ვეიპი საჭესთან – რა უნდა ვიცოდეთ

ვეიპის ფართო გავრცელებამ განაპირობა ის, რომ ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამ პროდუქტს მოიხმარენ და პროცესისაგან დიდ სიამოვნებას იღებენ. მეტიც, ელექტრო სიგარეტების მაღაზია თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებშიც კი არის წარმოდგენილი.  

 

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა აქტივობა, ვეიპი საჭესთან სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. ამ ბლოგში ჩვენ გაგიზიარებთ ყველა იმ საკითხს, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. 

რა არის ელექტრო სიგარეტი?

თავისი არსით ერთჯერადი ვეიპები მოწევის თანამედროვე და მეტად ჯანსაღი შესაძლებლობაა. ტრადიციული სიგარეტისაგან განსხვავებით, რომელიც კვამლს თამბაქოს წვით გამოყოფს, ელექტრონული ვერსია სითხის გაცხელებით ორთქლდება. შედეგად კი ადამიანის ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი ადგება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ელექტრო სიგარეტის მიერ გამოყოფილი კვამლი მარტივად იშლება და მცირე დროში ორთქლდება. ეს ნიშნავს, რომ ირიბი ზემოქმედება გარშემომყოფებზე მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ამ გზით ზრუნავთ, როგორც საკუთარ, ისე სხვების უსაფრთხოებაზე. 

 

ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება ისიც, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, ნიკოტინის შემცველობის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. უფრო ზუსტად, ვეიპების მაღაზია Podsy-ში წარმოდგენილ ელ-სიგარეტებში ნიკოტინის მხოლოდ 2%-იანი კონცენტრაციაა, ხოლო ზოგიერთი მოდელი ამ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს. 

 

ერთჯერადი ელექტრო ვეიპების მუდმივად განვითარებადი ინდუსტრია არომატების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ – ხელმისაწვდომია, როგორც ნეიტრალური და ხილის, ისე დესერტებით შთაგონებული გემოები. ამ არომატული ვეიპის ყიდვა  Podsy-ში შეგიძლიათ. აღსანიშნავია, ისიც რომ მოწყობილობა მომხიბვლელი ვიზუალითა და პორტატიულობით ხასიათდება, რაც მის მოხმარებას, ერთი მხრივ, ეფექტურს, ხოლო მეორე მხრივ, კომფორტულს ხდის. 

ყველაფერი, რაც საჭესთან ვეიპინგის დროს უნდა გაითვალისწინოთ

უპირველეს ყოვლისა, თქვენი, როგორც მძღოლის, მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება უნდა იყოს. მანქანის მართვის პროცესში აქტიურმა ვეიპინგმა შესაძლოა ყურადღების გაფანტვა გამოიწვიოს. იმისათვის, რომ კონცენტრირება მოახდინოთ, უმჯობესია თუ მოწყობილობას დიდი ინტენსივობით არ გამოიყენებთ. ამასთანავე, შეეცადეთ, ელექტრო სიგარეტი გზის იმ მონაკვეთებში მოიხმაროთ, რომელიც გადატვირთული მოძრაობით არ ხასიათდება. 

 

მაღაზია Podsy-ში ხელმისაწვდომია, როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი ვეიპები. როგორც წესი, მრავალჯერადი მოწყობილობა დაცლის შემდეგ სითხით შევსებას ან არსებული კარტრიჯის გამოცვლას საჭიროებს. საჭესთან ჯდომის დროს ამგვარ მანიპულაციებს ნუ ეცდებით, რადგან ასეთ დროს საკუთარ თავს, სხვა მძოლებსა და ქვეითებს დიდ საფრთხეს უქმნით.

 

მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის, მათ შორის მანქანის მართვის პროცესშიც მოსახერხებელი იქნება. უმჯობესია გამოიყენოთ ისეთი ელექტრო სიგარეტი, რომელსაც გააქტიურებისათვის დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. მაგალითად, ერთჯერადი ვეიპები ღილაკზე თითის დაჭერას არ საჭიროებს და ერთი შესუნთქვაც კი საკმარისია. 

როგორც წესი, ნიკოტინის მაღალი დონე თრობის შეგრძნებასა და თავბრუსხვევას იწვევს, რაც მანქანის მართვისას არასასურველი მოვლენაა. მართალია, ელექტრო სიგარეტები ნიკოტინის ძალიან მცირე რაოდენობას შეიცავს, თუმცა უმჯობესია თუ ნიკოტინის 0%-იანი შემცველობის მქონე მოწყობილობას შეარჩევთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყველანაირი რისკი თავიდან აიცილოთ. 

 

დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრო სიგარეტი უსაფრთხოდაა შენახული. უმჯობესია თუ მოწყობილობას ადვილად მისაწვდომ ადგილას განათავსებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვეიპი რთულად მოსაპოვებელი გახდეს, რაც გავლენას მოახდენს თქვენს კონცენტრაციაზე და უარყოფითად აისახება მართვის უნარზე.

 

ვეიპი მოხმარების პროცესში კვამლს წარმოქმნის, რაც ხილვადობას ზღუდავს. ეს კი მანქანის მართვის დროს დაბრკოლებებს აჩენს. ყურადღება მიაქციეთ რა რაოდენობით ორთქლს გამოყოფთ და დაარეგულირეთ ის.  განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მაშინ, როცა მოღრუბლული ამინდია.  სასურველია თუ ფანჯრებს ოდნავ ღია მდგომარეობაში დატოვებთ, რათა ორთქლი მარტივად გაიფანტოს. 

ვეიპები Podsy-ში

ვეიპშოპი Podsy 2021 წლიდან თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის,  როგორც ერთჯერად, ისე მრავალჯერად ელექტრო სიგარეტებს სთავაზობს. აქ ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის, დიზაინისა და უამრავი გემოს მქონე მოწყობილობა, რომელიც საუკეთესო გამოცდილების შექმნაში დაგეხმარებათ. აქ ელექტრო სიგარეტები იაფად არის ხელმისაწვდომი. 

 

გახსოვდეთ, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი პერიოდული შესვენებებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ დიდი გზა გაქვთ. ეს საშუალებას გაძლევთ მანქანის მართვისაგან შეისვენოთ, განიტვირთოთ და ვეიპი უსაფრთხოდ ააორთქლოთ. ყველა სიტუაციისა და მდგომარეობისათვის კომფორტულ მოწყობილობას კი Podsy-ში შეარჩევთ, რომლის გაყიდვის წერტილები მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »