,,პოდსის” საახალწლო გათამაშება და მისი პირობები

კომპანია თავის მომხმარებელს წინასაახალწლოდაც არ ტოვებს სიურპრიზის გარეშე – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში და მოიგოთ: Iphone 15 pro, საგზური აბუ დაბიში და Podsy-ს 500 ლარიანი ვაუჩერი.

 

,,პოდსის” მაღაზიათა ქსელში ნებისმიერ 20 ლარიან შენაძენზე, იქნება ეს ერთჯერადი თუ დასატენი ელექტრო სიგარეტი, გათამაშების 1 ბილეთი გადმოგეცემათ, რომელიც სპეციალურ დოლურაში უნდა მოათავსოთ. ამასთანავე, პრიზების მოგების დამატებითი შანსი გეძლევათ იმ შემთხვევაში თუ გათამაშების პოსტს Facebook ან Instagram-ზე გააზიარებთ და კომპანიის სოციალურ გვერდს გამოიწერთ.

 

საახალწლო გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ბილეთში საკუთარი სახელი/გვარი და მობილურის ნომერი უნდა ჩაწეროს.

 

ლაივ გათამაშება კი 2023 წლის მიწურულს, 30 დეკემბერს Podsy-ს სოციალურ გვერდზე გაიმართება და პოდსის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მოიგოს საოცნებო პრიზები:

 

  • Phone 15 Pro (128 GB, Black Titanium);
  • ტურიაბუ დაბიში  (2 კაციანი საგზური, რომელიც მოიცავს ავიაბილეთს  ქუთაისი – აბუ-დაბი (ორი გზა), სასტუმრო (2 კაციანი ნომერი, საუზმით), საგზურის ხანგრძლივობა 4 დღე);
  • Podsy-ს 500 ლარიანი ვაუჩერი.

 

გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში იზღუდება არასრულწლოვანი პირის მონაწილეობა. ამასთანავე, კომპანია მაქსიმალურად იცავს კონფიდენციალურობას. შესაბამისად, გათამაშების დასრულებისა და გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ ბილეთები განადგურდება. ხოლო გამარჯვებულ ერთეულებზე დატანილი ინფორმაცია დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.

 

მოგების მოთხოვნის პროცედურები

 

გამარჯვებულებმა გათამაშებიდან 1 თვის ვადაში უნდა მოითხოვონ პრიზები, რომელთა გადაცემაც ,,პოდსის”  მაღაზიათა ქსელის ვაკის ფილიალში, აბაშიძის 31 ნომერში მოხდება. რეგიონის შემთხვევაში, პრიზი გაიგზავნება კონკრეტული რეგიონის ფილიალში.

დეტალური ინფორმაცია პრიზის მიღების შესახებ, ხელმისაწვდომია შემდეგ ნომერზე: 0322154444

 

ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ საახალწლო პრიზები. მანამდე კი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ Podsy-ს მაღაზიათა ქსელში.

 

და ბოლოს, რადგან საახალწლო საჩუქრები შინაარსობრივ დატვირთვასაც ატარებს, თუ ამ დღესასწაულის მისალოცად ვეიპს შეარჩევთ,  ადრესატს გარდა ფიზიკური მოწყობილობისა, ცხოვრების სტილის ცვლილებისაკენ უბიძგებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი, რომელიც მოიცავს როგორც ინოვაციებს, ისე პოზიტიური გარდასახვისაკენ სწრაფვას. სწორედ ამიტომ ეწვიეთ ,,პოდსის” ფილიალებს და ჩაერთეთ ჩვენს საახალწლო გათამაშებაში.

მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »