VG/PG ბალანსი და ნიკოტინის შემცველობა სითხეებში
სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ადამიანები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ნიკოტინის საღეჭი რეზინი, ნიკოტინის პლასტირები, ბალიშები – ეს მეთოდები წლებია, არსებობს და ნაწილობრივ ეხმარება მწეველებს. თუმცა ვერცერთი ვერ ანაცვლებს თავად მოწევის პროცესს. სწორედ ამიტომ ვეიპი ბევრი მომხმარებლისთვის ყველაზე კარგი ალტერნატივა აღმოჩნდა.
ვეიპისთვის სითხის არჩევა მხოლოდ გემოვნური მახასიათებლების მიხედვით არასწორია. სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ იგრძნობთ ორთქლს, რამდენად ძლიერი იქნება გემო და რამდენად დაკმაყოფილდება ნიკოტინის მოთხოვნილება. ეს არჩევანი კავშირშია თქვენი მოწყობილობის ტიპთან.
VG/PG ბალანსი სითხეებში – რა არის და რა განსხვავებაა მათ შორის?
ვეიპის ნებისმიერი სითხე ოთხი ინგრედიენტისგან შედგება: VG (ბოსტნეულის გლიცერინი), PG (პროპილენ გლიკოლი), არომატიზატორი და ნიკოტინი (თუ ნიკოტინიანი სითხეა). ორთქლის რაოდენობა, გემოს ინტენსივობა და შეგრძნება სწორედ VG/PG კომპონენტებზე და მათ ბალანსზეა დამოკიდებული.
VG, იგივე ბოსტნეულის გლიცერინი, სქელი, ოდნავ მოტკბო სითხეა, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა. მისი მთავარი თვისება სქელი, მოცულობითი ორთქლის შექმნაა.
PG, იგივე პროპილენ გლიკოლი, უფრო თხელი სითხეა. ის გემოს უკეთ ატარებს და ყელში უფრო შესამჩნევ შეგრძნებას ტოვებს – ამას throat hit-ს ეძახიან, რაც სიგარეტის მოწევის შეგრძნებას გავს.
ეტიკეტზე ხშირად ვხვდებით აღნიშვნებს, როგორიცაა ვეიპის სითხეები 50/50 ან 70/30. პირველი ციფრი, როგორც წესი, VG-ს წილს აჩვენებს, მეორე – PG-ს. ანუ 70/30 ნიშნავს, რომ სითხეში 70% ბოსტნეულის გლიცერინია და 30% პროპილენ გლიკოლი.
როგორ ავირჩიოთ VG/PG მოწყობილობის მიხედვით
VG/PG-ის თანაფარდობა მხოლოდ გემოსა და ორთქლზე არ მოქმედებს, ის კავშირშია თქვენი მოწყობილობის ტიპთან. არასწორად შერჩეული სითხე შეიძლება გაჟონვის, დამწვარი გემოს ან ქოილის ვადაზე ადრე ცვეთის მიზეზი გახდეს.
პოდ-სისტემები და MTL (mouth-to-lung) მოწყობილობები, რომლებშიც ბოლის წარმოშობა სიგარეტის მსგავსია – ჯერ პირის ღრუში გადაიტანს ორთქლს, შემდეგ კი ფილტვებში – თხელ სითხეებთან მუშაობს. მათთვის 50/50 ან 60/40 (VG/PG) თანაფარდობა ოპტიმალურია. თხელი სითხე ბამბაში სწრაფად იჟღინთება და პატარა ქოილებს კარგად ერგება.
რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? თუ სქელ, მაღალ-VG სითხეს პატარა პოდში ჩაასხამთ, ბამბა ვერ მოასწრებს გაჟღენთვას. შედეგად ქოილი ვადაზე ადრე დაზიანდება. პირიქით, თხელი სითხე მძლავრ Sub-Ohm მოწყობილობაში ძალიან სწრაფად აორთქლდება და გაჟონვის რისკი გაიზრდება.
ნიკოტინის ტიპი და შემცველობა
ბოთლზე მითითებული mg (მილიგრამი) აჩვენებს, რამდენი მილიგრამი ნიკოტინი მოდის სითხის ერთ მილილიტრზე. მაგალითად, 6 mg ნიშნავს, რომ თითოეულ მილილიტრში 6 მილიგრამი ნიკოტინია. რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უფრო ძლიერია ნიკოტინის ეფექტი.
ნიკოტინი სითხეებში ორი ფორმით გვხვდება: ფრიბეისი (freebase) და ნიკოტინის მარილები (nicotine salt). ფრიბეისი ტრადიციული ფორმაა – მაღალ დოზებზე ყელს აღიზიანებს და throat hit-იც მკვეთრია. სწორედ ამიტომ ფრიბეისი ჩვეულებრივ 3-დან 12 mg-მდე დოზებში გამოიყენება.
ნიკოტინის მარილების შემცველი salt სითხეები სხვა ქიმიური პრინციპით მუშაობს. შედეგად, 20 mg და მეტი დოზის სითხეც არ იწვევს ყელის მკვეთრ გაღიზიანებას. ნიკოტინის მარილები სწრაფად შეიწოვება სისხლში, რაც სიგარეტის მოწევის ეფექტს ჰგავს. ამიტომ მწეველებისთვის, რომლებიც ვეიპის გამოყენებას იწყებენ, ნიკოტინის მარილები ხშირად ყველაზე კომფორტული არჩევანია.
ვინც დღეში რამდენიმე ღერ სიგარეტს ეწეოდა ან მსუბუქ სიგარეტს ამჯობინებდა, მათთვის 3-დან 6 mg-მდე დოზა საკმარისია. საშუალო მწეველებისთვის, ვინც დღეში 10-20 ღერს ეწეოდა, 6-დან 12 mg-მდე დიაპაზონი უფრო შესაფერისია. ისეთი მომხმარებლები კი, რომლებიც კოლოფს ან მეტს ეწეოდნენ დღეში, 20 mg-იანი ე.წ. Salt სითხეებით იწყებენ, შემდეგ კი საჭიროებისამებრ ამცირებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის დოზა მოწყობილობის ტიპს უნდა შეესაბამებოდეს. დაბალ ვატიან პოდებსა და MTL მოწყობილობებში ნიკოტინის მაღალი შემცველობა (20 mg და მეტი) ნორმალურია, რადგან ორთქლის რაოდენობა მცირეა. Sub-Ohm ქოილებში კი, სადაც ორთქლი ბევრად მეტია, ნიკოტინის დოზა დაბალი უნდა იყოს – 3-დან 6 mg-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი ნიკოტინის მიღება თავბრუსხვევას ან გულისრევას გამოიწვევს.
ერთჯერადი და მრავალჯერადი მოწყობილობები – განსხვავება სითხის თვალსაზრისით
ერთჯერადი ვეიპები სითხით უკვე შევსებულია და მომხმარებელს არაფრის არჩევა არ უწევს – VG/PG თანაფარდობა, ნიკოტინის დოზა და გემო წინასწარ განსაზღვრულია. ერთჯერადი მოწყობილობების უმეტესობა ნიკოტინის მარილებს 20 mg დოზითა და 50/50-ის მსგავსი თანაფარდობით იყენებს. ეს მათ მარტივ, მოსახერხებელ არჩევანად აქცევს.
პოდ-სისტემებში, MTL კიტებში ან Sub-Ohm მოდელებში შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ სითხე – გემო, ნიკოტინის დოზა და VG/PG თანაფარდობა თქვენს ხელშია. ეს თავისუფლება საშუალებას გაძლევთ, ყველაფერი საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგოთ. თუ დროთა განმავლობაში ნიკოტინის შემცირება გსურთ, თანდათან დაბალ დოზაზე გადახვალთ.
ფართო არჩევანი ხელმისაწვდომია პოდსის ვეიპ შოპში, სადაც სერტიფიცირებული პროდუქცია დაგხვდებათ.
როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება
სითხის არჩევისას ორი რამ გაითვალისწინეთ: მოწყობილობის ტიპი და ნიკოტინის მოთხოვნილება. თუ პატარა პოდ-სისტემას იყენებთ და სიგარეტის მსგავსი ეფექტი გირჩევნიათ, 50/50 სითხე 10-20 mg ნიკოტინის მარილები სწორი არჩევანია. თუ Sub-Ohm მოწყობილობა გაქვთ და მოცულობითი ორთქლი მოგწონთ, 70/30 VG/PG თანაფარდობა 3-6 mg ფრიბეისით თქვენთვის უფრო შესაბამისია.
თუ ახალი ხართ და არ იცით, საიდან დაიწყოთ, საშუალო ვარიანტი ყოველთვის გონივრული არჩევანია. 50/50 სითხე საშუალო ნიკოტინით საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რა მოგწონთ, რის შემდეგაც VG/PG-ს ან ნიკოტინის დოზას საჭიროებისამებრ შეცვლით.
ბალანსი VG/PG-სა და ნიკოტინის დონეს შორის ინდივიდუალური საკითხია. სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს თითოეული ციფრი და როგორ აისახება ეს თქვენს გამოცდილებაზე, უკეთ არჩევაში დაგეხმარებათ.

