უნიკოტინო ელექტრო სიგარეტები
ელექტრონული სიგარეტების სამყაროს ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია უნიკოტინო ვეიპებია. მათი გამოისობით ვეიპინგი უკვე არა მხოლოდ მათი პრეროგატივაა, ვინც სტანდარტულ სიგარეტს მარტივად გუობს, არამედ მათიც, ვინც ყოველთვის ისევე თავს არიდებდა ვეიპინგს, როგორც სტანდარტულ სიგარეტებს.
ახლა მათაც, ვინც ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებას მისდევს, შეუძლიათ ახალ ჰობის ისე გაეცნონ, რომ ნიკოტინის მავნე ზემოქმედებას არ უფრთხოდნენ.
HQD HOT
ნაფაზი: 5000
ელემენტი: 550 mAh
სითხის მოცულობა: 14 მლ
HQD Cuvie Plus
ნაფაზი: 1200
ელემენტი: 950 mAh
სითხის მოცულობა: 5 მლ
რა არის უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი?
თანამედროვე ვეიპინგის სამყაროში ახალი ტრენდი იკვეთება – უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი.
ვერ ვიტყვით, რომ ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე ისევე პოპულარულია, როგორც სტანდარტული ნიკოტინიანი ვეიპი, მაგრამ დროსთან ერთად ინტერესის მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ინტერესისის ზრდას ისიც ეხმარება, რომ მოწყობილობა ბევრი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ელექტრო სიგარეტისგან, მექანიზმი იგივეა – ძირეული განსხვავება სითხეშია. ვეიპინგის მოყვარულთა უმეტესობა კი არაა ახალი გამოცდილების წინააღმდეგი, თუ ამ გამოცდილების მიღებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
რადგან ორი მექანიზმი ძირეულად იდენტურია, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება საკუთარ თავზე გამოცადონ ვეიპინგის სენსორული მახასიათებლები – ორთქლი, გემო, და “ყელზე დარტყმის” შეგრძნებით – და ამავდროულად დამოკიდებულის განვითარების არ ეშინოდეთ.
ამის გამო ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე მიმზიდველი არჩევანია მათთვის, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს თავი დაანებოს მოწევას, მაგრამ სწორედ სენსორულად ძლიერი კუთხის გამო არ ეთმობა ვეიპინგი, არამედ მათთვისაც ვისაც ვეიპინგი აინტერესებს, მაგრამ სწორედ ნიკოტინის არიდებს თავს.
როგორ მუშაობს უნიკოტინო ვეიპი?
უნიკოტინო ვეიპების მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც ჩვეულებრივი ელექტრო სიგარეტების. მოწყობილობის ცენტრალური მექანიზმი ათბობს სითხეს და გარდაქმნის მას გემოიან ორთქლად.
მთავარი განსხვავება სტანდარტულ და უნიკოტინო ე-სიგარეტს შორის ე-სითხეა, რომლითაც მოწყობილობა იტენება – როგორც უკვე მიხვდით, უნიკოტინო ვეიპი დატენილია ისეთი სითხით, რომელიც არ შეიცავს ნიკოტინს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სითხის გამოყენების ტენდენცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია გავრცელებულია სტაჟიან ვეიპერებში, რომლებიც მრავალჯერად მოწყობილობებს იყენებენ და მიჩვეულები არიან პროცესის ყველა დეტალის – მათ შორის სითხეში ნიკოტინის დონის – საკუთარ გემოვნებაზე მორგებას.
აი მათ კი, ვინც შედარებით იშვიათად ეწევა და ძირითადად ერთჯერადი ვეიპი სარგებლობს, არჩევანი შედარებით შეზღუდული აქვს. თუმცა ტენდენციის პოპულარიზაციასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება არჩევანიც.
ერთჯერადი vs მრავალჯერადი უნიკოტინო ვეიპი
ვეიპინგის სამყაროში ორი ძირითადი ტიპის მოწყობილობა არსებობს: ერთჯერადი და მრავალჯერადი. ერთჯერადი ვეიპები წინასწარ არის შევსებული სითხით და გამოიყენება მანამ, სანამ სითხე ან ბატარეა არ ამოიწურება. ასეთი ვეიპები მარტივი მექანიზმითაა აღჭურვილი, იოლი გამოსაყენებელია და იდეალურია დამწყებთათვის. თუმცა უნიკოტინო ვეიპინგით დაინტერესებულთათვის მათ ერთი შესამჩნევი მინუსი აქვთ – არომატების არჩევანი შესამჩნევლად მწირია სტანდარტულ ერთჯერად ვეიპებთან შედარებით. თუმცა, არსებული არჩევანი მოთხოვნითაა განპირობებული, ყველაზე პოპულარული არომატები ხელმისაწვდომია, და სულ მცირე ერთჯერადი გამოცდილებისთვის ვეიპერთა უმეტესობა ნამდვილად მოახერხებს საკუთარი გემოვნების შესაბამისი ვარიანტის პოვნას.
მრავალჯერადი უნიკოტინო ვეიპი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს უნიკოტინო სითხე, რომლითაც შესაძლებელია შესაბამისი მოწყობილობის დატენა. უბრალოდ, სანამ ისეთ ე-სითხეს შეიძენთ, რომელიც არ შეიცავს ნიკოტინს, დარწმუნდით, რომ თქვენს ელექტრონულ სიგარეტს შესაბამისი სპეციფიკაციები აქვს: როგორც წესი, ასეთ ე-სითხეს მაღალი PG შემცველობა ახასიათებს და კონკრეტული ტიპის ელექტრონული სიგარეტების დასატენად გამოიყენება. თუ მათ შეუსაბამო მექანიზმის მოწყობილობის დასატენად გამოიყენებთ, მაღალია ალბათობა ვეიპიდან გაჟონოს.
Shortfills: ყველაზე პოპულარული უნიკოტინო ე-სითხე
უნიკოტინო ელექტრო სიგარეტის სითხეები, ისევე როგორც ნიკოტინიანი ვერსიები, ორი ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება: პროპილენ გლიკოლი (PG) და მცენარეული გლიცერინი (VG). PG გამჭვირვალე, უსუნო სითხეა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს “ყელზე დარტყმის” – შეგრძნება, რომელიც ჰგავს ტრადიციული სიგარეტის მოწევისას ნაფაზის დარტყმას – სიძლიერეს და აორთქლების ინტენსივობას, იძლევა უფრო მკვეთრ გემოს. VG, უფრო სქელი და ტკბილი სითხეა. ძირითადად პასუხისმგებელია ორთქლის წარმოქმნაზე – მაღალი VG შემცველობის სითხეები უფრო მკვრივ და დიდი მოცულობის ორთქლს ქმნის.
უნიკოტინო სითხეებში უნივერსალური PG/VG ბალანსი, როგორც ასეთი, არ არსებობს, შეიძლება მერყეობდეს 50/50-დან 80/20-მდე თანაფარდობით – მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, VG-ს შემცველობა მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ, თუ მრავალჯერადი მოწყობილობის უნიკოტინო სითხით შევსებას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ VG ე-სითხით დატენისთვის საჭირო მახასიათებლების მქონე ვეიპს ავსებთ.
დღესდღეობით ყველაზე პოპულარული უნიკოტინო ე-სითხე არის ე.წ. Shortfills.
Shortfills სტანდარტულად 70VG/30PG ბალანსი აქვს (თუმცა ზოგიერთი ფირმა ნელ-ნელა იწყებს თანაფარდობასთან ექსპერიმენტებს). უმეტესწილად გვხვდება დიდი მოცულობის ბოთლებით (ჩვეულებრივ 50მლ ან 100მლ), რომლებიც არაა სითხით ბოლომდე შევსებული. ბოთლში გამიზნულადაა დატოვებული თავისუფალი სივრცე (ჩვეულებრივ 10მლ ან 20მლ) ნიკოტინის შოტის (nic shot) დასამატებლად.
Shortfills ერთი მნიშვნელოვანი მინუსი აქვს – გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ვეიპინგის გარკვეული გამოცდილება, ერკვევიან მრავალჯერადი ელექტრონული სიგარეტების ტიპებში, და შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად შევსება, დაშლა და გასუფთავება. მათ, ვინც მხოლოდ იწყებს ვეიპებთან ურთიერთობას, შესაძლოა გაუჭირდეს პირდაპირ მრავალჯერადი გამოყენების მოწყობილობაზე გადართვა. თუნდაც იმიტომ, რომ ნაკლებად ერკვევა რა ტიპის ე-სიგარეტის დატენა შეიძლება Shortfills-ით.
თუ უბრალოდ ახალი გამოცდილება გაინტერესებთ, ერთჯერადი უნიკოტინო ელექტრო სიგარეტით დაწყება გაცილებით უფრო უპრიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ერთჯერადი ვეიპის დაცლისას უკვე გეცოდინებათ უნიკოტინო ვეიპინგი თქვენთვის საინტერესოა თუ არა. და თუ კი – უკვე შემდეგ შეიძლება მრავალჯერადი ელექტრონული სიგარეტების ტიპებში გარკვევაც.
როგორი ტიპის მოწყობილობებში გამოიყენება Shortfill/მაღალი VG სითხე?
Shortfill სითხეები, რომლებიც ჩვეულებრივ მაღალი VG შემცველობით ხასიათდება, ყველაზე კარგად მუშაობს სუბ-ომის ავზებში, RDA-ებში (Rebuildable Dripping Atomizers) და სხვა მაღალი ვატიანობის ელექტრო სიგარეტებში. ეს მოწყობილობები შექმნილია დიდი რაოდენობით ორთქლის წარმოსაქმნელად და ეფექტურად უმკლავდებიან მაღალი VG სითხეების სიბლანტეს. სუბ-ომის სისტემები იყენებენ დაბალი წინაღობის კოილებს (1 ომზე ნაკლები), სწრაფად აცხელებენ სითხეს და წარმოქმნან დიდი რაოდენობით ორთქლის.
მეორეს მხრივ, თუ თქვენ მცირე ზომის pod სისტემები ან MTL (Mouth-to-Lung) მოწყობილობებს იყენებთ, მაღალი VG სითხეების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ ტიპის ვეიპებში ატომაიზერები უფრო თხელი მაღალი PG-ს სითხეების აორთქლებაზეა გათვლილი, ისინი ხშირად ვერ უმკლავდებიან მაღალი VG სითხეების სიბლანტეს, ვერ აცხელებენ და ვერ აორთქლებენ სითხეს შესაბამისი სიძლიერით. შედეგად სულ მცირე აუორთქლებელი სითხე ვეიპიდან ჟონავს, უარეს შემთხვევაში კი სერიოზულად ზიანდება ქოილი.
თუ უნიკოტინო ვეიპინგი გაინტერესებთ და მხოლოდ MLT მოწყობილობა გაქვთ ხელქვეშ, მეტი დრო დაუთმეთ სითხის შერჩევას. სტანდარტული Shortfill არ გამოგადგებათ, მაგრამ ნაკლებად პოპულარული 50/50 ბალანსის სითხე ამგვარ მოწყობილობაზე წავა (თუმცა მისი პოვნა უფრო ძნელი იქნება).
უნიკოტინო ვეიპების შერჩევა პოდსის მაღაზიაში
თანამედროვე ელექტრო სიგარეტის მაღაზიებში უკვე აღარაა პრობლემა უნიკოტინო ელექტრო სიგარეტის შერჩევა. პოდსის მაღაზიებში, მაგალითად, საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს, როგორც ერთჯერადი უნიკოტინო სიგარეტების, ისე Shortfills სითხით, რომლითაც თქვენი მრავალჯერადი მოწყობილობის დატენა შეგიძლიათ.
ჩვენთან ვიზიტი არა მხოლოდ საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, არამედ მიიღოთ სწორი რჩევები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ვეიპინგის პროცესისგან – ნიკოტინით თუ ნიკოტინის გარეშე.
პოდსიში კარგად გვესმის, რომ ვეიპის შერჩევა ინდივიდუალური პროცესია. ჩვენი გამოცდილი კონკურენტები შეძლებენ ადგილზე აგიხსნან სხვადასხვა ტიპის ელექტრო სიგარეტის უპირატესობები და ნაკლოვანებები და დაგეხმარებიან PG/VG ბალანსის მიხედვით სწორი მრავალჯერადი ვეიპის არჩევაში.