ელექტრო სიგარეტის სითხეები
ე-სითხეები, იგივე e-liquids, ანუ ელექტრო სიგარეტის სითხეები სპეციალურ ნარევებია, რომელიც წარმოქმნის სურნელოვან ორთქლს ვეიპის მოწყობილობაში წვის დროს.
რისგან შედგება ე-სითხე?
ვეიპის სითხეები შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: პროპილენ გლიკოლი (Propylene Glycol), მცენარეული გლიცერინი (Vegetable Glycerin), არომატიზატორები და, უმეტეს შემთხვევაში, ნიკოტინი.
სხვადასხვა სახის ვეიპისთვის განკუთვნილი სითხეები განსხვავდება VG/PG შემადგენლობით. VG-ს შემცველობა განსაზღვრავს ორთქლის სისქესა და რაოდენობას, ხოლო PG პასუხისმგებელია გემოს ინტენსივობასა და ყელზე “დარტყმაზე”. თუ რა შემცველობის სითხე უნდა ჩაიტვირთოს ვეიპში, მაღალი PG-ს თუ მაღალი VG-ს, დამოკიდებულია მის შემადგენელ ნაწილებზე – კოილებსა და პოდებზე.
მაღალი PG-ს შემცველობის სითხეები გამოიყენება პირდაპირ ჩასასუნთქ (MTL) მოწყობილობებში, პოდ სისტემებსა და დაბალი ვატიანობის ვეიპებში. ხოლო მაღალი VG-ს ე-სითხეები გათვლილია სუბ-ომის ავზებზე (ვეიპებზე, რომელთა ატომაიზერის კოილის წინაღობა 1 ომზე ნაკლებია), ბოქს მოდებსა და მაღალი ვატიანობის მოდელებზე.
ვეიპ სითხეების უმეტესობა შეიცავს როგორც VG ისე PG, თუმცა ბალანსი განსხვავებულია და ორივე მხრიდან 80/20-დან 60/40-მდე იცვლება. ასევე არსებობს 100% VG ე-სითხეები.
რამდენი ხანი ძლებს ვეიპის ე-სითხე?
დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მოწყობილობის ტიპზე, მოხმარების სიხშირესა და სითხის მოცულობაზე.
როგორც წესი, 10მლ სითხე 3-5 დღე ეყოფა საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტენსივობის მწეველს რეგულარული მოხმარებისას. თუმცა, ზოგიერთი ელექტრო სიგარეტის სითხე 24 საათიანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, განსაკუთრებით თუ დაბალი სიმძლავრის ერთჯერად ელექტრო სიგარეტებზე გვაქვს საუბარი.
ვეიპის გამოყენების ხანგრძლივობა ხშირად არა დღეებში, არამედ ე.წ. puff-ებით (ნაფაზებით) იზომება. მაგალითად, ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები ხშირად სწორედ სავარაუდო ნაფაზების რაოდენობას მიუთითებენ მოდელებზე (მაგ. 600 puffs) რათა მომხმარებელს შეუქმნან უფრო სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხანგრძლივობით შეიძლება მოწყობილობის გამოყენება სითხის ამოწურვამდე. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ერთჯერადი სიგარეტები არაა გრძელვადიან გამოყენებაზე გათვლილი, რადგან თუ ბატარეა ამოიწურება, დარჩენილი სითხის გამოყენება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან მოდელთა უმეტესობის თავიდან დატენა არ ხდება.
რა ტიპის ე-სითხეები არსებობს?
ერთჯერადი ვეიპები უკვე სითხით სავსე იყიდება, მაგრამ როდესაც დასატენ ელექტრო სიგარეტებზეა საუბარი, მომხმარებელს თავად უწევს სითხის შეძენა და მოწყობილობის ავსება. სხვადასხვა სპეციფიკაციების მოდელები სხვადასხვა ტიპის სითხეებს მოითხოვს. არასწორად არჩევის შემთხვევაში არაა გამორიცხული მოწყობილობამ ეფექტურად ვერ ააორთქლოს სითხე ან გაჟონოს.
დღესდღეობით ყველაზე ფართო გამოყენებაში ორი ტიპის ე-სითხეა: Pod Salts და Shortfills.
Pod Salts იგივე ნიკოტინის ე-სითხეა, რომლებიც ძირითად პოდ სისტემებისა და დაბალი ვატიანობის MTL მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. როგორც წესი, Pod Salts-ში VG/PG-ს შემადგენლობა 50/50-ზე ან 60/40-ზეა, რაც უზრუნველყოფს გემოსა და ორთქლის სიმძლავრის ბალანსს. სტანდარტულად ხელმისაწვდომია 20მგ-დან 50მგ/მლ-მდე ნიკოტინის შემცველობით. ამასთან, მიუხედავად ნიკოტინის შემცველობისა, VG-ს კონცენტრაციის გამო ნაფაზი შედარებით მსუბუქია და ნაკლებად “ურტყამს” ყელს. Pod Salt ოპტიმალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს შედარებით ძლიერი ნიკოტინის ეფექტის შენარჩუნება.
Shortfills შედარებით ახალი სიტყვაა ე-სითხეებში. ნიკოტინის გარეშე ვეიპ სითხეა, რომელიც იყიდება დიდი მოცულობის ბოთლებში, რომლებიც არასდროს არის ბოლომდე შევსებული. ეს არ ნიშნავს, რომ მწარმოებლები პროდუქტს აკლებენ – ადგილი სპეციალურად არის დატოვებული, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად ნიკოტინით შესავსებად. Shortfills, ტრადიციულად მაღალი VG-ს შემცველობით ხასიათდება (როგორც წესი 70/30 ან 80/20 VG/PG თანაფარდობით), და გათვლილია დიდი რაოდენობით ორთქლის წარმოებისთვის. გამოიყენება სუბ-ომის ავზებში, RDA-ებში და სხვა მაღალი ვატიანობის ელექტრო სიგარეტებში.