2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს, რამდენად მარტივია აპარატის გამოყენება.

გამოცდილ უცხოელ მომხმარებლებს შორის მეტად პოპულარულია მრავალჯერადი ვეიპი, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია პროცესის ცალკეული დეტალების კონტროლი, მათ შორის ნაფაზის სიძლიერისა და ორთქლის რაოდენობის. ქართველ მომხმარებლებს შორის კი გაყიდვების ძირითადი წილი მაინც ერთჯერად ვეიპებზე მოდის, გამოცდილების მიუხედავად. 

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ვეიპერებისთვის ელექტრო სიგარეტი მხოლოდ ნიკოტინის მიღების საშუალებაა და მეტს არ მოელიან. მოდელის არჩევისას გადამწყვეტია ისეთი დეტალები, როგორც ელემენტის გამძლეობა და მკვეთრი გემო. 

გთავაზობთ 5 მოდელს, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა Podsy-ს ქსელში 2025 წელს:

HQD Wave

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ერთჯერადი მოწყობილობა, განსაკუთრებით პოპულარული არჩევანია დამწყებებს შორის. თუმცა აქტიურად იყენებენ ისეთი გამოცდილი ვეიპერები, რომლებსაც ხშირად უყვართ ე-სითხის არომატის ცვლა. აღჭურვილია 1.6 ომიანი წინაღობის ქოილითა და 500mAh სიმძლავრის ელემენტით. ეს საკმარისია 2.0 მლ ტევადობის ავზი სრულად აორთქლდეს ისე, რომ დაცლისას სითხის გემო არ შეიცვალოს. 

მოწყობილობა გათვლილია 600 ნაფაზზე. საშუალო სიხშირის მწეველს დაახლოებით 2-3 დღე ყოფნის. მოხმარება ძალიან მარტივია – ამ მოდელს ღილაკებიც კი არ აქვს, პირდაპირ ჩასუნთქვით აქტიურდება. კორპუსი მყარი, რიფლირებული პლასტმასისგან არის დამზადებული, რომელიც საკმაოდ კარგად უძლებს სხვადასხვა წნეხს (მაგ. დავარდნისას მარტივად არ ზიანდება).

HQD Super Pro

Super Pro-ს მთავარი განსხვავება Wave-თან მისი 550mAh მოცულობის ელემენტია. 10%-ით მეტი სიმძლავრე იმის გარანტიაა, რომ მოწყობილობა არ დაჯდება მანამ, სანამ სითხე ბოლომდე არ აორთქლდება.

კიდევ ერთი არსებითი სხვაობაა კორპუსი, რომელიც ალუმინისგან მზადდება. მეტალის კორპუსი არა მხოლოდ უფრო გამძლეა, არამედ აორთქლების ხარისხსაც აუმჯობესებს. ალუმინი სითბოს უკეთ ანაწილებს, რაც ქოილის სტაბილურ მუშაობას უწყობს ხელს. Super Pro ისევე მარტივია გამოსაყენებლად, როგორც სტანდარტული მოდელი და არ სჭირდება დამატებითი ვეიპის აქსესუარები. როგორც Wave, ისიც პირდაპირ ჩასუნთქვით აქტიურდება.

Tastefog Tplus

Tastefog Tplus ტექნიკური მახასიათებლებით ძალიან ჰგავს HQD Super Pro-ს: მასაც სტანდარტული 2.0მლ სითხის რეზერვუარი და 550mAh ელემენტი აქვს. მთავარი განსხვავება იმაშია, რომ Tplus უფრო ეფექტურია. 

სტანდარტული 500-550mAh ელემენტით აღჭურვილი მოდელები 600 ნაფაზზეა გათვლილი. Tplus-ის აორთქლების სისტემის ოპტიმიზაცია კი თავისუფლად ჰყოფნის 800 ნაფაზს. ეს მაჩვენებელი ამ სეგმენტის დანარჩენ მოწყობილობებზე 33%-ით მეტია. 

კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული და მოჰყვება დამცავი სილიკონის თავსახური. აქვს ელემენტის ინდიკატორი, რაც ამ კლასის ვეიპებისთვის იშვიათობაა. იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ბიუჯეტურ და გამძლე მოდელს ეძებს, რადგან თითოეულ შესუნთქვაზე ნაკლებ სითხეს მოიხმარს.

მთავარი მინუსი გემოების სიმწირეა. ამჟამად HQD-ს სერიები უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

NIX BAR

NIX BAR-ს ძირითადად ისინი ირჩევენ, ვისაც უფრო მსუბუქი გემო მოსწონს. სიმძლავრით HQD Super Pro-სა და Tastefog Tplus-ს ჰგავს. ეს მოდელიც 550mAh ელემენტით არის აღჭურვილი, 2მლ ტევადობა აქვს და 600 ნაფაზზეა გათვლილი. განსხვავება უშუალოდ ე-სითხეშია: 2%-იანი (20მგ/მლ) ნიკოტინის მარილის ფორმულა განსაკუთრებული სირბილით გამოირჩევა. 

ბევრი თანამედროვე მომხმარებლისთვის ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ფაქტორი — კორპუსი ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან მზადდება. 

HQD EOS

მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვინც შედარებით ძლიერ ორთქლს ანიჭებს უპირატესობას. HQD EOS აღჭურვილია 1.4 ომის წინაღობის ქოილით (HQD Wave-ისა და Super Pro-სთვის სტანდარტული 1.6 ომის ქოილის ნაცვლად). დაბალი წინაღობა ნიშნავს, რომ ელექტრო სიგარეტი უფრო სწრაფად ცხელდება და საშუალოდ 15%-ით მეტად მძლავრია (დაახლოებით 9.8 ვატი). ამგვარი ქოილი ცოტა მეტ და უფრო თბილ ორთქლს წარმოქმნის. ასეთ ორთქლს კი უფრო ინტენსიური არომატი აქვს.

ამასთან მოწყობილობა ძალიან კომპაქტურია. HQD EOS-ის სისქე მხოლოდ 10 მილიმეტრია, თუმცა ისიც Wave-ის მსგავსი 500mAh ელემენტით არის აღჭურვილი და 600 ნაფაზზეა გათვლილი.

Podsy-ს ქსელი გთავაზობთ ერთჯერადი და მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტების დიდ კატალოგს. თუ გიჭირთ სწორი მოდელის შერჩევა, გვეწვიეთ უახლოეს ვეიპ შოპში და ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მსგავსი პოსტები

კომპანიის შესახებ

ელექტრონული სიგარეტების მაღაზიათა ქსელი Podsy ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდში ვეიპები საქართველოში ვიწრო სეგმენტის

გააგრძელე »

კომპანიის შესახებ

ელექტრონული სიგარეტების მაღაზიათა ქსელი Podsy ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდში ვეიპები საქართველოში ვიწრო სეგმენტის

გააგრძელე »