რამდენად აქვს ვეიპის კალორიებს წონაზე გავლენა?

რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, მით უფრო აქტუალური ხდება რიგი საკითხები, რომლებითაც ადრე ვეიპერები ნაკლებად ინტერესდებოდნენ. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება ვეიპინგის შესაძლო გავლენაზე წონაზე, და განსაკუთრებით იმაზე რამდენად შესაძლებელია ვეიპის გამოყენებამ წონის მატება წაახალისოს.

ეს გასაკვირი არ არის. პანდემიის შემდგომ პერიოდში საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და, შესაბამისად, ძალიან გააქტიურდა კალორიების კონტროლის საკითხიც. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად აკვირდება საკვების კალორიულობას, ითვლის მიღებულ და დახარჯულ კალორიებს, ცდილობს შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა. ბევრი მწეველი, რომელიც აქამდე სტანდარტულ სიგარეტს იყენებდა, ელექტრო სიგარეტით მის ჩანაცვლებაზე სწორედ იმიტომ ფიქრდება, რომ ვეიპინგი შედარებით ჯანსაღ ალტერნატივად წარმოუდგენია. 

მაგრამ ამ ფონზე ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ელექტრო სიგარეტის მოწევას ორგანიზმზე წონის თვალსაზრისით – აქვს თუ არა ვეიპს კალორიები, რამდენი აქვს თუ აქვს, და სტანდარტული სიგარეტის ვეიპით ჩანაცვლება თუ შეიძლება წონის მატების სტიმული გახდეს.

აქვს თუ არა ვეიპს კალორიები?

კი, მაგრამ არა ისეთი კალორები, რომლებსაც სტანდარტულად საკვების კალორიულობის დათვლის დროს ვითვლით. კი, ვეიპის კალორიულობა ცოტა რთული დასათვლელია, ამიტომ ყველა მნიშვნელოვან დეტალს ნაწილ-ნაწილ ჩავშლით.

თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილი ვეიპის სითხე რამდენიმე ძირითად კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა კალორიული ღირებულება აქვს. რა რაოდენობის კალორიებზე შეიძლება ვისაუბროთ ვეიპინგის კონტექსტში იმაზეა დამოკიდებული, თითოეული ეს კომპონენტი რა შეფარდებითაა წარმოდგენილი კონკრეტულ სითხეში.

მეცნიერული კვლევების თანახმად, სითხის ორი მთავარი შემადგენელი – მცენარეული გლიცერინი (VG) და პროპილენ გლიკოლი (PG) – მსგავსი კალორიული დატვირთვისაა და თითოეული დაახლოებით 4-5 კალორიას შეიცავს ერთ გრამზე. მათთვის, ვინც მკაცრ დიეტაზეა შეიძლება ეს მცირედი ციფრიც კი დასაფიქრებელი ჩანდეს, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. 

ვეიპის სითხის მოხმარება ხდება არა პირდაპირი მიღებით, არამედ ორთქლის სახით, რაც მნიშვნელოვნად ცვლის კალორიების შეწოვის პროცესს.

როგორც წესი, სტანდარტული ერთჯერადი ვეიპი დაახლოებით 2 მილილიტრ სითხეს მოიხმარს. ანუ თითოეული მათგანი წმინდა კალორიების თვალსაზრისით სულ 8-10 კალორიაა. სტანდარტული წესით კალორიების დათვლის შემთხვევაშიც კი ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო ციფრია, რომელიც დაახლოებით ერთ ნაჭერ კიტრს უდრის და მსუბუქი გასეირნებისას მარტივად დაიწვება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მცირე რაოდენობაც კი დათვლისას სტანდარტულად არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ვეიპის სითხე არ შეიწოვება ჩვეულებრივი საკვების მსგავსად.

მწარმოებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მომხმარებელთა გემოვნებას და ბაზარზე გვხვდება მრავალფეროვანი არჩევანი. არომატული ვეიპი ელექტრონული სიგარეტის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია – მომხმარებლებს მოსწონთ, რომ მოწევისას ნიკოტინის პარალელურად პროცესს ძლიერად გამოხატული სასიამოვნო არომატი და გემო დასდევს თან. თუმცა მათთვის, ვინც დიეტას დიდ ყურადღებას აქცევს, არომატების პოპულარულობა ხშირად დამაფიქრებელი ფაქტორიც გამხდარა – თუ შეიცავს ვეიპი შაქარს? და თუ კი – რამდენს?

პირველ რიგში, თუ დიეტიდან შაქრის ამოღებას გეგმავთ, შეგიძლიათ ვეიპი თავისუფლად გამოიყენოთ – არომატიზატორები, რომლებიც სხვადასხვა გემოს მისაღებად გამოიყენება არ  შეიცავს შაქარს. მეტიც, ვეიპის სითხეში შაქრის გამოყენება ფიზიკურად ძალიან რთულია – მაღალ ტემპერატურაზე შაქარი კარამელიზდება და იწვის. ელექტრო სითხე რომ შაქარს შეიცავდეს, ის მოწევისას თავად აპარატს დააზიანებდა.

შაქრის მაგივრად სითხეების დასატკბობად დაბალკალორიული ალტერნატივა გამოიყენება, როგორც წესი სტევია ან სუკრალოზა, რომლებიც პრაქტიკულად არ შეიცავს კალორიებს და ხშირად დიაბეტური კვებისასაც გამოიყენება.

თუ წმინდად ციფრებზე ვისაუბრებთ, სტანდარტული 10 მილილიტრიანი ფლაკონი ვეიპის სითხე დაახლოებით 40-50 კალორიას შეიცავს. 

რა განსხვავებაა ვეიპის კალორიებსა და საკვების კალორიებს შორის?

როგორც უკვე ზევით ვახსენეთ, მთავარი საკითხი ის კი არაა, თუ რამდენ კალორიას შეიცავს ვეიპის სითხე, არამედ რამდენად შეიწოვება ეს კალორიები ორგანიზმის მიერ. 

მიუხედავად იმისა რომ ამჟამად არსებული კვლევების სია მწირია და სამომავლოდ მეტი კვლევაა საჭირო, არსებული ინფორმაციის მიხედვით ელექტრონული სიგარეტი წმინდა კალორიული თვალსაზრისით ვერ ახდენს გავლენას ადამიანის წონაზე.

საქმე იმაშია, რომ ფილტვები არ არის კალორიებს ამთვისებელი ორგანო. კალორიების შეწოვა ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის დანიშნულებაა. სანამ ორგანიზმი საკვებიდან კალორიებს აითვისებს, ამ საკვებმა საკმაოდ რთული დამუშავების პროცესი უნდა გაიაროს. ორთქლის სახით მიღებული ნივთიერებები კი პირდაპირ ფილტვებში ხვდება, სადაც არ არსებობს კალორიების შეწოვისთვის საჭირო მექანიზმები.

არსებობს რამდენიმე მცირე მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები დააკვირდნენ ვეიპინგის მომხმარებლების წონას და კალორიების ბალანსს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვეიპინგით მიღებული კალორიები არ აისახება ორგანიზმის საერთო კალორიულ ბალანსზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი აკონტროლებს საკვებით მიღებულ კალორიებს, ვეიპინგი არ გამოიწვევს დამატებითი კალორიების დაგროვებას ორგანიზმში.

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ვეიპინგის დროს წარმოქმნილი ორთქლის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შეიცავს კალორიებს, რადგან სითხის კომპონენტები გადადის აირად მდგომარეობაში, სადაც კალორიული ღირებულება პრაქტიკულად ნულის ტოლია.

თუმცა ამჟამინდელი რეალობა, სამწუხაროდ, არ გვაძლევს ამ უკანასკნელ თეორიაზე მყარად მსჯელობის საშუალებას. არსებული ელექტრო სითხეების კალორიული მაჩვენებელი უბრალოდ ზედმეტად მწირია. რომ იყოს, ვთქვათ, შოკოლადის ეკვივალენტი, და ერთი ფლაკონი არა 40-50 არამედ 400-500 კალორიას შეიცავდეს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში დიეტაში მნიშვნელოვანი კალორიული პროფიციტი უფრო ნათელ სურათს შექმნიდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება უბრალოდ არ არსებობს. 

როგორ მოქმედებს ვეიპინგი წონაზე? ასუქებს თუ ახდუნებს?

მიუხედავად იმისა, რომ ვეიპინგის კალორიები პრაქტიკულად არ შეიწოვება, არსებობს სხვა მექანიზმები, რომლებითაც ვეიპინგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წონაზე. ეს ძირითადად დაკავშირებულია ნიკოტინის ეფექტთან.

მეცნიერულმა კვლევებმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ნიკოტინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინის დაჯილდოების სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც ნიკოტინი ორგანიზმში ხვდება, ხდება დოფამინის გამოყოფა. ნიკოტინი ძლიერი მადის დამთრგუნველია და პარალელურად მცირედით ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს. ამიტომაა, რომ სიგარეტს ხშირად მიმართავდნენ წონის დასაკლებად – მოწევისას უბრალოდ ნაკლებად გინდება ჭამა. 

მოწევის შეწყვეტის შემდეგ ბევრი ადამიანი იმატებს წონაში ძირითადად მადის გაძლიერების, მეტაბოლიზმის შენელებისა და გემოს შეგრძნების გაუმჯობესების გამო. ვეიპინგზე გადასვლისას ეს ეფექტი შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რადგან ნიკოტინის მიღება კვლავ გრძელდება, თუმცა სხვა ფაქტორები, როგორიცაა გემოს აღქმის გაუმჯობესება, მაინც შეიძლება გავლენას ახდენდეს საკვების მიღებაზე (ყველაფერი უფრო გემრიელი გეჩვენება და, შესაბამისად, უფრო მეტსაც ჭამ).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც სტანდარტული სიგარეტისა და არც ვეიპინგის წონის კონტროლის მიზნით გამოყენება არ არის რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინმა შეიძლება დროებით შეამციროს მადა და გაზარდოს მეტაბოლიზმი, ეს არ არის ჯანსაღი მეთოდი, რომელსაც გრძელვადიანი წარმატება სდევს. წონის გრძელვადიან კლებას ცხოვრების წესის ცვლილება სჭირდება, არა დროებითი მადის დამთრგუნველი.

მსგავსი პოსტები

veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »
veipis-problemebi

ყველაზე გავრცელებული პრობლემები ვეიპინგის დროს და მათი გამოსწორება

თუ დიდი ხანია ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც დადგებოდით გამოწვევის წინაშე და გაგიჩნდებოდათ

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »