Cloud Chasing და Flavor Chasing – ალბათ, ეს ორი ტერმინი ვეიპების შემთხვევაში ყველაზე ხშირადაა ნახსენები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი მოწყობილობის არჩევა გვიწევს. ვეიპერთა ერთი ნაწილი ორთქლის სიმჭიდროვესა და მოცულობაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე კი – სითხის გემოს იმ ნიუანსებზე, რომლებსაც შევიგრძნობთ. ეს ორი მიდგომა არა მხოლოდ პირადი პრეფერენციებით, არამედ ტექნიკური გადაწყვეტილებებითაც განსხვავდება.
რა არის Cloud Chasing?
Cloud Chasing ვეიპინგის ის სტილია, სადაც მიზანი ორთქლის მაქსიმალური მოცულობის მიღებაა. ვეიპერები, რომლებიც ამ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, ხშირად იმ შეჯიბრებშიც მონაწილეობენ, სადაც ორთქლის სიდიდე, სიმჭიდროვე და ვიზუალური ეფექტი ფასდება.
ამ სტილისთვის გადამწყვეტი რამდენიმე ფაქტორია:
- მოწყობილობის სიმძლავრე – Cloud Chasing-ს მაღალვატიანი ვეიპები სჭირდება, ჩვეულებრივ 50-200 ვატის ფარგლებში.
- Sub-Ohm ქოილი, ანუ 1.0 ომზე დაბალი წინაღობის მქონე გამათბობელი ელემენტი: ასეთი ქოილი მეტ სიმძლავრეს ითვისებს და ბევრ ორთქლს გამოიმუშავებს.
- სითხის შემადგენლობა: VG (Vegetable Glycerin) კომპონენტი ორთქლის სიმჭიდროვეზეა პასუხისმგებელი, ამიტომ Cloud Chasing-სთვის ამ კომპონენტის მაღალი პროცენტი – სასურველია 70%-ზე მეტი – სავალდებულო პირობაა.
- ღია airflow, რომელიც ჰაერის ინტენსიურ ნაკადს ორთქლის გამოსამუშავებლად იყენებს.
რომელი ვეიპებია Cloud Chasing-სთვის შესაფერისი?
ვეიპები დიდი ორთქლისთვის, როგორც წესი, Sub-Ohm ტანკებითა და მაღალი სიმძლავრის მხარდაჭერით გამოირჩევა. საქართველოს ბაზარზე ამ კატეგორიაში სამი მოდელი იქცევს ყურადღებას.
Geekvape Aegis Legend 3 ამ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწყობილობაა. ის ორ 18650 ბატარეაზე მუშაობს და 200 ვატამდე სიმძლავრეს აღწევს. გარდა ამისა, მოწყობილობას დარტყმის, მტვრისა და წყლის საწინააღმდეგო დაცვა გააჩნია, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული უპირატესობაა.
Voopoo Drag X2 Sub-Ohm კლასის პოპულარული მოდელია, 80 ვატამდე სიმძლავრით. PnP X ქოილებთან მუშაობა ორთქლის გამომუშავებაში კარგ შედეგს იძლევა. Airflow-ის მანუალური რეგულაცია კი საშუალებას იძლევა, ორთქლის ინტენსივობა პირადი გემოვნების შესაბამისად დაარეგულირო.
Smok Morph 3 230 ვატამდე სიმძლავრე და ორმაგი Mesh ქოილის ტექნოლოგია ამ მოდელს Cloud Chasing-ის სეგმენტში კონკურენტუნარიანს ხდის. ორმაგი ქოილი სრელს სწრაფად ათბობს და მეტ ორთქლს გამოიმუშავებს ერთ გამოდუღებაში.
რა არის Flavor Chasing?
Flavor Chasing პირდაპირ საწინააღმდეგო მიდგომაა. აქ მთავარია სითხის გემოს ნიუანსები, სიღრმე და სიწმინდე — ორთქლის მოცულობა კი მეორეხარისხოვანია.
ეს სტილი ახლოსაა სიგარეტის მოწევის შეგრძნებასთან, რადგან ვეიპერები MTL (Mouth-to-Lung) ინჰალაციის ტექნიკას იყენებენ: ჯერ ორთქლს პირში ახვევ, შემდეგ — ფილტვებში. ეს ისევე ხდება, როგორც სიგარეტის შემთხვევაში, ამიტომ ეს სტილი განსაკუთრებით ახლოსაა იმ ადამიანებისთვის, ვინც სიგარეტიდან ვეიპზე გადადის.
Flavor Chasing-სთვის, Cloud Chasing-გან განსხვავებით, საჭიროა, მოწყობილობა დაბალი ვატებით (10-25 ვ), 1.0 ომზე მაღალი წინაღობის ქოილი და შეზღუდული airflow, რომელიც ორთქლს კომპაქტურს ხდის და გემოს ინტენსივობას ზრდის. სითხეებში კი PG (Propylene Glycol) კომპონენტი გემოს გადაცემაზე პასუხისმგებელია, ამიტომ 50/50 ან მაღალი PG შეფარდება ამ სტილს უფრო შეეფერება. ნიკოტინის დოზაც ჩვეულებრივ მაღალია (10-20 მგ).
Flavor Chasing-სთვის რომელი ვეიპებია შესაფერისი?
მაღალ ვატიანი ვეიპები ინტენსიური გემოსთვის, როგორც წესი, Pod სისტემები ან MTL კომპლექტებია. ისინი კომპაქტური, მარტივი მოხმარებისაა და გემოს გადაცემაზეა ოპტიმიზირებული.
- Oxva Xlim Pro 2 1300 mAh ბატარეით მუშაობს და Mesh Pod-ებს იყენებს, რომლებიც გემოს კარგად ინარჩუნებენ. კარგი ვარიანტია იმ ადამიანებისთვის, ვინც სიგარეტიდან ვეიპზე გადადის.
- Vaporesso Xros 4 Mini კომპაქტური Pod მოდელია ჭკვიანი სიმძლავრის ავტომატური რეგულაციით. წვეთის საწინააღმდეგო კონსტრუქცია პრაქტიკული უპირატესობაა, Mesh Pod-ები კი ნიკოტინის მარილების შემცველ სითხეებთან ერთად გემოს სიწმინდეს ინარჩუნებს.
- Uwell Caliburn G3 ამ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Pod სისტემაა. Pro-FOCS ტექნოლოგია სწორედ გემოს ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტურია.
Cloud Chasing თუ Flavor Chasing – რა განსხვავებაა პრაქტიკაში?
ეს ორი სტილი განსხვავდება არა მხოლოდ მოწყობილობებით, არამედ ვეიპინგის ყოველდღიური გამოცდილებითაც. Cloud Chasing ითხოვს ბატარეების უსაფრთხოებას, ქოილების წინაღობისა და airflow-ის ბალანსის გათვალისწინებას მოითხოვს.
ამასთანავე, Cloud Chasing სითხეს ბევრად სწრაფად ხარჯავს – ეს ეკონომიკური ასპექტია, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა. Flavor Chasing ამ კუთხით უფრო ზომიერია.
ორი სტილი, ცხადია, ურთიერთგამომრიცხავი არ არის დაა ზოგი ვეიპერი ერთ მოწყობილობას ორივე ელემენტით აბალანსებს – 60/40 ან 70/30 VG/PG სითხით და საშუალო სიმძლავრის პარამეტრებით.
რომელი სტილიც არ უნდა გქონდეთ, ვეიპ შოპი ფართო არჩევანით ორივე სეგმენტის მოწყობილობებს, სითხეებსა და აქსესუარებს შემოგთავაზებთ.
“პოდსის” ფილიალებში კვალიფიციური კონსულტაციის მიღებაც შეგიძლიათ.


