როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრო სიგარეტის მუშაობის პრინციპის მიხედვით, სწორედ ელემენტი განაპირობებს მოწყობილობაში არსებული სითხის გაცხელებას, რაც თავის მხრივ, აორთქლების პროცესს ააქტიურებს. მართალია მოსახერხებელი ელექტრო სიგარეტი ვეიპინგის სასიამოვნო გამოცდილებას უზრუნველყოფს, თუმცა გახსოვდეთ, რომ მას სპეციფიკური მოვლა და შენახვის პირობები სჭირდება.  

N1: შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში

მაშინ, როცა ელექტრო სიგარეტი გამორთულია და არ იყენებთ, სასურველია ვერტიკალურ მდგომარეობაში ე.წ თავდაყირა განათავსოთ, რადგან  გაჟონვამ შეიძლება დააზიანოს ვეიპის შიდა კომპონენტები. ეს მეთოდი ამცირებს ელექტრონული სითხის გაჟონვის ალბათობას და ხელს უწყობს მოწყობილობის მთლიანობის შენარჩუნებას. 

N2: დაიცავით მზის პირდაპირი დასხივებისა და ექსტრემალური ტემპერატურისაგან

მზის ხანგრძლივი დასხივება და მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ვეიპის სითხის ხარისხზე, რაც საბოლოოდ მის დაზიანებას იწვევს. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ექსტრემალურმა ტემპერატურამ როგორც ცივმა, ისე ცხელმა შესაძლოა დააზიანოს მოწყობილობის ელემენტი. როგორც წესი, ელექტრო სიგარეტის შენახვისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად დაახლოებით 20°C მიიჩნევა. 

 

როგორც აღინიშნა, ელემენტი ვეიპის მთავარი ნაწილია, რაც, ჩვეულებრივ, მოწყობილობის ფუნქციონირების ხანგრძლივობას განსაზღვრავს. შესაბამისად, სასურველია, რომ ელექტრო სიგარეტი მშრალ ადგილას შეინახოთ. 

N3: გამოიყენეთ დამცავი ქეისები

სასურველია ვეიპი დამცავ ქეისში მოათავსოთ. ამ აქსესუარის შეძენა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ხშირად გიწევთ ხალხმრავალ და მტვრიან ადგილებში გადაადგილება. ქეისში ჩასმული ელექტრო სიგარეტი დაცულია, როგორც ფიზიკური დაზიანების, ისე მტვრისა და ნამსხვრევებისაგან. 

N4: მოარიდეთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს

მნიშვნელოვანია ყოველთვის დარწმუნდეთ, რომ ელექტრო სიგარეტი ინახება ისეთ ადგილას, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს ან შინაურ ცხოველებს ხელი არ მიუწვდებათ. პირველ რიგში, ვეიპები და მსგავსი ელექტრო მოწყობილობები საზიანოა მათი ჯანმრთელობისათვის. ამასთანავე, შესაძლოა მათ თქვენი ვეიპი ფიზიკურად დააზიანონ. ამიტომ განათავსეთ მაღალ ან ჩაკეტილ ადგილას. 

 

Podsy-ს ვეიპოპში მრავალჯერადი და ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ქსელში წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელები, რაც  გაძლევთ შესაძლებლობას თქვენს გემოვნებაზე მორგებული ვეიპი შეიძინოთ. ამასთანავე, ჩვენს კატალოგში ისეთ აქსესუარებსაც შეხვდებით, როგორებიცაა სპეციალური სითხეები, ქოილები, ავზები და კარტრიჯები.

მსგავსი პოსტები

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

მათ, ვინც ერთჯერადიდან მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებზე გადასვლა სურთ, ხშირად უწევთ მოულოდნელ დილემასთან გამკლავება – მნიშვნელოვანია

გააგრძელე »
ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის სითხე – სრული გზამკვლევი

ელექტრო სიგარეტის სითხის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ რეალურად საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეს იმიტომ,

გააგრძელე »

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სიგარეტის აქსესუარები

მათ, ვინც ერთჯერადიდან მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებზე გადასვლა სურთ, ხშირად უწევთ მოულოდნელ დილემასთან გამკლავება – მნიშვნელოვანია

გააგრძელე »