ელექტრო სიგარეტის შექმნის ისტორია 

ათასობით წლის წინ ადამიანებმა მცირე ზომის ქაღალდში გადახვეული თამბაქოს მოწევა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ეს პროცესი ერთგვარი სიამოვნებისა და ხანმოკლე თრობის მომტანი იყო. ასე დამკვიდრდა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული განტვირთვის შესაძლებლობა, სიგარეტი. 

 

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 2 საუკუნის წინ სამედიცინო სფეროში აქტიურად დაიწყო ტრადიციული სიგარეტისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი გავლენების შესწავლა.  1798 წელს, დოქტორმა ბენჯამინ რაშმა ერთ-ერთმა პირველმა აღნიშნა, რომ სიგარეტის სისტემატურ მოხმარებას განუკურნებელი დაავადებების მთელი რიგის, მათ შორის კიბოს გამოწვევა შეეძლო. ასე, რომ მოწევის უფრო ჯანსაღი ალტერნატივის შექმნის პირველი სტიმული სწორედ ეს კვლევები აღმოჩნდა.  

 

ელექტრო სიგარეტი მოწევის ტრადიციული ვარიანტის ალტერნატივაა, რომლის შექმნის პირველი იდეა ჯოზეფ რობინსონს ეკუთვნის. მან 1927 წელს წარადგინა თანამედროვე ვეიპი, რომელიც ერთი მხრივ, დახვეწილი ვიზუალით ხასიათდებოდა, მეორე მხრივ კი, ნაცვლად წვისა, ნივთიერებების აორთქლების პრინციპით მუშაობდა. თუმცა, აღნიშნული მოწყობილობის წარმოება არ დაწყებულა და არც მისი კომერციალიზაცია მომხდარა. 

 

შემდეგი მასშტაბური მცდელობა, რომლის შედეგიც ჯანმრთელობისათვის ნაკლებად სახიფათო ვეიპი უნდა ყოფილიყო, 1980-იან წლებს მიეწერება. სწორედ ამ დროს Apollo კოსმოსური პროგრამის მენეჯერს, გილ რეის უკვამლო მოწყობილობის გამოგონების იდეა გაუჩნდა და თავის ექიმთან, ნორმან ჯეიკობსონთან ერთად ვეიპზე მუშაობა დაიწყო. მართალია მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ვიზუალურად ტრადიციულ სიგარეტს ძალიან ჰგავდა, თუმცა განსხვავებული პრინციპით მუშაობდა. იგულისხმება, რომ მოწყობილობის წიგნით მოთავსებული ქაღალდი ნიკოტინის შემცველი სითხით იყო გაჟღენთილი, ჩასუნთქვის შემდეგ კი ნივთიერების წვისა და ორთქლის გამოყოფის გარეშე აქტიურდებოდა.  შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტთან დაკავშირებული პირველი ოფიციალური კვლევები სწორედ ამ ორ პიროვნებას ეკუთვნის. მართალია, მათ თავიანთი პროდუქტის კომერციალიზაცია შეძლეს, თუმცა ფართო წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს.

 

დღეს გავრცელებული ელექტრო სიგარეტი  ადრეული 2000-იანი წლების პროდუქტია. მისი შექმნის ისტორია ჩინეთში, კერძოდ კი პეკინში იწყება. ეს ინოვაციური მოწყობილობა 52 წლის ფარმაცევტს ეკუთვნის, რომელსაც იდეის განხორციელებისაკენ პირადმა ტრაგედიამ უბიძგა. საქმე იმაშია, რომ ჰონ ლიკის მამა აქტიური მწეველი იყო, რის გამოც მას ფილტვების კიბო განუვითარდა და გარდაიცვალა. ამ შემთხვევამ ფარმაცევტს ახალი გამოგონების სტიმული მისცა, რომელიც, მისი აზრით, ვიზუალურად მეტად მიმზიდველი და რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. 

პირველი ელექტრო სიგარეტის პროტოტიპი

საბოლოოდ ლიკმა უფრო პატარა, დახვეწილი სიგარეტი შექმნა, რომელიც მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი გამოსხივების მქონე ელემენტის ხარჯზე, ნიკოტინის შემცველ სითხეს აორთქლებდა. დროთა განმავლობაში საუკეთესო ერთჯერადი ვეიპი ჯერ აზიაში შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მართალია, სიგარეტის თანამედროვე ალტერნატივის შექმნის ბევრი იდეაა არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ჰონ ლიკის გამოგონება ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. 

 

ბოლო წლებში ელექტრო სიგარეტები განსაკუთრებულად პოპულარული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და გამონაკლისი არც საქართველოა. 

ელექტრო სიგარეტები Podsy-ში

 

დროთა განმავლობაში  საზოგადოებაში მოწევის ჯანსაღ ალტერნატივებზე მოთხოვნა გაიზარდა, ამასთანავე, გარემოსა და გარშემომყოფებზე უარყოფითი გავლენის შემცირება პრიორიტეტი გახდა. ამ მკვეთრად შეცვლილი დამოკიდებულების მიზეზი, ერთი მხრივ, მოწევის პოტენციურად უარყოფითი  გავლენის შესახებ სამეცნიერო კვლევების გავრცელება, მეორე მხრივ კი, სიგარეტის მოხმარების შედეგად ცხოვრების ხარისხის გაუარესება და ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. 

 

Podsy-ს მიზანია მწეველებს შესთავაზოს მოწყობილობა, რომელიც ტრადიციული სიგარეტის მეტად ჯანმრთელ ალტერნატივას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, რომელიც ერთჯერად და მრავალჯერად ვეიპებს მოიცავს. 

 

გარდა იმისა, რომ ელექტრო სიგარეტები უპირატესია იმით, რომ ნიკოტინის მოხმარების შემცირების შესაძლებლობა გაქვთ, ასევე, ჩვენთან ხელმისაწვდომია დახვეწილი და ვიზუალურად მიმზიდველი ვეიპები. დიზაინის მრავალფეროვნებასთან ერთად გემოების ფართო სპექტრს გთავაზობთ. შესაბამისად, ჩვენ დაგეხმარებით, რომ გაითვალისწინოთ როგორც გემოვნური, ისე ვიზუალური პრეფერენციები. 

 

ჩვენი ვეიპები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან მაღაზიის ფილიალები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ეს ფაქტორი კი ჩვენს პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი და მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტი Podsy-ში უნდა შეიძინოთ. 

მსგავსი პოსტები

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

,,პოდსის” საახალწლო გათამაშება და მისი პირობები

კომპანია თავის მომხმარებელს წინასაახალწლოდაც არ ტოვებს სიურპრიზის გარეშე – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში

გააგრძელე »

როგორ შევინახოთ ვეიპი სწორად?  – რჩევები Podsy-საგან

ვეიპი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტითაა აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტის ეს ნაწილი მეტად

გააგრძელე »

,,პოდსის” საახალწლო გათამაშება და მისი პირობები

კომპანია თავის მომხმარებელს წინასაახალწლოდაც არ ტოვებს სიურპრიზის გარეშე – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში

გააგრძელე »