული თამბაქო, განსაკუთრებით იმ მწეველებისთვის, რომლებისთვისაც ნიკოტინის დოზის მიღებასთან ერთად გემოსა და ორთქლის ხარისხიც მნიშვნელოვანია. 

ამ ბლოგის მიზანია ერთხელ და სამუდამოდ ვუპასუხოთ კითხვას: რა განსხვავებაა ამ ორ მოწევის მეთოდს შორის, თუ, საბოლოო ჯამში, ორივესგან ნიკოტინის დოზის მიღება გვინდა? განსხვავება არის და თან არაერთი. ამიტომ მნიშვნელოვანია მწეველებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება არჩევანის გაკეთებისას. 

1. წვა და ორთქლი – მთავარი ფუნდამენტური სხვაობა

ალბათ, არავის გაუკვირდება იმის გაგება, რომ ტრადიციულ სიგარეტსა და ვეიპს შორის მთავარი განსხვავება წვის მეთოდია. თუმცა ჩვენ მაინც დავუთმობთ რამდენიმე სიტყვას ამ ნაწილსაც, რათა სამომავლოდ აღარ დარჩეს საკითხზე უპასუხო კითხვები.

სტანდარტული სიგარეტი მუშაობს კლასიკური წვის პრინციპით — თამბაქოს ცეცხლს ვუკიდებთ და შემდეგ ის მაღალ ტემპერატურაზე იწვის, რის შედეგადაც წარმოიქმნება კვამლი. ეს კვამლი არის სხვადასხვა ქიმიური ნაერთის რთული ნაერთი, რომლის პარალელურად ასევე ფერფლი და კუპრი წარმოიქმნება. დღეს ითვლება, რომ სწორედ ორგანული მასალის წვა წარმოქმნის სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების უმეტესობას.

ვეიპები, ანუ ელექტრონული სიგარეტები, კი აორთქლების პრინციპზე მუშაობს. ეს მოწყობილობები აღჭურვილია გამაცხელებელი ელემენტით (ე.წ. ატომაიზერი). ვეიპის ჩართვისას ის ცხელდება და ელექტრონული სითხით სავსე ავზს ათბობს. როდესაც სითხე საკმარისად ცხელდება, ის სურნელოვან ორთქლად გარდაიქმნება. ეს პროცესი, თამბაქოს წვისგან განსხვავებით, არ წარმოქმნის კვამლს, ფერფლსა და კუპრს, რომელიც ტრადიციულ სიგარეტთან ასოცირდება. წვის პროცესის ჩანაცვლებასთან ერთად, აღმოიფხვრება სიგარეტის კვამლისთვის დამახასიათებელი საშიში ნაერთების გამოყოფაც.

2. რას ვუშვებთ ფილტვებში? სიგარეტის კვამლი vs. ვეიპის ორთქლი

სტანდარტული სიგარეტისა და ვეიპინგის პროცესი, ორივე გულისხმობს ფილტვებში უცხო ნივთიერებების მოხვედრას. თუმცა ეს ნივთიერებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ეს უშუალოდ წვისა და აორთქლების პროცესებს შორის განსხვავების პირდაპირი შედეგია. 

სიგარეტის კვამლი რთული ნარევია. სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ იგი, როგორც წესი, 7000-ზე მეტ ქიმიკატს შეიცავს. ამ ათასობით ქიმიკატს შორის, სულ მცირე ასზე მეტი მაღალ ტოქსიკურად მიიჩნევა, ხოლო დაახლოებით 70 —კიბოს გამომწვევ აგენტია (კანცეროგენია). ძირითადი მავნე კომპონენტებია: კუპრი, ნახშირბადის მონოქსიდი (CO) და ფორმალდეჰიდი, ბენზოლი, ამიაკი და კადმიუმი (ცნობილი კანცეროგენები, რომელთაც ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევით ყველა გამოვლინებაში მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი – არა მხოლოდ მოწევისას).

ვეიპებში გამოყენებულ ელექტრონულ სითხეებს გაცილებით მარტივი საბაზისო შემადგენლობა აქვს. ძირითადი ინგრედიენტებია პროპილენგლიკოლი (PG) და მცენარეული გლიცერინი (VG), რომლებიც ჩვეულებრივი საკვები დანამატებია. ამ ბაზას ემატება საკვები არომატიზატორები და, ხშირ შემთხვევაში (თუმცა არა ყოველთვის), ნიკოტინი. 

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ვეიპის აეროზოლი არ არის უბრალოდ ,,უწყინარი წყლის ორთქლი” და ასევე შეიცავს ზოგიერთ პოტენციურად მავნე ნივთიერებას (პირველ რიგში, იგივე ნიკოტინს), მაგრამ ჯერ ერთი ამ მავნე ნივთიერებების რიცხვი რაოდენობრივად მნიშვნელოვნად ნაკლებია, და შემდეგ ისინი გაცილებით დაბალი კონცენტრაციით გვხვდება, ვიდრე სიგარეტის კვამლში. 

ელექტრონული სითხეები, რომლებიც ვეიპებში გამოიყენება — არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთჯერადი ვეიპია, რომელიც უკვე სითხითაა სავსე თუ უფრო რთული სისტემა, რომელიც თავად უნდა დავტენოთ — მარტივი შემადგენლობით გამოირჩევა.

TLDR: ვეიპინგის მთავარი უპირატესობა არის კუპრისა და ნახშირბადის მონოქსიდის სრული არარსებობა ვეიპის აეროზოლში. ამასთან, სითხეები ძირითადად ჩვეულებრივი საკვები დანამატებისგან შედგება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შემადგენლობაში სხვა მავნე ქიმიკატებისა და კანცეროგენების რიცხვს.

3. პროცესზე კონტროლი – პერსონალიზაცია და კომფორტი

ქიმიური და ჯანმრთელობის ასპექტების გარდა, ვეიპინგის ყოველდღიური გამოცდილება მკვეთრად განსხვავდება მოწევისგან. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არომატების სიმრავლეა. სიგარეტებს ძირითადად ერთგვაროვანი, ხშირად საკმაოდ უხეში თამბაქოს გემო აქვს, რომელიც პერიოდულად მსუბუქად გამოხატული სხვა არომატებით ზავდება. ელექტრონული სიგარეტის სითხეების მთავარი მახასიათებელი კი პირიქით, არომატების ფართო სპექტრია. თუ ტრადიციული თამბაქოს გემო მოგწონთ, მსგავსი არომატის პოვნაც მარტივად შეიძლება, თუმცა ვეიპერების უმეტესობას სწორედ არჩევანის სიმრავლე იზიდავს: მენთოლიდან დაწყებული, ხილის, დესერტის, სასმელებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ვარიანტებით დამთავრებული, არჩევანი ათობით ვარიანტს ითვლის.

მაგრამ ვეიპინგის უმთავრესი განსხვავება ტრადიციული სიგარეტისგან ნიკოტინის დოზაზე სრული კონტროლია. ამ მხრივ განსაკუთრებით ნიშანდობლივია ე.წ. Shortfill ელექტრონული სითხე. Shortfill, როგორც წესი, უმეტესწილად მცენარეული გლიცერინისგან (VG) შედგება ( 70/30 ან 80/20 თანაფარდობით) და თავად საერთოდ არ შეიცავს ნიკოტინს. ისინი ნიკოტინის სითხესთან (nic shot) ერთად იყიდება, რომელსაც ვეიპერი თავად ამატებს ავზში იმ დოზით, რა დოზითაც სურს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა თანდათან შეამციროთ ნიკოტინის სიძლიერე, პოტენციურად ნულამდეც კი დაიყვანოთ — ანუ ისიამოვნოთ უშუალოდ ვეიპინგის გამოცდილებით, არომატითა და ორთქლის წარმოების პროცესით — კიდევ უფრო ნაკლები რისკებით ჯანმრთელობისთვის. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ კონტროლის ამ დონისთვის მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტია საჭირო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პროცესი სრულად აკონტროლონ. ერთჯერადი ვეიპები, როგორც წესი, სტანდარტული ნიკოტინიანი ელ-სითხითაა შევსებული — თუმცა ნიკოტინის საერთო დოზა მაინც ნაკლებია, ვიდრე ტრადიციულ სიგარეტში. 

4. ფინანსური ფაქტორი 

მოწევის ხარჯები მუდმივად იზრდება მზარდი გადასახადებისა და პროდუქციის ფასების გამო. ამიტომ შესაძლოა ვეიპინგ მოწყობილობაში თავდაპირველი ინვესტიცია უფრო მაღალი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ტრადიციული სიგარეტის მუდმივ მოხმარებასთან შედარებით ხარჯებს შორის განსხვავება არც თუ ისე დიდია – და თან სწორედ ვეიპინგის სასარგებლოდ.

თუ მრავალჯერად ელექტრო სიგარეტს იყენებთ, განმეორებითი ხარჯები ძირითადად მოიცავს ელექტრონული სითხით ავზის შევსებას და, პერიოდულად, გამაცხელებელი ელემენტის შეცვლას. 

თუმცა ხარჯების დათვლისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო სიგარეტის შერჩევას საბოლოო დანახარჯებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. მაგალითად, თუ ერთჯერადი აპარატების მუდმივი მომხმარებელი გახდებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხმარების ინტენსივობა დიდი ფაქტორი იქნება, რადგან დანადგარის მუდმივი გამოცვლა მოგიწევთ. მიუხედავად ამ ცვლადებისა, საერთო ფინანსური ტენდენცია ჯერჯერობით ვეიპინგის მხარესაა.

5. მოხმარების შემცირების ეფექტური საშუალება

ზიანის პირდაპირი შემცირების გარდა, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ვეიპინგი, განსაკუთრებით ისეთი ელექტრონული სითხეების მოხმარებისას, რომელიც მწეველს ნიკოტინის დოზის კონტროლის საშუალებას აძლევს, ეფექტური ხელშემწყობია ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტისათვის. 

მრავალი წყარო, მათ შორის ისეთი ორგანიზაციების სისტემური მიმოხილვები, როგორიცაა Cochrane, მიუთითებს, რომ ელექტრონული სიგარეტები უფრო ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია (NRT), როგორიცაა პლასტირები და საღეჭი რეზინი.

ეს გაზრდილი ეფექტურობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ განპირობებულია ვეიპინგის უნარით, დააკმაყოფილოს არა მხოლოდ ნიკოტინზე დამოკიდებულების ქიმიური ასპექტი, არამედ მოწევასთან დაკავშირებული ქცევითი და სენსორული მოთხოვნებიც. უფრო მარტივად რომ ვთქვათ — ვეიპინგი არა უბრალოდ ნიკოტინის მოთხოვნას აკმაყოფილებს, არამედ ახლოა უშუალოდ წევის პროცესის იმიტაციასთან, რაც მეტად აკმაყოფილებს ადამიანს და ამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოწევაზე მოთხოვნილებას. ნიკოტინის სიძლიერის არჩევის საშუალება კი საშუალებას აძლევს მწეველს ნელ-ნელა შეამციროს დოზა და პროცესი კომფორტულ ტემპში წარმართოს, ისე რომ ნიკოტინისთვის თავის დანებების პროცესის მახასიათებელი უარყოფითი გვერდითი ეფექტები მაქსიმალურად შეამციროს.

მსგავსი პოსტები

ელექტრო სიგარეტის გამოყენება: გიდი დამწყებებისთვის

ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის ელექტრო სიგარეტი არსებობს – დაწყებული სტანდარტული სიგარეტის მსგავსი

გააგრძელე »

ელექტრო სიგარეტის გამოყენება: გიდი დამწყებებისთვის

ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და დიზაინის ელექტრო სიგარეტი არსებობს – დაწყებული სტანდარტული სიგარეტის მსგავსი

გააგრძელე »