CBD საქართველოში: რას ამბობს კანონმდებლობა? 

CBD-ს, იგივე კანაბიდიოლი არის პროდუქტი, რომელიც კანაფის მცენარისგან მიიღება, მაგრამ მარიხუანასთან ასოცირებულ მათრობელ ეფექტს არ იწვევს. საქართველოში ამ თემის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა – რა არის კანაბიდიოლი, რატომ არ არის ის ნარკოტიკული ნივთიერება და რას ამბობს კანონი  სიბიდიზე?

 

რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს, ამ ბლოგში საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით გეტყვით ყველაფერს, რაც სიბიდის შესახებ უნდა იცოდეთ.

 

რა არის კანაბიდიოლი და რისთვის გამოიყენება

 

კანაბიდიოლი კანაფის მცენარეში ბუნებრივად არსებული ქიმიური ნაერთია. კანაფი ორ ძირითად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს: THC-ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლს), რომელიც ფსიქოაქტიურია და მათრობელ ეფექტს იწვევს, და CBD-ს, რომელსაც მსგავსი ეფექტი არ აქვს ადამიანის ორგანიზმზე.

 

CBD პროდუქცია მრავალფეროვანია – ზეთები, კრემები, საპნები, კაფსულები, საჭმელები და სხვა. მომხმარებლები მას, როგორც წესი იყენებენ: 

 

  • სტრესის შესამსუბუქებლად
  • ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად
  • ტკივილის მოსახსნელად 
  •  ანთებითი პროცესების შესამცირებლად

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს ნაერთი ადამიანებში არ ავლენს არანაირ ეფექტს, რომელიც მისი ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების პოტენციალზე მიუთითებს. ამავე ანგარიშის თანახმად, ნაერთის მოხმარებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე არ დაფიქსირებულა. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომელიც მას ფუნდამენტურად განასხვავებს ფსიქოტროპული ნივთიერებებისგან.

 

ევროკავშირის მიდგომა: როგორ არეგულირებს ევროპა CBD-ს

 

ევროკავშირში რეგულირება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება. 2020 წელს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – კანაბიდიოლის ნარკოტიკად კლასიფიცირება არ შეიძლება, რადგან არსებულ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ის არ წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ეს გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ამ პრინციპთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

 

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) 2023 წლის რეფორმის შედეგად, კანაფის კულტივაციისას ნებადართული THC-ს ზღვარი 0.2%-დან 0.3%-მდე გაიზარდა, რაც საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას ემსახურება. ამავდროულად, ცალკეულ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე უფრო მკაცრი ზღვრის დაწესების უფლება აქვთ.

 

რაც შეეხება CBD-ს სურსათში გამოყენებას, ევროკავშირში ის „ახალი საკვების“ (Novel Food) კატეგორიას მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ მისი შემცველი საკვები პროდუქტები ევროპის სურსათის უსაფრთხოების ავტორიტეტის (EFSA) შეფასებას საჭიროებს. 

 

ამავდროულად, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში – პროდუქცია ხელმისაწვდომია აფთიაქებში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმებზე.

 

საქართველოს კანონმდებლობა: რას ამბობს კანონი სიბიდიზე

 

საქართველოში სიბიდის სამართლებრივი სტატუსი საკმაოდ საინტერესოა. 

 

ლეგალურია CBD? ეს გადაწყვეტილება პროდუქციასაც ეხება – პირადი მოხმარების მიზნით მისი ფლობა საქართველოში ლეგალურია. 

 

საქართველოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შესახებ“ კანონი კანაფს (Cannabis) I სიის – მკაცრად შეზღუდული ბრუნვის ნარკოტიკული საშუალებების – ნუსხაში მოიხსენიებს. თუმცა მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გავმიჯნოთ კანაფის მცენარე (რომელიც THC-ს შეიცავს) და სიბიდი, როგორც ცალკეული ქიმიური ნაერთი, რომელიც ამ სიაში არ არის.  

 

პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველოში კანაბიდიოლის პროდუქცია ძირითადად იმპორტის გზით ხვდება – ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც წარმოება რეგულირებულია. იმპორტისთვის, როგორც წესი, საჭიროა წარმოშობის სერტიფიკატი და ანალიზის სერტიფიკატი (COA), რომელიც THC-ს შემცველობის 0.2%-ზე ნაკლებ დონეს ადასტურებს.

 

CBD ფსიქოტროპული ნივთიერება არ არის: რას ამბობენ ავტორიტეტული ორგანიზაციები

 

ამ თემის ირგვლივ არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა სწორედ ისაა, რომ ის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებაა. სინამდვილეში, საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2017 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ CBD არ იწვევს ზიანს. ამ დასკვნის საფუძველზე, WHO-მ ოფიციალურად რეკომენდაცია გასცა, რომ ნაერთი არ უნდა იყოს კლასიფიცირებული საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებად. 

 

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფიზიკური დამოკიდებულება არ გამოვლენილა, ხოლო ადამიანებზე ჩატარებულ კონტროლირებად კვლევებშიც სტიმულაციის, ინტოქსიკაციის ან ფსიქოზური ეფექტები არ დაფიქსირებულა.

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ CBD ეფექტურია ეპილეფსიის, შფოთვის, უძილობისა და ქრონიკული ტკივილის მართვისას. 

 

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 2018 წელს დაამტკიცა Epidiolex – პირველი ნაერთზე დაფუძნებული წამალი, რომელიც ეპილეფსიის მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა FDA-მ კანაფისგან მიღებული პრეპარატი ოფიციალურად აღიარა სამედიცინო პროდუქტად.

  CBD პროდუქცია „პოდსის“ ფილიალებში

 

საქართველოს ბაზარზე ამ ტიპის პროდუქციისადმი ინტერესი მზარდია, თუმცა ხარისხიანი და სანდო პროდუქტის მოძიება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ენდობოდეს ისეთ გამყიდველს, რომლის პროდუქციის წარმომავლობა გამჭვირვალეა.

 

Podsy ვეიპების მაღაზიის ფილიალებში CBD პროდუქციას გთავაზობთ. მაღაზიის ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია გადის ხარისხის კონტროლს და თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია – ანალიზის სერტიფიკატი (COA), რომელიც ადასტურებს პროდუქტის შემადგენლობასა და THC-ს დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობას.

საჭიროების შემთხვევაში, „პოდსის“ ფილიალებში კონსულტაციის მიღებაც შეგიძლიათ. თანამშრომლები დაგეხმარებიან პროდუქტის არჩევაში და პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს მისი მოხმარების წესებისა და შემადგენლობის შესახებ.

 

მსგავსი პოსტები

profesionalur-sportshi-snusis-gamoyeneba

სნუსი პროფესიონალურ სპორტში: რატომ იყენებენ მას სპორტსმენები?

სპორტსმენის ყოველდღიური რუტინა – დიეტა, ძილი, ვარჯიში, სტრესსთან გამკლავება – საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ითქვას,

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ნიკოტინის ბალიში დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

საიდან დავიწყო? – სწორედ ესაა ხშირად დასმული შეკითხვა ნიკოტინის ბალიშების არჩევისას. თაროზე ათეულობით ვარიაციაა: სხვადასხვა

გააგრძელე »
profesionalur-sportshi-snusis-gamoyeneba

სნუსი პროფესიონალურ სპორტში: რატომ იყენებენ მას სპორტსმენები?

სპორტსმენის ყოველდღიური რუტინა – დიეტა, ძილი, ვარჯიში, სტრესსთან გამკლავება – საკმაოდ რთული პროცესია. შეიძლება ითქვას,

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ნიკოტინის ბალიში დამწყები და გამოცდილი მომხმარებლისთვის

საიდან დავიწყო? – სწორედ ესაა ხშირად დასმული შეკითხვა ნიკოტინის ბალიშების არჩევისას. თაროზე ათეულობით ვარიაციაა: სხვადასხვა

გააგრძელე »