2025 წლის ყველაზე პოპულარული არომატები

2025 წელი გაილია და უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეიპინგის პოპულარობა საქართველოში აქტიურად იზრდება და სტაგნაციის ნიშნები არ შეინიშნება.

მეტიც, თუ გასულ წლებში მომხმარებელი ელექტრონულ სიგარეტებს ძირითადად ნიკოტინის მიღების ალტერნატიულ გზად განიხილავდა, დღეს პროცესისგან სიამოვნების მიღება ერთ-ერთი მთავარი მოლოდინია. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომხმარებლისთვის სიამოვნებას ძირითადად ვეიპის სითხის არომატი და ელექტრო სიგარეტის გამოყენების ხანგრძლივობა განსაზღვრავს. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მიუხედავად ვეიპინგის პოპულარობის ზრდისა, მრავალჯერადი ვეიპი ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია. ლიდერობას კვლავ ცალსახად ერთჯერადი სისტემები ინარჩუნებენ. თუ უცხოელ მომხმარებელში სიამოვნების მიღებას დიდწილად პროცესის მაქსიმალურად საკუთარ პრიორიტეტებზე მორგება განსაზღვრავს (მათ შორის ორთქლის სისქისა და ნაფაზის სიძლიერის კონტროლი), ქართველებისთვის პირველ ადგილზე ჯერჯერობით აპარატის სიმარტივე და არომატების ფართო არჩევანია.

მაყვალი ყინულით (Blackberry Ice)

აპარატები: HQD Wave, HQD Super Pro

ეს არომატი, რომელსაც ხშირად „შავ ყინულსაც“ უწოდებენ, 2025 წელს Podsy-ს მაღაზიებში ტოპ გაყიდვადი პროდუქტი იყო. მომხმარებლები მას ირჩევენ არა მხოლოდ მაყვლის სასიამოვნო გემოს გამო, არამედ შესუნთქვის თანმდევი შეგრძნებისთვისაც. არომატი თითქოს მძიმე და სიროფივით ტკბილი უნდა იყოს, მაგრამ ყინულის ეფექტი მას სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებასაც ანიჭებს, რის გამოც ბევრად დაბალანსებულია. ამასთან ეს სიგრილე არ ჰგავს პიტნას, მას არ აქვს სახასიათო გემო, უბრალოდ მაყვლის ზედმეტ სიტკბოს ანეიტრალებს. ამიტომ მათაც მოსწონთ, ვისაც მენთოლი არ უყვარს.

ყოფილი მწეველები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი სითხეებიდან, რომელიც სიგარეტის კვამლის კარგ იმიტაციას ქმნის.

მარწყვი და საზამთრო (Strawberry Watermelon)

აპარატები: HQD Wave, HQD Super Pro

მარწყვისა და საზამთროს კომბინაცია ინდუსტრიაში დიდი ხანია კლასიკურ გემოდ ითვლება, თუმცა კონკრეტულად HQD ვარიაციას თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს. ხშირად მსგავს მიქსებში გემოები ერთმანეთში ან ზედმეტად ირევა, ან რომელიმე ერთი დომინირებს. HQD-ს სითხეში კი მკაფიოდ გამოხატულია ორივე ხილი: შესუნთქვისას ჯერ იგრძნობა მარწყვის ინტენსიური სიტკბო, და უკვე შემდეგ მოჰყვება საზამთროს ნოტები.

მომხმარებლებს მოსწონთ, რომ სიტკბოს მიუხედავად, გემო არ არის მომაბეზრებელად ინტენსიური. ამოსუნთქვისას ტოვებს საკმაოდ მსუბუქ შეგრძნებას. არომატი კარგ ვარიანტად ითვლება მათთვის, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ვეიპინგი და ჯერ ექსპერიმენტებს ერიდება.

საღეჭი რეზინი (Bubble Gum)

აპარატი: HQD Wave

კლასიკური ვარდისფერი საღეჭი რეზინი, რომელსაც ბავშვობაში ვყიდულობდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სინთეტიკური გემოა HQD-ს კატალოგში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ტკბილი გემოების მოყვარულებს შორის. ამ შემთხვევაში, არომატის მთავარი ხიბლი სწორედ ის სინთეტიკურად ტკბილი გემოა, რომელიც ბავშვობაში იმ საღეჭ რეზინს ახლდა თან.

აღსანიშნავია, რომ ეს არომატი თანამედროვე ვეიპებში განსაკუთრებით სქელ ორთქლს წარმოქმნის. მომხმარებლები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად არომატის არანატურალური გემოებისა, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს იაფფასიანი ქიმიური მინარევებია გამოყენებული.

ატამი ყინულით (Peach Ice)

აპარატები: HQD Wave, HQD Super Pro

ამ პროდუქტის შეძენისას, მთავარია მოლოდინები სწორად განვსაზღვროთ: ეს თეთრი ატმის ნაზი, ყვავილოვანი სიტკბოს იმიტაციაა და არა ყვითელი ატმის მკვეთრი გემო. ამ არომატის ერთჯერადი ვეიპები მათთვისაა, ვისაც ინტენსიური გემოები დიდად არ უყვარს. მომხმარებლები აღნიშნავენ ოდნავ მომჟავო ნოტებს რომელიც სიტკბოს აბალანსებს. ზოგის თქმით ყინულის ეფექტი რაღაცით ცივ ჩაის აგონებთ.  

ყურძენი (Grapey)

აპარატი: HQD Wave

ეს არომატი ამერიკული Concord-ის ჯიშის ყურძნის გემოვნური პროფილის საფუძველზე შეიქმნა. ჯიში გამოირჩევა მძაფრი, ლიქიორისებრი სიტკბოთი. მთავარი მახასიათებელი მყისიერი და ძლიერი შეგრძნებაა ყელში. ამ სიაში სიძლიერით მეორეა “მაყვალი ყინულით” არომატის შემდეგ.

ვეიპერები ხშირად აღნიშნავენ რომ მოწევის შემდეგ ტუჩებზე რჩება სასიამოვნო სიტკბო. იდეალურია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც გემოს აღქმის დროებითი დაქვეითება (ე.წ. “ვეიპერის ენის” სინდრომი) აქვს და რამე სტანდარტულზე უფრო ძლიერი სჭირდება იმისთვის, რომ არომატი სრულად შეიგრძნოს.

კივი და ბროწეული (Kiwi Pomegranate)

აპარატი: HQD Super Pro

შედარებით არასტანდარტული კომბინაცია, რომელიც იმ მომხმარებლების ფავორიტია, ვისაც ტკბილი გემოები არ უყვარს. თუმცა, ბევრი მომხმარებლის მოლოდინის მიუხედავად, არომატის პროფილი არც ზედმეტად მჟავეა.

მომხმარებლები ახასიათებენ როგორც „ცოცხალ“ არომატს, რომელიც არ იწვევს წყურვილის გრძნობას და ამოსუნთქვის შემდეგ ტოვებს შედარებით ნატურალური ხილის გემოს.

დრაკონის ხილი და მარწყვი (Dragon Fruit Strawberry)

აპარატი: HQD Wave

თუ დრაკონის ხილი გასინჯული გაქვთ, გეცოდინებათ, რომ მას ძალიან ნეიტრალური გემო აქვს. ამ მიქსში დრაკონის ხილს უფრო გამანეიტრალებლის როლი აქვს: არბილებს მარწყვის სიტკბოს და „იოგურტისებრ“ ნაზ მჟავე ნოტებს ანიჭებს. შედეგად არომატი უფრო მსუბუქი ტროპიკული გემოების კატეგორიაში გადის, ვიდრე სტანდარტული ტკბილი ხილის. ამ არომატს ზოგჯერ „დრაკონის კანფეტსაც“ ეძახიან.

თუ რომელიმე არომატმა დაგაინტერესათ, გვეწვიეთ Podsy-ს ნებისმიერ ვეიპ შოპში.  ხოლო თუ რაიმე სხვას ეძებთ – ჩვენს კატალოგში სხვადასხვა ბრენდის ათობით არომატია. იმისდა მიხედვით, რა პროფილის გემოებს ანიჭებთ უპირატესობას, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან აირჩიოთ ის არომატები, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება თქვენს გემოვნებას.

მსგავსი პოსტები

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »

კომპანიის შესახებ

ელექტრონული სიგარეტების მაღაზიათა ქსელი Podsy ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდში ვეიპები საქართველოში ვიწრო სეგმენტის

გააგრძელე »

2025 წლის ყველაზე პოპულარული ვეიპის მოდელები

2025 წლის შეჯამებისას დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი ვეიპის არჩევისას კვლავაც უმეტესად იმით ხელმძღვანელობს,

გააგრძელე »

კომპანიის შესახებ

ელექტრონული სიგარეტების მაღაზიათა ქსელი Podsy ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდში ვეიპები საქართველოში ვიწრო სეგმენტის

გააგრძელე »